აღდგომა

ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ან უბარალოდ აღდგომა — უძველესი და უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული.

აღდგომა არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: პასექი.

აღდგომას უძღვის 40-დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ქრისტიანთათვის ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა.

აღდგომა
აღდგომა ფოტოსურათი
ქრისტეს აღდგომა, ანდრია რუბლიოვის 1408—1410 წ.წ. დაწერილი ხატი.
2023 წელს
  • 9 აპრილი (დასავლური ტრადიციით)
  • 16 აპრილი (აღმოსავლური ტრადიციით)
  • 2024 წელს
  • 31 მარტი (დასავლური ტრადიციით)
  • 5 მაისი (აღმოსავლური ტრადიციით)
  • თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდნენ. მხოლოდ IV საუკუნეში მიეცა აღდგომის დღესასწაულს თანამედროვე სახე. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასასრულს, უთუოდ მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს. ეს შუალედი ხვდება ახალი სტილით 4 აპრილიდან 8 მაისამდე. შესაბამისად, აღდგომა მოძრავი დღესასწაულების კატეგორიას განეკუთვნება.

    ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის თანახმად, აღდგომის ზეიმი, უძველეს მესაქონლეთა და შემდეგ მიწათმოქმედთა საგაზაფხულო, საყოველთაო განახლების დღესასწაულია, რომელიც უშორესი ძირებით წარმართულ რელიგიებს უნდა უკავშირდებოდეს, სადაც ის ბუნების კვდომას და აღდგომას განასახიერებს.

    სახელწოდება

    აღვსება

    ქართულ მართლმადიდებლურ საეკლესიო ლიტერატურაში აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად გამოიყენება ტერმინი „აღვსება“. იგი ორიგინალური ძველი ქართული ტერმინია და, უპირატესად, პასქალიონში გამოიყენება. სიტყვა აღვსება ებრაულიდან მომდინარე ტერმინ პასექის ზედმიწევნითი შესატყვისია და ბერძნულ პასხას და სომხურ ზატიკს შეესაბამება. „უძველეს იადგარში“ აღვსება აღდგომის საგალობლებში გვხვდება, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, მისი როგორც ტერმინის სიძველეს.

    ძირითადად ტერმინი აღვსება ჰომილეტიკურ და ჰიმნოგრაფიულ ძეგლებში გამოიყენება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, აქ მას ორგვარი მნიშვნელობა აქვს და ყოველთვის აღდგომის დღესასწაულით არ გაიგივება. ამის შესახებ საინტერესო განმარტებას ვხვდებით ე. ჭელიძის კომენტარში, რომელიც მას დართული აქვს „წმინდა მოწამე შუშანიკის მარტვილობის“ერთი კონკრეტული ადგილის განმარტებისას. კერძოდ, ჰაგიოგრეფიულ ტექსტში ნათქვამია, რომ ვარსქენმა შუშანიკი გვემა აღვსების ორშაბათს: „მეორედ გუემაჲ მისი შემდგომად აღვსებისა ზატიკისა, დღესა ორშაბათსა“. ე. ჭელიძე აღნიშნავს, რომ ტერმინი „აღვსება“ ორმნიშვნელოვანია: 1) „იგი, ერთი მხრივ, აღნიშნავს ციკლს, დღეების გარკვეულ მონაკვეთს, ჩვეულებრივ შვიდეულს (ზოგჯერ შვიდეულებს), ამ აზრით, ტერმინი აღვსება იმიჯნება აღდგომისაგან. 2) მეორე მხრივ, აღნიშნავს ხსენებული ციკლის (ჩვეულებრივ , შვიდეულის) დამაგვირგვინებელ კონკრეტულ დღეს, კვირიაკეს, კვირა დღეს, როდესაც აღდგა უფალი. ამ შინაარსით აღვსება და აღდგომა იდენტურია“. ე. ჭელიძის აზრით შუშანიკის წამებაში მოხსენიებული აღვსების ორშაბათი შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც ვნების შვიდეულის ორშაბათად, ისე აღდგომის შემდეგ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათად.

    ტერმინ „აღვსების“ შინაარსობრივი განმარტება კ. კეკელიძის აზრით დაკავშირებული უნდა იყოს დიდიმარხვის დასრულებასთან. მეცნიერის თქმით: „აღდგომით სრულდება, აღივსება პერიოდი 49 დღის მარხვა-სინანულისა, რომელიც მას წინ უძღვის“.

