ატლანტის ოკეანე: ოკეანე

ატლანტის ოკეანე — სიდიდით მეორე ოკეანე დედამიწაზე.

მდებარეობს აღმოსავლეთით — ევროპას, აფრიკას, ჩრდილოეთით — გრენლანდიას, ისლანდიას, დასავლეთით — ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკასა და სამხრეთით — ანტარქტიდას შორის. ატლანტის ოკეანის საზღვარი ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანესთან ჰუდსონის სრუტის აღმოსავლეთ შესასვლელთან იწყება, გადის დეივისისა და დანიის სრუტეებზე, გერპირის კონცხზე, ფუგლოისა და მაკლ-ფლაგის კუნძულებზე და აღწევს ნახევარკუნძულ სტატლანს. წყნარსა და ატლანტის ოკეანეებს შორის საზღვარი გადის ჰორნის კონცხიდან დასავლეთ გრძედის 68°04′ მერიდიანზე, ხოლო ინდოეთის ოკეანესთან — კეთილი იმედის კონცხის მერიდიანზე ანტარქტიდამდე.

ატლანტის ოკეანე
ატლანტის ოკეანე: ეტიმოლოგია, ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება, ოკეანის ჩამოყალიბების ისტორია
ატლანტის ოკეანე
ზოგადი ინფორმაცია
ტიპი ოკეანე
გეოგრაფიული კოორდინატები 00°00′00″ ჩ. გ. 25°00′00″ დ. გ. / 0.00000° ჩ. გ. 25.00000° დ. გ. / 0.00000; -25.00000
ფართობი 106 460 000 კმ²
მოცულობა 310 410,9 ათ. კმ³
საშუალო სიღრმე 3646 
უდიდესი სიღრმე 8376 
სიგანე 2,8–4,8 ათ. კმ
მარილიანობა მაქსიმალური 36 
ატლანტის ოკეანე
ატლანტის ოკეანე

ატლანტის ოკეანე გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ თითქმის 15 ათას კმ-ზე, მინიმალური სიგანე დაახლოებით 2830 კმ, მაქსიმალური სიგანე 6700 კმ (ჩრდილო განედის 30° პარალელზე). ატლანტის ოკეანის ფართობი ზღვებთან, ყურეებთან და სრუტეებთან ერთად აღწევს 91,66 მლნ. კმ²-ს, მათ გარეშე 76,97 მლნ. კმ²-ს. წყლის მოცულობა 329,66 მლნ. კმ³, ზღვების, ყურეებისა და სრუტეების გარეშე 300,19 მლნ. კმ³. საშუალო სიღრმე 3597 მ, მაქსიმალური სიღრმე 8742 მ.

ატლანტის ოკეანის აუზშია მრავალრიცხოვანი ზღვები, რომელთა შორის აღსანიშნავია: ბალტიის ზღვა, აზოვის ზღვა, შავი ზღვა, მარმარილოს ზღვა, ხმელთაშუა ზღვა (უკანასკნელში თავის მხრივ, გამოიყოფა: ადრიატიკის ზღვა, ალბორანის ზღვა, ბალეარის ზღვა, იონიის ზღვა, კვიპროსის ზღვა, ლიგურიის ზღვა, ტირენიის ზღვა, ეგეოსის ზღვა); ირლანდიის ზღვა, ლაბრადორის ზღვა, ჩრდილოეთის ზღვა, სარგასოს ზღვა, კარიბის ზღვა, სკოშის ზღვა და სხვა.

ატლანტის ოკეანის უდიდესი ყურეებია: ბისკაიის ყურე, ბრისტოლის ყურე, გვინეის ყურე, მექსიკის ყურე, მენის ყურე, წმინდა ლავრენტის ყურე. ოკეანის მნიშვნელოვანი სრუტეებია: დიდი ბელტის სრუტე, ბოსფორის სრუტე, გიბრალტარის სრუტე, დარდანელის სრუტე, დანიის სრუტე, დეივისის სრუტე, დრეიკის სრუტე, ერესუნი, კაბოტის სრუტე, კატეგატის სრუტე, ქერჩის სრუტე, ლა-მანში, მცირე ბელტის სრუტე, მენის სრუტე, სკაგერაკი, ფლორიდის სრუტე, იუკატანის სრუტე.

