გრავიტაცია

გრავიტაცია, მსოფლიო მიზიდულობა — უნივერსალური ურთიერთქმედება მატერიის ნებისმიერ სახეთა შორის.

არარელატივისტური სხეულების (რომელთა სიჩქარე სინათლის სიჩქარეზე ბევრად ნაკლებია) სუსტი გრავიტაცია ემორჩილება ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონს, რომელიც ნიუტონმა საბოლოოდ ჩამოაყალიბა 1687 წელს თავის „ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკურ საწყისებში“. ნიუტონის თეორიაში გრავიტაცია ითვლება შორსქმედებად, რომელიც მყისად ვრცელდება, რაც ეწინააღმდეგება ფარდობითობით თეორიას. ფარდობითობით თეორიაზე დაფუძნებული გრავიტაციის თეორია შექმნა ა. აინშტაინმა. 1916 წელს მან საბოლოოდ ჩამოაყალიბა იგი და უწოდა ფარდობითობის ზოგადი თეორია. ამ თეორიამ ძირფესვიანად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა სივრცეზე, დროზე და მათ კავშირზე მატერიასთან. ფარდობითობის ზოგად თეორიაში მოყვანილი იდეების განვითარებისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა არაევკლიდური გეომეტრიის შემქმნელის ნ. ლობაჩევსკის, ი. ბოლიაის, გ. რიმანისა და კ. გაუსის შრომებს.

გრავიტაცია
გრავიტაციის გამო პლანეტები ბრუნავენ მზის გარშემო

ნიუტონის კანონი

ნიუტონის კანონის თანახმად, გრავიტაცია  და გრავიტაცია  მასის ნებისმიერი ორი მატერიალური ნაწილაკი ურთიერთმიიზიდება ძალით:

    გრავიტაცია  (1),

სადაც გრავიტაცია  არის ნაწილაკებს შორის მანძილი, გრავიტაცია გრავიტაციული მუდმივა. იგი პირველად გაზომა ჰ. კევენდიშმა 1798 წელს. თანამედროვე მონაცემებით გრავიტაცია =(6.673±0.003)·10⁻¹¹ მ³·კგ⁻¹·წმ⁻². ნაწილაკზე სხვა ნაწილაკების მხრივ მოქმედი გრავიტაციის ძალა ნიუტონის თეორიაში უდრის თითოეული ნაწილაკის მხრივ მოქმედი ძალების ვექტორულ ჯამს. ამიტომ (1) კანონი მართებულია აგრეთვე სიმკვრივის სფერული განაწილების მქონე (ამასთან გრავიტაცია  ცენტრებს შორის მანძილია) სასრული ზომის სფერული სხეულებისათვის, ასევე ნებისმიერი სხეულებისათვის, თუ მათ შორის მანძილი გაცილებით აღემატება მათ ზომებს. ნიუტონის თეორიაში ნაწილაკზე მოქმედი გრავიტაციის ძალა უდრის ნაწილაკის მასის ნამრავლს მიზიდულობის ველის (ანუ გრავიტაციული ველის) გრავიტაცია  დაძაბულობაზე, რომელიც დამოკიდებული არ არის ნაწილაკის თვისებებზე და აქვს სახე გრავიტაცია , სადაც გრავიტაცია  გრავიტაციული პოტენციალია. (1) ფორმულის თანახმად, წერტილოვანი გრავიტაცია  მასის ველში

    გრავიტაცია  (2).

ზოგად შემთხვევაში გრავიტაცია  ემორჩილება პუასონის განტოლებას:

    გრავიტაცია  (3),

სადაც გრავიტაცია  არის ლაპლასის ოპერატორი, გრავიტაცია  — მასის სიმკვრივე.

ნიოტონის კანონი და ნიუტონის მექანიკა დიდი სიზუსტით აღწერენ პლანეტების, ორმაგი ვარსკვლავების, ვარსკვლავთა გროვების, გალაქტკიკებისა და სხვათა მოძრაობას. ნიუტონის კანონმა საშუალება მისცა მეცნიერებს ეწინასწარმეტყველებინათ პლანეტებისნეპტუნისა და პლუტონის არსებობა, სირიუსის თანამგზავრი და გამოეთქვათ სხვა სარწმუნო მოსაზრება.

