ფოთი: ქალაქი საქართველოში

ფოთი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი, საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში.

მდებარეობს შავ ზღვის ნაპირზე, მდინარე რიონის შესართავთან. არის საპორტო ქალაქი, ფოთისა და ხობის ეპარქიის ცენტრი.

ქალაქი
ფოთი
ფოთი: გეოგრაფია, ფოთის უბნები, ისტორია
ფოთის ცენტრი
დროშა გერბი
ფოთი: გეოგრაფია, ფოთის უბნები, ისტორია ფოთი: გეოგრაფია, ფოთის უბნები, ისტორია

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
კოორდინატები 42°09′00″ ჩ. გ. 41°40′00″ ა. გ. / 42.15000° ჩ. გ. 41.66667° ა. გ. / 42.15000; 41.66667
მერი ბექა ვაჭარაძე
დაარსდა VII საუკუნე
პირველი ხსენება ჰესიოდეს „თეოგონიაში“ (ჩვ. წ. VII ს.)
ადრეული სახელები ფაზისი
ფართობი 65,8 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1-3
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა ფოთი: გეოგრაფია, ფოთის უბნები, ისტორია 41 465 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 630,17 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,5 %
რუსები 1,5 %
უკრაინელები 0,3 %
სომხები 0,2 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი 4400–4499[1]
ოფიციალური საიტი https://poti.gov.ge
ფოთი — საქართველო
ფოთი
ფოთი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ფოთი

გეოგრაფია

რელიეფი

მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, ზღვის დონიდან 1-3 მეტრზე, თბილისიდან დაშორებულია 312 კმ-ით (რკინიგზით). ქალაქის ტერიტორია შეადგენს 69 კვ. კმ-ს. ქალაქს უჭირავს ზღვისპირა ვაკე-დაბლობი, რომელსაც მდინარე რიონის ერთ-ერთი ტოტი არათანაბარ ნაწილებად ყოფს. ქალაქის მოსაზღვრე მიწები მეტწილად დაჭაობებულია, განსაკუთრებით იქ, სადაც ნიადაგის ზედაპირის დონე ზღვის დონეზე დაბალია. ქალაქს სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩამოუდის მდინარე კაპარჭინა, აქვე მდებარეობს პალიასტომის ტბა.

ჰავა

ფოთში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,1 °C, იანვრისა 5,2 °C, ივლისის — 22,9 °C. აბსოლუტური მინიმუმი -13 °C; აბსოლუტური მაქსიმუმი 41 °C. ნალექების წლიური რაოდენობა 1960 მმ.

ფლორა და ფაუნა

კოლხეთის დაბლობში გვხვდება შემდგეგი ეკოსისტემები:

  • შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ არსებული სანაპირო ზოლის ქვიშის დიუნები.
  • დაჭაობებული ტყეები მცენარეთა და ცხოველთა იმ სახეობებით, რომლებიც შეგუებულნი არიან წყალდიდობას.
  • ტორფნარები, სადაც ტორფიანი ხავსი გვხვდება.
  • მტკნარი წყალსატევები - ტბები, მდინარეები, რომელშიც წარმოდგენილია მცენარეების თევზების, აბფიბიების და ქვეწარმავლების ფართო სპექტრი.
  • შავი ზღვა.

კოლხეთის დაბლობი, უპირველეს ყოვლისა ბოტანიკური თვალსაზრისით არის საინტერესო. აქ დღემდე შემორჩენილია ფლორისტული შედგენილობით საკმაოდ მრავალფეროვანი, რელიქტური და ენდემური სახეობებით (ლაფანი, იმერული მუხა, პონტოური კანაფის მასივები, მწერიჭამია დროზერა, სამეფო გვიმრა) მდიდარი ფიტოცენოზების კომპლექსები – ჭაობების, რელიქტური კოლხური ტყეებისა და ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარე ქვიშიანი დიუნების მცენარეული დაჯგუფებებით.

შავი ზღვის პირა ზოლზე მხოლოდ აქ არის შემორჩენილი ულამაზესი მოთეთრო მოვერცხლისფროდ შებუსვილი სპარსული ხვართქლა. ნაბადას ტორფიანი უბანი გამოირჩევა ჯადვარების ბიომრავალფეროვნებით. ტორფის ხავსიან უბნებს უდიდესი გარემოს დაცვითი ღირებულება გააჩნია. როგორიცაა, გლობალური და რეგიონული კლიმატის რეგულაცია, წყალშემაკავებელი და წყალმარეგულირებელი ფუნქციები.