სხვა ოკეანეებისაგან განსხვავებით, ატლანტის ოკეანეში ცოტაა წყალქვეშა მთები, გაიოტები და მარჯნის რიფები, კუნძულების საერთო ფართობია დაახლოებით 1070 კმ². კუნძულთა ძირითადი ჯგუფები განლაგებულია კონტინენტების კიდეებზე: ბრიტანეთის კუნძულები, დიდი ანტილის კუნძულები, ნიუფაუნდლენდი, ისლანდია, ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგი, მარაჟო, სიცილია, სარდინია, მცირე ანტილის კუნძულები, ფოლკლენდის კუნძულები, ბაჰამის კუნძულები და სხვა. ღია ოკეანეშია აზორის კუნძულები, სან-პაულუ, ამაღლების კუნძული, ტრისტან-და-კუნია, ბუვე და სხვა.

ზოგიერთ სამეცნიერო ნაშრომში ატლანტის ოკეანე დაყოფილია ჩრდილოეთ და სამხრეთ ატლანტის ოკეანეებად, თუმცა უფრო მიღებულია მისი წარმოდგენა როგორც ერთი მთლიანი ოკეანე. ატლანტის ოკეანე ოკეანეთა შორის ბიოლოგურად ყველაზე უფრო პროდუქტიულია. მასში განლაგებულია ყველაზე ვრცელი წყალქვეშა ოკეანური ქედი — შუაატლანტიკური ქედი.

ერთადერთი ზღვა, რომელსაც არ აქვს მყარი ნაპირები და შემოზღუდულია დინებებით არის სარგასოს ზღვა; ფანდის ყურეში ფიქსირდება ყველაზე დიდი მოქცევა; ატლანტის ოკეანის აუზს განეკუთვნება შავი ზღვა თავისი უნიკალური გოგირდწყალბადიანი ფენით. ოკეანის თანამედროვე სახელწოდება გაჩნდა 1507 წელს კარტოგრაფ მარტინ ვალდზეემიულერის რუკაზე. სახელი ეწოდა ბერძნული მითოლოგიის ტიტანის ატლანტის მიხედვით.

ეტიმოლოგია

„ატლანტის“ ზღვის უძველესი ხსენება ეკუთვნის სტესიქორეს (დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნის შუა ხანები, Sch. A. R. 1. 211; Atlantikôi pelágei, ბერძნულად: Ἀτλαντικῷ πελάγει; ქართულად: „ატლანტის ზღვა“; ეტიმოლოგია. „ატლანტისის ზღვა“) და ჰეროდოტეს (დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 450 წელი; ჰეროდოტე. 1.202.4: ატლანტის თალასა (ბერძნულად: Ἀτλαντὶς θάλασσα; ქართულად: „ატლანტისის ზღვა“ ან „ატლანტის ზღვა“), სადაც სახელწოდება მიეკუთვნება „ჰერკულესის სვეტების მიღმა ზღვას“, რომელიც ითვლება მთელი ხმელეთით გარშემორტმული ზღვის ნაწილად. ამ შემთხვევაში სახელწოდება მიეკუთვნება ბერძნული მითოლოგიის ტიტან — ატლასს, რომელსაც მხრებით ეკავა ცის კაბადონი და რომელიც მოგვიანებით შუა საუკუნეების რუკაზე გამოჩნდა როგორც ფრონტისპისი და რომელმაც საფუძველი დაუდო თანამედროვე ატლასების სახელწოდებას. სხვა მხრივ, ძველი ბერძენი მეზღვაურებისთვის და ძველ ბერძნულ მითოლოგიურ ლიტერატურაში ილიადასა და ოდისეაში ეს ყოვლისმომცველი ოკეანე ცნობილი იყო როგორც ოკეანოსი, — მსოფლიოს ირგვლივ გარშემორტყმული გიგანტური მდინარე. საპირისპიროდ, ტერმინი „ატლანტიკა“ თავდაპირველად მიეკუთვნებოდა სპეციალურად მაროკოში მდებარე ატლასის მთებსა და ზღვას გიბრალტარის სრუტესთან და ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროსთან. ბერძნული სიტყვა თალასა მეცნიერების მიერ ხელახლა იქნა გამოყენებული დიდი ოკეანის პანთალასას აღსანიშნავად, რომელიც საზღვრავდა სუპერკონტინენტ პანგეას ასობით მილიონი წლის წინათ.

