გერმანია
გერმანია: ქვეყანა ცენტრალურ ევროპაში
გერმანია (გერმ. Deutschland), ოფიციალურად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (გერმ. Bundesrepublik Deutschland) — ქვეყანა ცენტრალურ ევროპაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება — ჩრდილოეთის ზღვა, დანია და ბალტიის ზღვა, აღმოსავლეთით — პოლონეთი და ჩეხეთი, სამხრეთით — ავსტრია და შვეიცარია, ხოლო დასავლეთით — საფრანგეთი, ბელგია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები. მისი ფართობია 357 021 კმ². 2019 წლის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობა 83 166 711 კაცია.[5]
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა Bundesrepublik Deutschland გერმანია | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
| ||||||
დევიზი: „Einigkeit und Recht und Freiheit“[1][2][3] „ერთიანობა, სამართალი, თავისუფლება“ | ||||||
ჰიმნი: Das Lied der Deutschen (გერმანელების სიმღერა) | ||||||
ფედერალური არწივი | ||||||
გერმანიის მდებარეობა ევროპის რუკაზე | ||||||
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი | ბერლინი 52°31′ ჩ. გ. 13°23′ ა. გ. / 52.517° ჩ. გ. 13.383° ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | გერმანული [ა] | |||||
ეთნიკური ჯგუფები |
| |||||
ეთნოქორონიმი | გერმანელი | |||||
მთავრობა | ფედერალური საპარლამენტო კონსტიტუციური რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი | ||||
- | კანცლერი | ოლაფ შოლცი | ||||
- | ბუნდესტაგის პრეზიდენტი | ბერბელ ბასი | ||||
- | ბუნდესრატის პრეზიდენტი | ბოდო რამელოვი | ||||
საკანონმდებლო ორგანო | ||||||
- | ზედა პალატა | ბუნდესრატი | ||||
- | ქვედა პალატა | ბუნდესტაგი | ||||
ფორმირება | ||||||
- | საღვთო რომის იმპერია | 2 თებერვალი, 962 | ||||
- | გერმანიის კავშირი | 8 ივნისი, 1815 | ||||
- | გაერთიანება | 18 იანვარი, 1871 | ||||
- | ფედერაციული რესპუბლიკა | 23 მაისი, 1949 | ||||
- | დაარსდა ევროპული თანამეგობრობა (ამჟამად ევროკავშირი) | 1 იანვარი, 1958 | ||||
- | ხელახალი გაერთიანება | 3 ოქტომბერი, 1990 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 357 168 კმ2 (63-ე) | ||||
- | წყალი (%) | 2.416 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2019 შეფასება | 83 166 711[5] (მე-18) | ||||
- | 2011 აღწერა | 80 219 695[6] (მე-16) | ||||
- | სიმჭიდროვე | 232 კაცი/კმ2 (58-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2014 შეფასება | |||||
- | სულ | $3.338 ტრილიონი[7] (მე-5) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $41 248[7] (მე-16) | ||||
მშპ (ნომინალი) | 2014 შეფასება | |||||
- | სულ | $3.876 ტრილიონი[7] (მე-4) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $47 893[7] (მე-15) | ||||
ჯინი (2011) | 29.0[8] დაბალი | |||||
აგი (2013) | ![]() ძალიან მაღალი · მე-6 | |||||
ვალუტა | ევრო (€) (EUR ) | |||||
სასაათო სარტყელი | UTC+01:00 (UTC+1) | |||||
- | ზაფხული (DST) | UTC+02:00 (UTC+2) | ||||
მოძრაობა | მარჯვენა | |||||
სატელეფონო კოდი | +49 | |||||
ინტერნეტ-დომენი | .de [ბ] | |||||
ა. | ^ დანიური, ქვემო გერმანული, სორბული, რომანი და ფრიზული ოფიციალურად აღიარებულია რეგიონული ენებისა და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის მიერ. | |||||
ბ. | ^ ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu. |
სახელწოდება
- ოფიციალური: ქართულად — გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა; გერმანულად — Die Bundesrepublik Deutschland.
- ეტიმოლოგია — ლათინურად — Germania, მომდინარეობს Ger, Germani, Germanus-დან, რაც გალების კელტური ტომის ენაზე „მეზობელს“ ან „ძმას“ უნდა ნიშნავდეს. გერმანულად – Deutschland, ეს სახელი უკავშირდება ძველ გერმანულ სატომო სახელს — Diutisce-ს. ფრანგულად — Allemagne, ალემანებიც ერთ-ერთი გერმანული სატომო სახელია, alle man „ყველა ადამიანს“ ნიშნავს. სლავურ ენებზე — Niemcy, Nemecko, მომდინარეობს სიტყვა „მუნჯისაგან“ ანუ მეტაფორულად გულისხმობს მათ, ვისაც „ჩვენი ენა არ ესმის“.
- ქვეყნის კოდი — DE.
