ბახტრიონის ბრძოლა

ბახტრიონის ბრძოლა — ირანელ დამპყრობელთა წინააღმდეგ კახეთის აჯანყების გმირული ეპიზოდი.

გაიმართა 1659 წელს. ამ აჯანყებას სათავეში ზაალ არაგვის ერისთავი, მისი ვაჟი ზურაბი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები და ბიძინა ჩოლოყაშვილი ედგნენ.

კახელების გარდა ამ აჯანყებაში მონაწილეობა მიიღეს თუშებმა, ფშავლებმა და ხევსურებმა. ოფიციალურ ისტორიოგრაფიაში მცირე ცნობებია შემონახული ამ ბრძოლის შესახებ, ზეპირსიტყვიერებაში კი მდიდარი მასალაა დაცული. აჯანყებულთა თავდასხმა ბახტრიონის ციხეზე, სადაც ყიზილბაშთა მთავარი ჯარი იდგა, როგორც ჩანს, ღამით, მტრისთვის მოულოდნელად მომხდარა. აჯანყებულები ამავე დროს თავს დაესხნენ ალავერდის მონასტრის გალავანში გამაგრებულ ყიზილბაშებს და სასტიკად დაამარცხეს ორივე ციხის მრავალრიცხოვანი გარნიზონი. ამან ფაქტობრივად გადაწყვიტა აჯანყების წარმატება.

ბახტრიონის ბრძოლაში მთავარი როლი კახეთის მთიელებმა — თუშ-ფშავ-ხევსურებმა შეასრულეს. ქართული ფოლკლორი ადიდებს ბრძოლის მონაწილე მთიელ გმირებს — თუშ ზეზვა გაფრინდაულს, ხევსურ ნადირა ხოშარაულს, ფშაველ გოგოლაურს.

ამ ბრძოლას ვაჟა-ფშაველამ მიუძღვნა პოემა „ბახტრიონი“ და ასევე მის შესახებაა ლიტერატურული ნაწარმოები „ბაში-აჩუკი“. ასევე გადაღებულია ფილმი „ბაში-აჩუკი“. ზაალ არაგვის ერისთავი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები იკორთის მონასტერში არიან დაკრძალულები.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

Tags:

1659ბიძინა ჩოლოყაშვილიელიზბარ ქსნის ერისთავი (XVII საუკუნე)ზაალ არაგვის ერისთავიირანელებიკახეთის აჯანყება 1659შალვა ქსნის ერისთავი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ირანიეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტიკვიპროსიოქტავიანე ავგუსტუსისისხლიმარტინ ლუთერიხარებაჯრუჭის I ოთხთავიადიშის ოთხთავინიკოლოზ ბარათაშვილიწმინდა ნინოცადამაყვანაპირველი მსოფლიო ომისკოლანიკოლა ტესლაბუნებრივი რესურსებიპენალტი (ფეხბურთი)წმინდა სამების საკათედრო ტაძარიფარავანინიადაგიკონსტანტინოპოლირაჭამტკვარიაქილევსიესპანეთიამერიკის შეერთებული შტატებიიგიკონსტანტინე I დიდიმურად IVსულხან-საბა ორბელიანისელჩუკთა სახელმწიფოკილიან მბაპენიკენავთობიმიქელანჯელო ბუონაროტიგეორგიევსკის ტრაქტატისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშილურჯი ვეშაპიპარიზის ღვთისმშობლის ტაძარიკვარციტუბერკულოზიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020კამერუნიხელოვნებაჰაერის დაბინძურებაფილტვებინაირობიბერძნები საქართველოშიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითტემპერამენტის ტიპებიმედეა (მითოლოგია)გიორგი მიქაუტაძერონალდინიოძირითადი საშუალების ცვეთასაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიაბაგრატის ტაძარიეროვნული ლიგასქესობრივი აქტიდემოკრატიაშამქორის ბრძოლა (1195)ნაცვალსახელიძველი თბილისირაფიელ ერისთავითვითმმართველობამიტოზიმერცხლისებრნიტურიზმიმარტივი რიცხვილუქსემბურგიკოლხეთის დაბლობინიკო ფიროსმანიპოლიტიკური გეოგრაფიათბილისის არქეოლოგიური ძეგლებიაბსცისა🡆 More