ზუგდიდი: ქალაქი საქართველოში

ზუგდიდი — ქალაქი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, სამეგრელოს ისტორიული ცენტრი.

ზუგდიდი: გეოგრაფია, ისტორია, მოსახლეობა საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის შესახებ, იხილეთ ზუგდიდი (საფეხბურთო კლუბი).

მოსახლეობა 42 998 (2014 წ.).

ქალაქი
ზუგდიდი
ზუგდიდი: გეოგრაფია, ისტორია, მოსახლეობა
დროშა გერბი
ზუგდიდი: გეოგრაფია, ისტორია, მოსახლეობა ზუგდიდი: გეოგრაფია, ისტორია, მოსახლეობა

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°30′30″ ჩ. გ. 41°52′00″ ა. გ. / 42.50833° ჩ. გ. 41.86667° ა. გ. / 42.50833; 41.86667
ამჟამინდელი სტატუსი 1967
ფართობი 21.8 კმ²
ცენტრის სიმაღლე 100 მეტრი
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა ზუგდიდი: გეოგრაფია, ისტორია, მოსახლეობა 42 998 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 415
საფოსტო ინდექსი 2100
ოფიციალური საიტი http://www.zugdidi.gov.ge/
ზუგდიდი — საქართველო
ზუგდიდი
ზუგდიდი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ზუგდიდი

გეოგრაფია

გაშენებულია ოდიშის დაბლობზე, მდინარე ჩხოუშის ნაპირას, ზღვის დონიდან 110 მ სიმაღლეზე, თბილისიდან 330 კმ, ქუთაისიდან 116 კმ, ფოთიდან 60 კმ. ქალაქის მთავარი მდინარეა ჩხოუში. მისი მცირე შენაკადები ქალაქს გაივლიან და უერთდებიან მას. ჩხოუში დაბინძურებულია საკანალიზაციო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. ქალაქის ცენტრში მდებარეობს გამსახურდიას სახელობის გრძელი ხეივანი, რომელიც მრავალწლოვანი ხეებითაა გაშენებული.

კლიმატი

ზუგდიდის ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია, თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. მასზე დიდ გავლენას ახდენს შავი ზღვის სიახლოვე. კარგად არის გამოხატული მუსონური ხასისათის ქარები. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა +13,8 °C, იანვრის საშუალო ტემპერატურა +4,9 °C, აგვისტოს – +22,7 °C. წელიწადში საშუალოდ მოდის 1777 მმ ნალექი, აქედან მაქსიმუმი – ივნისში (179), ხოლო მინიმუნი მაისში (90 მმ). საშუალო წლიური ტენიანობა შეადგენს 72 ‰, ხოლო მზიანი დღეების რიცხვი – 210–ს.

ისტორია

ვარაუდობენ, რომ სახელწოდება წარმოიშვა ზურგ-დიდიდან (ე. ი. დიდი გორიდან; კოლხურად „ზუგი/სუკი“ ბორცვი, ფერდობი) ან კიდევ გეოგრაფიული სახელწოდება ზუბი-დან (ზუბ-დიდი). წყაროებში პირველად მოიხსენიება XVII საუკუნის დასაწყისში. ზუგდიდი ოდიშის სამთავროს პოლიტიკური, ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრი იყო. აგრეთვე იყო ქართული მწიგნობრობის მნიშვნელოვანი კერა. აქ ამრავლებდნენ ხელნაწერებს. ლიტერატურული საქმიანობა განსაკუთრებით გაჩაღდა ლევან II დადიანის კარზე, სადაც მოღვაწეობდნენ მამუკა თავაქალაშვილი და ბარძიმ ვაჩნაძე. XVIII საუკუნეში ბეჟან დადიანის კარზე მოღვაწეობდა პეტრე ჩხატარაისძე. ჩვენამდე მოღწეულია დადიანთა წიგნთსაცავში დაცულ ხელნაწერთა მდიდარი კოლექცია.

ყირიმის ომის (1853-1856) დროს, 1855 წელს ზუგდიდი ოსმალებმა დაიკავეს. ნოემბერში ქართულმა მილიციამ გენერალ-მაიორის გრიგოლ დადიანის სარდლობით გაანადგურა მტერი, რის შემდეგ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. სამეგრელოს გლეხთა აჯანყების (1856-1857) დროს, 1857 მაისში, ქალაქი აჯანყებულთა ხელში გადავიდა. 1867 წელს ქალაქში გაიხსნა დაწყებითი სასწავლებელი.

1930 წლიდან ზუგდიდი გახდა ზუგდიდის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრი. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა ქაღალდის ცელულოზის და ფაიფურის საწარმოები. 2014-2017 წლებში იყო გამოყოფილიყო იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან და იყო ცალკე მუნიციპალიტეტი.

მოსახლეობა

ზუგდიდი იძლებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური ჩასახლების მხრივ ყველაზე დიდი ცენტრია თბილისის შემდეგ. ამასთან მოსახლეობის სიმჭიდროვის მხრივ ზუგდიდი სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.

ეკონომიკა

ქალაქში არის რკინიგზის სადგური თბილისი-ჯვარის მონაკვეთზე, გადის საერთაშორისო (თბილისი-სოხუმი) და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (ზუგდიდი-მესტია, ზუგდიდი-ანაკლია) გზები. მოქმედებს საქალაქო და საგარეუბნო ტრანსპორტი. მოქმედებს სამი ავტოსადგური. საავტობუსო მიმოსვლით დაკავშრირბულია საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქთან.