ისტორია
გერმანია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1945 წელს გაყოფილ იქნა 4 საოკუპაციო ზონად. 1949 წელს ამერიკული, ფრანგული და ბრიტანული ზონებისაგან — შეიქმნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, საბჭოთა ზონისაგან — გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა. 1961 წელს აღიმართა ბერლინის კედელი. ეროვნული საზღვრები გახსნილ იქნა 1989 წელს, ოფიციალურად გერმანიის გაერთიანება გამოცხადდა 1990 წლის ოქტომბერში. გაერთიანებული გერმანიის პირველ კანცლერად აირჩიეს ჰელმუტ კოლი.
გეოგრაფია
გერმანია ცენტრალური ევროპის ქვეყანაა, რომლის გეოპოლიტიკური მდგომარეობა არაერთხელ შეიცვალა გასულ საუკუნეში.რელიეფში მკვეთრად არჩევენ სამ საფეხურს, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ თანდათან მაღლდება. უმაღლესი მწვერვალია ცუგშპიცე, ქვეყნის სამხრეთში. ენერგეტიკული რესურსებით ქვეყანა შედარებით ღარიბია, მართალია, იგი მდიდარია ქვანახშირით, მაგრამ ღარიბია ნავთობითა და გაზით. მნიშვნელოვანია ჰიდრორესურსები. კლიმატი ძირითადად ოკეანურია. ძლიერია ატლანტის ოკეანის გავლენა. ქვეყნის ტერიტორიაზე ევროპის არაერთი მნიშვნელოვანი მდინარე გაედინება. მდ. რაინი ქვეყნის „მთავარი სამრეწველო ქუჩაა“. ბოდენის ტბას იგი მის ორ სამხრეთელ მოზობელთან იყოფს. ქვეყანაში, განსაკუთრებით მისი სამრეწველო რაიონებში, მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემებია.
მოსაზღვრე ქვეყნებია: დანია, პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ბელგია, ნიდერლანდები.
- ფართობი — 357 021 კმ². საზღვრები: საზღვაო — 892 კმ; სახმელეთო — 3767 კმ.
- ბუნება: გეოგრაფიული რაიონები — ჩრდილოეთ გერმანიის დაბლობი, ცენტრალური გერმანიის ზეგანი მრავალრიცხოვანი მდინარეებით, სამხრეთ გერმანიის ნაყოფიერი დაბლობები, ბავარიის ალპები.
- მთის სისტემები — ბავარიის ალპები, ჰარცი, ერცგებირგე, ტაუნუსი.
- უმაღლესი მწვერვალები (მ) — ცუგშპიცე 2962, ჰოხვანერი 2746;
- მთავარი მდინარეები (კმ) — რაინი 865 (სულ 1 320), ელბა 700 (სულ 1 165), დუნაი 647 (სულ 2 858), მაინი 524;
- მთავარი ტბები (კმ²) — ბოდენის ტბა 305 (სულ 571), მიურიცი 110, კიმზეე 80;
- მთავარი კუნძულები (კმ²) — რიუგენი 930, უზედომი 373 (სულ 445), ფემარნი 185; კლიმატი — ატლანტიკური.
- ბუნებრივი რესურსები — რკინის მადანი, ქვანახშირი, საშენი ხე-ტყე, ურანი, სპილენძი, ბუნებრივი აირი, მარილი, ნიკელი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
კლიმატი
გერმანიის კლიმატი ზომიერია. ჩრდილოეთით ზღვიური ჰავაა გაბატონებული, დანარჩენ ტერიტორიაზე ზღვიურიდან კონტინენტურზე გარდამავალი. ჩრდილო-აღმოსავლეთით შესამჩნევია ატლანტის ოკეანის გავლენა, სამხრეთ-აღმოსავლეთით იზრდება კონტინენტური ჰავა. სიცივე ძირითადად აღინიშნება მაღალ სიმაღლეზე, მთებში, სამხრეთ საზღვარზე (-6 °C). რაინის ხეობაში მდელოები და ველები ზამთარშიც მწვანეა. იქ თოვლი იშვიათად მოდის და ისიც მალე დნება. ივლისი ყველაზე ცხელი თვეა. ამ თვის საშუალო ტემპერატურა 16 °C-დან 20 °C-მდე მერყეობს.
ვაკე ადგილებში ყოველწლიურად მოდის 500-600 მმ ნალექი, მთებში 900, 1100 მმ.
ყველაზე მშრალი ამინდი იცის მარტში, ყველაზე წვიმიანი — ივლისში. რაც შეეხება მზიანი დღეების რაოდენობას, იგი დეკემბერში დღეში საშუალოდ 1,1 სთ-ია, ივნისში 8,1 სთ.
შიდა წყლები
მდინარეებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გერმანელებისთვის. ისინი ვაჭრობისა და სატრანსპორტო გადაზიდვებისთვის აქტიურად გამოიყენება. გერმანიის ძირითადი მდინარეებია: რაინი, ელბა, მაინი, დუნაი. მდინარეების უმეტესობა სანაოსნოა. სატრანსპორტო შესაძლებლობები მდინარეებზე გაიზარდა არხების მშენებლობის ხარჯზე. ყველა დიდი მდინარე მოედინება სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთით, რომლებიც შიდა რაიონებს ზღვასთან აკავშირებენ. გამონაკლისია დუნაი, ის სათავეს იღებს შვარცვალდის მასივში, მიედინება აღმოსავლეთით და ჩაედინება შავ ზღვაში. დუნაი და რაინი განსაკუთრებით წყალუხვია გაზაფხულზე და ზაფხულში, როდესაც დნება თოვლი და მყინვარები. წყალგამყოფები მდინარეებს შორის მაღალი არ არის, რაც იმის საშუალებას იძლევა რომ მდინარეები არხების საშუალებით დაუკავშირდნენ ერთმანეთს.
