საბერძნეთი

საბერძნეთი (ბერძ.

2018 წლის მონაცემებით, მოსახლეობა დაახლოებით 10.7 მილიონია. ათენი, ქვეყნის დედაქალაქი, არის უდიდესი ქალაქი, ხოლო მეორე უდიდესი ქალაქი თესალონიკია.

საბერძნეთის რესპუბლიკა
Ελληνική Δημοκρατία
საბერძნეთი
საბერძნეთი საბერძნეთის
დროშა გერბი
დევიზი: „Ελευθερία ή Θάνατος“
„თავისუფლება ან სიკვდილი“
ჰიმნი: Ὕμνος εἰς τὴν Ἐλευθερίαν
„თავისუფლების ჰიმნი“
საბერძნეთის მდებარეობა ევროპაში
საბერძნეთის მდებარეობა
საბერძნეთის მდებარეობა ევროპაში
საბერძნეთი
საბერძნეთის მდებარეობა
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
ათენი
37°58′ ჩ. გ. 23°43′ ა. გ. / 37.967° ჩ. გ. 23.717° ა. გ. / 37.967; 23.717
ოფიციალური ენა ბერძნული
ეთნოქორონიმი ბერძენი
მთავრობა უნიტარული საპარლამენტო
კონსტიტუციური რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ეკატერინი საკელაროპულუ
 -  პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი
 -  პარლამენტის თავმჯდომარე კონსტანტინოს ტასულასი
საკანონმდებლო ორგანო პარლამენტი
ფორმირება
 -  ოსმალეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობის გამოცხადება 25 მარტი, 1821 (საბერძნეთის რევოლუციის დაწყების ტრადიციული თარიღი)
1 იანვარი, 1822 (ოფიციალური დეკლარაცია) 
 -  აღიარება 3 თებერვალი, 1830 
 -  ამჟამინდელი კონსტიტუცია 11 ივნისი, 1975 
ფართობი
 -  სულ 131 957 კმ2 (95-ე)
 -  წყალი (%) 0.8669
მოსახლეობა
 -  2011 აღწერა 10 816 286
 -  სიმჭიდროვე 82 კაცი/კმ2 (125-ე)
მშპ (მუპ) 2020 შეფასება
 -  სულ $337.900  მილიარდი (55-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $31 616 (50-ე)
მშპ (ნომინალი) 2020 შეფასება
 -  სულ $222.785  მილიარდი> (50-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $20 845 (39-ე)
ჯინი (2019)31.0
საშუალო · მე-60
აგი (2018)საბერძნეთი 0.872
ძალიან მაღალი · 32-ე
ვალუტა ევრო (€) [ბ] (EUR)
სასაათო სარტყელი UTC+02:00 (UTC+2)
 -  ზაფხული (DST) UTC+03:00 (UTC+3)
თარიღის ფორმატი დდ/თთ/წწწწ
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი +30
ინტერნეტ-დომენი .gr [გ]
ა. საბერძნეთის აღწერის შედეგები წარმოდგენილია მოქალაქეობის მიხედვით, რადგან ეთნიკური შემადგენლობის მონაცემებს საბერძნეთი არ აგროვებს.
ბ. ^  2002 წლამდე, ბერძნული დრახმა.
გ. ^  ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu.

ბალკანეთის ნახევვარკუნძულის სამრხეთ ნაწილში მდებარე საბერძნეთი, მოქცეულია ევროპის, აზიისა და აფრიკის გზაგასაყარზე. საბერძნეთს სახმელეთო საზღვარი ჩრდილო-დასავლეთით აქვს ალბანეთთან, ჩრდილოეთით – ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ჩრდილო-აღმოსავლეთით – თურქეთთან. საბერძნეთს აღმოსავლეთიდან აკრავს ეგეოსის ზღვა, იონიის ზღვა დასავლეთიდან, ხოლო სამხრეთიდან ხმელთაშუა ზღვა. საბერძნეთის სანაპირო ზოლი, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აუზში უდიდესია, 13 676 კილომეტრით მსოფლიოში მეოცეა, რომელიც ქმნის კუნძულების დიდი რაოდენობას (დაახლოებით 1400 საიდანაც 227 დასახლებულია). მთლიანი ტერიტორიის 80% მთიანი რელიეფისგან შედგება; ქვეყნის უმაღლესი მწვერვალია 2918 მეტრი სიმაღლის ოლიმპის მთა. ქვეყანა მოიცავს ცხრა ტრადიციულ გეოგრაფიულ რეგიონს: მაკედონია, ცენტრალური საბერძნეთი, პელოპონესის ნახევარკუნძული, თესალია, ეპირი, აეგენის კუნძულები (შედის დოდეკანესის კუნძულები და კიკლადები), დასავლეთი თრაკია, კრეტა და იონიის კუნძულები.