კოლხეთში სამკურნალო მცენარეების გამოყენებას მოსახლეობაში უძველესი ისტორია აქვს. კვლავ მითი არგონავტებზე, გრძნეული ქალი მედეა. „მედეა წამალს პრომეთეს (ამირანი) სისხლით ნაპოხ მიწაზე აღმოცენებული ყვავილებისაგან ამზადებდა-ო“ ასეა ნათხრობი მითში. დღესაც გამოიყენება სამკურნალოდ ისეთი მცენარეები როგორიცაა: კოთხოჯი, ზამბახი, ლაფანი, მოცვი, წყლის სამყურა, პიტნა, მატიტელა, ჩიტისთვალა და სხვა. ასევე ცნობილია სამკურნალო ცხოველების გამოყენება, როგორიცაა სამედიცინი წურბელა. მცენარეებს მოსახლეობა ტრადიციულად ბუნებრივი საღებავების დასამზადებლად იყენებდა: მაგ. ზამბახს, ლაფანს და სხვა.

დეკორატიული მცენარეებიდან გავრცელებულია ცხენისკბილა, ზამბახი, ყვითელი და თეთრი დუმფარა. ტყეში ველურად იზრდება ლეღვი, თეთრი და შავი თუთა, ჟოლო და მაყვალი. ეკალასა და სხვა ბალახეულებს მოსახლეობა იყენებს მხალეული კერძების დასამზადებლად. დეგრადირებული მეორადი ცენუზები საქონლის საძოვრებს წარმოადგენენ. მოსახლეობა სასილოსედ იყენებს სიმინდს, ლელს, ისლს. სასოფლო-სამეურნეო მონოკულტურებს მარცვლოვანი - სიმინდი და პარკოსნები - ლობიო და მუხუდო წარმოადგენენ. ადრე მარცვლოვანი კულტურებიდან მოჰყავდათ ისეთი ძირძველი კულტურა, როგორიცაა სპელტა (ორთავა ხორბალი). XIX საუკუნის ბოლოს ტორფის ხავსიანი ჭაობის განაპირა ჭილიან მდელოებს მოსახლეობა იყენებდა ღომისა და ბრინჯის მოსაყვანად. დღეს ბრინჯი აღარ მოჰყავთ, ღომიც იშვიათობაა სამეგრელოში. ასევე მიივიწყეს ფეტვიც. ოდითგანვე ცნობილია სუნელ-სანელებლების მოყვანა პიტნა, ზაფრანა, ქონდარი და სხვა.

ფოთის მიმდებარე ტერიტორიაზე ხარობდა ეკალღინჯები, ფოთლოვანი ხეებიდან წიფელი, მუხა, წაბლი, კოპიტი (იფანი) და ლაფნის ხეები. ამჟამად ამ მცენარეთა უმეტესობა გადაშენების პირასაა მისული გაჩეხვის გამო. რის შედეგადაც განვითარდა და გაბატონდა სწრაფადმზარდი მურყანის (თხმელა) მეორადი წარმოშობის ტყეები. ფოთში ეკოსისტემა ძირითადად ანტროპოგენულია და შეცვლილია ადამიანის ჩარევის გამო.

