ტურიზმი

ტურიზმი — დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან ბიზნეს მიზნებით მოგზაურობას ნიშნავს.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ტურისტებს შემდეგნაირად განმარტავს: „ხალხი, რომელიც ტოვებს თავის ჩვეულ გარემოს და მიემგზავრება სხვა ადგილას ერთ თანამიმდევრულ წელზე ნაკლები ხნით, დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან სხვა მიზნებით.“

ტურიზმი
უფლისციხე, საქართველო
ტურიზმი
მაჩუ-პიქჩუ, პერუ

ტურიზმი პოპულარული, გლობალური საქმიანობა გახდა 2010 წელს, მსოფლიო მასშტაბით 940 მილიონი საერთაშორისო ტურისტული ჩასვლა განხორციელდა, რაც 6,6 %-იანი ზრდა იყო 2009 წელთან შედარებით. 2010 წელს, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა $919 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (693 მლრდ ევრო), რაც წინა წელთან შედარებით 4,7 %-იანი ზრდა იყო. 2000-იანი წლების ბოლოს დატრიალებულმა მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა ტურიზმზე საგრძნობლად უარყოფითად იმოქმედა, დაღმასვლა დაიწყო 2008 წლის ივნისში და ამავე წელს საერთაშორისო ტურისტული ჩასვლების რიცხვმა 2%-ით იკლო. ეს ნეგატიური ტენდენცია კიდევ უფრო ინტენსიური გახდა 2009 წელს, რადგან ბევრ ქვეყანაში იფეთქა H1N1 ვირუსმა, რასაც საერთაშორისო ტურისტული ჩასვლების 4%-იანი კლება მოჰყვა და მან 880 მილიონი შეადგინა, მიღებული შემოსავლები კი 6%-ით შემცირდა.

ტურიზმი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მრავალი ქვეყნისთვის, მაგალითად ისეთებისთვის, როგორებიცაა საფრანგეთი, ეგვიპტე, საბერძნეთი, ლიბანი, ისრაელი, გაერთიანებული სამეფო, აშშ, ესპანეთი, იტალია, ტაილანდი, საქართველო და მრავალი კუნძულოვანი ერი, ისეთები, როგორებიცაა ბაჰამის კუნძულები, ფიჯი, მალდივები, ფილიპინები, სეიშელის კუნძულები ჰავაი. ეს უპირველესად განპირობებულია ფართო ინვესტიციებით სხვადასხვა საქმიანობაში, განსაკუთრებით მომსახურების სფეროში, რის შედეგადაც, მომსახურების ინდუსტრიაში დასაქმების შესაძლებლობა დიდწილად კავშირშია ტურიზმთან. სერვისის ეს ინდუსტრია მოიცავს სატრანსპორტო გადაზიდვების სერვისს, მაგალითად ავიაციას, საკრუიზო გემებს, ტაქსებს, გამასპინძლების სერვისს, როგორიცაა საცხოვრებელში დაბინავება (სასტუმრო და სხვადასხვა თავშესაფარი). ასევე ამ ინდუსტრიას მიეკუთვნება გასართობი ადგილები, ისეთები როგორებიცაა გასართობი პარკები, კაზინოები, სავაჭრო ცენტრები, მუსიკალური დაწესებულებები და თეატრები.

ისტორია

დასვენებისა და გართობის მიზნით გამგზავრება პირველად პოპულარული გახდა ძველ რომაელებს შორის, რომლებიც ძირითადად პირამიდების დასათვალიერებლად მიემგზავრებოდნენ. შემდგომში მოგზაურობის ფორმები და გეოგრაფია ფართოვდება. უფრო მრავალფეროვანი ხდება ამ მოგზაურობის მიზნებიც: სანახაობრივი, სასწავლო, რელიგიური და სხვა. შენდება მოგზაურთა დროებით გასაჩერებელი სახლები, სასტუმროები, ქარვასლები, სტუმრის სახლები, ელიტარული ფენების წარმომადგენელთათვის საზაფხულო აგარაკები, რეზიდენციები.