სახელმწიფო

გერმანია ფედერაციული მმართველოს ქვეყანაა, სადაც მოქმედებს 1949 წელს მიღებული კონსტიტუცია. ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტს, ბუდესტაგს, ირჩევენ ოთხი წლის ვადით და შედგება 496 დეპუტატისაგან. პარლამენტში შეიძლება არჩეულ იქნეს 21 წელს მიღწეული მოქალაქე, არჩევნებში მონაწილეობის უფლება კი აქვს 18 წლის მოქალაქეს. საკანონმდებლო სისტემაში მნიშვნელოვანია ასევე ბუნდესრატის როლი, სადაც შედიან მიწების მთავრობათა წევრები. მთავრობას მეთაურობს კანცლერი. გერმანია მრავალპარტიული ქვეყანაა.
სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. პრეზიდენს, კონსტიტუციის თანახმად, ირჩევენ 5 წლის ვადით ფედერალურ კრებაზე. ერთი და იმავე კანდიდანტურის არჩევა შესაძლებელია მხოლოდ 2-ჯერ.
- სიმბოლოები – ჰიმნი: Das Lied der Deutschen.
- პოლიტიკური სისტემა — ფედერაციული რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური — ფედერალური პრეზიდენტი.
- მთავრობის მეთაური — ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი.
- საკანონმდებლო ორგანო — ორპალატიანი პარლამენტი, რომელიც შედგება ბუნდესტაგისა (614 წევრი) და ბუნდესრატისაგან (69 წევრი).
- პარტიები — სოციალ-დემოკრატიული პარტია (თავმ. ზიგმარ გაბრიელი, 591 ათასი წევრი), ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი (ანგელა მერკელი, 574 ათასი წევრი).
ადმინისტრაციული დაყოფა
გერმანია ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად იყოფა 16 ფედერაციულ მხარედ (Bundesland), მათ შორის 5 აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე შეიქმნა, დანარჩენი — დასავლეთ გერმანიაში. გერმანიის მხარეებია(ფრჩხილებში დედაქალაქები):
|
|
დემოგრაფია
მოსახლეობის რაოდენობით გერმანია მეორე ქვეყანაა ევროპაში და პირველი - ევროკავშირში. ბუნებრივი ნამატი დაბალია, მნიშვნელოვანია საგარეო მიგრაციის როლი. აქ თითქმის 8 მლნ უცხოელი ცხოვრობს. სიმჭიდროვე და ურბანიზაცია ერთ-ერთი უმაღლესია მსოფლიოში. მოსახლეობის თითქმის 89 % ცხოვრობს ქალაქებში. „რურშტადტი“ მაღალურბანიზებული რეგიონია 10-11 მლნ მცხოვრებით.
- მოსახლეობა — 82 მლნ (2010), მათ შორის 91,5 % გერმანელები, 2,4 % თურქები. ქვეყანაში 5 მილიონი უცხოელი მუშაა, მათგან 1,6 მილიონი თურქია, დანარჩენი — იუგოსლავები, იტალიელები, ბერძნები.
- ენა — გერმანული.
- რელიგია (2004:) — კათოლიციზმი (31,7 %), პროტესტანტიზმი (31,3 %).
- დიდი ქალაქები (ათასი მცხ.): ბერლინი (3.274), ჰამბურგი (1.686), მიუნხენი (1.185), კელნი (965), ესენი (589), მაინის ფრანკფურტი (648), დორტმუნდი (588), შტუტგარტი (591), დიუსელდორფი (570), ბრემენი (528), ჰანოვერი (516), დუისბურგი (513), ნიურნბერგი (486), ლაიფციგი (486), დრეზდენი (473).
ეკონომიკა

ეკონომიკური პოტენციალით გერმანია უძლიერესი ქვეყანაა ევროპაში, და არა მარტო ევროპაში. „დიდი რვიანის“ ქვეყნებს შორის, იგი მხოლოდ აშშ-სა და იაპონიას ჩამორჩება. მომსახურების სფეროს უდიდესი დარგებია ტრანსპორტი და საბანკო-საფინანსო საქმე. ენერტიკა ვითარდება როგორც ადგილობრივ, ასევე შემოტანილ ნედლეულზე. მანქანათმშენებლობა და ქიმიური ინდუსტრია ქვეყნის მრეწველობის წამყვანი დარგებია. მანქანათმშენებლობის წამყვანი სფეროა საავტომობილირო ინდუსტრია, დარგის სიძლიერით მას კონკურენტი არა ჰყავს ევროპაში. პირველობით გამოირჩევა ქიმიური ინდუსტრიაც. „ბასცი“ და „ბაიერი“ ქიმიური გიგანტები არიან. აგრობიზნესი უმსვილესია მეზობელი საფრანგეთის ანალოგიური დარგის შემდეგ ევროკავშირში.