ნიუტონის კანონის სამართლიანობის საზღვრები

ნიუტონის კანონი უშვებს გრავიტაციის მყისიერ გადაცემას, რაც ეწინააღმდეგება ფარდობითობის სპეციალურ თეორიას. ამ თეორიის თანახმად, არავითარ ურთიერთქმედებას არ შეუძლია გავრცელდეს უფრო სწრაფად, ვიდრე სინათლეს ვაკუუმში. ამიტომ (1) ფორმულის კანონი არ აღწერს გრავიტაციის გადაცემას და სარწმუნოა მხოლოდ იმ ველებისათვის, რომლებიც არ აჩქარებენ სხეულებს გრავიტაცია  სინათლის სიჩქარის რიგის რელატივისტურ სიჩქარეებამდე. ამისათვის საჭიროა შემდეგი უტოლობის შესრულება:

    გრავიტაცია  (4),

სადაც, გრავიტაცია  გრავიტაციული პოტენციალია.

(2) ფორმულის თანახმად, დედამიწის ზედაპირზე გრავიტაცია =6·10⁻¹⁰, მზის ზედაპირზე გრავიტაცია =4·10⁻⁶, თეთრი ჯუჯების ზედაპირზე გრავიტაცია =10⁻³. სამყაროსათვის მთლიანად გრავიტაცია  არ არის მცირე და ნიუტონის კანონი მისთვის, როგორც მთელისათვის, გამოუყენებელია. ნიუტონის კანონები გამოუყენებელია აგრეთვე გრავიტაციულ ველში სინათლის გავრცელებისათვის, აგრეთვე ტალღური გრავიტაციული ველებისათვის, ე. ი. მიზიდულობის გადაცემის პროცესებისათვის. ამგვარად, ნიუტონის თეორია არასაკმარისია. სწორედ ეს იყო ფარდობითობის ზოგადი თეორიის წარმოშობის ერთ-ერთი მიზეზი.

გრავიტაცია ერთ-ერთი ოთხ ფუნდამენტურ ურთიერთქმედებას შორის (დანარჩენი ფუნდამენტური ურთიერთქმედებებია სუსტი ურთიერთქმედება, ძლიერი ურთიერთქმედება და ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება), რომლის მეშვეობითაც მასის მქონე სხეულები ერთმანეთს იზიდავენ.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

გრავიტაცია 
არის გვერდი თემაზე:

Tags:

გრავიტაცია ნიუტონის კანონიგრავიტაცია ნიუტონის კანონის სამართლიანობის საზღვრებიგრავიტაცია იხილეთ აგრეთვეგრავიტაცია ლიტერატურაგრავიტაცია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ქართული ფილმების სიაბახტრიონის ბრძოლაგეორგიევსკის ტრაქტატიკურო (ასტროლოგია)პომპეუსის ლაშქრობა საქართველოშისომხების გენოციდიმოლოტოვ-რიბენტროპის პაქტიანგარიშთა გეგმაალკოჰოლიზმიზაქარია ფალიაშვილირუმინეთიმეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარიელენე ახვლედიანიიმანუელ კანტიეოზონოფილებიაბსცისარომის იმპერატორების სიადინოზავრებიქართული ენაალაზნის ვაკედავით IV აღმაშენებელიდიმიტრი ყიფიანირესპუბლიკადონ კიხოტიარაბთა სახალიფოაპენდიციტიდეციმეტრიაქემენიანთა იმპერიაბირთვული იარაღიპინგვინისნაირნიტუბერკულოზიგასტრიტირიკოთის უღელტეხილიჩემი ცოლის დაქალებიმგელიქართველებიმერწყულიძაღლივიკისაწყობიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიაბო თბილელის წამებაბუნებაჩარლი ჩაპლინიშუშანიკის წამებაპარალელოგრამიანა კალანდაძეარასამთავრობო ორგანიზაციაქეთო და კოტე (ოპერა)ვარლამ ლიპარტელიანიბაში-აჩუკი (ფილმი)ბაყაყიახალქალაქისიმძლავრეკალათბურთიავსტრალიაგოგირდიგენოციდიიმერეთიწმინდა ნინოგერმანიის ქალაქების სიანაწლავებივაჟა-ფშაველაარწივიმარკ ტვენიმარათონის ბრძოლამიხეილ სააკაშვილისკოლაშენგენის ზონასაქართველოს ოქროს ხანანიკო ფიროსმანიიგითავისუფლების მოედანი (თბილისი)თევზებირიონისიმონ Iძველი ეგვიპტეფარსმან II ქველინახშირწყლები🡆 More