ტერმინი ეთიოპიის ოკეანე მომდინარეობს ძველი ეთიოპიიდან, მიღებული იყო სამხრეთი ატლანტიკის აღსანიშნავად ჯერ კიდევ XIX საუკუნის შუა ხანებში. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების განმავლობაში ატლანტის ოკეანე ინგლისელი კარტოგრაფებისათვის აგრეთვე ცნობილი იყო როგორც დიდი დასავლეთის ოკეანე.

ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება

ატლანტის ოკეანე წყნარი ოკეანის შემდეგ სიდიდით მეორე ოკეანეა დედამიწაზე. ატლანტის ოკეანის ჩრდილო საზღვარი ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანის აუზთან ერთად გადის ჰუდსონის სრუტის აღმოსავლეთ შესასვლელზე, შემდეგ დეივისის სრუტეზე და კუნძულ გრენლანდიის სანაპიროზე ბრუსტერის კონცხამდე, დანიის სრუტის გავლით რეიდინუპიურის კონცხამდე კუნძულ ისლანდიაზე, მისი სანაპიროდან გერპირის კონცხამდე, შემდეგ ფარერის კუნძულებზე, შემდეგ შეტლენდის კუნძულებზე და ჩრდილო განედის 61°-ზე სკანდინავიის ნახევარკუნძულის სანაპირომდე. აღმოსავლეთით ატლანტის ოკეანე შემოსაზღვრულია ევროპისა და აფრიკის ნაპირებით, დასავლეთით ჩრდილოეთ ამერიკისა და სამხრეთი ამერიკის ნაპირებით. საზღვარი ატლანტის ოკეანესა და ინდოეთის ოკეანეს შორის გადის იმ ხაზზე, რომელიც იწყება ნემსა კონცხიდან მე-20° მერიდიანზე ანტარქტიდის სანაპირომდე. საზღვარი წყნარ ოკეანესთან გადის ჰორნის კონცხიდან დასავლეთ გრძედის 68°04′ მერიდიანზე ან უმოკლეს მანძილზე სამხრეთი ამერიკიდან ანტარქტიკის ნახევარკუნძლამდე დრეიკის სრუტის გავლით, კუნძულ ოსტედან შტერნეკის კონცხამდე. ატლანტის ოკეანის სამხრეთი ნაწილს ზოგჯერ უწოდებენ სამხრეთის ოკეანის ატლანტიკურ სექტორს, სადაც საზღვარი გადის სუბანტარქტიდულ კონვერგენციაზე (დაახლოებით სამხრეთ განედის 40°). ზოგიერთ სამეცნიერო ნაშრომში ატლანტის ოკეანე იყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ ატლანტის ოკეანეებად, თუმცა უფრო მიღებულია მისი წარმოდგენა როგორც ერთი მთლიანი ოკეანე. ატლანტის ოკეანე ოკეანეთა შორის ბიოლოგურად ყველაზე უფრო პროდუქტიულია. მასში განლაგებულია ყველაზე ვრცელი წყალქვეშა ოკეანური ქედი — შუაატლანტიკური ქედი; ერთადერთი ზღვა, რომელსაც არ აქვს მყარი ნაპირები და შემოზღუდულია დინებებით არის სარგასოს ზღვა; ფანდის ყურეში ფიქსირდება ყველაზე დიდი მოქცევა; ატლანტის ოკეანის აუზს განეკუთვნება შავი ზღვა თავისი უნიკალური გოგირდწყალბადის ფენით.

ატლანტის ოკეანე გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ თითქმის 15 ათას კილომეტრზე, მინიმალური სიგანეს აღწევს ეკვკატორულ ნაწილში (დაახლოებით 2830 კმ), მაქსიმალურს – 6700 კმ (ჩრდილო განედის 30° პარარელზე). ატლანტის ოკეანის ფართობი ზღვებთან, ყურეებთან და სრუტეებთან ერთად აღწევს 91,66 მლნ. კმ². კმ. მათ გარეშე 76,97 მლნ. კმ². წყლის მოცულობა 329,66 მლნ. კმ³, ზღვების, ყურეებისა და სრუტეების გარეშე 300,19 მლნ. კმ³. საშუალო სიღრმე 3597 მ, მაქსიმალური სიღრმე 8742 მ.

