სინგაპური

სინგაპური ოფიციალურად სინგაპურის რესპუბლიკა — გლობალური ქალაქი, სუვერენული სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაში და მსოფლიოს ერთადერთი კუნძულოვანი ქალაქ-სახელმწიფო.

მდებარეობს ეკვატორიდან ერთი გრადუსით ჩრდილოეთით, კონტინენტური აზიის და მალაკის ნახევარკუნძულის უკიდურეს სამხრეთში. სინგაპურის ტერიტორია შედგება ერთი მთავარი და 62 მცირე კუნძულისგან. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მიწის აქტიური მელიორაციის წყალობით მოახერხეს საკუთარი ტერიტორიის 23 %-ით (130 კვადრატული კილომეტრით) გაზრდა. მწვანე კონცეფციის წყალობით, ამ მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში შენარჩუნებულია ტროპიკული ფლორის ბევრი პარკი და ბაღი.

სინგაპურის რესპუბლიკა
მალ. Republik Singapura
ჩინ.: 新加坡共和国
ტამილ. சிங்கப்பூர் குடியரசு

სინგაპური
სინგაპური სინგაპურის
დროშა გერბი
დევიზი: Majulah Singapora
პროგრესული სინგაპური
ჰიმნი: პროგრესული სინგაპური

სინგაპური
სინგაპურის მდებარეობა
დედაქალაქისინგაპური (ქალაქი–სახელმწიფო)
1°17′ ჩ. გ. 103°51′ ა. გ. / 1.283° ჩ. გ. 103.850° ა. გ. / 1.283; 103.850
ოფიციალური ენა მალაიური, ჩინური, ტამილური, ინგლისური
მთავრობა უნიტარული დომინანტ-პარტიული საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ჰალიმა იაკობი
 -  პრ.-მინისტრი ლი სიან ლუნი
ფართობი
 -  სულ 719,1 კმ2 (176-ე)
 -  წყალი (%) 1.444
მოსახლეობა
 -  2015 შეფასებით 5 610 000 (113-ე)
 -  2000 აღწერა 4 117 700 
 -  სიმჭიდროვე 7697 კაცი/კმ2 (მე-3)
მშპ (მუპ) 2014 შეფასებით
 -  სულ $452.686 მილიარდი 
 -  ერთ მოსახლეზე $82,762 (მე-3)
აგი (2014) 0.912 (მაღალი) (11-ე)
ვალუტა სინგაპურული დოლარი (SGD)
დროის სარტყელი UTC+08:00
ქვეყნის კოდი SGP
Internet TLD
  • .sg
  • .新加坡
  • .சிங்கப்பூர்
სატელეფონო კოდი 65

1819 წელს სტემფორდ რაფლზმა დააარსა კოლონილური სინგაპური, როგორც ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიის სავაჭრო პორტი. ბრიტანეთის ინდოეთის დაარსების შემდეგ, კუნძულები გადაეცა გაერთიანებული სამეფოს და 1826 წელს გახდა სტრეიტს სეტლმენტსის ნაწილი. მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიამ მოახდინა სინგაპურის ოკუპაცია. მალაიზიასთან ფედერაციის შესაქმნელად სინგაპურმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა 1963 წელს მიიღო, თუმცა კავშირი ორ წელიწადში იდეოლოგიური განსხვავებების გამო შეწყდა. ქვეყანას თავიდან რამდენიმე წელი ბუნებრივი რესურსებისა და ტერიტორიის უკმარისობის გამო ჰქონდა პრობლემები, თუმცა შემდეგ საერთაშორისო ვაჭრობისა და ადამიანური რესურსების წყალობით, როგორც აზიური ვეფხვის ეკონომიკური მოდელი სწრაფად განვითარდა.