საბერძნეთი არის უნიტარული საპარლამენტო რესპუბლიკა და განვითარებული ქვეყანა მოწინავე, მაღალშემოსავლიანი ეკონომიკით, სიცოცხლის მაღალი ხარისხითა და ცხოვრების ძალიან მაღალი დონით. მისი ეკონომიკა უდიდესია ბალკანეთში, სადაც ის მნიშვნელოვანი რეგიონალური ინვესტორია. გაეროს დამფუძნებელი ქვეყანა, საბერძნეთი, არის ევროპის საზოგადოებების (ევროკავშირის წინამორბედი) მეათე წევრი და 2001 წლიდან არის ევროზონის წევრი. აგრეთვე არის: ევროპის საბჭოს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO), ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) და ფრანკოფონიის (OIF) წევრი. საბერძნეთის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა, დიდი ტურიზმის ინდუსტრია, ცნობილი გადაზიდვების სექტორი და გეოსტრატეგიული მნიშვნელობა მას საშუალო ძალად აქცევს.

სახელწოდება

მომდინარეობს გრაიების ტომის ლათინური სახელისგან, Graeci-საგან, რომლებიც ცხოვრობდნენ იტალიაში ძვ. წ. VIII საუკუნეში. ბერძნული სახელი Ellas (Ελλάδα) წარმოსდგება hellenes-საგან. ეს არის ბერძნული ტომების საერთო სახელი, რომელიც საერთო წინაპრისაგან Helene-საგან შეიძლება მომდინარეობდეს.

ისტორია

1829 წელს საბერძნეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა ოსმალეთის იმპერიისაგან, მაგრამ ამას მოჰყვა მთელი ეპოქა პოლიტიკური გადატრიალებებისა და სამხედრო დიქტატურისა. თანამედროვე დემოკრატიული რესპუბლიკა 1975 წელს ჩამოყალიბდა. 1981 წელს ის ევროპის კავშირის წევრი გახდა.

გეოგრაფია

საბერძნეთი 
საბერძნეთის რესპუბლიკა

ქვეყანა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, აგრეთვე ეგეოსის, იონიისა და ხმელთაშუა ზღვის ასეულობით კუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: ალბანეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, ბულგარეთი, თურქეთი.

ქვეყნის მატერიკული ნაწილი უპირატესად მთიანი მასივევბითაა დაფარული, უმაღლესი მწვერვალია ოლიმპო (2917 მ) თესალიაში. ყველაზე მნიშვნელოვანია პინდოსის მასივი ქედი, რომელიც ფესალიისა და ეპირის რაიონებს ჰყოფს. მთებს უკავია პელოპონესის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილი.

გეოლოგიური თვალსაზრისით საბერძნეთის მთიანი მასივი შედარებით ახალგაზრდაა, სადაც ადგილი აქვს ფილების მოძრაობას, რაც იწვევს მიწისძვრებს. ეს მოძრაობები განსაკუთრებით შესამჩნევია იონიის ზღვის კუნძულებზე. ყველაზე დიდი ვაკე უბნები გვხვდება მაკედონიასა და თრაკიაში. ადრე მათ ადგილზე დაჭაობებული ტბები იყო, ახლა ისინი დააშრეს და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად იყენებენ.