ატლანტის ოკეანის აუზშია მრავალრიცხოვანი ზღვები, რომლებიც იყოფა: შიდა – ბალტიის ზღვა, აზოვის ზღვა, შავი ზღვა, მარმარილოს ზღვა ხმელთაშუა ზღვა (უკანასკნელში თავის მხრივ, გამოიყოფა: ადრიატიკის ზღვა, ალბორანის ზღვა, ბალეარის ზღვა, იონიის ზღვა, კვიპროსის ზღვა, ლიგურიის ზღვა, ტირენის ზღვა, ეგეოსის ზღვა); კუნძულთშორისი – ირლანდიის ზღვა და შოტლანდიის დასავლეთ სანაპიროს შიგა ზღვები; განაპირა – ლაბრადორის ზღვა, ჩრდილოეთის ზღვა, სარგასოს ზღვა, კარიბის ზღვა, სკოშის ზღვა და სხვა.

ატლანტის ოკეანის უდიდესი ყურეებია: ბისკაიის ყურე, ბრისტოლის ყურე, გვინეის ყურე, მექსიკის ყურე, მენის ყურე, წმინდა ლავრენტის ყურე. ოკეანის მნიშვნელოვანი სრუტეებია: დიდი ბელტის სრუტე, ბოსფორის სრუტე, გიბრალტარის სრუტე, დარდანელის სრუტე, დანიის სრუტე, დეივისის სრუტე, დრეიკის სრუტე, ერესუნი, კაბოტის სრუტე, კატეგატის სრუტე, ქერჩის სრუტე, ლა-მანში, მცირე ბელტის სრუტე, მესინის სრუტე, სკაგერაკი, ფლორიდის სრუტე, იუკატანის სრუტე.

ოკეანის ჩამოყალიბების ისტორია

ატლანტის ოკეანე წარმოიქმნა მეზოზოურში ძველი სუპერკონტინენტის პანგეას გონდვანაზე (სამხრეთით) და ლავრაზიაზე (ჩრდილოეთით) გაპობის შედეგად. ამ კონტინენტების სხვადასხვაგვარმა მოძრაობამ ტრიასულის ბოლოს წარმოქმნა პირველი ოკეანური ლითოსფერო თანამედროვე ჩრდილოეთ ატლანტიკის სახით. წარმოქმნილი რიფტული ზონა იყო ტეთისის რიფტული ნაპრალის დასავლური გაგრძელება. ატლანტის ღრმული თავისი განვითარების ადრეულ სტადიაზე წარმოიქმნა როგორც ორი მსხვილი ოკეანური აუზის, აღმოსავლეთით — ტეთისისა და დასავლეთით — წყნარი ოკეანის შეერთება. ატლანტის ოკეანის ღრმულის შემდგომი გაფართოება მიმდინარეობდა წყნარი ოკეანის ზომების შემცირების ხარჯზე. ადრეიურულში გონდვანა დაიყო აფრიკად და სამხრეთ ამერიკად და წარმოიქმნა თანამედროვე სამხრეთი ატლანტიკის ოკეანური ლითოსფერო. ცარცულში გაიპო ლავრაზია და ჩრდილოეთი ამერიკა გამოეყო ევროპას. ამასთან, გრენლანდია, რომელიც ჩრდილოეთისაკენ გადაადგილდებოდა, მოწყდა სკანდინავიასა და კანადას. უკანასკნელი 40 მილიონი წლის განმავლობაში დღვანდელ დრომდე დამთავრებული, მიმდინარეობს ატლანტის ოკეანის აუზის გამოაშკარავება ერთიან რიფტულ ღერძზე, განლაგებული დაახლოებით შუა ოკეანეში. დღეს ტექტონიკური ფილების გადაადგილება გრძელდება. სამხრეთ ატლანტიკაში გრძელდება აფრიკისა და სამხრეთამერიკის ფილების გაპობა წელიწადში 2,9-4 სმ სიჩქარით. ცენტრალურ ატლანტიკაში იპობა აფრიკის, სამხრეთამერიკისა და ჩრდილოეთამერიკის ფილები წელიწადში 2,6-2,9 სმ სიჩქარით. ჩრდილოეთ ატლანტიკაში მიმდინარეობს ევრაზიისა და ჩრდილოეთამერიკის ფილების განცოცვა წელიწადში 1,7-2,3 სმ სიჩქარით. ჩრდილოეთამერიკისა და სამხრეთამერიკის ფილები მოძრაობენ დასავლეთისაკენ, აფრიკის ფილა ჩრდილო-აღმოსავლეთით, ევრაზიის ფილა სამხრეთ-აღმოსავლეთით, რითაც ხმელთაშუა ზღვის რაიონში იქმნება შეკუმშვის სარტყელი.