სინგაპური წარმოადგენს გლობალურ სავაჭრო, ფინანსურ და სატრანსპორტო კვანძს.: 2016 წლის მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სინგაპური წარმოადგენს ბიზნესის კეთებისთვის ყველაზე ადვილ ქვეყანას, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიხედვით სინგაპურელები ტექნოლოგიური მზაობის ინდექსის მოწინავე ერია, საერთაშორისო ასოციაციების კავშირის თანახმად სინგაპური შეხვედრებისთვის საუკეთესო ქალაქია, ის გლობალური კონკურენციის ინდექსის მეორე ქვეყანაა, მსოფლიოში უცხოური ვალუტით ვაჭრობის სიდიდით მესამე ცენტრია, ასევე მესამე უდიდესი ფინანსური ცენტრია და ნავთობის გადამუშავების მოცულობითაც მსოფლიოში მესამეა, 1990-იანი წლებიდან კონტეინერული გადაზიდვების პორტების უდიდეს ორეულში შედის. სინგაპურის მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს წარმოადგენენ: „Singapore Airlines“ და „ჩანგის აეროპორტი“.

სინგაპური აწარმოებს წარმატებულ სოციალურ პოლიტიკას. ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით ის აზიაში პირველია, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით მეთერთმეტე. მოსახლეობის 90 % ფლობს საკუთარ სახლს. მაღალია ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ინდექსიც. სინგაპურში სახლობს 5,5 მილიონი ადამიანი, საიდანაც 38% არის მუდმივი მაცხოვრებელი, ხოლო დანარჩენი უცხოელები. სინგაპურის მოსახლეობა ძირითადად მრავალენოვანია, საუბრობენ მშობლიურ ენასა და ინგლისურზე, როგორც მათ საერთო ენაზე. სინგაპურის კულტურული მრავალფეროვნება წარმოჩინდება მის სამზარეულოსა და ღონისძიებებზე.

სინგაპურის ეფექტიანი სამოქალაქო სამსახურები და მთავრობაში დაბალი კორუფციის დონე მსოფლიოში ცნობილია, როგორც „სინგაპურული მოდელი“. გელაპის ინსტიტუტის კვლევამ აჩვენა, რომ მთავრობა მოსახლეობის 84 %-იანი ნდობით, ხოლო სასამართლო სისტემა 85 %-იანი ნდობით სარგებლობს. მიუხედავად მცირე ზომისა, სინგაპურს საერთაშორისო პოლიტიკაზე საკმაოდ დიდი გავლენა აქვს, რის გამოც მას ზოგიერთი ანალიტიკოსი საშუალო ძალის ქვეყნებში ათავსებს. Forbes-ის მიხედვით ის არის აზიაში პირველი და მსოფლიოს მასშტაბით მეთხე ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო.

სინგაპური წარმოადგენს უნიტარულ მრავალპარტიულ საპარლამენტო რესპუბლიკას. სინგაპურის პარლამენტი წარმოადგენს ერთპალატიან ვესტმინსტერის სისტემას, თუმცა „Freedom House“ მას ახასიათებს, როგორც „ნაწილობრივად თავისუფალს“. სახალხო მოქმედების პარტია 1959 წლიდან იგებს არჩევნებს. ის არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის ხუთი დამფუძნებლიდან ერთ-ერთი, აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური კავშირის სამდივნოს მასპინძელი. ასევე: აღმოსავლეთი აზიის სამიტის, მიუმხრობლობის მოძრაობისა და ერთა თანამეგობრობის წევრი.

სახელწოდება

ქვეყნის სახელი წარმოადგენს მალაიური სიტყვის „სინგაპურას“ ანგლიკანიზებულ ვარიანტს. მალაიურში თავის მხრივ შემოსულია სანსკრიტიდან (सिंहपुर, სანსკრიტის ტრანსლიტერაციის საერთაშორისო ანბანი: სიმფაპურა; სიმფა არის „ლომი“, პურა არის „დასახლება“ ან „ქალაქი“). სიტყვის მნიშვნელობიდან გამომდინარე ქალაქს-სახელმწიფოს ასევე ლომის ქალაქს ეძახიან. ქვეყნის მთავარ კუნძულს III საუკუნედან ეწოდება პალაუ უჯონგი (სიტყვასიტყვით: კუნძული ბოლოში).