ქალაქში არსებული მწვანე საფარი ძირითადად წარმოდგენილია ქალაქის ცენტრალური პარკის, მალთაყვის ტყე-პარკის, გამწვანების ზოლების, სკვერების და ქუჩების გამწვანების სახით. გვხვდება სხვადასხვა სახეობის მერქნიანი, დეკორატიული, ბუჩქი და ნახევრად ბუჩქი მცენარეები. მაგალითად: ქალაქის ქუჩებში ვხვდებით ეგზოტიკურ პალმებს, ჭადრებს, ლუგუსტრინებსა და ქაფურის ხეებს. ნაბადასა და მალთაყვაში შემორჩენილია ფიჭვის კორომები. ქალაქის პირველი განაშენიანება - გამწვანება უკავშირდება რუსეთის არმიის გადამდგარი ოფიცრის ადამ კურკოვსკის სახელს, რომელიც XIX საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს ჩამოვიდა ფოთში. მან გადაწყვიტა აქ პომოლოგიური ინსტიტუტის გაშენება და ჩამოიყვანა ცნობილი გერმანელი ბოტანიკოსი რესლერი. 1873 წელს კურკოვსკიმ თხოვნით მიმართა კავკასიის მეფის ნაცვალს, გამოეყოთ მისთვის დახმარება 10 000 მანეთის ოდენობით ინსტიტუტის დასაარსებლად. ამ დროისათვის კურკოვსკის ფოთში ჩამოტანილი ჰქონდა 1000-მდე სხვადასხვა სახეობის ხეხილი, ბოსტნეული, წიწვოვანი და დეკორატიული მცენარეები. მან 4 ჰექტარის ნაკვეთზე გააშენა ულამაზესი ბაღი, ე.წ. კურკოვსკის ბაღი (ახლანდელი საცდელი სადგურის ტერიტორია) სწორედ აქედან გადატანილი ნერგებით გაშენდა ცენტრალური ბაღი, რომელსაც შემდეგ კურირებდა კურკოვსკის მეუღლე ბრონისლავა სმიტი. ცნობილია რომ 80-იანი წლების დასაწყისში რესლერმა დატოვა ფოთი და გადავიდა ბათუმში. ქალაქის ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე, ფოთიდან წაღებული ნერგებით გაუშენებია ბათუმის ბულვარი. კურკოვსკის მიერ დარგული რამდენიმე ძირი მაგნოლია, ჭაობის კვიპაროსი და ფიჭვი დღესაც დგას საცდელი სადგურისა და ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე. სხვა მცენარეებთან ერთად აქ დაირგო ციტრუსების უძვირფასესი ჯიშები. ამბობენ, ამ ბაღში მოკრეფილ ციტრუსის ნაყოფს ფოთის პოლიცმეისტერი აბაშიძე საჩუქრად უგზავნიდა ქუთაისის გუბერნატორს.

ნაბადას მიმდებარე ტერიტორიაზე მცირედ შემორჩენილ სფაგნუმიან-ტორფიანი ჭაობები და პალიასტომის ტბა საუკეთესო დასასვენებელი ადგილია მობუდარი, მოზამთრე და მიგრირებადი ფრინველებისათვის. ეს ადგილი ანაკლია-ჭურიის ტორფიანი ჭაობებისა და მის განაპირა კოლხურ ტყეებთან ერთად წარმოადგენს საყვარელ და ერთადერთ საბუდარს „ფაზანელ-კოლხად“ წოდებული კოლხური ხოხობისათვის. აქ მიგრირებს და იზამთრებს შემდეგი ფრინველები: თეთრკუდა არწივი, შავი ყარყატი, დიდი თეთრი ყანჩა, ხუჭუჭა ვარხვი, თეთრშუბლა ბატი, მყივანა გედი, გარეული იხვი. ოქტომბრის თვეში აქ სამხრეთისკენ შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ დაძრულ მტაცებლებზე დაკვირვებაა შესაძლებელი. სხვადასხვა სიმაღლეზე და სხვადასხვა სისწრაფით ლივლივებენ კაკაჩები, ძერები, კირკიტები, ძელქორები, თეთრკუდა და ბექობის არწივები. ზოგჯერ შესაძლებელია გადამფრენი შაკის თევზზე ნადირობის დანახვა. ხოლო ზღვის ნაპირთან ტალღების მოტანილი მოლუსკებისა და უხერხემლოების ძიებაში მაღალ ფეხებზე შემდგარი მექვიშიები დარბიან. მათ უკან კი ზღვაში სხვადასხვა სახეობის თოლიები და თევზიყლაპიები ნადირობენ. ზამთარში ჩრდილოეთიდან იხვების, ბატებისა და გედების გუნდები მოფრინავენ. ვხვდებით ჩვამებს, წყალზე მოლივლივე კოკონებსა და მელოტებს.

ძუძუმწოვრებიდან გავრცელებული სახეობაა ტურა, კავკასიური თხუნელა, გარეული ღორი (წითელ წინგშია შეტანილი), დელფინი აფალინა და თეთრგვერდა დელფინი.