ჰავა

საბერძნეთის ჰავა ტიპიურია ხმელთაშუა ზღვისთვის ცხელი, მშრალი ზაფხულით და ზომიერად გრილი,წვიმიანი ზამთრით. ზაფხული (მაისი ოქტომბერი) ჩრდილოეთისა და ჩრდილო-დასავლეთის მუდმივი ქარები ქრის, რომლებსაც მოაქვთ ნათელი, მშრალი და ცხელი ამინდი. ზამთარი ციკლონის განვითარების პერიოდი: ჭარბობენ თბილი ხმელთაშუა ზღვიდან მობერილი სამხრეთისა და სამხრეთ-დასავლეთის ქარები, ამინდი არამდგრადია, ხშირია ხანმოკლე წვიმები. ტემპერატურის საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: ივლისისა +24 °C ჩრდილოეთში და 28 °C სამხრეთში; იანვრისა +4 °C ჩრდილოეთში და +11 °C სამხრეთში. ნალექების წლიური რაოდენობა დასავლეთში 1400 მმ, აღმოსავლეთში 600 მმ-მდე. ნალექების 80-90 % ცივ პერიოდში მოდის. მთებში კლიმატი ნაკლებ თბილი და უფრო ტენიანია, ნალექებით როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში. მაღალმთებზე თოვლი დიდხანს დევს. კ. კრეტა მატერიკიდან დაცილებულია და კლიმატი უფრო თბილია, ამასთან განიცდის აფრიკის თბილი ქარების გავლენას.

მდინარეები და ტბები

საბერძნეთის მდინარეები ძირითადად მოკლე, სწრაფი დინების მქონე მთის მდინარეებია, ზამთრის წყალდიდობებით. წყალუხვია საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის მდინარეები, მათგან აღსანიშნავია: მარიცა, სტრუმა, ვარდარი, მესტა. დანარჩენ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მის სამხრეთ-აღმოსავლეთში, მდინარეები წყალმარჩხია, ზოგიერთი მათგანი ზაფხულში შრება კიდეც. სიგრძით გამოირჩევიან: ალიაკმონი, რომელიც პინდის მთებში იღებს სათავეს და აღმოსავლეთით ეგეოსის ზღვისკენ მიედინება. სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია პეონეი, ახელოი, არახტოსი და ალფეი.ქვეყანაში ბევრი, მაგრამ მცირე ზომის, ტბაა, უპირატესად ტექტონიკური ან კარსტული წარმოშობის. მათ შორის ყველაზე დიდია ტრიხონიანისის ტბა დასავლეთ საბერძნეთში.

სახელმწიფო

დემოგრაფია

საბერძნეთი 
ერმუპოლისი, რომელიც სიროსის კუნძულზე მდებარეობს, არის კიკლადების დედაქალაქი

საბერძნეთის ოფიციალური სტატისტიკის ორგანოს, Hellenic Statistical Authority-ის (ELSTAT) თანახმად, 2011 წელს ქვეყნის მთლიანი მოსახლეობა შეადგენდა 10,816,286. 2018 წლის ევროსტატის მონაცემებით, საბერძნეთის მოსახლეობა არის დაახლოებით 10.7 მილიონი.

ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში საბერძნეთის საზოგადოება სწრაფად შეიცვალა, რაც ძირითადად გამოწვეულია შობადობის მაჩვენებლის შემცირებითა და დაბერების ფართო, ევროპული ტენდენციით. 2003 წელს შობადობის მაჩვენებელი 1000 კაცზე 9.5 ბავშვი იყო, რაც 1981 წლის მაჩვენებელთან, 1000 კაცზე 14.5 ბავშვი, მნიშვნელოვნად მცირეა. ამავდროულად, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ოდნავ გაიზარდა, 1981 წელს, 1.000 მოსახლეზე სიკვდილიანობა 8.9-ს შეადგენდა, ხოლო 2003 წელს –9.6-ს. 2016 წლის შეფასებით, შობადობის მაჩვენებელი კვლავ მცირდება, ხოლო სიკვდილიანობამ 1000 მოსახლეზე 11.2-ს მიაღწია.

საბერძნეთი 
საბერძნეთის მოსახლეობის პირამიდა (2017)

შობადობის საერთო მაჩვენებელი, 1.41 ბავშვი/ქალზე, სტანდარტულ მაჩვენებელთან შედარებით (2.1 ბავშვი/ქალზე) საკმაოდ დაბალია და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია; გასნხვავება განსაკუთრებით შეიმჩნევა 1900 წლის მაჩვენებელთან – 5.47 ბავშვი/ქალზე. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ საბერძნეთს, საშუალოდ 44.2 წლით, ჰყავს მეშვიდე ყველაზე ხნიერი საზოგადოება მსოფლიოში. 2001 წელს მოსახლეობის 16,71% იყო 65 წლის და უფრო ასაკიანი, 68,12% – 15-64 წლებს შორის, ხოლო 15,18% 14 წლის და უფრო უმცროსი. 2016 წლისთვის, 65 წლის და უფრო ასაკოვანი მოსახლეობის პროპორცია გაიზარდა 20.68%-მდე, ხოლო 15 წლამდელთა პროპორცია ოდნავ შემცირდა – 14%.

