ერთდღიურები

ერთდღიურები (ლათ.

2 მმ-იდან 4 სმ-მდე სიგრძის რბილი წაგრძელებული სხეულის ბოლოზე აქვთ წყვილი გრძელი გვერდითი ცერკები და ერთი შუა პარაცერკი, რომელიც ზოგჯერ ძალიან მოკლეა, ზოგჯერ კი მათი სიგრძე სხეულისას აღემატება. ნაზი აპკოვანი ფრთების ორი წყვილი დასვენების დროს სხეულის მიმართ ვერტიკალურად აქვთ აღმართული. უკანა ფრთები წინაზე მოკლე ან სრულიად განუვითარებელია. პირის ორგანოები რედუცირებულია, ნაწლავი კი საჰაერო ბუშტად არის გარდაქმნილი, შესაბამისად, არ იკვებებიან. გავრცელებული არიან მთელს მსოფლიოში. ცნობილია 2600-მდე სახეობა. მეტამორფოზი არასრულია. კვერცხებს წყალში დებენ. მატლის განვითარება 1–3 წელს გრძელდება; ისინი სხვადასხვა მტკნარ წყალსატევში ბინადრობენ, მტაცებლები ან დეტრიტოფაგები არიან. სხვა მწერებისგან განსხვავებით, ახასიათებთ გარეგნულად ერთმანეთისგან მცირედ განსხვავებული ორი შემდგომი სტადია: განვითარება დამთავრებული მატლიდან გამოდის სქესმოუმწიფებელი სუბიმაგო, რომელიც კანს იცვლის და სქესმწიფე იმაგოდ გარდაიქმნება. ერთდღიურები ცოცხლობენ ცოტა ხანს — რამდენიმე საათიდან ერთ ან რამდენიმე დღემდე. ფრთიანი ზრდასრულები წყალთან ახლოს ატარებენ სიცოცხლეს. მამლები ჰაერში ხშირად წარმოქმნიან გუნდებს; შეწყვილების შემდეგ იღუპებიან. მატლების დიდი რაოდენობის გამო ერთდღიურები ძირითად საკვებ რესურსს წარმოადგენენ მრავალი თევზისათვის, განსაკუთრებით ორაგულისებრთათვის. დიდ მდინარეებზე მასიური სახეობების იმაგოების სინქრონული გაფრენა ხშირად თოვას მოაგონებს. მტკნარი წყალსატევების სისუფთავის ინდიკატორები არიან. ნამარხ ერთდღიურებს დიდი მნიშვნელობა აქვთ ბიოსტრატიგრაფიისათვის.

ერთდღიურები
ერთდღიურები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ერთდღიურები
ლათინური სახელი
Ephemeroptera (Hyatt & Arms, 1891)

სქოლიო

Tags:

დეტრიტოფაგიათევზიიმაგოლათინური ენამატლიმეტამორფოზიმმმწერებიორაგულისებრნისმ

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გიორგი ლეონიძეალექსანდრე მაკედონელიგეორგიევსკის ტრაქტატიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშითითაობაკანადანარიყალასისხლივინსენტ ვან გოგირუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)გერგეტის სამების ეკლესიამთვარეგულიირემისანქტ-პეტერბურგიბზობაანდრია მოციქულიფობიების სიათბილისისაქართველოს ფრინველთა სიადუნაიმინერალებიმზის სისტემა29 აპრილიკალციუმიადოლფ ჰიტლერიყივანახველასტიგმასაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშილოგისტიკაკრიშტიანუ რონალდუატმოსფერული წნევანიანგებისატურნიგოდერძი ჩოხელისაქართველოს სამოქალაქო ომიკახეთის აჯანყება (1659)ბელგიავენერაბრუნებასაქართველოს სამეფოორგაზმირაბათის ციხემეორე მსოფლიო ომიიმერეთის მხარემაჰათმა განდიხინკალიჰაერისომხური სამოციქულო ეკლესიათავისუფლების ქანდაკებაპრიზმაჭიაკოკონობაკუთხეპუნიკური ომებიქაშვეთის ეკლესიადედამიწის ისტორიაათენისაქართველოს დაცული ტერიტორიებიბგერაიბერიალომი (ასტროლოგია)ღამურაბაზალეთის ტბასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეთეთრი დათვიფემინიზმიმარო მაყაშვილიგოგირდიირანიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითერთიანი ნაციონალური მოძრაობამიხეილ ჯავახიშვილიდედოფალაზუგდიდიტყექვეყნების სიანოე ჟორდანია🡆 More