პალიასტომის ტბა მდიდარია თევზით, განსაკუთრებით ფარგა და კეფალი. პალიასტომის ტბა ითვლება საქართველოში ფარგის გავრცელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყასლატევად. კეფალი კი ზღვის თევზია პალიასტომში. ის აღმოჩნდა პალიასტომის და შავი ზღვის დამაკავშირებელი არხის გაჭრის შემდეგ. განიცადა ადაპტაცია და შეეგუა პალისტომის ტბის საცხოვრებელ პირობებს. კოლხეთის დაბლობში გავრცელებული 88 სახეობის თევზიდან შავი ზღვის მობინადრეა 44. მტკნარი წყლის 21. ხოლო გამსვლელია 23. სხვა თევზებიდან აღსანიშნავია ხრტილოვანი თევზები - ატლანტიკური ზუთხი, სვია, ძვლოვანი თევზებიდან - შავი ზღვის ორაგული, სკუმბრია, ლობანი, ქარიყლაპია. ვერცხლისფერი ბრტყელშუბლა შეგუებულია როგორც მტკნარ ასევე მლაშე წყალში ბინადრობას. გაზაფხულზე ის ზღვიდან მდინარეში შედის, სადაც იკვებება ლამიან ფსკერზე ნაპოვნი ორგანიზმებითა და წყალმცენარეებით, ხოლო ქვირითობისთვის ზღვას უბრუნდება. ახალგაზრდა მთელ წელს მტკნარ წყალში ატარებენ. პალისტომის ტბა შავი ზღვის აკვატორიასთან ერთად აფრიკა-ევრაზიის წყლისა და ჭაობის ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია. ტენიან ტყეებში და ჭაობებში, მდინარეებში ბუდობს და იზამთრებს 194 სახეობის ფრინველი, აქედან 76 მიმომფრენია, მობინადრეა 62 და 56 მოზამთრე.

ამფიბიებიდან ყურადღებას იპყრობს ვასაკა, ტბორის ბაყაყი, ჩვეულებრივი და მცირეაზიური ტრიტონი. ქვეწარმავლებიდან გავრცელებულია წყლის ანკარა, ესკულაპის მცურავი და ჭაობის კუ.

ფოთის უბნები

მალთაყვა

მალთაყვა კლიმატური კურორტია. ჩვენამდე მოღწეული თქმულების მიხედვით მალთაყვის უბანი გაუვალი და ჭაობიანი ყოფილა. ხოლო აქ გამდინარე მდინარე მალთაყვა ღრმა. მტრების ერთ-ერთი შემოსევისას ადგილობრივმა მოსახლეობამ აქ მოიმწყვდია მომხდურები, რომელთაც სიმწრისგან აღმოხდათ „მულტა აკუა“ - რაც დიდ წყალს ნიშნავს. მას შემდეგ შემორჩა ამ ადგილს სახელწოდება მალთაყვა.

ნაბადა

ნაბადა - ფოთის ერთ-ერთი უძველესი უბანია. ბევრს ეუცნაურება სახელწოდება ნაბადა. ზეპირი გადმოცემით, კოლხეთის ისტორიის ჩინებული მცოდნე ბესარიონ გოგოლიშვილი ასე ხსნის ამ სახელწოდების წარმოშობას: ქალაქის ამ ნაწილში უსიერი, ნაბადივით შავი ტყე იყო. ამის გამო დაარქვესო - ნაბადა.

  • მეორე ვარიანტით: ყულევში იდგა სამხედრო ნაწილი. მათ მდინარეზე ნავით უხდებოდათ გადმოსვლა. რუსებიც ამიტომ ხმარობდნენ სიტყვას „на байду“, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობაში დამკვიდრდა ეს სიტყვა.
  • არის კიდევ ერთი თქმულება: ფოთში ყულევის მხრიდან მოდიოდნენ აფხაზები, სწორედ იმ ადგილას ეწერიდან გამოდიოდა ჭაობის შტოებისაგან შემდგარი მდინარე და უერთდებოდა ზღვას. აფხაზეთიდან წამოსულმა მგზავრმა ვერ შეძლო გადმოსვლა და დაიხრჩო. როდესაც ზღვაზე ღელვა შეწყდა და მდინარე კალაპოტში ჩადგა ნახეს ნაბადში გახვეული მგზავრი. ამიტომაც ამ ადგილის შესახებ იტყოდნენ „იქ სადაც ნაბადიანი კაცი დაიხრჩო“ ანუ ნაბადა.

ნახუტური

ახლანდელი ნინოშვილის უბნის სასაფლაოს ტერიტორიაზე რუსეთიდან გადმოსახლებული სტაროვერების ხუტორი არსებობდა თურმე. დროთა განმავლობაში ისინი უფრო მალთაყვის უბნისაკენ გადასულან საცხოვრებლად, ხოლო ნამოსახლარზე სასაფლაო გაუხსნიათ, რომელსაც ნახუტურს უძახიან ხოლმე.