გერმანია მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, მშპ-ს მოცულობით (2.321 ტრილიონი $) მსოფლიოში მე-3 ადგილი უკავია აშშ-სა და იაპონიის შემდეგ.
- მშპ-ს სტრუქტურა (%) — სოფლის მეურნეობა — 1, მრეწველობა — 32, მომსახურება — 67;
- ე.ე.პ. (1 სულზე) — 28.280 $.
- ექსპორტი — ჩარხები (უდიდესი ექსპორტიორი მსოფლიოში), ავტომობილები, სატრანსპორტო საშუალებები, ელექტრონიკა, სამრეწველო საქონელი, საფეიქრო ნაწარმი, ქიმიკატები, რკინა, ქვანახშირი, პლასტმასი.
- ბიუჯეტი — 802,000 მლდ $.
- ვალუტა — ევრო (EUR); 2002 წლამდე გერმანული მარკა.
- უდიდესი კომპანიები — დაიმლერ-მერსედეს-ბენცი, ფოლკსვაგენი, აუდი, BMW, პორშე, ოპელი, ზიმენსი, ალიანცი, ადიდასი, აგფა, ბასფ, ლუფტჰანზა.
- უდიდესი ბანკები — დოიჩე ბანკი, კომერცბანკი, ბაიერიშე ფერაინსბანკი.
ტურიზმი
მართალია, ტურისტული თვალსაზრისით ევროპის დიდ ოთხეულთან შედარებით (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო) გერმანია მსხვილი ევროპული ქვეყანა არ არის, მაგრამ ეკონომიკის ეს დარგი ბოლო პერიოდში სწრაფი ტემპით ვითარდება. ქვეყანაში ყოველწლიურად ჩამოდის 20-22 მლნ ტურისტი, ძირითადად ნიდერლანდებიდან, აშშ-დან, გაერთიანებული სამეფოდან, შვეიცარიიდან და იტალიიდან. უმნიშვნელოვანისი ტურისტული ადგილებია: ბერლინი, მიუნხენი, კელნი, ბალტიის ზღვის სანაპირო, ჰამბურგი.
მემკვიდრეობა
- ბერლინი — პრუსიის კულტურული საგანძურის მუზეუმი, პერგამონისა და ბოდეს მუზეუმები, შარლოტენბურგის სასახლე, სან-სუსის სასახლე და პარკი (XVII ს.), ბრანდენბურგის კარიბჭე და არსენალი (XVIII ს.), წმ. ნიკოლოზის ტაძარი (XIV ს.), რაიხსტაგის შენობა, მსოფლიოში უდიდესი ზოოპარკი;
- ლაიფციგი — ციხე-სიმაგრე (XIII ს.), რატუშა (XVII ს.), კოშკი „ხალხთა ბრძოლა“ (XIX ს.);
- დრეზდენი — ცვინგერის სასახლე სურათების გალერეით და იარაღის მუზეუმით;
- კელნი — მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გოთური ტაძარი (XIII — XIX სს.);
- ბონი — ბეთჰოვენის სახლ-მუზეუმი;
- ვაიმარი — ციხე-სიმაგრე (XII ს.), გოეთეს სახლ-მუზეუმი;
- აახენის კათედრალური ტაძარი, პოტსდამისა და ბერლინის სასახლეები და პარკები, ქალაქი ბამბერგი, მაულბრონის სამონასტრო კომპლექსი, შვარცვალდის მთები;
- გერმანული ეპოსი — სიმღერა ნიბელუნგებზე და გუდრუნი (XIII ს.).
რესურსები ინტერნეტში
- www.deutschland.de – მრავალენოვანი პორტალი გერმანიის შესახებ
- გერმანიის კანცლერის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2012-10-14 საიტზე Wayback Machine.
- Deutsche Welle – გერმანიის საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია
- Germany დაარქივებული 2009-02-21 საიტზე Wayback Machine. at UCB Libraries GovPubs
- Einbürgerung დაარქივებული 2006-11-04 საიტზე Wayback Machine. — ოფიციალური საიტი მოქალაქეობის მიღების შესახებ
- Germany at the Open Directory Project დაარქივებული 2012-02-07 საიტზე Wayback Machine.
- ფაქტები გერმანიის შესახებ – ფედერალური საგარეო ოფისისგან
- Destatis.de – სტატისტიკის ფედერალური ოფისი
- Key Development Forecasts for Germany
სქოლიო
- ↑ "Die zentralen Worte daraus, 'Einigkeit und Recht und Freiheit', waren zum offiziellen Wahlspruch der BRD erhoben worden." – Peter Ebenbauer, Christian Wessely und Reinhold Esterbaue: Religiöse Appelle und Parolen: Interdisziplinäre Analysen zu einer neuen Sprachform, Kohlhammer, 2008, p. 84 Online
- ↑ Other Than Identity: The Subject, Politics and Art - Google Books
- ↑ The complete guide to national symbols and emblems - James Minahan - Google Books
- ↑ BAMF - Bundesamt für Migration und Flüchtlinge - Das BAMF - Migrationsbericht 2012
- ↑ 5.0 5.1 Bevölkerung nach Geschlecht und Staatsangehörigkeit. Destatis. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 აგვისტო, 2019. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2018
- ↑ Zensus 2011: Bevölkerung am 9. Mai 2011. Retrieved 1 June 2013.