    კ. კეკელიძე თავის შეხედულებას სხვა მოსაზრებითაც ამყარებს: „ძველ ქართულ ჰეორტოლოგიურ წელიწადში, რომელიც ცხრა პერიოდად იყოფოდა, 4-9 პერიოდი შეიცავდა თითოეული შვიდ კვირას ან 49 დღეს. შვიდკვირეულ პერიოდებად დაყოფა საეკლესიო წელიწადისა არის უძველესი აღმოსავლური პრაქტიკა, რომლის კვალი დარჩენილია სირიის ქრისტიანთა, ნესტორიანთა და იაკობიტთა შორისაც, ტერმინი „აღვსება“ იხმარებოდა ხოლმე ამ ქრისტეანეთა მიერაც, იმით აღინიშნებოდა, არამარტო დიდმარხვის, არამედ სხვა პერიოდის უკანასკნელი შვიდეულიც. მაგალითად: „პარასკევი მოციქულთა შვიდეულის აღვსებისა“, „კვირა მოციქულთა შვიდეულის აღვსებისა“. მეექვსე პერიოდი ხსენებული ჰეორტოლოგიური წელიწადის მარტვილიიდან, ანუ სული წმინდის გადმოსვლის დღესასწაულიდან იწყებოდა და გრძელდებოდა 29 ივნისამდე, პეტრე-პავლობამდე. ამიტომ ამ შვიდეულს ეწოდებოდა „მოციქულთა შვიდეული“, რომელსაც თავისი „აღვსება“ ჰქონდა. კ. კეკელიძე ამ მოსაზრებას ამყარებდა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრების ერთი მონაკვეთით, სადაც 1065 წლის 29 ივნისი მოხსენიებულია როგორც „აღვსება“ — ნუგეშინის-ეცით ძმათა, რამეთუ დღეს აღვსებაჲ არს“. კ. კეკელიძის აზრით 29 ივნისი, პეტრე-პავლობის დღესასწაული არის „აღვსება“ მოციქულთა მარხვის შვიდეულისა.

    ა. შანიძის ვერსიით ტერმინი „აღვსება“ შეიძლება დაკავშირებული იყოს გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო სავსემთვარეობასთან, რომლის შემდეგი კვირადღე წარმოადგენს აღდგომის დღესასწაულს. მისი აზრით, „ის გარემოება, რომ პასექი ძველ ქართულად იწოდებოდა აღვსებად, მოწმობს იმის შესახებ, რომ მისი დღესასწაულობა შესაძლებელია დაკავშირებული იყო გაზაფხულის სავსემთვარეობის შემდგომ პირველ კვირასთან“. ამავე მოსაზრებას გამოთქვამს ე. ჭელიძეც და ტერმინ აღვსების სათავედ ებრაული პასექის აღსრულების ჟამს მიიჩნევს: „უეჭველია, რომ ქართული „აღვსება“ უნდა შექმნილიყო, როგორც პასექის დრესასწაულის აღმნიშვნელი ტერმინი, გამომდინარე პასექის აუცილებელი პირობიდან, სავსემთვარეობიდან. როგორც ცნობილია, პასექის დღესასწაული აუცილებლად იმართებოდა სავსემთვარეობას, რაც ძველ ქართულად სწორედ „აღვსებად“ ითქმის“. ა. შანიძის ამ მოსაზრებას არ იზიარებდა კ. კეკელიძე.

    აღდგომის დღის გამოთვლა

    მართლმადიდებლური აღდგომის თარიღი მოძრავია. იგი მიიღო ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრებამ, რომელზეც დადგინდა, რომ აღდგომა უნდა იდღესასწაულებოდეს ერთდროულად ყველა ეკლესიაში, ე. ი. პირველი კვირადღეს სავსე მთვარიდან გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დღე დაემთხვევა ებრაელთა პასექს, მაშინ უნდა აღინიშნოს შემდეგ კვირა-დღეს.

    ცნობილი გერმანელი მათემატიკოსის კარლ ფრიდრიხ გაუსის მიერ გამოყვანილ იქნა ფორმულები, რომელთა მიხედვითაც ქრისტიანული პასექის დღე (ძვ. სტილით) შემდეგნაირად განისაზღვრება:

    გამოთვლა მათემატიკური ფორმულებით

    კალენდარული წლის რიგითი ნომერი აღდგომა  უნდა გაიყოს აღდგომა -ზე, აღდგომა -ზე და აღდგომა -ზე, ხოლო გაყოფის შედეგად მიღებული ნაშთები კი შესაბამისად აღდგომა ,აღდგომა  და აღდგომა -თი ავღნიშნოთ. შემდეგ სიდიდე აღდგომა  უნდა გაიყოს აღდგომა -ზე, ნაშთი ავღნიშნოთ აღდგომა -თი, რის შედეგადაც გამოსახულება აღდგომა  უნდა გაიყოს აღდგომა -ზე, ნაშთი კი ავღნიშნოთ აღდგომა -თი. საბოლოოდ მივიღებთ, რომ აღდგომის დღე 1) თუ აღდგომა , მაშინ აღდგომა მარტის თვეში იქნება და აღდგომა  ან 2) თუ აღდგომა , მაშინ აღდგომა აპრილის თვეში იქნება და აღდგომა .