ისტორია

ფოთი: გეოგრაფია, ფოთის უბნები, ისტორია 
ფოთის რუკა

ფაზისი

თანამედროვე ფოთის ტერიტორიაზე მდებარეობდა ისტორიული ქალაქი ფაზისი. ფაზისი დაარსდა ძვ . წ. VII საუკუნეში და იგი მნიშვნელოვან საპორტო ქალაქს წარმოადგენდა. მიიჩნევენ, რომ ფაზისი კოლონია დააარსეს მილეტის ბერძენმა ახალმოშენეებმა. ფასისი ფიგურირებს არგონავტების შესახებ მითში. მისსაგან მოდის ხოხბის სახელწოდება ევროპულ ენებში. სტრაბონის მიხედვით ის მდებარეობდა ზღვას, ტბას და მდინარეს შორის. ფაზისი იყო ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი შავი ზღვის სანაპიროზე. მიწათმოქმედების, ხელოსნობის, საფეიქრო, კერამიკული და სხვა დარგების განვითარებამ ის კოლხეთის სამეფოს ეკონომიკურ და სავაჭრო ცენტრად აქცია.

II-IV საუკუნეებში ფლავიუს არიანესა და ამიანე მარცელინუსის ცნობებით ფასისში იდგა რომის იმპერიის 400 მეომრისაგან შემდგარი გარნიზონი, ქალაქში იდგა კიბელის ტაძარი. ქალაქი ცნობილი იყო ფასისის აკადემიით, სადაც სწავლება მიმდინარეობდა ქართულ და ბერძნულ ენებზე. აქ მიიღო განათლება ცნობილმა ქართველმა ფილოსოფოსმა იოანე ლაზმა.

ქალაქ ფასისის ზუსტი ადგილმდებარეობა ჯერ კიდევ დაუდგენელია და საკამათოა მეცნიერებს შორის. გავრცელებული შეხედულებით ის ემთხვევა ფოთის მდებარეობას (ნუგზარ ნადარაია, ცოტნე მირცხულავა). საწინააღმდეგო შეხედულების თანახმად რიონის შესართავთან ან მომიჯნავე მხარეებში კლასიკური და ელინისტური ხანის ქალაქი არქეოლოგიურად არ არის დადასტურებული და მოსახლეობის ყოფაში არ ჩანს ბერძნული კულტურის ზეგავლენა ამ მოსაზრების მიხედვით ფოთს არ შეხებია ბერძნული კოლონიზაცია, ხოლო რამდენადაც ფასისი უნდა ყოფილიყო ბერძნული კოლონიზაციის შედეგი, ის უნდა მდებარეობდეს სხვა რეგიონში, შესაძლოა ჭოროხის შესართავთან, ანდა უფრო სამხრეთით და ზღვაში უნდა იყოს ჩაძირული.

შუა საუკუნეები

სახელწოდება ფოთი პირველად მოხსენებული აქვს VIII საუკუნის სომეხ ისტორიკოსს ღევონდის. ეგრისის დიდი ომის დროს ქალაქის მიდამოებში გაიმართა ფოთის ბრძოლა. ბრძოლა შედგა ბიზანტიელებსა და ირანელებს შორის 555 წელს. ირანელების იერიში ფოთის სიმაგრეზე სრული მარცხით დამთავრდა. ირანელებმა ამ ბრძოლაში 10 000-ზე მეტი მეომარი დაკარგეს, რის შემდეგაც ქუთაისისა და მუხურისისაკენ დაიხიეს.

ფოთი აფხაზთა სამეფოს მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი იყო. VII საუკუნიდან იყო სამიტროპოლიტოს ცენტრი. ქართულენოვან წყაროებში ფოთი პირველად იხენიება XI საუკუნის ძეგლში „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება“. ამ ცნობის თანახმად საზღვარგარეთიდან სამშობლოში დაბრუნებული გიორგი ათონელი ქალაქ სამსუნიდან ნავით ფოთში ჩავიდა. XIV-XV საუკუნეებში ფოთში, ისევე როგორც გონიოში, მდებარეობდა გენუის რესპუბლიკის სავაჭრო ფაქტორია.