1981 წლიდან 2002 წლამდე საბერძნეთში ქორწინებების რაოდენობამ იკლო; შემდეგ, 2003 წელს დაფიქსირდა მცირე მატება, თუმცა 2004 წელს მაჩვენებელმა კვლავ კლება განაგრძო (1000 კაცზე 51 ქორწინება). 1991-2004 წლებში განქორწინების მაჩვენებელიც მკვეთრად შეიცვალა: 1000 კაცზე 191.2 განქორწინებამ (1991) 239.5-ს მიაღწია (2004).

აღნიშნული ტენდენციების შედეგად, საშუალოდ, ბერძნული ოჯახი უფრო მცირე და ხნიერია, ვიდრე წინა თაობებში. ეკონომიკურმა კრიზისმა გაამძაფრა კიდევ უფრო გაამძაფრა სიტუაცია: 2010 წელს ემიგრაციაში წავიდა 350,000-450,000 ბერძენი, ძირითადად ახალგაზრდები.

ქალაქები

საბერძნეთის მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედი ქალაქებში ცხოვრობს. ქვეყნის უდიდესი და ყველაზე გავლენიანი მეტროპოლიტურ ცენტრებს წარმოადგენენ ათენი და თესალონიკი – ამ უკანასკნელს, ჩვეულებრივ, მოიხსენიებენ, როგორც symprotévousa (συμπρωτεύουσα, ლიტ. 'co-capital') – რომელთა მეტროპოლიტების მოსახლეობა, შესაბამისად, 4 და 1 მილიონი მცხოვრებია. სხვა ცნობილ ქალაქბში, რომელთა მოსახლეობა 100,000-ს აღემატება, შედიან: პატრა, ჰერაკლიონი, ლარისა, ვოლოსი, როდოსი, იანინა, აგრინიო, ხანია და ქალკისი.

რელიგია

საბერძნეთის კონსტიტუცია აღიარებს აღმოსავლეთ მართლმადიდებლობას, როგორც ქვეყნის მოსახლეობის „უმრავლესობის“ სარწმუნოებას, თუმცა კონსტიტუცია აგრეთვე უზრუნველყოფს ყველა ადამიანისთვის რელიგიური რწმენის თავისუფლებას. საბერძნეთის მთავრობა არ ინახავს ცნობებს რელიგიური ჯგუფების შესახებ და ოფიციალური აღწერის ჩატარებისას, მოსახლეობას რელიგიის შესახებ კითხვებ არ უსვამენ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, საბერძნეთის მოქალაქეების სავარაუდოდ 97% თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს, რომელიც ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიას მიეკუთვნება; ეკლესია მსახურებაში იყენებს ბიზანტიურ რიტუალებს და ბერძნულ ენას (ახალი აღთქმის თავდაპირველ ენას).

2010 წლის ევროსტატ-ევრობარომეტრის გამოკითხვაში, საბერძნეთის მოქალაქეების 79%-მა უპასუხა, რომ „თვლიდა, ღმერთი არსებობს“. სხვა წყაროების თანახმად, ბერძნების 15.8% თავს „ძალიან რელიგიურად“ ახასიათებს, რაც ევროპის ქვეყნებს შორის უმაღლესი შედეგია. კვლევამ ასევე დაადგინა, რომ მხოლოდ 3.5% არასოდეს დასწრებულა საეკლესიო მსახურებას, მაშინ როცა აღნიშნული მაჩვენებელი პოლონეთში 4.9%, ხოლო ჩეხეთის რესპუბლიკაში 59.1%-ია.

საბერძნეთში ვხვდებით მუსლიმთა საზოგადოებას დაახლოებით 100,000 წევრით, რომელთა უმეტესი ნაწილი კონცენტრირებულია თრაკიაში (შეადგენენ მოსახლეობის 1%-ს).

იუდაიზმი საბერძნეთში უკვე 2000 წელზე მეტია არსებობს. ბერძენ ებრაელთა ძველ საზოგადოებას რომანიოტები ეწოდებათ; სეფარდები ოდესღაც გამორჩეულ საზოგადოებას წარმოადგენდნენ თესალონიკში: 1900 წლისთვის მათი რაოდენობა დაახლოებით 80 000, ანუ მოსახლეობის ნახევარზე მეტი იყო. თუმცა, გერმანიის მიერ საბერძნეთის ოკუპაციისა და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჰოლოკოსტის შემდეგ, ქვეყანაში მათი რაოდენობა დაახლოებით 5,500-მდე დაეცა.