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 Germany. International Monetary Fund (April 2014). ციტირების თარიღი: 28 June 2014.
- ↑ Gini coefficient of equivalised disposable income (source: SILC). Eurostat Data Explorer. ციტირების თარიღი: 13 August 2013.
This article uses material from the Wikipedia ქართული article გერმანია, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply. (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 3.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
#Wikipedia® is a registered trademark of the Wikimedia Foundation, Inc. Wiki (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wikimedia Foundation.
In other languages:
- აფხაზური: Германиа - Wiki аԥсшәа
- აჩეხური: Jeureuman - Wiki Acèh
- ადიღეური: Германие - Wiki адыгабзэ
- აფრიკაანსი: Duitsland - Wiki Afrikaans
- Alemannisch: Deutschland - Wiki Alemannisch
- ამჰარული: ጀርመን - Wiki አማርኛ
- Amis: Germany - Wiki Pangcah
- არაგონული: Alemanya - Wiki Aragonés
- ძველი ინგლისური: Þeodscland - Wiki Ænglisc
- ანგიკა: जर्मनी - Wiki अंगिका
- არაბული: ألمانيا - Wiki العربية
- არამეული: ܓܪܡܢ - Wiki ܐܪܡܝܐ
- Moroccan Arabic: ألمانيا - Wiki الدارجة
- Egyptian Arabic: المانيا - Wiki مصرى
- ასამური: জাৰ্মানী - Wiki অসমীয়া
- ასტურიული: Alemaña - Wiki Asturianu
- ხუნძური: Германия - Wiki авар
- Kotava: Germana - Wiki Kotava
- ავადი: जर्मनी - Wiki अवधी
- აიმარა: Alimaña - Wiki Aymar aru
- აზერბაიჯანული: Almaniya - Wiki Azərbaycanca
- South Azerbaijani: آلمان - Wiki تۆرکجه
- ბაშკირული: Германия - Wiki башҡортса
- ბალინური: Jerman - Wiki Basa Bali
- Bavarian: Deitschland - Wiki Boarisch
- Samogitian: Vuokītėjė - Wiki žemaitėška
- Central Bikol: Alemanya - Wiki Bikol Central
- ბელარუსული: Германія - Wiki беларуская
- Belarusian (Taraškievica orthography): Нямеччына - Wiki беларуская (тарашкевіца)
- ბულგარული: Германия - Wiki български
- Bhojpuri: जर्मनी - Wiki भोजपुरी
- ბისლამა: Jemani - Wiki Bislama
- ბამბარა: Alimaɲi - Wiki Bamanankan
- ბენგალური: জার্মানি - Wiki বাংলা
- ტიბეტური: འཇར་མན། - Wiki བོད་ཡིག
- Bishnupriya: জার্মানি - Wiki বিষ্ণুপ্রিয়া মণিপুরী
- ბრეტონული: Alamagn - Wiki Brezhoneg
- ბოსნიური: Njemačka - Wiki Bosanski
- ბუგინური: ᨍᨙᨑᨆᨊ - Wiki ᨅᨔ ᨕᨘᨁᨗ
- Russia Buriat: Германи - Wiki буряад
- კატალანური: Alemanya - Wiki Català
- Chavacano: Alemania - Wiki Chavacano de Zamboanga
- Min Dong Chinese: Dáik-guók - Wiki 閩東語 / Mìng-dĕ̤ng-ngṳ̄
- ჩეჩნური: Германи - Wiki нохчийн
- სებუანო: Alemanya - Wiki Cebuano
- ჩამორო: Alemaña - Wiki Chamoru
- ჩეროკი: ᎠᏛᏥ - Wiki ᏣᎳᎩ
- ჩეიენი: Ma'evé'ho'éno - Wiki Tsetsêhestâhese
- ცენტრალური ქურთული: ئەڵمانیا - Wiki کوردی
- კორსიკული: Germania - Wiki Corsu
- ყირიმულ-თურქული: Almaniya - Wiki Qırımtatarca
