Wiki ქართული

მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

მთავარი გვერდი
დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

მთავარი გვერდი

დღის სტატია

რუჟე დე ლილი პირველად ასრულებს მარსელიეზას
რუჟე დე ლილი პირველად ასრულებს მარსელიეზას

მარსელიეზა (ფრანგ. La Marseillaise — „მარსელური“) — საფრანგეთის რევოლუციის ყველაზე ცნობილი სიმღერა, რომელიც თავიდან გახდა რევოლუციონერების ჰიმნი, ხოლო შემდეგ საფრანგეთის ჰიმნად გადაიქცა. თავდაპირველად მარსელიეზას ერქვა „რეინის ჯარის სამხედრო მარში“. მარში დაიწერა 1792 წლის 25 აპრილს სამხედრო ინჟინერ რუჟე დე ლილის მიერ, რევოლუციური საფრანგეთის მიერ „ბოჰემიისა და უნგრეთის“ მეფისადმი ომის გამოცხადების შემდეგ. ამ სიმღერით 30 ივლისს პარიზში შევიდან მარსელის მოხალისეთა ბატალიონი.

1793 წლის 24 ნოემბერს ეროვნულმა კონვენტმა მარსელიეზა საფრანგეთის ჰიმნად გამოაცხადა.

მთავარი გვერდი

დღის სურათი

Harmonia axyridis
Harmonia axyridis
Harmonia axyridis

მთავარი გვერდი

სიახლეები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


მთავარი გვერდი

25 აპრილი — ამ დღეს...

მიკროჩიპები
მიკროჩიპები
  • 1607 : ოთხმოცწლიანი ომი: ნიდერლანდების ფლოტმა გაანადგურა გიბრალტარში გაჩერებული ესპანეთის ფლოტი.
  • 1792 : კლოდ ჟოზეფ რუჟე დე ლილმა შექმნა „მარსელიეზა“ (საფრანგეთის ეროვნული ჰიმნი).
  • 1804 : ხელი მოეწერა ელაზნაურის შეთანხმებას, რომლითაც იმერეთის სამეფომ მიიღო რუსეთის ქვეშევრდომობა.
  • 1959 : გაიხსნა წმინდა ლავრენტის წყლის გზა, რომელმაც ჩრდილოეთ ამერიკის დიდი ტბები ატლანტის ოკეანესთან დააკავშირა.
  • 1961 : რობერტ ნოისმა ინტეგრირებული მიკროსქემისთვის (სურათზე) პატენტი მიიღო.
  • 2002 : თბილისში დაფიქსირდა 4,5 მაგნიტუდის (რიხტერის სკალით) მიწისძვრა.
  • 2005 : ბულგარეთი და რუმინეთი ხელს აწერს წევრობის ხელშეკრულებებს ევროპის კავშირში შესასვლელად.
  • მთავარი გვერდი

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    კაცხის სვეტიწითელი წიგნიარასამთავრობო ორგანიზაციაბორჯომი (წყალი)სინონიმებიანდებიტიციან ტაბიძეკუბური მეტრიშარკა ბლუქართული მითოლოგიაგიორგი ანწუხელიძეკახეთის აჯანყება (1659)საქართველოს სახელმწიფო გერბიხელისუფლების დანაწილებაწმინდა სამების საკათედრო ტაძარიყინწვისის მონასტერიპანეტონეალეგორიადედოფალამსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაშვეიცარიასიტყვააზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითქართველებივიკიპედიაასტრიდ ლინდგრენიირაკლი კობახიძემაიმუნებიხევისბერი გოჩააჭარაპარიზის ღვთისმშობლის ტაძარიტურიზმიქრომოსომამარილებიგერგეტის სამების ეკლესიაბეჰემოთიზედსართავი სახელიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიაჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციათბილისის პანსიონებითხის რქა (ასტროლოგია)დეციმეტრიჯუმბერ ლეჟავარესპუბლიკადეზოქსირიბონუკლეინის მჟავადედა ენაბუნებრივი რესურსებინახშირბადი26 აპრილიკორუფციაოქროს საწმისიავსტრალია (კონტინენტი)ტუტე ლითონებიდიდი ხუთშაბათიალპებინილოსისაქართველო XVII საუკუნეშივოლფგანგ ამადეუს მოცარტიზენონი (იარაჯული)ბასიანის ბრძოლაპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშიოკეანეპლანეტასერგო ორჯონიკიძეThe Beatlesბარდა სკლიაროსიქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებალაზეთიმაროკოშენგენის ზონასოლომონ Iანგარიშთა გეგმატყეყაზახეთიორგაზმიალკოჰოლიზმისულეიმან Iზოდიაქო🡆 More