მიგრაცია

XX საუკუნის განმავლობაში მილიონობით ბერძენმა დატოვა ქვეყანა და შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრალიაში, კანადაში და გერმანიაში, მათ დიდი ბერძნული დიასპორა შექმნეს. მიგრაციამ პოზიტიური რიცხვების ჩვენება 1970-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, თუმცა 1990-იან წლებამდე მიგრაციის ძირითად ნაკადს რუსეთიდან, საქართველოდან, თურქეთიდან, ჩეხეთის რესპუბლიკიდან და სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებული ბერძენი მიგრანტები ან პონტოელები წარმოადგენდნენ.

ხმელთაშუა ზღვის მიგრაციის ობსერვატორიის მიერ ჩატარებული კვლევის, 2001 წლის აღწერის მიხედვით, ირკვევა, რომ საბერძნეთში ქვეყნის მოქალაქეობის გარეშე 762,191 ადამიანი ცხოვრობს, რაც მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 7%-ია. აქედან 48,560 ადამიანი იყო თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის წევრი ქვეყნებიდან, ხოლო 17,426 იყო პრივილეგირებული სტატუსის მქონე კვიპროსელები. უმეტესი ნაწილი საბერძნეთში ჩამოსულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან: ალბანეთიდან (56%), ბულგარეთიდან (5%) და რუმინეთიდან (3%), ხოლო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან (საქართველო, რუსეთი, უკრაინა, მოლდოვა და ა.შ.) ჩამოსული მიგრანტები შეადგენენ 10%-ს. ალბანეთიდან მიგრანტების უდიდესი ნაწილი კონცენტრირებულია ჩრდილოეთ ეპირუსში. გარდა ამისა, მთლიანი ალბანური წარმოშობის მოსახლეობის რაოდენობა, თუ დროებით მიგრანტებს და აღუწერელ ნაწილსაც ჩავთვლით, დაახლოებით 600,000 აღწევს.

2011 წლის აღწერაში აღირიცხა 9,903,268 საბერძნეთის მოქალაქეი (91,56%), 480,824 ალბანეთის მოქალაქეი (4,44%), 75,915 ბულგარეთის მოქალაქეი (0,7%), 46,523 რუმინეთის მოქალაქეი (0,43%), 34,177 პაკისტანის მოქალაქე (0,32%), საქართველოს 27,400 მოქალაქე (0,25%), ხოლო 247,090 მცხოვრებს ჰქონდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ან მისი მოქალაქეობა დაუდგენელი იყო (2,3%).

ეკონომიკა

საბერძნეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (242.8 მლრდ $) მსოფლიოში 33-ე ადგილი უკავია.

ტურიზმი

ათენი ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ყოველწლიურად აქ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ტურისტი ჩადის. ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძველი ქალაქიცაა. აქ შექმნილია მსოფლიო არქიტექტურის მრავალი შედევრი. ათენის ცენრტში აღმართულია აკროპოლის ბორცვი პერიკლეს ეპოქის ძეგლებით და ლიკაბეტის ბორცვი წმ. გიორგის პატარა ეკლესიით. ათენი თანამედროვე საქმიანი და პოლიტიკური ქალაქია, სადაც თავმოყრილია ყველა საელჩო, მრავალი საწარმო, ოფისი, თეატრი, რესტორანი და მაღაზია, სასტრუმრო და გართობის დაწესებულება.

საბერძნეთი თანამედროვე დასავლური ცივილიზაციის ფუძემდებელია, მის ტერიტორიაზე თავმოყრილია უამრავი ძვირფასი შენობა, ანსამბლი, ქალაქების ნანგრევი, გასაოცარი სილამაზის ტაძარი. მხოლოდ ათენში 33 მუზეუმი და მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ობიექტია. მთლიანად ქვეყანაში 260-ზე მეტი მუზეუმია, რომელთა ექსპოზიციათა უმეტესობა ღია ცის ქვეშაა განთავსებული.