- ჩეხური: Německo - Wiki čeština
- კაშუბური: Niemieckô - Wiki Kaszëbsczi
- საეკლესიო სლავური: Нѣмьци - Wiki словѣньскъ / ⰔⰎⰑⰂⰡⰐⰠⰔⰍⰟ
- ჩუვაშური: Германи - Wiki чӑвашла
- უელსური: Yr Almaen - Wiki Cymraeg
- დანიური: Tyskland - Wiki Dansk
- გერმანული: Deutschland - Wiki Deutsch
- Zazaki: Almanya - Wiki Zazaki
- ქვემოსორბული: Nimska - Wiki Dolnoserbski
- Doteli: जर्मनी - Wiki डोटेली
- დივეჰი: ޖަރުމަނުވިލާތް - Wiki ދިވެހިބަސް
- ძონგკხა: ཇཱར་མ་ནི - Wiki ཇོང་ཁ
- ევე: Dzamanya - Wiki Eʋegbe
- ბერძნული: Γερμανία - Wiki Ελληνικά
- Emiliano-Romagnolo: Germâgna - Wiki Emiliàn e rumagnòl
- ინგლისური: Germany - Wiki English
- ესპერანტო: Germanio - Wiki Esperanto
- ესპანური: Alemania - Wiki Español
- ესტონური: Saksamaa - Wiki Eesti
- ბასკური: Alemania - Wiki Euskara
- Extremaduran: Alemaña - Wiki Estremeñu
- სპარსული: آلمان - Wiki فارسی
- ფულა: Almaanya - Wiki Fulfulde
- ფინური: Saksa - Wiki Suomi
- Võro: S'aksamaa - Wiki Võro
- ფიჯი: Jamani - Wiki Na Vosa Vakaviti
- ფარერული: Týskland - Wiki Føroyskt
- ფრანგული: Allemagne - Wiki Français
- Arpitan: Alemagnes - Wiki Arpetan
- ჩრდილოფრიზიული: Tjüschlönj - Wiki Nordfriisk
- ფრიულური: Gjermanie - Wiki Furlan
- დასავლეთფრიზიული: Dútslân - Wiki Frysk
- ირლანდიური: An Ghearmáin - Wiki Gaeilge
- გაგაუზური: Germaniya - Wiki Gagauz
- Gan Chinese: 德國 - Wiki 贛語
- Guianan Creole: Lanlmangn - Wiki Kriyòl gwiyannen
- შოტლანდიური გელური: A' Ghearmailt - Wiki Gàidhlig
- გალისიური: Alemaña - Wiki Galego
- Gilaki: آلمان - Wiki گیلکی
- გუარანი: Alemáña - Wiki Avañe'ẽ
- Goan Konkani: जर्मनी - Wiki गोंयची कोंकणी / Gõychi Konknni
- გოთური: 𐌸𐌹𐌿𐌳𐌹𐍃𐌺𐌰𐌻𐌰𐌽𐌳 - Wiki 𐌲𐌿𐍄𐌹𐍃𐌺
- გუჯარათი: જર્મની - Wiki ગુજરાતી
- მენური: Yn Ghermaan - Wiki Gaelg
- ჰაუსა: Jamus - Wiki Hausa
- Hakka Chinese: Tet-koet - Wiki 客家語/Hak-kâ-ngî
- ჰავაიური: Kelemānia - Wiki Hawaiʻi
- ებრაული: גרמניה - Wiki עברית
- ჰინდი: जर्मनी - Wiki हिन्दी
- Fiji Hindi: Germany - Wiki Fiji Hindi
- ხორვატული: Njemačka - Wiki Hrvatski
- ზემოსორბული: Němska - Wiki Hornjoserbsce
- ჰაიტიური კრეოლი: Almay - Wiki Kreyòl ayisyen
- უნგრული: Németország - Wiki Magyar
- სომხური: Գերմանիա - Wiki հայերեն
- Western Armenian: Գերմանիա - Wiki Արեւմտահայերէն
- ინტერლინგუალური: Germania - Wiki Interlingua
- ინდონეზიური: Jerman - Wiki Bahasa Indonesia
- ინტერლინგი: Germania - Wiki Interlingue
- იგბო: Jémanị - Wiki Igbo
- Inupiaq: Tuitchilan - Wiki Iñupiatun
- ილოკო: Alemania - Wiki Ilokano
- ინგუშური: Немций мохк - Wiki гӀалгӀай
- იდო: Germania - Wiki Ido
- ისლანდიური: Þýskaland - Wiki íslenska
- იტალიური: Germania - Wiki Italiano
- ინუკტიტუტი: ᔮᒪᓂ - Wiki ᐃᓄᒃᑎᑐᑦ / inuktitut
- იაპონური: ドイツ - Wiki 日本語
- Jamaican Creole English: Joermani - Wiki Patois
- ლოჟბანი: dotygu'e - Wiki La .lojban.
