დინოზავრები

დინოზავრები (ლათ.

Dinosauria) — მეზოზოური ნამარხი ქვეწარმავლების ზერიგი დიაპსიდების ქვეკლასისა. იყოფა 2 რიგად: ხვლიკმენჯა დინოზავრებად და ფრინველმენჯა დინოზავრებად. უძველესი დინოზავრები ცნობილია შუა ტრიასული პერიოდიდან. უკანასკნელი წარმომადგენლები კი — ცარცული პერიოდის დამლევიდან. დინოზავრების წინაპრები იყვნენ პრიმიტიული ტრიასული არქოზავრები — თეკოდონტები. თავდაპირველად დინოზავრები ხმელეთზე ცხოვრობდნენ და მტაცებლები იყვნენ, მაგრამ ტრიასული პერიოდის დამლევს მათ გამოეყო პროზავროპოდები, რომლებიც როგორც ჩანს, ყველაფრის მჭამელნი იყვნენ. მათგან წარმოიშვნენ გიგანტური მცენარიჭამია ზავროპიდები, რომლებიც საცხოვრებლად გადავიდნენ დიდ კონტინენტურ წყალსატევებში ან ზღვის სანაპირო ზონაში. ტრიასულ პერიოდში გაჩნდნენ ჰეტეროდონტოზავრები, რომლებმაც შესაძლოა დასაბამი მისცეს ფრინველმენჯა დინოზავრებს. ზოგიერთ დინოზავრებს განუვითარდა სხვადასხვა წარმონაქმნი: ქაცები, ძვლოვანი ჯავშანი, რქები. დინოზავრები კვერცხით მრავლდებოდნენ. ფიქრობენ, რომ თბილსისხლიანი ცხოველები იყვნენ და მაღალი ფიზიოლოგიური ორგანიზაციის ნიშნები ჰქონდათ. დინოზავრები გადაშენდნენ მეზოზოურ და კაინოზოურ ერათა მიჯნაზე. გადაშენების ძირითადი მიზეზი იყო გარემოს გართულება და მკვეთრი შეცვლა. დინოზავრების ნაშთები დღემდე გვხვდება ყველა კონტინენტზე. საქართველოში ცარცული პერიოდის დინოზავრების გაქვავებული ნაკვალევი შემორჩენილია სათაფლიაში (ქუთაისის მახლობლად).

დინოზავრები
ტირანოზავრი
ტირანოზავრი (Tyrannosaurus Rex,
ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმში)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ქვეტიპი:  ხერხემლიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
ქვეკლასი:  დიაპსიდები
ზერიგი: დინოზავრები
ლათინური სახელი
Dinosauria (Cope, 1869)
 
დინოზავრები
პრეკამბრ. კამბრ. ორდოვიც. სილ. დევონ. კარბონული პერმ. ტრიას. იურული ცარცული პალეოგ. ნეო. IV
570 500 440 410 360 285 251 199,6 145,5 65,5 23,03 2
 ◄ მლნ. წლის წინ 

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

Tags:

არქოზავრებითბილსისხლიანი ცხოველებილათინური ენამეზოზოური ჯგუფისათაფლიის კარსტული მღვიმეებისაქართველოტრიასული პერიოდიფრინველმენჯა დინოზავრებიქვეწარმავლებიქუთაისიცარცული პერიოდიხვლიკმენჯა დინოზავრები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

შინაური კატარესპუბლიკაეგზისტენციალიზმისაქართველოს სახელმწიფო გერბიბზობარუსეთ-საქართველოს ურთიერთობებილეკებიადამიანიეგრისის სამეფოქართველებირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)სლოვენიაბულგარეთიტყესაქართველოს ტერიტორიული მოწყობანიადაგიმუშთაიდის ბაღისაქართველოს ეროვნული პარკების სიაქართლის გაქრისტიანებატემპერამენტის ტიპებიდეჟავიულექსი ვეფხისა და მოყმისაასპინძის ბრძოლაიულიუს კეისარითაშმიჯაბიუილიამ შექსპირიიოჰან სებასტიან ბახისაჰარასომხეთიბიბლიაფსორიაზიისლამიბოლნისის სიონითბილისის ზღვასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითსეკულარიზმიქართული მითოლოგიაფეხბურთიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაჰაერის დაბინძურებააშშ-ის პრეზიდენტების სიათბილისის კურორტების ჯგუფიდუნაისაქართველო XV საუკუნეშიმირიან IIIსახელმწიფოსტამბოლისაქართველოს საპროტესტო გამოსვლები (2023)მაცივარიგია ყანჩელიჰექტარიავსტრალიაარალის ზღვანაკრძალისტიბიუმიშენგენის ზონაფარავანიავსტრიარელიგიათბილისის ისტორიაბორჯომი (წყალი)მერაბ მამარდაშვილიმთაწმინდავლადიმერ პუტინიაბრეშუმის ჭიასაქართველოს პოლიტიკური კრიზისი (2007)სვანეთიმგელიანდებიკონსერვატიზმიბალდუინ IV იერუსალიმელიგრიგოლ ხანძთელისაქართველოს ისტორიააია-სოფიას ტაძარიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიგელათის მონასტერიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიმიტოზი🡆 More