მემკვიდრეობა

საბერძნეთი 
აკროპოლისი
  • ათენი — აკროპოლისი; ეროვნული არქეოლოგიური, ბიზანტიური, აკროპოლისის მუზეუმები; დიოგენეს შუქურა; ქარების კოშკი; ადრიანას თაღი; პოსეიდონის ტაძარი;
  • სალონიკი — წმ. ელენეს ეკლესია, „თეთრი კოშკი“;
  • ათონის მთა და მისი მონასტრები,
  • როდოსი — იოანიტი რაინდების სასახლე, როდოსის კოლოსი
  • ოლიმპია,
  • კრეტა — ქალაქ კნოსოსის ნანგრევები;
  • ბერძნული ეპოსი — ილიადა და ოდისეა (ძვ. წ. VIII საუკუნე).

სპორტი

საბერძნეთი 
ანგელოს ხარისტეასს გააქვს გოლი, რომელმაც ესპანეთს 2004 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალი მოაგებინა.
საბერძნეთი 
საბერძნეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 2008 წელს. ორგზის ევროპის ჩემპიონები (1987 and 2005) და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორეადგილოსნები.

საბერძნეთი არის უძველესი ოლიმპიური თამაშების სამშობლო: პირველი ოლიმპიადა, რომელიც ოლიმპის მთაზე გაიმართა, თარიღდება ძვ. წ. 776 წლით; თანამედროვე ოლიმპიადებიდან ქვეყანამ ორ მათგანს, 1896 წლისა და 2004 წლის ზაფხული ოლიმპიადებს უმასპინძლა. ერების აღლუმის დროს საბერძნეთს ყოველთვის პირველს ასახელებენ, როგორც თანამედროვე ოლიმპიადის უძველესი წინამორბედ დამფუძნებელი ერს. საბერძნეთი ყოველ ზაფხულის ულიმპიადაზე ასპარეზობს. ქვეყანის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს სულ მოპოვებული აქვთ 110 მედალი (30 ოქრო, 42 ვერცხლი და 38 ბრინჯაო); ოლიმპიური ოქროს მედლების რაოდენობით, საბერძნეთი მსოფლიოს 32-ე ქვეყანაა. ქვეყნისთვის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა 1896 წლის ზაფხულის ოლიმპიადა, სადაც საბერძნეთმა ტურნირი მეორე ყველაზე წარმატებული ერის (10 მედლით) სტატუსით დატოვა.

საბერძნეთის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, რომელიც 2014 წელს ფიფას რეიტინგის მიხედვით მე-14 უძლიერესი იყო (მაქსიმუმს, მე-8 ადგილს 2008 და 2011 წლებში მიაღწია), 2004 წელს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი (ევრო 2004) მოიგო. ქვეყნის უმაღლესი საფეხბურთო ლიგა არის საფრანგეთის სუპერლიგა, რომელშიც 16 გუნდი ასპარეზობს. ყველაზე წარმატებული საფეხბურთო კლუბებია: ოლიმპიაკოსი, პანათანაიკოსი და AEK ათენი F.C.

საბერძნეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრები აღნიშნულ სპორტის სახეობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალაა. 2012 წელს, ქვეყნის ნაკრები მსოფლიოში მე-4, ხოლო ევროპაში მე-2 ადგილს იკავებდა. ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი ორჯერ, 1987 და 2005 წლებში აქვს მოგებული, ხოლო უკანასკნელი ოთხი ჩემპიონატიდან გუნდმა ორ მათგანში 4 საუკეთესო ნაკრებში მოხვედრა მოახერხა. აგრეთვე, ნაკრებმა 2006 წლის ფიბას მსოფლიო ჩემპიონატში, ამერიკის საკალათბურთო ნაკრებთან ანგარიშით 101–95 მოგების შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა. ქვეყნის უმაღლესი საკალათბურთო ლიგა, A1 Ethniki, შედგება თოთხმეტი გუნდისგან. საბერძნეთის ყველაზე წარმატებულ გუნდებს მიეკუთვნებიან: პანათინაიკოსი, ოლიმპიაკოსი, არისი თესალონიკი, AEK ათენი და P.A.O.K.. ბოლო 25 წლის განმავლობაში, საბერძნეთის საკალათბურთი კლუბები ყველაზე წარმატებულები არიან: 1988 წელს ევროპიგის ფინალის ახალი ფორმატის შექმნის შემდეგ, კლუბები ევროპიგის ჩემპიონები ცხრაჯერ გახდნენ, მაშინ როცა სხვა ქვეყნის კლუბებს აღნიშნული ტურნირი, იგივე პერიოდში, ოთხჯერაც კი არ აქვთ მოგებული. ცხრა ევროლიგის თასის გარდა, საბერძნეთის საკალათბურთო კლუბებს მოგებული აქვთ: 3 Triple Crowns, 5 Saporta Cup, 2 Korać cup და 1 ფიბას ევროპის ჩემპიონთა თასი. 2005 წლის ევროპის ჩემპიონატში საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრების ტრიუმფის შემდეგ, საბერძნეთი გახდა ევროპის ჩემპიონი, როგორც ფეხბურთში, ასევე კალათბურთში.