- იავური: Jerman - Wiki Jawa
- ყარაყალფახური: Germaniya - Wiki Qaraqalpaqsha
- კაბილური: Lalman - Wiki Taqbaylit
- ყაბარდოული: Джэрмэн - Wiki адыгэбзэ
- Kabiye: Caama - Wiki Kabɩyɛ
- ტიაპი: Jami̱ni - Wiki Tyap
- კონგო: Alemanyi - Wiki Kongo
- კიკუიუ: Njĩrĩmani - Wiki Gĩkũyũ
- ყაზახური: Германия - Wiki қазақша
- ქმერული: អាល្លឺម៉ង់ - Wiki ភាសាខ្មែរ
- კანადა: ಜರ್ಮನಿ - Wiki ಕನ್ನಡ
- კორეული: 독일 - Wiki 한국어
- კომი-პერმიაკული: Немечму - Wiki перем коми
- ყარაჩაულ-ბალყარული: Германия - Wiki къарачай-малкъар
- კიოლში: Dütschland - Wiki Ripoarisch
- ქურთული: Almanya - Wiki Kurdî
- კომი: Германия - Wiki коми
- კორნული: Almayn - Wiki Kernowek
- ყირგიზული: Германия - Wiki кыргызча
- ლათინური: Germania - Wiki Latina
- ლადინო: Almania - Wiki Ladino
- ლუქსემბურგული: Däitschland - Wiki Lëtzebuergesch
- ლეზგიური: Германия - Wiki лезги
- Lingua Franca Nova: Deutxland - Wiki Lingua Franca Nova
- განდა: Girimane - Wiki Luganda
- ლიმბურგული: Duitsland - Wiki Limburgs
- Ligurian: Germania - Wiki Ligure
- Ladin: Germania - Wiki Ladin
- Lombard: Germania - Wiki Lombard
- ლინგალა: Alémani - Wiki Lingála
- ლაოსური: ປະເທດເຢຍລະມັນ - Wiki ລາວ
- ლიეტუვური: Vokietija - Wiki Lietuvių
- Latgalian: Vuoceja - Wiki Latgaļu
- ლატვიური: Vācija - Wiki Latviešu
- მადურული: Jerman - Wiki Madhurâ
- მაითილი: जर्मनी - Wiki मैथिली
- Basa Banyumasan: Jerman - Wiki Basa Banyumasan
- მოქშა: Германия мастор - Wiki мокшень
- მალაგასიური: Alemaina - Wiki Malagasy
- Eastern Mari: Немыч Эл - Wiki олык марий
- მაორი: Tiamana - Wiki Māori
- მინანგკაბაუ: Jerman - Wiki Minangkabau
- მაკედონური: Германија - Wiki македонски
- მალაიალამური: ജർമ്മനി - Wiki മലയാളം
- მონღოლური: Герман - Wiki монгол
- მანიპური: ꯖꯔꯃꯅꯤ - Wiki ꯃꯤꯇꯩ ꯂꯣꯟ
- მარათჰი: जर्मनी - Wiki मराठी
- მალაიური: Jerman - Wiki Bahasa Melayu
- მალტური: Ġermanja - Wiki Malti
- მირანდული: Almanha - Wiki Mirandés
- ბირმული: ဂျာမနီနိုင်ငံ - Wiki မြန်မာဘာသာ
- ერზია: Германия Мастор - Wiki эрзянь
- მაზანდერანული: آلمان - Wiki مازِرونی
- ნაურუ: Djermani - Wiki Dorerin Naoero
- Nāhuatl: Alemania - Wiki Nāhuatl
- ნეაპოლიტანური: Germania - Wiki Napulitano
- ქვემოგერმანული: Düütschland - Wiki Plattdüütsch
- ქვემოსაქსონური: Duutslaand - Wiki Nedersaksies
- ნეპალური: जर्मनी - Wiki नेपाली
- ნევარი: जर्मनी - Wiki नेपाल भाषा
- ნიდერლანდური: Duitsland - Wiki Nederlands
- ნორვეგიული ნიუნორსკი: Tyskland - Wiki Norsk nynorsk
- ნორვეგიული ბუკმოლი: Tyskland - Wiki Norsk bokmål
- Novial: Germania - Wiki Novial
- ნკო: ߊߟߏߡߊ߲ߘߎ߯ - Wiki ߒߞߏ
- Norman: Allemangne - Wiki Nouormand
- ჩრდილოეთ სოთო: Jeremane - Wiki Sesotho sa Leboa
- ნავახო: Béésh Bichʼahii Bikéyah - Wiki Diné bizaad
- ნიანჯა: Germany - Wiki Chi-Chewa
- ოქსიტანური: Alemanha - Wiki Occitan
- Livvi-Karelian: Germuanii - Wiki Livvinkarjala
- ორომო: Jarmanii - Wiki Oromoo
- ორია: ଜର୍ମାନୀ - Wiki ଓଡ଼ିଆ
- ოსური: Герман - Wiki ирон
- პენჯაბური: ਜਰਮਨੀ - Wiki ਪੰਜਾਬੀ
- პანგასინანი: Alemanya - Wiki Pangasinan
- პამპანგა: Alemanya - Wiki Kapampangan
- პაპიამენტო: Alemania - Wiki Papiamentu
- Picard: Alemanne - Wiki Picard
- Pennsylvania German: Deitschland - Wiki Deitsch
- Palatine German: Deutschland - Wiki Pälzisch
- პალი: जर्मनी - Wiki पालि
- Norfuk / Pitkern: Doichland - Wiki Norfuk / Pitkern
- პოლონური: Niemcy - Wiki Polski
- Piedmontese: Almagna - Wiki Piemontèis
- Western Punjabi: جرمنی - Wiki پنجابی