ფოთი: გეოგრაფია, ფოთის უბნები, ისტორია 
ფოთის ციხის კოშკი, ზედა ორი სართული დაშენებულია ნიკოლაძის დროს

ფოთი ოსმალეთის იმპერიაში

1578 წელს ფოთი ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო და დიდი ციხესიმაგრე ააგო. ოსმალური გარნიზონი 62 წლის განმავლობაში აკონტროლებდა ფოთს. 1640 წელს სამეგრელოს მთავარმა ლევან მეორე დადიანმა იმერეთის სამეფოსა და გურიის სამთავროს ჯარების დახმარებით იერიშით აიღო ფოთი და დაანგრია ოსმალების მიერ აშენებული ციხე-სიმაგრე. 1723 წელს ფოთი ისევ ოსმალეთის იმპერიამ აიღო და მცირე ზომის ახალი სიმაგრე ააშენა, რომელსაც ოთხკუთხედი ფორმა ჰქონდა და ოთხივე კუთხეში კოშკით იყო გამაგრებული. ფოთში დასვეს ფაშა, რომელსაც დაექვემდებარა შავი ზღვის სანაპირო ზოლი. ოსმალეთის იმპერიის ხელში ფოთი ტყვეებით ვაჭრობის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად გადაიქცა. XVIII საუკუნეში ფოთის დაუფლება სცადა უკვე რუსეთის იმპერიამ. რუსეთისა და ქართული სამეფო-სამთავროების ერთობლივი ძალისხმევით რუსეთ ოსმალეთის 1768-74 წლების ომის დროს ორჯერ განხორციელდა ფოთის ციხეზე შეტევა 1770 და 1771 წლებში, მაგრამ ორივეჯერ უშედეგოდ. 1770-71 წლების ალყის დროს მოხდა ბრძოლა გენერალ ტოტლებენის კორპუსსა და ოსმალეთის 6000-იან ჯარს შორის, რომელიც ბათუმიდან ფოთის გარნიზონის დასახმარებლად დაიძრა. ბრძოლაში, რომელიც 1771 წლის 3 იანვარს მალთაყვის მიდამოებში გაიმართა, რუსეთის ჯარმა დაამარცხა ოსმალების დამხმარე ჯარი, თუმცა ციხის აღება ვერ შეძლო. ტოტლებენმა ფოთს ალყა 1771 წლის 6 თებერვალს მოხსნა. ტოტლებენის შემდეგ ფოთის აღებას სოლომონ I-ს, ერეკლე II-ის და მამია IV გურიელის დახმარებით ცდილობდა გენერალი ალექსეი სუხოტინი, თუმცა ციხე ვერც მან აიღო და 1771 წლის ოქტომბერში ალყა მოხსნა. 1786 წელს ოსმალეთის იმპერიამ შავიზღვისპირეთში მისი პოზიციების გასამტკიცებლად დამატებითი ზარბაზნებითა და გემებით ფოთისა და ბათუმის ციხეები გაამაგრა

ფოთის ციხის დაუფლებას რუსეთის იმპერიის სამხედრო მოხელეები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ. პავლე ციციანოვი მიიჩნევდა, რომ სამეგრელო ფოთის გარეშე არაფერს წარმოადგენდა და მისი აზრით ფოთი უფრო მეტი შენაძენი იქნებოდა ვიდრე სამეგრელო. 1807 წელს ფოთის აღებას ცდილობდა გენერალი რიკჰოფი. 1809 წლის 14 მაისს რუსეთის იმპერიის ჯარებმა გენერალ დიმიტრი ორბელიანის სარდლობით ფოთის ციხეს ალყა შემოარტყეს. ფოთის გარნიზონის დასახმარებლად დაიძრა ტრაპიზონის სერასკერი შერიფ-ფაშა. ამ დროს რუსეთის ჯარებს ებრძოდა იმერეთის მეფე სოლომონ II. გადამწყვეტი როლი შეასრულა გურიის მთავარმა მამია V გურიელმა, რომელიც ოსმალეთისა და სოლომონის მოკავშირედ მოიაზრებოდა, მაგრამ პოზიცია შეცვალა, ოსმალთა დამხმარე ჯარს უკან დასახევი გზა გადაუკეტა და მალთაყვის ბრძოლაში დაამარცხა. მიუხედავად სამხედრო წარმატებისა, 1812 წლის ბუქარესტის საზავო ხელშეკრულებით რუსეთის იმპერიამ ფოთი კვლავ დაუთმო ოსმალეთს.

