არაბთა გაერთიანებული საამიროები

არაბთა გაერთიანებული საამიროები (არაბ.

არაბთა გაერთიანებული საამიროები ტერმინს „არაბეთი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ არაბეთი (მრავალმნიშვნელოვანი).

მოსაზღვრე ქვეყნებია საუდის არაბეთი და ომანი. საამიროები დაარსდა 1972 წლის 2 დეკემბერს, როდესაც ბრიტანეთის პროტექტორატი დასრულდა და საამიროები ფედერაციად გაერთიანდნენ.

არაბთა გაერთიანებული საამიროები
არაბ. الإمارات العربيّة المتّحدة
არაბთა გაერთიანებული საამიროები
არაბთა გაერთიანებული საამიროები არაბთა გაერთიანებული საამიროების
დროშა გერბი
დევიზი: „ღმერთი, ერი, პრეზიდენტი“
ჰიმნი: იში ბილადი
არაბთა გაერთიანებული საამიროები
არაბთა გაერთიანებული საამიროების მდებარეობა
დედაქალაქიაბუ-დაბი
22°47′ ჩ. გ. 54°37′ ა. გ. / 22.783° ჩ. გ. 54.617° ა. გ. / 22.783; 54.617
უდიდესი ქალაქი დუბაი
ოფიციალური ენა არაბული
მთავრობა ფედერალური აბსოლუტური მონარქია
 -  პრეზიდენტი ხალიფა ალ ნაჰაიანი
 -  პრემიერ - მინისტრი მოჰამედ ალ მაკტუმი
ფართობი
 -  სულ 83 600 კმ2 (115-ე)
მოსახლეობა
 -  2013 შეფასებით 9 205 651 (93-ე)
 -  2005 აღწერა 4 106 427 
 -  სიმჭიდროვე 99 კაცი/კმ2 (110-ე)
მშპ (მუპ) 2007 შეფასებით
 -  სულ $159.3 მილიარდი (54-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $35 516 (მე-16)
აგი (2007) 0.868 (მაღალი) (39-ე)
ვალუტა არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰამი (AED)
დროის სარტყელი UTC+04:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+04:00 (UTC)
ქვეყნის კოდი ARE
Internet TLD .ae
სატელეფონო კოდი 971

სახელწოდება

  • ოფიციალური: არაბთა გაერთიანებული საამიროები
  • ეროვნული: الإمارات العربيّة المتّحد (ალ-იმარათ ალ-არაბიია ალ-მუთაჰიდა)

გეოგრაფია

არაბთა გაერთიანებული საამიროები 
ხედი სატელიტიდან

ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, არაბეთის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: კატარი, საუდის არაბეთი, ომანი.

  • ფართობი: 83 600 კმ².
  • უმაღლესი წერტილი: ჰაჯარის მთები
  • ქვეყნის უდიდესი ნაწილი უდაბნოს უკავია. მოსახლეობა ცხოვრობს ზღვისპირა ზონაში ან ოაზისებში. 1970 წლიდან დაიწყო სარწყავი არხების გაყვანა ოაზისების მიმდებარე უდაბნოებში და მათი ნაყოფიერ მიწებად გადაქცევის პროცესი.
  • კლიმატი: საამიროები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი სახელმწიფოა.
  • აბუ-დაბის წლიური საშუალო ტემპერატურის სკალა:
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ
მაქსიმალური 24 °C 25 °C 29 °C 34 °C 38 °C 40 °C 41 °C 42 °C 40 °C 36 °C 30 °C 26 °C
მინიმალური 14 °C 15 °C 17 °C 21 °C 24 °C 26 °C 29 °C 30 °C 27 °C 23 °C 19 °C 16 °C

ბუნება

არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორია გადაჭიმულია სპარსეთის ყურის სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ 600 კმ-ზე. სანაპირო უმთავრესად დაბალია, შიგ შეჭრილი წყალმარჩხი ყურეებით. მის გასწვრივ ბევრი კუნძულია, დიდ მანძილზე გასდევს მარჯნის რიფები. ჭარბობს ქვიშიანი და მლაშობიანი უდაბნო ვაკეები, დასავლეთით — ქვიანი უდაბნოები. აღმოსავლეთით ომანის მთების ტოტებია. მუდმივი მდინარეები არაა.