ზუგდიდში არის 25-მდე სამრეწველო საწარმო, რომელთაგან ზოგიერთი სეზონურად მუშაობს. ძირითადად მოქმედებს სამშენებლო მასალების და კვების (ჩაის და თხილის გადამამუშავებელი) საწარმოები. მოქმედებს ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (ზუგდიდის დრამატული თეატრი, ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი). ხუროთმოძღვრების ძეგლთაგან შემორჩენილია სამეგრელოს მთავრების დადიანების სასაახლე, ეკლესია და სხვა ნაგებობები (XIX ს.).

ბოტანიკური ბაღი

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი წარმოადგენს ძვირფას მცენარეთა ინტროდუქციის კერას, საიდანაც ასობით უცხო მცენარე ფართოდ დაინერგა არა მხოლოდ სამეგრელოს მოსახლეობაში, არამედ დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც, სადაც გაშენდა მრავალი ბაღი, სკვერი და პარკი სოფლებსა, დაბებსა და ქალაქებში. ბაღში 80-მდე გვარის და სხვადასხვა სახეობის ხე, ბუჩქი და ყვავილოვანი მცენარე იზრდება, რომლებიც შემოტანილია აზიის, ინდოეთის, იაპონიის, ხმელთაშუაზღვისპირეთის, ამერიკის და სხვა ადგილებიდან - რელიქტური და ენდემური მცენარეების სახით.

გალერეა

ლიტერატურა

  • შენგელაია მ., მენაბდე ლ., ზაქარაია პ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 540-541.
  • აბ. ტუღუში, სამეგრელოს სამთავროს ისტორია (მცირე კურსი), ზუგდ. 2001 (რედაქტორი პროფ. გ. არახამია)
  • ქართლის ცხოვრება, ტ. II, თბ. 1959 (რედ. აკად. ს. ყაუხჩიშვილი)
  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტ.. IV, თბ. 1973 (რედ. აკად. ს. ყაუხჩიშვილი).
  • შარდენის მოგზაურობა, თბ. 1975
  • ნ. შენგელია, ოსმალური დოკუმენტური წყაროები ანაკლიისა და რუხის ციხეების შესახებ, თბ. 1982 (რედაქტორი აკად. ს. ჯიქია)
  • ა. ტუღუში, თურქ დამპყრობთა წინააღმდეგ ქართველთა და აფხაზთა ერთობლივი ბრძოლების ისტორიიდან, ჟ.,,რიწა », 1987, #2
  • აბ. ტუღუში, სამეგრელოს სამთავროს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა, წიგნში ,,სამეგრელო, კოლხეთი, ოდიში“, თბ. 1999 (მთავარი რედაქტორი პროფ. ილია ანთელავა)
  • აბ. ტუღუში, ზუგდიდის წარსულიდან, გაზ. ,,მებრძოლი”, 1974 წ. 5. III
  • აბ. ტუღუში, კვლავ ზუგდიდის ეტიმოლოგიისათვის, კრ. ,,ონომასტიკა”, ტ. I, თბ. 1987 (რედ. აკად. შ. ძიძიგური)
  • პლ. ჯიშკარიანი, ზუგდიდის რაიონის მშრომელები . . . თბ. 1968
  • ც. ქირია, შ. სარია, მასალები საქართველოს ისტორიისათვის, თბ. 1967
  • ი. მეუნარგია, სამეგრელო დავით დადიანის დროს, ტფ. 1939
  • ფეშანგი, შაჰნავაზიანი, თბ. 1935 (რედ. გ. ლეონიძე და ს. იორდანაშვილი)
  • კ. ბოროზდინი, სამეგრელო და სვანეთი, ტფ. 1934
  • ე. თაყაიშვილი, არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, წ. II, ტფ. 1913
  • М. Селезнев, Руководство к познанию Кавказа, СПБ, 1848

რესურსები ინტერნეტში

ზუგდიდი: გეოგრაფია, ისტორია, მოსახლეობა 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

ზუგდიდი გეოგრაფიაზუგდიდი ისტორიაზუგდიდი მოსახლეობაზუგდიდი ეკონომიკაზუგდიდი ბოტანიკური ბაღიზუგდიდი გალერეაზუგდიდი ლიტერატურაზუგდიდი რესურსები ინტერნეტშიზუგდიდი სქოლიოზუგდიდი2014ზუგდიდის მუნიციპალიტეტისამეგრელოსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარესაქართველო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბრაზილიარეზო ჩხიკვიშვილისაჰარაქალწული (ასტროლოგია)უფლისციხებაიკალიოკეანეარქეოლოგიასოფელიმეიოზიDisney+ნარცისიდავით VI ნარინიცოტნე დადიანისელჩუკთა სახელმწიფობაყაყიბიძინა ჩოლოყაშვილისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკამოსახლეობის სიმჭიდროვეიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშირკინალაშა ბექაურიბელარუსიგველის-მჭამელიფინეთიორგაზმიმონა ლიზაქეთევან დედოფალიჰაერისვეტიცხოველიარაგვიელექტრობასისხლის მიმოქცევის სისტემაჯინსების თაობათამარ მეფესაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიფეხბურთიგანახლებადი ენერგიამასონობავულკანიძუძუმწოვრებიენძელაქანდაკებააფრიკის ქვეყნების სია1924 წლის აგვისტოს აჯანყებაპარხლის I ოთხთავისოციალიზმისამკურნალო მცენარეებისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიკონსტანტინე I დიდიგუმბათიდედა ენაიგლუტოკუსაცუმამებისა და შვილების ბრძოლალადო ასათიანისამხრეთი კორეაკავკასიონისატურნიაბას I (ირანი)ლეიკოციტებისაქართველოს კონსტიტუციადავით IV აღმაშენებელილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიქართლიაკაკი წერეთელივატიკანიცხოველებიხავსებიფუტკრებიდავით კლდიაშვილისაფრანგეთის რევოლუციაფარავანიაფხაზეთის ტურიზმითემურლენგიირანის ისტორია🡆 More