საბოლოოდ ფოთი რუსეთის იმპერიამ მიიღო 1828-1829 წლების ომის შედეგად. 1827 წელს ფოთის ფაშა აჰმედმა შეკრა ალიანსი სოფიო გურიელთან, რომელიც რუსეთის იმპერიისგან გურიის სამთავროს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ცდილობდა, მაგრამ რუსეთის იმპერიის ჯარებმა 1828 წლის 15 ივლისს აიღეს ფოთი. იმპერატორ ნიკოლოზ I-ის დავალებით გზათა მინისტრმა ფოთში გაგზავნა ინჟინერ-კაპიტანი ჩადაევი. 1829 წლის ადრიანოპოლის ზავით ოფიციალურად დადასტურდა ფოთის გადაცემა ოსმალეთიდან რუსეთისთვის.

ფოთი რუსეთის იმპერიაში

ნიკოლოზ I-ის განკარგულებით ფოთის ნავსადგურის მოსაწყობად იწყება საპროექტო სამუშაო, რომელიც 1831 წელს დაასრულა გენერალ-მაიორმა მატიემ. 1831 წელს ფოთი აღწერა კარლ ჰაინრიჰ ემილ კოხმა. 1832 წელს ბარონმა როზენმა რედუტ-კალედან ფოთში გადაიტანა სახელმწიფო და საბაჟო დაწესებულებები. 1836 წელს გენერალ ესპესოს ხელმწღვანელობით ფოთში დაიწყო სამუშაოები ქალაქისა და ნავსადგურის მოსაწყობად. ოსმალების მიერ აშენებული ციხე დაშალეს, ნაშალი ძირითადად ნავსადგურის მშენებლობაში გამოიყენეს. ფოთის კოშკი იმ ციხის ნაშთია. 1847 წელს ფოთი იხსენიება როგორც სამეგრელოში მდებარე ციხე-სიმაგრე 1858 წლის 18 ნოემბერს, იმპერატორ ალექსანდრე II-ის ბრძანებულებით, დამტკიცებულ იქნა დებულება „სანავსადგურო ქალაქ ფოთის დასახლებისა და მმართველობის შესახებ“. 1859 წელს დაიწყო სამუშაოები ნავსადგურის შიდა აუზის შესაქმნელად. ამ პერიოდში ფოთში იმყოფებოდა ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა, რომელმაც ეს ამბავი ასახა თავის ნაშრომში „კავკასია“.

1858-1872 წლებში ფოთიდან ორპირამდე, კვირაში ორჯერ მოძრაობნენ ორთქლის გემები - „თავადი ბარიატინსკი“, „გოლუმჩიკი“, და სხვა. მათი საშუალებით ვაჭრებს ორპირში ჩაჰქონდათ შალეული, ტილო, მაუდი, შაქარი, მარილი და სხვა, სანაცვლოდ კი ფოთში ჩაჰქონდათ ხე-ტყის მასალა, ნედლი აბრეშუმი, ბამბა, ღვინო. ფოთის მნიშვნელობას ზრდიდა ის, რომ 1828-29 წლებში რუსეთმა ვერ მოახერხა ოსმალეთისთვის ბათუმის წართმევა. ფოთმა ჩაანაცვლა რედუტ-კალე. 1863 წელს დაიწყო ფოთის ნავსადგურის მშენებლობა ნიკოლოზ შავროვის პროექტის მიხედვით. ახლადშექმნილი ნავსადგურის ნავმისადგომები მოუწყობელი იყო ტექნიკური თვალსაზრისით, უმნიშვნელო ქარის შემთხვევაშიც ნავსადგურში მდგარი გემები ღია ზღვაში გადიოდნენ. შვიდი წლის შემდეგ პროექტი არადამაკმაყოფილებლად შეფასდა. ნავსადგურის რეკონსტრუქციის პროექტებიდან შეირჩა პროფესორ ვოზნესენსკის პროექტი. 1865 წლისთვის ფოთის მოსახლეობამ 1000-ს გადააჭარბა. 1867 წლის ზაფხულში დაიწყო რკინიგზის მშენებლობა. 1871 წელს კი გაიხსნა ამიერკავკასიის პირველი სარკინიგზო ხაზი: ფოთი-შორაპანი. 1872 წელს ფოთსა და თბილისს შორის რკინიგზის ხაზის გაყვანამ ფოთის მნიშვნელობა ძალიან გაზარდა. 1872-1885 წლებში ბაქოს ნავთობის ტრანსპორტირება თბილისი-ფოთის რკინიგზით ხდებოდა. ამიერკავკასიისთვის ეს იყო ეპოქალური მოვლენა. გაიზარდა ამიერკავკასიის სამრეწველო და სავაჭრო პოტენციალი. კაპიტალიზმის განვითარებამ ფოთი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს საკვანძო სატრანსპორტო ქალაქად აქცია.