ისტორია

საამიროების ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი დასახლებები თარიღდება დაახლოებით ძვ. წ. 5500 წლით. ძვ. წ. 3000 წელს ალ-ხაჯარის მთებში ხდებოდა სპილენძის მოპოვება და მესოპოტამიასთან ჰქონდათ სავაჭრო ურთიერთობები. საერთაშორისო ვაჭრობა რეგიონს დღემდე სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს. I საუკუნიდან არსებობდა მუდმივი სავაჭრო გზები სირიისა და ერაყის ქალაქებთან. ასევე განვითარდა საზღვაო მიმოსვლა ინდოეთთან.

ისლამის გავრცელება

რეგიონში ისლამის გავრცელება 630 წლიდან დაიწყო. საამიროების ტერიტორიაზე მომხდარი რამდენიმე ბრძოლოს შემდეგ არაბეთის ნახევარკუნძულზე ისლამი საბოლოოდ გაბატონდა. 637 წელს რას-ელ-ხაიმი გამოიყენებოდა სასანიდურ ირანში ისლამის შეჭრის პლაცდარმად.

პორტუგალიური მმართველობა (1506-1620)

XVI საუკუნის დასაწყისში, ვასკო და გამას ექსპედიციის შემდეგ, პორტუგალიამ დაიწყო ინდოეთის ოკეანეში ექსპანსია. 1507 წელს პორტუგალიელმა მთავარსარდალმა ალფონსო დე ალბუკერკემ მცირე ფლოტით დაიკავა ომანის ყურე და ჰორმუზის სრუტე, რითიც პორტუგალიელ ვაჭრებს ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა მისცა. შემდგომ წლებში უკვე ემირატების ტერიტორია იყო პორტუგალიის სამიზნე, თუმცა მათ უწევდათ როგორც ემირატების ტერიტორიაზე მცხოვრებ ტომებთან ბრძოლა, ასევე ოსმალეთის იმპერიის შეტევების მოგერიება. პორტუგალიელების თავდაცვითი ნაგებობები განლაგებული იყო მთელს აღმოსავლეთ სანაპიროზე. XVII საუკუნის დასაწყისში პორტუგალიელებს აღარ ჰქონდათ ოსტინდოეთის კომპანიის მხარდაჭერა და ისინი რეგიონიდან სეფიანებმა განდევნეს. ისინი ბაჰრეინში მდებარე მთავარი ბაზიდან 1602 წელს განდევნეს, სამხრეთი ირანის საპორტო ქალაქ ბენდერ-აბასიდან 1615 წელს, ხოლო რას-ელ-ხაიმიდან 1620 წელს.

საუდების მმართველობა (1744–1891)

1744-1818 წლებში აბუ-დაბის საამიროს დასავლეთი რეგიონი შედიოდა საუდების პირველ, ხოლო ოსმალო-საუდების ომის შემდეგ, 1881-1891 წლებში, საუდების მეორე სახელმწიფოს შემადგენლობაში. აბუ-დაბის მმართველი ზაიედ იბნ ხალიფა 1880-იან წლებში კატართან და საუდებთან აწარმოებდა სასაზღვრო ომს. მან გარკვეულ წარმატებებს მიაღწია და დაიბრუნა ლივას ოაზისი და გაიათი. მას ელ-ბურაიმის საუდებისგან განთავისუფლებაში ომანიც ეხმარებოდა. ამის შემდეგ რეგიონში აბუ-დაბის გავლენა გაიზარდა. შეიხი ზაიედი ძლიერი ლიდერი იყო და ემირატის ტერიტორიაზე მცხოვრები ტომები მას პატივს სცემდნენ. მისი მმართველობის პერიოდში აბუ-დაბის ტერიტორია სამჯერ გაიზარდა. აბუ-დაბმა მოახერხა დამოუკიდებლობის შენარჩუნება, ხოლო 1880-იანი წლების შემდეგ ალ-აინისაც აკონტროლებდა. არაბთა გაერთიანებული ემირატების დანარჩენი საამიროები არასოდეს ყოფილან საუდების გავლენის ქვეშ.

