ენა ჰიპერბოლა

ჰიპერბოლა (ძვ.

ბერძნ. ὑπερβολή [hyperbolē] — „გაზვიადება“) — მხატვრული გამოსახვის ხერხი, გამომსახველობის გასაძლიერებლად რაიმეს განზრახ გაზვიადება, რითაც მოვლენის (საგნის, ხასიათის, თვისების) ესა თუ ის მხარე წარმოჩენილია ხაზგასმით. მაგალითად, ამირანს „სადილად ბუღა-კამეჩი, ვახშმად არც ორი ეყოფა“ (ხალხური). „მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა“ (შოთა რუსთაველი). ჰიპერბოლა ხშირად შერწყმულია სხვა ტროპებთან, მაგალითად, გვაქვს ჰიპერბოლური შედარება („...ელვისა მსგავსად შვენოდა“, შოთა რუსთაველი), ჰიპერბოლა-მეტაფორა („...მზეო, ვინ გიშერი აწამწამე“, შოთა რუსთაველი). ჰიპერბოლური შეიძლება იყოს ხასიათი (ნაცარქექია, ყვარყვარე თუთაბერი), სიტუაცია (დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“, „დარისპანის გასაჭირი“). ჰიპერბოლა შეიძლება იყოს პათეტიკურიც და კომიკურიც. ჰიპერბოლის ექსპრესიული ეფექტი, მისი სახეობრივ-ემოციური შინაარსი განსაკუთრებულ მხატვრულ ფუნქციას ასრულებს ნაწარმოებებში. ჰიპერბოლას იყენებენ ორატორულ ხელოვნებაშიც (მაგალითად, სოლომონ ლიონიძის სიტყვა ერეკლე მეფის გარდაცვალებაზე).

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Tags:

დავით კლდიაშვილიერეკლე IIსოლომონ ლიონიძეშოთა რუსთაველიძველი ბერძნული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნაციონალ-სოციალიზმი69 (სექსუალური პოზა)ანემიამდინარეჩარლი ჩაპლინიევროპის პარლამენტივოლფგანგ ამადეუს მოცარტიალექსანდრე ყაზბეგითორნიკე ერისთავილევან საგინაშვილილაზებიმწერებისაქართველოგამაფრთხილებელი შეფერილობააბას I (ირანი)დანიააია-სოფიას ტაძარიკარტოფილიფარნავაზ Iდუბაიჰიპერბოლა (ენა)პარალელოგრამიკონსტანტინოპოლის დაცემაადიშის ოთხთავიდავით კაჭარავამსოფლიო მიზიდულობის კანონისაბერძნეთიბუდიზმიეპილეფსიაწყალდიდობაგენოციდიზღარბისებრნისპილოსებრნინიკო ბაგრატიონიწითელი წიგნიადამიანის უფლებებისაქართველოს სახელმწიფო გერბისასმელი წყალიოქროს კვეთამთვარის დაბნელებამთლიანი შიდა პროდუქტიკუნილინგუსილუვრიმათემატიკასანქტ-პეტერბურგისათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიმდგრადი განვითარებაალბანეთიიგავ-არაკინიკო ფიროსმანიმარტივი რიცხვიკანიმჟავური წვიმაპინგვინისნაირნიკახეთის მხარეEuropebetმამუკა მდინარაძეეგვიპტის პირამიდებიეროზიავერძი (ასტროლოგია)თევზებირიონიგასტრიტილუი XIVხარებატროპიკული სარტყლებიკურო (ასტროლოგია)ზვიგენებითავისუფლების ქანდაკებაინდოეთიკირჩხიბი (ასტროლოგია)ვენერავატიიაპონიაზებულონი🡆 More