გეოლოგიური აგებულება და ფსკერის რელიეფი

კონტინენტის წყალქვეშა კიდეები

შელფის მნიშვნელოვანი ფართობი თანაფარდულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროსთან და მიბჯენილია ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ნაპირებთან. მეოთხეულ პერიოდში შელფის დიდი ნაწილი დაექვემდებარა კონტინენტურ გამყინვარებას, რამაც ჩამოაყალიბა რელიეფის რელიქტური მყინვარული ფორმები.

შელფის რელიქტური რელიეფის სხვა ელემენტია დაძირული მდინარის ხეობები, რომელიც გვხვდება ატლანტის ოკეანის თითქმის ყველა შელფურ რაიონში. ფართოდაა გავრცელებული რელიქტური კონტინენტური დანალექები. აფრიკისა და სამხრეთი ამერიკის ნაპირებთან შელფი იკავებს ნაკლებ ფართობს, მაგრამ სამხრეთი ამერიკის სამხრეთ ნაწილში იგი მნიშვნელოვნად ფართოვდება (პატაგონიის შელფი). მოქცევითი დინებებით წარმოქმნილია ქვიშის სერები, რომლებმაც ყველაზე მეტი გავრცელება მიიღეს თანამედროვე სუბაკვალური რელიეფის ფორმებიდან. ისინი მეტად დამახასიათებელია შელფური ჩრდილოეთის ზღვისთვის, დიდი რაოდენობით გვხვდება ლა-მანშზე, აგრეთვე ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკის შელფებზე. ეკვატორულ-ტროპიკულ წყლებში (განსაკუთრებით კარიბის ზღვაში, ბაჰამის მარჩხობებზე, სამხრეთი ამერიკის ნაპირებთან) მრავალფეროვანია და ფართოდაა წარმოდგენილი მარჯნის რიფები.

ატლანტის ოკეანის დიდ ნაწილში კონტინენტური კალთები გამოხატულია ციცაბო კალთებით, რომელთაც ზოგჯერ სეფეხურისებრი პროფილი აქვთ და რომლებიც ღრმადაა დანაწევრებული წყალქვეშა კანიონებით. ზოგიერთ რაიონში კონტინენტური კალთები წარმოდგენილია კიდური პლატოებით: ბლეიკის, სან-პაულუსა და ფოლკლენდის პლატოებით ამერიკის წყალქვეშა კიდეებზე; პორკუპაინისა და გობანის პლატოებით ევროპის წყალქვეშა კიდეზე. ბელტური სტრუქტურაა ფარერები-ისლანდიის ზღურბლი, რომელიც ვრცელდება ისლანდიიდან ჩრდილოეთის ზღვისკენ. ამავე რეგიონში განლაგებულია როკოლის ამაღლება, რომელიც აგრეთვე წარმოადგენს ევროპის სუბკონტინეტის წყალქვეშა ნაწილის დაძირულ ნაწილს.

კონტინენტის ძირი დიდ მანძილზე, წარმოადგენს აკუმულაციურ ვაკეს, რომელიც განფენილია 3–4 კმ სიღრმეზე და რომელიც აგებულია ფსკერული დანალექების მძლავრი (რამდენიმე კილომეტრი) წყებებით. ატლანტის ოკეანის სამი მდინარე მსოფლიოს უდიდესი მდინარეების ათეულში შედის: მისისიპი (მყარი ჩამონადენი 500 მილიონი ტონა წელიწადში), ამაზონი (499 მილიონი ტონა) და ორანჟი (153 მილიონი ტონა). დანალექი მასალის ჯამური მოცულობა, რომელიც ყოველწლიურად შედის ატლანტის ოკეანის აუზში მისი 22 ძირითადი მდინარის ხარჯზე შეადგენს 1,8 მილიარდ ტონას. კონტინენტის ძირის ცალკეულ რაიონებში განლაგებულია მოზრდილი გამოზიდვის კონუსები, რომელთა შორის მნიშვნელოვანია ჰუდსონის, ამაზონის, რონის, ნიგერისა და კონგოს წყალქვეშა კანიონების გამოზიდვის კონუსები.

ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტური კიდის გაყოლებაზე ცივი არქტიკული წყლების ფსკერული ჩამონადენის ხარჯზე კონტინენტის ძირის გაყოლებაზე სამხრეთი მიმართულებით წარმოიქმნება რელიეფის გიგანტური აკუმულაციური ფორმები.

გარდამავალი ზონა

ატლანტის ოკეანის გარდამავალი ზონები წარმოდგენილია კარიბის, ხმელთაშუაზღვისა და სკოშის ზღვის არეებით.

კარიბის არეს მიეკუთვნება: კარიბის ზღვა, მექსიკის ყურის ღრმაწყლიანი ნაწილი, კუნძულთა რკალები და ღრმაწყლიანი ღარები. მასში შეიძლება გამოიყოს შემდეგი კუნძულთა რკალები: კუბის, კაიმან-სიერა-მაესტრა, იამაიკა-სამხრეთი ჰაიტი, მცირე ანტილის კუნძულების გარე და შიგა რკალი. გარდა ამისა, აქ გამოყოფენ ნიკარაგუის წყალქვეშა მაღლობს, ბეატის ქედსა და ავესის ქედს. კუბის რკალს აქვს რთული აგებულება და გააჩნია დანაოჭების ლარამული ასაკი. მისი გაგრძელებაა კუნძულ ჰაიტის ჩრდილოეთ კორდილიერა. მიოცენური ასაკის კაიმან-სიერა-მაესტრას ნაოჭა სტრუქტურა იწყება იუკატანის ნახევარკუნძულზე მაიას მთებით, შემდეგ გრძელდება კაიმანის წყალქვეშა ქედისა და სამხრეთი კუბის სიერა-მაესტრას მთის ქედის სახით.

მცირე ანტილის რკალი აერთიანებს რიგ ვულკანურ წარმონაქმნს (მათ შორის სამ ვულკანს, მაგალითად, მონტან-პელეს). ამოფრქვევის პროდუქების შემადგენლობა: ანდეზიტები, ბაზალტები და დაციტები. რკალის გარე სერი კირქვულია. სამხრეთიდან კარიბის ზღვას საზღვრავს ორი პარალელური ახალგაზრდა ქედი: ქარზურგა კუნძულების რკალი და კარიბის ანდების მთაგრეხილი, რომელიც აღმოსავლეთით გადადის ტრინიდადისა და ტობაგოს კუნძულებში. კუნძულთა რკალები და წყალქვეშა ქედები კარიბის ზღვის ფსკერს ყოფენ რამდენიმე ქვაბულად, რომლებიც მოსწორებულია ფსკერული კარბონატული დანალექების მძლავრი წყებით. მათგან უღრმესია ვენესუელის ქვაბული (5420 მ). აქვეა ღრმაწყლიან ღარი კაიმანი და პუერტო-რიკო (ატლანტის ოკეანის უღრმესი წერტილით — 8742 მ).

სკოშის ქედისა და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულების რაიონი წარმოადგენს ბორდერლენდებს — დედამიწის ქერქის ტექტონიკური მოძრაობებით დამსხვრეული კონტინენტის წყალქვეშა კიდის მონაკვეთებს. სამხრეთ სენდვიჩის კუნძულების კუნძულთა რკალი გართულებულია რიგი ვულკანით. აღმოსავლეთით მას ებჯინება სამხრეთ სენდვიჩის ღრმაწყლიანი ღარი მაქსიმალური სიღრმით 8228 მ. სკოშის ზღვის ფსკერის მთიანი და ბორცვიანი რელიეფი დაკავშირებულია შუაოკეანური ქედის ერთ-ერთი განშტოების ღერძულ ზონასთან.

ხმელთაშუა ზღვაში შეინიშნება კონტინენტური დედამიწის ქერქის ფართო გავრცელება. სუბოკეანური დედამიწის ქერქი განვითარებულია უღრმეს ქვაბულებში მხოლოდ ლაქებით — ბალეარის, ტირენის, ცენტრალური და კრეტის ქვაბულების სახით. შელფი არსებითადაა განვითარებული მხოლოდ ადრიატიკის ზღვისა და სიცილიის ზღურბლის ფარგლებში. იონიის კუნძულების, კრეტისა და ამ უკანასკნელის აღმოსავლეთით მდებარე კუნძულების შემაერთებელი მთის ნაოჭა ნაგებობები წარმოადგენს კუნძულთა რკალს, რომელიც სამხრეთიდან შემოზღუდულია ელინური ღარით, შემოზღუდული თავის მხრივ, სამხრეთით აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვიური ამაღლების ზვინულით. გეოლოგიურ ჭრილში ხმელთაშუა ზღვის ფსკერი აგებულია მესინური ფენის მარილიანი წყებით (ზედა მიოცენი). ხმელთაშუა ზღვა წარმოადგენს სეისმურ ზონას. აქ შემონახულია რამდენიმე მოქმედი ვულკანი, მათ შორის: ვეზუვი, ეტნა და სანტორინი.