ისტორია

სინგაპური 
ბრიტანელი სამხედრო ტყვეები, იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ. 1945.

მალაიური ანალების მიხედვით, 1299 წელს კუნძულზე შეიქმნა სინგაპურას სამეფო. სამეფომ გადაიტანა ორი დიდი თავდასხმა, თუმცა 1398 წელს ის საბოლოოდ მაჯაპაჰიტმა გაანადგურა. 1613 წელს პორტუგალმა მარადიორებმა გადაწვეს აქ არსებული დასახლება, რომელიც იმ დროისთვის ჯოჰორის სასულთნოს შემადგენლობაში შედიოდა. შემდგომ პერიოდში მთლიანად რეგიონი მოქცეული იყო ნიდერლანდების გავლენის ქვეშ.

1819 წელს სტემფორდ რაფლზმა ჯოჰორის მმართველთან ჰუსეინ შაჰთან მოაწერა ხელი შეთანხმებას. შეთანხმების მიხედვით ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანია კუნძულს განავითარებდა, როგორც ბრიტანულ სავაჭრო პოსტს. 1824 წელს მთლიანი კუნძული გადავიდა ბრიტანეთის მფლობელობაში. 1826 წელს სინგაპური გახდა ბრიტანეთის ინდოეთის პროვიციების იურისდიქციაში, როგორც სტეიტს სეტლმენტსის ნაწილი. 1836 გახდა რეგიონალური დედაქალაქი. სტემფორდის ჩამოსვლისას კუნძულზე მხოლოდ რამდენიმე ათასი ადგილობრივი მალაი და ჩინელი ცხოვრობდა. 1860 წლისთვის მოსახლეობა გაიზარდა 80 000-მდე, რომლის ნახევარიც ჩინელი იყო. ემიგრანტების უმეტესობა ჩამოდიოდა რეზინის პლანტაციებზე სამუშაოდ. 1870-იანებში კუნძული რეზინის ექსპორტის გლობალური ცენტრი გახდა.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ბრიტანელებმა საზღვაო თავდაცვით ფარგლებში ააგეს დიდი სამხედრო-საზღვაო ბაზა. მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის საიმპერატორო არმიამ ბრიტანული მალაიას ოკუპაცია მოახდინა, რისი კულმინაციაც სინგაპურის ბრძოლა იყო. 1942 წლის 15 თებერვალს 60 000 ბრიტანელი ჯარისკაცი ტყვედ ჩაბარდა, ამას უინსტონ ჩერჩილმა „საშინელი უბედურება და ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე დიდი კაპიტულაცია“ უწოდა. სინგაპურის დაპყრობის შემდეგ იაპონელებმა იქ დაახლოებით 5-25 ათასამდე ეთნიკური ჩინელი მოკლეს. 1944 წლის ნოემბრიდან 1945 მაისამდე მოკავშირეები სინგაპურს ინტენსიურად ბომბავდნენ. ბრიტანელები სინგაპურში 1945 წლის სექტემბერში, იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ დაბრუნდნენ.

1950-იან წლებში ჩინელი კომუნისტების მიერ მთავრობის წინააღმდეგ წამოწყებული აჯანყება მალაის ომში გადაიზარდა. 1955 წელს, სინგაპურის პირველი საყოველთაო არჩევნები მოიგო დამოუკიდებლობის მომხრე მშრომელთა ფრონტის კანდიდატმა - დევიდ მარშალმა. ის ლონდონს სრული თვითმართველობის მოთხოვნით ეწვია, თუმცა უარი მიიღო. მარშალი გადადგა და მისი პოსტი დაიკავა ლიმ იევ ჰოკმა, რომელმაც ბრიტანეთისგან შიდა საქმებში თვითმმართველობის უფლება მიიღო (გარდა სამხედრო და საერთაშორისო ურთიერთობებისა).