- Pontic: Γερμανία - Wiki Ποντιακά
- პუშტუ: المان - Wiki پښتو
- პორტუგალიური: Alemanha - Wiki Português
- კეჩუა: Alimaniya - Wiki Runa Simi
- რეტორომანული: Germania - Wiki Rumantsch
- Vlax Romani: Jermaniya - Wiki Romani čhib
- რუნდი: Ubudagi - Wiki Ikirundi
- რუმინული: Germania - Wiki Română
- Aromanian: Germãnia - Wiki Armãneashti
- Tarantino: Germanie - Wiki Tarandíne
- რუსული: Германия - Wiki русский
- Rusyn: Нїмецько - Wiki русиньскый
- კინიარუანდა: Ubudage - Wiki Ikinyarwanda
- სანსკრიტი: शर्मण्यदेशः - Wiki संस्कृतम्
- იაკუტური: Германия - Wiki саха тыла
- სანტალი: ᱡᱟᱨᱢᱟᱱᱤ - Wiki ᱥᱟᱱᱛᱟᱲᱤ
- სარდინიული: Germania - Wiki Sardu
- სიცილიური: Girmania - Wiki Sicilianu
- შოტლანდიური: Germany - Wiki Scots
- სინდჰური: جرمني - Wiki سنڌي
- ჩრდილოეთ საამური: Duiska - Wiki Davvisámegiella
- სერბულ-ხორვატული: Njemačka - Wiki Srpskohrvatski / српскохрватски
- შილჰა: Lalman - Wiki Taclḥit
- შანი: မိူင်းၵျႃႇမၼီႇ - Wiki ၽႃႇသႃႇတႆး
- სინჰალური: ජර්මනිය - Wiki සිංහල
- Simple English: Germany - Wiki Simple English
- სლოვაკური: Nemecko - Wiki Slovenčina
- სლოვენური: Nemčija - Wiki Slovenščina
- სამოა: Siamani - Wiki Gagana Samoa
- ინარი-საამური: Saksa - Wiki Anarâškielâ
- შონა: Jerumani - Wiki ChiShona
- სომალიური: Jarmalka - Wiki Soomaaliga
- ალბანური: Gjermania - Wiki Shqip
- სერბული: Њемачка - Wiki српски / srpski
- სრანან ტონგო: Doysrikondre - Wiki Sranantongo
- სუატი: IJalimane - Wiki SiSwati
- სამხრეთ სოთოს ენა: Jeremane - Wiki Sesotho
- Saterland Frisian: Düütsklound - Wiki Seeltersk
- სუნდური: Jérman - Wiki Sunda
- შვედური: Tyskland - Wiki Svenska
- სუაჰილი: Ujerumani - Wiki Kiswahili
- Silesian: Mjymcy - Wiki ślůnski
- Sakizaya: Germany - Wiki Sakizaya
- ტამილური: ஜெர்மனி - Wiki தமிழ்
- Tayal: Germany - Wiki Tayal
- Tulu: ಜರ್ಮನಿ - Wiki ತುಳು
- ტელუგუ: జర్మనీ - Wiki తెలుగు
- ტეტუმი: Alemaña - Wiki Tetun
- ტაჯიკური: Олмон - Wiki тоҷикӣ
- ტაილანდური: ประเทศเยอรมนี - Wiki ไทย
- ტიგრინია: ጀርመን - Wiki ትግርኛ
- თურქმენული: Almaniýa - Wiki Türkmençe
- Tagalog: Alemanya - Wiki Tagalog
- ტონგანური: Siamane - Wiki Lea faka-Tonga
- ტოკ-პისინი: Siamani - Wiki Tok Pisin
- თურქული: Almanya - Wiki Türkçe
- ტაროკო: Germany - Wiki Seediq
- ტსონგა: Jarimani - Wiki Xitsonga
- თათრული: Германия - Wiki татарча / tatarça
- ტუმბუკა: Germany - Wiki ChiTumbuka
- თუი: Germany - Wiki Twi
- ტაიტური: Heremani - Wiki Reo tahiti
- ტუვა: Германия - Wiki тыва дыл
- უდმურტული: Германия - Wiki удмурт
- უიღურული: گېرمانىيە - Wiki ئۇيغۇرچە / Uyghurche
- უკრაინული: Німеччина - Wiki українська
- ურდუ: جرمنی - Wiki اردو
- უზბეკური: Germaniya - Wiki Oʻzbekcha / ўзбекча
- Venetian: Zermània - Wiki Vèneto
- Veps: Saksanma - Wiki Vepsän kel’
- ვიეტნამური: Đức - Wiki Tiếng Việt
- West Flemish: Duutsland - Wiki West-Vlams
- ვოლაპუკი: Deutän - Wiki Volapük
- ვალონური: Almagne - Wiki Walon
- ვარაი: Alemanya - Wiki Winaray
- ვოლოფური: Almaañ - Wiki Wolof
- ვუ: 德国 - Wiki 吴语
- ყალმუხური: Ниицәтә Немшин Орн - Wiki хальмг
- ქჰოსა: IJamani - Wiki IsiXhosa
- Mingrelian: გერმანია - Wiki მარგალური
- იდიში: דייטשלאנד - Wiki ייִדיש
- იორუბა: Jẹ́mánì - Wiki Yorùbá
- Zhuang: Dwzgoz - Wiki Vahcuengh
- Zeelandic: Duutsland - Wiki Zeêuws
- ჩინური: 德国 - Wiki 中文
- Classical Chinese: 德國 - Wiki 文言
- Chinese (Min Nan): Tek-kok - Wiki Bân-lâm-gú
- Cantonese: 德國 - Wiki 粵語
- ზულუ: IJalimani - Wiki IsiZulu