შუაატლანტიკური ქედები და ოკეანის საგები

მერიდიანული შუაატლანტიკური ქედი ატლანტის ოკეანეს ჰყოფს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად. იგი იწყება ისლანდიის ნაპირებთან რეიკიანესის ქედის სახელწოდებით. მის ღერძულ სტრუქტურას წარმოქმნის ბაზალტური თხემი, რიფტული ხეობები რელიეფში სუსტადაა გამოხატული, მაგრამ ფლანგებზე ცნობილია მოქმედი ვულკანები. 52—53°-ის სიგანედეზე შუაატლანტიკური ქედი კვეთს გიბსისა და რეიკიანესის რღვევების განივ ზონებს. მათ შემდეგ იწყება შუაატლანტიკური ქედი მკვეთრად გამოხატული რიფტული ზონით, მრავალრიცხოვანი განივი რღვევების მქონე რიფტული ხეობითა და ღრმა გრაბენებით. 40° სიგანედეზე შუაატლანტიკური ქედი წარმოქმნის აზორის ვულკანურ პლატოს, რომელიც წარმოდგენილია მრავალრიცხოვანი წყალქვეშა კუნძულებსა და წყალქვეშა მოქმედი ვულკანებით. აზორის პლატოს სამხრეთით რიფტულ ზონაში 300 მ სიმძლავრის მქონე კირქვული ლამის ქვეშ განლაგებულია ბაზალტები, ხოლო მათზეა ულტრაფუძე და ფუძე ქანების ლოდა ნარევები. ამ რაიონში შეინიშნება თანამედროვე მძვინვარე ვულკანური და ჰიდროთერმული მოქმედება.

შუაატლანტიკური ქედი ეკვატორისპირეთის ნაწილში დიდი რაოდენობის განივი რღვევების რიგ სეგმენტებათაა დანაწევრებული, რომლებმაც ერთმანეთთან მიმართებაში მნიშვნელოვანი (300 კმ-მდე) ლატერალური გადაადგილება განიცადეს. ეკვატორთან ღრმაწყლიან რღვევებთან დაკავშირებულია 7856 მ სიღრმის რომანშის ღრმული.

სამხრეთატლანტიკურ ქედს აქვს მერიდიანული განფენილობა. აქ კარგადაა გამოხატული რიფტული ხეობები, განივი რღვევების რაოდენობა ნაკლებია, ამიტომ ეს ქედი ჩრდილოატლანტიკურ ქედთან შედარებით უფრო მონოლითურად გამოიყურება. ქედის სამხრეთ და შუა ნაწილში გამოიყოფა ამაღლების ვულკანური პლატო, კუნძუები ტრისტან-და-კუნია, გოფი, ბუვე. პლატო დაკავშირებულია მოქმედ და ახლახან მოქმედ ვულკანებთან. კუნძულ ბუვედან სამხრეთატლანტიკური ქედი უხვევს აღმოსავლეთისაკენ, შემოუვლის აფრიკას და ინდოეთის ოკეანეში ებჯინება დასავლეთ ინდოეთის შუა ქედს.