1959 არჩევნებში სახალხო მოქმედების პარტიამ გაიმარჯვა. სინგაური გახდა თანამეგობრობის თვიმმართველობის მქონე ქვეყანა. პირველი პრემიერ-მინისტრად აირჩიეს ლი კუან იუ, გუბერნატორად კი ალმონდ ვილიამსი, ის 1965 წელს შეცვალა იუსუფ ბინ ისჰაკმა, რომელიც სინგაპურის პირველი პრეზიდენტი გახდა.

1962 წლის წლის რეფერენდუმის შედეგად 1963 წლის 16 სექტემბერს სინგაპური შეუერთდა მალაიას ფედერაციას, სარავაკის სამეფო კოლონიასა და ჩრდილოეთ ბორნეოს სამეფო კოლონიას, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა მალაიზია. მალევე დაიწყო განხეთქილება მალაიზიის ცენტრალურ ხელისუფლებასა და სინგაპურის მმართველობას შორის, რომელიც 1964 წლის არეულობებში გადაიზარდა. ორ მთავრობას შორის იდეილოგიური განსხვავებების გამო, 1965 წლის 9 აგვისტოს მალაიზიის პარლამენტმა 129 ხმით 0-ის წინააღმდეგ სინგაპურის ფედერაციიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

გეოგრაფია

სინგაპური 63 კუნძულისგან შედგება. ყველაზე მაღალი წერტილია ბუკიტ ტიმაჰის ბორცვი , რომლის სიმაღლე 163,63 მეტრია. ბრიტანეთის მმართველობის დროს, შობის კუნძული და ქოქოსის კუნძულები სინგაპურის შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ 1957 წელს ისინი ავსტრალიის შემადგენლობაში გადავიდა.

მიწის აღდგენის პროექტებმა გაზარდა სინგაპურის მიწის ფართობი 580 კმ2-დან 710 კმ2-მდე, 1960-2015 წლებში, რაც დაახლოებით 22%-ით ზრდას ნიშნავს (ან 130 კმ2-ით). ზოგიერთი პროექტი გულისხმობს მცირე კუნძულების გაერთიანებას მიწის აღდგენის გზით, რათა შექმნან უფრო დიდი, უფრო მრავალფუნქციური კუნძული. გამოყენებული ქვიშა უფრო ხშირად მდინარეებიდან და პლაჟებიდან მოაქვთ, ვიდრე უდაბნოებიდან, ხოლო მასზე მთელ მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა. 2010 წელს სინგაპურმა შემოიტანა თითქმის 15 მილიონი ტონა ქვიშა თავისი პროექტებისთვის.

სინგაპური 
სინგაპურის ბოტანიკური ბაღი.

ბუნება

სინგაპურის ურბანიზაცის გამო, მან დაკარგა თავისი ტყეების 95% და ახლა სინგაპურში ბუნებრივად წარმოქმნილი ფაუნისა და ფლორის ნახევარზე მეტი ბუნებრივ რეზერვად არის მიჩნეული, მაგალითად, „ბუკიტ ტიმაჰის ნაკრძალი“ და „Suniti Buloh Wetland Reserve“, რომელიც სინგაპურის მიწის ნაკვეთის მხოლოდ 0,25%-ს შეადგენს. 1967 წელს, ბუნებრივი სივრცის შემცირების საწინააღმდეგოდ, მთავრობამ შეიმუშავა გეგმა სინგაპურის „ბაღის ქალაქად“ გადაქცევის შესახებ, რომლის მიზანი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. მას შემდეგ სინგაპურის მიწის თითქმის 10% გამოიყო პარკებისა და ნაკრძალისთვის.

კლიმატი

სინგაპურში არის ტროპიკული წვიმის ტყის კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით), სადაც არ არის განსხვავებული სეზონები და ყოველთვის ერთიანი ტემპერატურა და წნევაა, მაღალი ტენიანობითა და უხვი ნალექით. ტემპერატურა ჩვეულებრივ მერყეობს 23-დან 32 °C- მდე. მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურა დიდად არ განსხვავდება მთელი წლის განმავლობაში, ითვლება, რომ ოდნავ ცივი პერიოდი არის ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით.