საბერძნეთის ქალთა წყალბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ძალაა. ნაკრებმა 2011 წელს ჩინეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. აგრეთვე, მათ მოახერხეს 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში ვერცხლის, 2005 წლის მსოფლიო ლიგაში ოქროს და 2010 და 2012 წლების ევროპის ჩემპიონატების მოგება. 2005 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე ხორვატიის დამარცხების შემდეგ, საბერძნეთის კაცთა წყალბურთის ეროვნული ნაკრები გახდა მსოფლიოს მესამე საუკეთესო გუნდი. ქვეყნის წყალბურთის საშინაო ლიგები, საბერძნეთის კაცთა წყალბურთის ლიგა და საბერძნეთის ქალთა წყალბურთის ლიგა, ითვლება ევროპის სყალბურთის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესოებად, რადგან მათმა კლუბებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს ევროპულ შეჯიბრებებში.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

საბერძნეთი 
არის გვერდი თემაზე:
    მთავრობა
    ძირითადი ინფორმაცია

სქოლიო

Tags:

საბერძნეთი სახელწოდებასაბერძნეთი ისტორიასაბერძნეთი გეოგრაფიასაბერძნეთი ჰავასაბერძნეთი მდინარეები და ტბებისაბერძნეთი სახელმწიფოსაბერძნეთი დემოგრაფიასაბერძნეთი ეკონომიკასაბერძნეთი ტურიზმისაბერძნეთი მემკვიდრეობასაბერძნეთი სპორტისაბერძნეთი ლიტერატურასაბერძნეთი რესურსები ინტერნეტშისაბერძნეთი სქოლიოსაბერძნეთი2018ათენიბერძნული ენათესალონიკისამხრეთი ევროპა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

წყალდიდობაSWOT-ანალიზისისხლიემპათიაპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიამეთვისტორაბათის ციხექართული სამზარეულოთბილისის ისტორიანიკო ნიკოლაძელეჩხუმიძაღლიმწერებირიონიახალქალაქიმარიხუანაწინადადებამცხეთალევან საგინაშვილიჩემი ცოლის დაქალებინელსონ მანდელაქართული ფილმების სიასიონის ტაძარიილია ჭავჭავაძელურჯი ვეშაპიპოლიტიკური გეოგრაფიაბუნებრივი რესურსებიჰიპერბოლა (ენა)ზამთარისინგაპურიალკოჰოლური სასმელიატლანტის ოკეანეთახვიკონსტანტინოპოლის დაცემაერთეულთა საერთაშორისო სისტემაქრისტეფორე კოლუმბიმერწყულისაქართველო IX-X საუკუნეებშიკავკასიონიდავით კაჭარავაბიშკეკიშვიდწლიანი ომიქართული ხალხური საკრავებიევროპის პარლამენტიიულიუს კეისარიმდინარენოე სულაბერიძემეორე მსოფლიო ომიქვეწარმავლებიდაღესტანიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციატიგრან პეტროსიანიალბერტ აინშტაინისულხან-საბა ორბელიანიოსმალეთის იმპერიის ისტორიაგანმანათლებლობასაქართველოს დიდი სოფლებიგონიოს ციხექართული ვაზის ჯიშებივერცხლივიკისაწყობილობიომარჯნის რიფიმტირალას ეროვნული პარკიადიშის ოთხთავიევროკავშირიივანე მაჩაბელისაქართველოს თავდაცვის ძალებიავსტრიასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიტელეფონების ნომრები საქართველოშიკახეთიმარათონის ბრძოლამონღოლთა იმპერიალეიკემიალაზებიქართული გვარიუკრაინა🡆 More