მოსახლეობის იმ შეძლებული ფენების წარმომადგენლებს, ვინც ცნობისმოყვარეობისათვის მოგზაურობდა უცხო ქვეყნებში, XVII საუკუნის მიწურულიდან ტურისტებს უწოდებდნენ. სამრეწველო რევოლუციის შემდეგ, XVIII-XIX საუკუნებში გამოგონებულ იქნა ორთქლმავალი და მატარებელი, რამაც არსებითი ზეგავლენა იქონია მოგზაურობის გააქტიურებაზე. პოპულარული ხდება მოდების მოყვარულთა გამგზავრება პარიზში, მუსიკის მოყვარულთა - იტალიაში, ხოლო ევროპის სხვადასხვა ქალაქებში სასწავლებლად გამგზავრებამ დიდი ტურის სახელი მიიღო. სწორედ ამ პერიოდში, 1841 წელს ინგლისელმა სასულიერო პირმა თომას კუკმა პირველად გაუწია ჯგუფის გამგზავრებას კომერციული მომსახურება. ორგანიზებული ჯგუფური ტური, რომელშიც შედიოდა 20 წუთიანი მგზავრობა რკინიგზით, ჩაის, ფუნთუშების და სასულე ორკესტრის თანხლებით. გზაში ექსკურსიამძღოლის ფუნქცია თავად კუკმავე იკისრა. ამ მოგზაურობაში მონაწილეობა მიიღო 450-მა ადაიანმა და თითოეულისთვის 1 შილინგად ფასობდა. კუკის ეს ქმედება ემსახურებოდა უფრო სოციალურ მიზნებს, ვიდრე კომერციულს. ის მიისწრაფოდა ამ ქმედებით ეჩვენებინა, რომ შეიძლება თავისუფალი დროის მიზანშეწონილად გამოყენება. მიუხედავად ამისა, ეს ფაქტი ორგანიზებული, კომერციული ტურიზმის პირველ ნაბიჯადაა მიჩნეული. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში დღესაც არსებობს ეს ტურისტული ფირმა სახელწოდებით Thomas Cook and Son.

XX საუკუნის დასაწყისში მნიშვნელოვან მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ავტომობილის გამოგონება, თუმცა პირველ მსოფლიო ომამდე ტურისტთა ძირითადი ნაკადი მაინც სარკინიგზო და სანაოსნო ტრანსპორტით სარგებლობდა. 20-30-იან წლებში ჩნდება ტრანსპორტის კიდევ ერთი ეფექტიანი საშუალება - თვითმფრინავი, რაც აძლიერებს ტურისტულ აქტივობას.

XX საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება მასობრივი საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ხანა. 1950 წელს, საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა 25 მილიონს აღწევს, 1970 წელს — 170 მილიონს, 1990 წელს — 400 მილიონს. ამჟამად თითიქმის ყველა ადამიანი მეტნაკლებად ჩაბმულია ტურისტულ საქმიანობაში. XX საუკუნის ბოლოს მთელ მსოფლიოში 4,5 მილიარდი ტურისტი მოგზაურობდა, მათ შორის 10% საერთაშორისო ტურისტები იყვნენ და ყოველწლიურად ხარჯავდნენ 100-150 მილიარდ აშშ დოლარს.

ტურისტული მოგზაურობის გეოგრაფია გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. საერთაშორისო ტურისტების 2/3 ევროპის ქვეყნებში მოგზაურობს. შემდეგ ყველაზე პოპულარული რეგიონია ამერიკა, რომლის წილად მოდის ტურისტების 20%, აღმოსავლეთ აზიასა და წყნარი ოკეანის ქვეყნებზე მოდის 10%, აფრიკაზე 3%.

მსოფლიო ტურიზმის სტატისტიკა და შეფასებები

საერთაშორისო ტურისტების მიერ ყველაზე მონახულებადი ქვეყნები

ტურიზმი 
მსოფლიოს 10 ყველაზე მონახულებადი სახელმწიფო

2010 წელს, მსოფლიო მასშტაბით 940 მილიონი საერთაშორისო ტურისტული ჩასვლა განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 6.6%-ით მეტი იყო.

ქვემოთ მოცემულია საერთაშორისო ტურისტების მიერ მსოფლიოს ათი ყველაზე მონახულებადი ქვეყანა, რასაც აქვეყნებს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზცია. როგორც ცხრილიდან ჩანს, 2009 წელთან შედარებით ჩინეთმა გაუსწრო ესპანეთს, ერთი საფეხურით წინ წაიწია და მსოფლიოს მესამე ყველაზე მონახულებადი ქვეყანა გახდა. ათეულში შემავალი ქვეყნების უმრავლესობა ევროპული სახელმწიფოებია.