ბრიტანული მმართველობა (1892–1971)

დამოუკიდებლობა (1971)

სახელმწიფო

ფედერაციული ინსტიტუტები

უზენაესი საბჭო შედგება 7 საამიროს მმართველებისაგან, რომელიც ირჩევს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს 5 წლის ვადით. არაოფიციალურად პრეზიდენტის თანამდებობა აბუ-დაბის შეიხებს, ალ-ნაჰიანებს გადაეცემათ მემკვიდრეობით, პრემიერ-მინისტრობა კი დუბაის შეიხებს, ალ-მაკტუმებს. უზენაესი საბჭო ირჩევს მინისტრთა საბჭოს და 40 კაციან საკავშირო ეროვნულ საბჭოს. დუბაისა და რას ალ-ხაიმას საამიროების გარდა, ყველა საამირო საკავშირო სასამართლო სისტემას ექვემდებარება. ქვეყნის ყველა საამიროში მოქმედებს ისლამური სამართალი.

7 საამირო

საამირო დროშა ფართობი
კმ²
მთლიანი ფართობის
პროცენტული წილი
მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის
პროცენტული წილი
მმართველი
აბუ-დაბის საამირო არაბთა გაერთიანებული საამიროები  67 340 86,7 % 1 548 655 31,2 % შეიხი ხალიფა ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი
(2004 წლიდან)
აჯმანის საამირო არაბთა გაერთიანებული საამიროები  259 0,3 % 372 923 7,5 % შეიხი ჰუმაიდ ბინ რაშიდ ალ-ნუაიმი
(1981 წლიდან)
დუბაის საამირო არაბთა გაერთიანებული საამიროები  3885 5 % 1 770 533 35,6 % შეიხი მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი
(2006 წლიდან)
რას-ელ-ხაიმის საამირო არაბთა გაერთიანებული საამიროები  1684 2,2 % 171 903 3,4 % შეიხი საქრ ბინ მუჰამედ ალ-ქასიმი
(1948 წლიდან)
უმ-ელ-კაივაინის საამირო არაბთა გაერთიანებული საამიროები  777 0,9 % 69 936 1,4 % შეიხი რაშიდ ბინ აჰმედ ალ-მუალა
(1981 წლიდან)
ალ-ფუჯაირას საამირო არაბთა გაერთიანებული საამიროები  1165 1,5 % 137 940 2,9 % შეიხი ჰამად ბინ მუჰამედ ალ-შარქი
(1974 წლიდან)
შარჯის საამირო არაბთა გაერთიანებული საამიროები  2590 3,3 % 895 252 18 % შეიხი სულტან ბინ მუჰამედ ალ-ქასიმი
(1987 წლიდან)

დემოგრაფია

არაბთა გაერთიანებული საამიროები 
დუბაი

უდიდესი ქალაქებია (1 იანვარი, 2005)

მოსახლეობის უმრავლესობა სუნიტი მუსლიმია, ხოლო მცირე ნაწილი აღიარებს შიიზმს. საამიროებში ბევრი სამუშაოდ ჩასული უცხოელია. მათი უმრავლესობა ინდოეთის სუბკონტინენტიდან და ფილიპინებიდანაა.

ეკონომიკა

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს აქვს მაღალინდუსტრიული ეკონომიკა, რამაც ის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნად გადააქცია მსოფლიოში. ქვეყნის ძირითადი რესურსები ნავთობი და ბუნებრივი აირია. საუდის არაბეთისა და ქუვეითისგან განსხვავებით, საამიროებში გვიან დაიწყო ნავთობის მოპოვება(1969 წ.). დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებამ გამოისყიდა უცხოური ნავთობის კონცერნების აქტივები. 1981 წლისათვის ნავთობიდან მიღებული შემოსავლები 100-ჯერ გაიზარდა. უზარმაზარი სიმდიდრე, რომელსაც ქვეყანა იღებს ნავთობისგან, მთავრობას საშუალებას აძლევს განახორციელოს გრანდიოზული სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები. ქვეყანაში არის თავისუფალი ეკონომიკური ზონები, რომლებიც პირველად დუბაის პორტის (ჯაბალ‘ალი) ირგვლივ დაარსდა 80-იან წლებში. 90-იან წლებში საამიროები გადაიქცა ახლო აღმოსავლეთის მსხვილ საფინანსო ცენტრად. ქვეყანაში ფაქტობრივად არ არის ინფლაცია.

სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია 5 %. სოფლის მეურნეობა ქვეყნის მოსახლეობის კვების პროდუქტებზე მოთხოვნის მხოლოდ მეოთხედს აკმაყოფილებს. თევზჭერიდან მიღებული შემოსავლები 4-ჯერ აღემატება სოფლის მეურნეობიდან მიღებულ შემოსავლებს.

ექსპორტი: ნავთობი და ნავთობპროდუქტები, გაზი, ალუმინი.

იმპორტი: მძიმე მანქანათმშენებლობის პროდუქცია და სატრანსპორტო აღჭურვილობა, სასოფლო-სამეურნეო ცხოველები.

სავაჭრო პარტნიორები: ტაილანდი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, გერმანია, სინგაპური, აშშ, იაპონია, ინდოეთი, იტალია, ირანი (მასზე მოდის დუბაის ბიზნესის 20-30 %) და სამხრეთი კორეა.

მემკვიდრეობა

სქოლიო

Tags:

არაბთა გაერთიანებული საამიროები სახელწოდებაარაბთა გაერთიანებული საამიროები გეოგრაფიაარაბთა გაერთიანებული საამიროები ბუნებაარაბთა გაერთიანებული საამიროები ისტორიაარაბთა გაერთიანებული საამიროები სახელმწიფოარაბთა გაერთიანებული საამიროები დემოგრაფიაარაბთა გაერთიანებული საამიროები ეკონომიკაარაბთა გაერთიანებული საამიროები მემკვიდრეობაარაბთა გაერთიანებული საამიროები სქოლიოარაბთა გაერთიანებული საამიროები19722 დეკემბერიარაბეთის ნახევარკუნძულიარაბული ენადიდი ბრიტანეთიმონარქიაომანისაუდის არაბეთისახელმწიფო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

წყალიგორინატურალური რიცხვინიკო ფიროსმანისაქართველო XVIII საუკუნეშიაქლემისქესობრივი აქტიირანიხორვატიაწმინდა ნინომუხარაბათის ციხებართლომეს ღამეთორნიკე ერისთავიტყეკონსტანტინე გამსახურდიავნების კვირაერთა ლიგააფროდიტებუდიზმიმსოფლიო მიზიდულობის კანონიიმერეთიგიორგი II (საქართველოს მეფე)ჰემანგიომაბუდუ ზივზივაძეალუდა ქეთელაურილეკიანობადინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)ჰაერისაჰარავულკანიაშშ-ის ისტორიავატიკანიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკაკოსმოპოლიტიზმიბარსელონაათონის ივერთა მონასტერისაქართველოს გეოგრაფიამერაბ კოსტავაილია თოფურიაიმერეთის მხარექეთო და კოტე (ოპერა)მთლიანი შიდა პროდუქტისაქართველოს სამხედრო წოდებებიდეზოქსირიბონუკლეინის მჟავათეატრისაქართველოს პრეზიდენტიმურა დათვიპორტუგალიაკურო (ასტროლოგია)ალკოჰოლური სასმელიკუბური მეტრიირემინაღმისაქართველოს მუნიციპალიტეტებიმთავარი გვერდივიკისაწყობინიანგებიაბო თბილელის წამებარუსეთ-საქართველოს ომი (2008)ვერცხლილადო ასათიანიადამიანის ჩონჩხისოკოებიკუბიზმიალაზანიებრაული დღესასწაულები (2000-2050)მერაბ მამარდაშვილიფესახისტუმარ-მასპინძელიასტრიდ ლინდგრენიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითფარავანიშაშვიმწერებიხევსურეთიხინკალი🡆 More