ოკეანის საგები

შუაატლანტიკური ქედი ატლანტის ოკეანის საგებს ჰყოფს ორ, თითქმის თანაბარ ნაწილად. დასავლურ ნაწილში არსებული მთათა ნაგებობები — ნიუფაუნდლენდის ქედი, ბარაკუდის ქედი, სეარის და რიუ-გრანდის ამაღლება ოკეანის საგებს ლაბრადორის, ნიუფაუნდლენდის, ჩრდილოეთ ამერიკის, გვიანის, ბრაზილიისა და არგენტინის ქვაბულებად ყოფენ. შუაატლანტიკური ქედის აღმოსავლეთით საგები კანარის კუნძულების წყალქვეშა ფუძით, მწვანე კონცხის კუნძულების ამაღლებით, გვინეის ამაღლებითა და ვეშაპის ქედით დაყოფილია დასავლეთ ევროპის, იბერიის, ჩრდილოეთ აფრიკისა, მწვანე კონცხის, სიერა-ლეონეს, გვინეის,ანგოლისა და კაპის ქვაბულებად. ქვაბულებში ფართოდაა გავრცელებული ბრტყელი აბისალური ვაკეები, რომლებიც უმთავრესად კირქვული და ტერიგენული მასალით. ოკეანის საგების ფართობის დიდ ნაწილში ნალექების სიმძლავრე 1 კმ-ზეა მეტია. დანალექი ქანების ქვეშ აღმოჩენილია ვულკანური ქანებისა და შემჭიდროებული დანალექი ქანების ფენა.

კონტინენტის წყალქვეშა კიდეს დაცილებულ ქვაბულში, შუაატლანტიკური ქედის პერიფერიაზე გავრცელებულია აბისალური ბორცვები. დაახლოებით 600 მთა არის განლაგებული ოკეანის საგების ფარგლებში. წყალქვეშა მთების დიდი ჯგუფი დაკავშირებულია ბერმუდის პლატოსთან (ჩრდილოეთ ამერიკის ქვაბულთან). არის რამდენიმე დიდი წყალქვეშა ხეობა, რომეთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ატლანტის ოკეანის საგების ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ჰეიზენისა და მორის ხეობა, რომელიც შუაატლანტიკური ქედიდან გადაჭიმულია ორივე მხარეს.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ატლანტის ოკეანე ეტიმოლოგიაატლანტის ოკეანე ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათებაატლანტის ოკეანე ოკეანის ჩამოყალიბების ისტორიაატლანტის ოკეანე გეოლოგიური აგებულება და ფსკერის რელიეფიატლანტის ოკეანე შუაატლანტიკური ქედები და ოკეანის საგებიატლანტის ოკეანე ოკეანის საგებიატლანტის ოკეანე რესურსები ინტერნეტშიატლანტის ოკეანეანტარქტიდააფრიკაგრენლანდიაგრძედიდანიის სრუტედედამიწადეივისის სრუტეევროპაინდოეთის ოკეანეისლანდიაკეთილი იმედის კონცხისამხრეთი ამერიკაჩრდილოეთი ამერიკაჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანეწყნარი ოკეანეჰორნის კონცხიჰუდსონის სრუტე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლუვრიმზეოსმალეთის იმპერიახორვატიაილია ჭავჭავაძესკოლაიესო ქრისტეჭადრაკიპროტესტანტული რეფორმაციაკონსტიტუციათამბაქოFacebookგეორგიევსკის ტრაქტატიანალური სექსიგიორგი I (საქართველოს მეფე)გიორგი სააკაძერუსეთ-საქართველოს ომი (2008)ფრინველებიჭიანჭველასებრნირადიაციაკულტურაგველის-მჭამელიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2022ალმასიჯინსების თაობათბილისიოპერათბილისის მეტროპოლიტენიისლანდიასასმელი წყალიოიდიპოს მეფემყინვარწვერისაქართველო V საუკუნეშიერეკლე II-ის ოჯახიფილოსოფიაგორითუშეთიბულგარეთიკორუფციაბახტრიონის ბრძოლაქვეყნების სატელეფონო კოდების სიაიუდაიზმითბილისის არქეოლოგიური ძეგლებიიმერეთის მხარეოთარ გაბელიაქართული ხალხური ცეკვებიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითარაბთა გაერთიანებული საამიროებიალცჰაიმერის დაავადებასამხრეთი ამერიკაეპითეტისაჰარაცენტნერიჰეტეროსექსუალობანონა გაფრინდაშვილიშალვა ქსნის ერისთავიშოთა არველაძედიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაფრანც შუბერტიცხინვალიმიხეილ მესხის სტადიონიბერიკაობაბიზანტიის იმპერიააქლემიფუტკრებიმდინარელამპრობაკლიმატიაფრიკასაქართველოს პარლამენტიოთარ კიტეიშვილისულგუნიგიორგი მიქაუტაძეკვადრატული კილომეტრინეიტროფილებიტოლგვერდა სამკუთხედირომაული ხელოვნება🡆 More