რანგი ქვეყანა მტოს
რეგიონული
დაყოფა
საერთაშორისო
ტურისტული
ჩასვლები
(2013)
საერთაშორისო
ტურისტული
ჩასვლები
(2012)
ცვლილება
2012/2013
(%)
ცვლილება
2011/2012
(%)
1 ტურიზმი  საფრანგეთი ევროპა 84.7 მილიონი 83.0 მილიონი ტურიზმი  2.0 ტურიზმი  1.8
2 ტურიზმი  აშშ ჩრდილოეთი ამერიკა 69.8 მილიონი 66.7 მილიონი ტურიზმი  4.7 ტურიზმი  6.3
3 ტურიზმი  ესპანეთი ევროპა 60.7 მილიონი 57.5 მილიონი ტურიზმი  5.6 ტურიზმი  2.3
4 ტურიზმი  ჩინეთი აზია 55.7 მილიონი 57.7 მილიონი ტურიზმი  3.5 ტურიზმი  0.3
5 ტურიზმი  იტალია ევროპა 47.7 მილიონი 46.4 მილიონი ტურიზმი  2.9 ტურიზმი  0.5
6 ტურიზმი  თურქეთი ევროპა 37.8 მილიონი 35.7 მილიონი ტურიზმი  5.9 ტურიზმი  3.0
7 ტურიზმი  გერმანია ევროპა 31.5 მილიონი 30.4 მილიონი ტურიზმი  3.7 ტურიზმი  7.3
8 ტურიზმი  გაერთიანებული სამეფო ევროპა 31.2 მილიონი 29.3 მილიონი ტურიზმი  6.4 ტურიზმი  0.1
9 ტურიზმი  რუსეთი ევროპა 28.4 მილიონი 24.7 მილიონი ტურიზმი  11.2 ტურიზმი  13.5
10 ტურიზმი  ტაილანდი აზია 26.5 მილიონი 22.4 მილიონი ტურიზმი  8.8 ტურიზმი  9.1

საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები

2010 წელს, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა $919 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (693 მლრდ ევრო), რაც 2009 წელთან შედარებით 4.7%-იანი ზრდა იყო. ცხრილში მოცემულია 2010 წლის მოწინავე ქვეყნების ათეული შემოსავლების მხრივ, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით. აღსანიშნავია, რომ მათი უმრავლესობა ევროპული ქვეყნებია, მაგრამ ლიდერობას კვლავ აშშ განაგრძობს.

რანგი ქვეყანა მტოს
რეგიონული
დაყოფა
საერთაშორისო
ტურიზმის
შემოსავლები
(2010)
1 ტურიზმი  აშშ ჩრდილოეთი ამერიკა $103.5 მილიარდი
2 ტურიზმი  ესპანეთი ევროპა $52.5 მილიარდი
3 ტურიზმი  საფრანგეთი ევროპა $46.3 მილიარდი
4 ტურიზმი  ჩინეთი აზია $45.8 მილიარდი
5 ტურიზმი  იტალია ევროპა $38.8 მილიარდი
6 ტურიზმი  გერმანია ევროპა $34.7 მილიარდი
7 ტურიზმი  გაერთიანებული სამეფო ევროპა $30.4 მილიარდი
8 ტურიზმი  ავსტრალია ოკეანეთი $30.1 მილიარდი
9 ტურიზმი  ჰონგ-კონგი (ჩინეთი) აზია $23.0 მილიარდი
10 ტურიზმი  თურქეთი ევროპა $20.8 მილიარდი

საერთაშორისო ტურიზმის დანახარჯები

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა იმ ქვეყნების ათეული, რომელთაც 2010 ყველაზე მეტი დახარჯეს საერთაშორისო ტურიზმში (ტურისტების გენერატორი ქვეყნები)

რანგი ქვეყანა მტოს
რეგიონული
დაყოფა
საერთაშორისო
ტურიზმის
დანახარჯები
(2010)
1 ტურიზმი  გერმანია ევროპა $77.7 მილიარდი
2 ტურიზმი  აშშ ჩრდილოეთი ამერიკა $75.5 მილიარდი
3 ტურიზმი  ჩინეთი აზია $54.9 billion
4 ტურიზმი  გაერთიანებული სამეფო ევროპა $48.6 მილიარდი
5 ტურიზმი  საფრანგეთი ევროპა $39.4 მილიარდი
6 ტურიზმი  კანადა ჩრდილოეთი ამერიკა $29.5 მილიარდი
7 ტურიზმი  იაპონია აზია $27.9 მილიარდი
8 ტურიზმი  იტალია ევროპა $27.1 მილიარდი
9 ტურიზმი  რუსეთი ევროპა $26.5 მილიარდი
10 ტურიზმი  ავსტრალია ოკეანეთი $22.5 მილიარდი