    მაგალითისათვის 2015 წლის აღდგომის თარიღი ასე გამოითვლება:

    აღდგომა  მთელი აღდგომა  ანუ აღდგომა 

    აღდგომა  მთელი აღდგომა  ანუ აღდგომა 

    აღდგომა  მთელი აღდგომა  ანუ აღდგომა 

    აღდგომა  მთელი აღდგომა  ანუ აღდგომა 

    აღდგომა  მთელი აღდგომა  ანუ აღდგომა 

    აღდგომა  აღდგომა იქნება მარტის თვეში.

    აღდგომა 

    ე. ი. 2015 წელს აღდგომა დღე მოუწევს 30 მარტს (ძვ. სტილით).

    გამოთვლა Excel-ის ფორმულით

    ზემოთ მოყვანილი ფორმულების გათვალისწინებით შესაძლებელია Microsoft Excel-ის სივრცეში შეიქმნას აღდგომის ძვ. სტ. დაანგარიშების ფორმულა ნებისმიერი თარიღისათვის, რომლებიც გამოიყურება შემდეგნაირად:

    =DATE(A1,IF(MOD((2*MOD(A1,4)+4*MOD(A1,7)+6*MOD((19*MOD(A1,19)+15),30)+6),7)+MOD((19*MOD(A1,19)+15),30)<10,3,4),IF(MOD((2*MOD(A1,4)+4*MOD(A1,7)+6*MOD((19*MOD(A1,19)+15),30)+6),7)+MOD((19*MOD(A1,19)+15),30)<10,22+MOD((2*MOD(A1,4)+4*MOD(A1,7)+6*MOD((19*MOD(A1,19)+15),30)+6),7)+MOD((19*MOD(A1,19)+15),30), MOD((2*MOD(A1,4)+4*MOD(A1,7)+6*MOD((19*MOD(A1,19)+15),30)+6),7)+MOD((19*MOD(A1,19)+15),30)-9))

    სადაც: A1 — საძიებელი წელია.

    მარადიული ცხრილი

    აღდგომა 
    აღდგომის „მარადიული ცხრილი“

    შენიშვნა: ცხრილით მიღებული თარიღები შეესაბამება ძვ. სტილს.

    აღდგომის დაანგარიშება „მარადიული ცხრილითაც“ შეიძლება.

    ამ ცხრილით სარგებლობისას მოცემული კალენდარული წლის ნომერი (N) უნდა გაიყოს 28-ზე და 19-ზე. მიღებული ნაშთები უნდა მოვიძიოთ შესაბამისად ჰორიზონდალურ და ვერტიკალურ ველებში.

    2015/28=71 მთელი 27/28 ანუ ჰორიზონტალურ ველში 28-ის განაყოფის ნაშთებში უნდა მოვძებნოთ რიცხვი 27.

    2015/19=106 მთელი 1/19 ანუ ვერტიკალურ ველში 19-ის განაყოფის ნაშთებში უნდა მოვძებნოთ რიცხვი 1.

    აღნიშნული ციფრები „27“ და „1“, ცხრილში იკვეთება 30 მარტის (ძვ. სტილით) ადგილას, რაც შეესაბამება ზევით გამოთვლებს.

    ლიტერატურა

    რესურსები ინტერნეტში

    სქოლიო

    Tags:

    აღდგომა სახელწოდებააღდგომა აღდგომის დღის გამოთვლააღდგომა ლიტერატურააღდგომა რესურსები ინტერნეტშიაღდგომა სქოლიოაღდგომაბიბლიავნების კვირაზიარებამარხვამოსექრისტიანობა

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    ნიჰილიზმიიბერიაკათოლიციზმირუსუდანითირკმელიქრისტესისხლამასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდამიწისძვრაკანონი (ნორმატიული აქტი)აკაკი წერეთელისაქართველოს კონსტიტუციაპრიზმაიოსებ სტალინიწნევამელასამცხე-ჯავახეთის მხარეგამზრდელი (პოემა)საქართველოს კლიმატიკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდამიხეილ ჯავახიშვილიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისვეტიცხოველიმონღოლებირომბიაბრეშუმის ჭიათევდორე კველთელიემპათიაიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიღანძილიქართველური ენებიდედაენასაქართველოს სოფლებიშუშანიკის წამებაკანადაავსტრალია (კონტინენტი)ანჩისხატიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიაბანოთუბანიარწივისამანიშვილის დედინაცვალიიუსტინიანე Iქართლიგორიძველი ეგვიპტეალავერდიანემიადიეგო მარადონავოლფგანგ ამადეუს მოცარტისამეგრელობუნების დაცვაგიორგი III (საქართველოს მეფე)სერგო ორჯონიკიძელიბერალიზმიევოლუციაეგრისის სამეფოსაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიევროპადიდგორის ბრძოლაელექტრობაისრაელიხელისუფლების დანაწილებათემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიბაში-აჩუკისამხრეთი ამერიკამილიმეტრიძალაგოგირდინახშირბადილადო ასათიანიგნეუს პომპეუს მაგნუსისტუმარ-მასპინძელილავრენტი ბერია17 აპრილიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემაკილომეტრილურჯი ვეშაპიიაპონიაწმინდა გიორგი🡆 More