სინგაპური მიეკუთვნება GMT +8 დროის ზონას. ეს იწვევს დაგვიანებულ მზის ამოსვლასა და ჩასვლას. გვიან თებერვლის პერიოდში მზე ამოდის დილის 7:15 საათზე და ჩადის საღამოს 7:20 საათზე. ივლისის განმავლობაში, მზე ჩადის საშუალოდ საღამოს 7:15 საათზე. ყველაზე მეტად ეს შეინიშნება ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში, როდესაც მზე ამოდის 6:46 საათზე და ჩადის 6:50 საათზე.

სინგაპური აღიარებს, რომ კლიმატის ცვლილება და ზღვის დონის მატება დიდ გავლენას ახდენს მის დაბალ სანაპირო ზოლზე. სავარაუდოდ, ამ ქვეყანას 100 მილიარდი დოლარის დახარჯვა მოუწევს მომდევნო საუკუნის განმავლობაში, რათა გადაიჭრას მსგავსი პრობლემები. 2020 წლის მდგომარეობით, მთავრობამ ბიუჯეტიდან საწყისი ეტაპისთვის 5 მილიარდი დოლარი გამოყო, ვინაიდან დაიცვან სანაპირო ზოლი და და მიმდებარე ტერიტორიები წყალდიდობებისგან. სინგაპური პირველი ქვეყანაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში, რომელიც ნახშირორჟანგის გამომყოფ საწარმოებს, რომლებიც აწარმოებენ 25 000 ტონაზე მეტ ნახშიროჟანგს წელიწადში, გადასახადებს უწესებს, კერძოდ, 5 დოლარს თითო ტონაზე.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სინგაპური 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

სინგაპური სახელწოდებასინგაპური ისტორიასინგაპური გეოგრაფიასინგაპური ლიტერატურასინგაპური რესურსები ინტერნეტშისინგაპური სქოლიოსინგაპურიაზიაგლობალური ქალაქიდამოუკიდებლობაეკვატორიმალაკის ნახევარკუნძულისამხრეთ-აღმოსავლეთი აზიატროპიკებიფლორა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ატომინატრიუმიკეთრიდავით სარაჯიშვილისაჭმლის მომნელებელი სისტემაწითელამწვერვალილუვრიცენტრალური პროცესორი9 აპრილის ტრაგედიაქართული ფილმების სიამაიმუნებიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებირეფერენდუმირაჭაბულგარეთიშვეიცარიაკვორუმიტაო-კლარჯეთისოზარ სუბარისუვერენიტეტიქართული საბჭოთა ენციკლოპედიაკანონიერი ქურდიქვემო ქართლის მხარეტყესაქართველოს სახელმწიფო გერბირიმა ბერაძესიტყვაგავრილოვის ღამებალდუინ IV იერუსალიმელიძუძუმწოვრებიმთვარის დაბნელებანიკო ფიროსმანისაიდუმლო სერობა (ლეონარდო და ვინჩი)ტემპერატურამორფოლოგია (ენათმეცნიერება)მურვან ყრუს შემოსევა საქართველოშისაქართველოს ტერიტორიული მოწყობაადმირალი (პეპელა)ქაქუცა ჩოლოყაშვილიაგენტიპოლიმერებისაქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018დავითი (მიქელანჯელო)ფოცხვერინაცვალსახელიიტალიაჩემი ცოლის დაქალებიწმინდა გიორგიაშშ-ის პრეზიდენტების სიამენსტრუაციატოლერანტობადემეტრე Iმერწყულიტიციან ტაბიძებასიანის ბრძოლანიუ-იორკიჰალოგენებითანდებულიკუთხებუდაპეშტიგერმანიათვითმმართველობაოსმალეთის იმპერიის ისტორიაშვედეთისაქართველოს პარლამენტიაფრიკამოსკოვიქართლის ცხოვრებაკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდასქესობრივი აქტიმიგრაციათავისუფლება (ფილოსოფია)ხელისუფლების დანაწილებაბახტრიონი (პოემა)კატალიზატორიკავკასიონი🡆 More