საერთაშორისო ტურისტების მიერ ყველაზე მონახულებადი ქალაქები

საერთაშორისო ტურისტების რაოდენობის მხრივ ყველაზე მონახულებადი ქალაქები ერთ წელში
ქალაქი ქვეყანა საერთაშორისო
ტურისტები
(მილიონი)
წელი/შენიშვნები
პარიზი ტურიზმი  საფრანგეთი 15.1 2010
ლონდონი ტურიზმი  გაერთიანებული სამეფო 14.6 2010
ნიუ-იორკი ტურიზმი  აშშ 9.7 2010
ანტალია ტურიზმი  თურქეთი 9.2 2010
სინგაპური ტურიზმი  სინგაპური 9.2 2010
კუალა-ლუმპური ტურიზმი  მალაიზია 8.9 2010
ჰონგ-კონგი ტურიზმი  ჰონგ-კონგი 8.4 2010 (არ შედის მნახველები კონტინენტური ჩინეთიდან)
დუბაი ტურიზმი  არაბთა გაერთიანებული საამიროები 8.3 2010
ბანგკოკი ტურიზმი  ტაილანდი 7.2 2010
სტამბოლი ტურიზმი  თურქეთი 6.9 2010

ტურიზმის სახეობები

  • კოსმო-ტურიზმი
  • სამხედრო ტურიზმი
  • ველური ბუნების ტურიზმი
  • ბიზნეს-ტურიზმი
  • დასვენების ტურიზმი
  • საკონგრესო ტურიზმი
  • შოპ-ტურიზმი
  • სპორტული ტურიზმი
  • შემეცნებითი ტურიზმი
  • სათავგადასავლო ტურიზმი
  • სასოფლო ტურიზმი

ტურიზმის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

  • გემი - დასასვენებელი სახლი - კემპინგი - პანსიონატი - სასტუმრო - ტურისტული ბაზა

იხილეთ აგრეთვე

ტურიზმის ობიექტები

რესურსები ინტერნეტში:

ტურისტული კომპანიები საქართველოში

სქოლიო

Tags:

ტურიზმი ისტორიატურიზმი მსოფლიო ს სტატისტიკა და შეფასებებიტურიზმი ს სახეობებიტურიზმი ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზატურიზმი იხილეთ აგრეთვეტურიზმი ს ობიექტებიტურიზმი რესურსები ინტერნეტში:ტურიზმი სქოლიოტურიზმიმსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აღდგომათბილისის პანსიონებიდედამიწაანემიათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიტერენტი გრანელიგასტრიტიზურა ყიფშიძესაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირინარკოტიკივახტანგ I გორგასალისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაზაფხულირუსეთიგონიოს ციხეეგვიპტეტრეფიკინგივინსენტ ვან გოგიშაორის წყალსაცავიალუდა ქეთელაურისაქართველოს სსრ წითელი წიგნისომხეთიავსტრალია (კონტინენტი)ვატიკანიარაბთა სახალიფოარგონავტებიFacebookსამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამსოფლიო მიზიდულობის კანონიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშილომიქართული ენაჩრდილოეთი კორეაცხენისწყალიკატაბუნების დაცვაიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიტელეფონების ნომრები საქართველოშისტივენ სიგალიანგარიშთა გეგმანავთობიმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიენერგიალითოსფეროაჭარათემურლენგის ლაშქრობები საქართველოშივლადიმერ ლენინიმაიმუნებიინტერნეტიმენსტრუაციადინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)კალიებინიკო ფიროსმანივიტამინებიხელოვნებაიმერეთირენესანსიჰიპერბოლა (ენა)დუბაიპარიზის ღვთისმშობლის ტაძარიილია IIსაქართველოს სამხედრო წოდებებიჩემი ცოლის დაქალებიშაშვივირუსებითევდორე კველთელიჩრდილოეთი ამერიკაგაპიროვნებამედეა (მითოლოგია)მოსკოვილიბერალიზმიათონის ივერთა მონასტერიკეთილშობილი ირემიუილიამ შექსპირიკრწანისის ბრძოლამიხეილ ლომონოსოვინეიტროფილები🡆 More