1882 წელს ფოთმა საქალაქო თვითმმართველობის უფლება მიიღო. 1894 წლის 18 სექტემბერს ფოთის ქალაქის თავად აირჩიეს ნიკო ნიკოლაძე. ნიკოლაძე ამ თანამდებობას იკავებდა 1912 წლამდე. ხელმძღვანელობდა ნავსადგურის, ელექტროსადგურის, მუზეუმის, საკათედრო ტაძრის, გიმნაზიებისა და ხიდების მშენებლობას. მისი პროექტით განხორციელდა ფოთის დაგეგმარება. აპირებდა პალიასტომისა და სუფსის დაკავშირებას არხით. 1896 წელს გაიხსნა ბიბლიოთეკა, რაშიც თედორე კიკვაძე იყო ჩართული. 1904 წლის მეორე ნახევარში დამთავრდა საკათედრო ტაძრის მშენებლობა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის არმიის გადამდგარი ოფიცრის ადამ კურკოვსკის ძალისხმევით გაშენებულ იქნა ცენტრალური პარკი. 1905 წლის დასაწყისში დამთავრდა ნავსადგურის რეკონსტრუქცია და ამავე წლის 15 მარტს ოფიციალურად გაიხსნა ნავსადგურის ახალი შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან, რითაც ძირეულად გაუმჯობესდა მისი ექსპლუატაციის პირობები. ფოთის ნავსადგურის მშენებლობაზე საერთო დანახარჯი 1865 წლიდან 1907 წლამდე შეადგენდა 16 000 000 მანეთს. 1908 წელს განხორციელდა ფოთის ელექტროფიკაცია. განათდა ნავსადგური და რკინიგზა. 1911-12 წლებში ფოთში აშენდა 500 ადგილიანი კინოთეატრი. 1912 წლისთვის გაყვანილ იქნა წყალსადენი. 1885-1917 წლებში ფოთში იყო გურია-სამეგრელოს ეპარქიის კათედრა.

1918 წლის 28 მაისს ფოთში გაფორმდა ფოთის ხელშეკრულება. ეს იყო შეთანხმება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და გერმანიის იმპერიას შორის, რომლითაც საქართველოს რესპუბლიკამ, რომელსაც დამოუკიდებლობა ახალგამოცხადებული ჰქონდა, მიიღო გერმანიის მფარველობა.

ფოთი: გეოგრაფია, ფოთის უბნები, ისტორია 
ცხენის წევის ტრამვაი ფოთში (1906)

ფოთი საბჭოთა კავშირში

1925 წელს ი. ზარდალიშვილის ხელმძღვანელობით დაარსდა ფოთის დრამატული თეატრი. XX საუკუნის შუაში ფოთი გაიზარდა და სრულიად შეიცვალა იერსახე. 1948 წელს დადგნდა ფოთის საზღვრები, მის შემადგენლობაში მოექცა სოფელი მალთაყვა. აშენდა ახალი საცხოვრებელი მასივები, სამკურნალო და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები, სპორტულ-ტურისტული ბაზები. ფოთი გახდა კოლხეთის ჭაობების დაშრობისა და ათვისების სამეცნიერო ცენტრი. საბჭოთა პერიოდში ფოთი იყო რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი. მოქმედებდა აეროპორტი, საჰაერო ხაზით დაკავშირებული იყო თბილისთან, სოხუმთან, ქუთაისთან, ბათუმთან, ოდესასთან და სიმფეროპოლთან. განვითარებული იყო მანქანათმშენებელი, ელექტროტექნიკის, კვებისა და მსუბუქი მრეწველობა.

მოქმედი მსხვილი საწარმოები იყო გემთშემკეთებელ-გემთსაშენი ქარხანა, ჰიდრომექანიზაციის, მანქანათსაშენი, ელექტროაპარატების, რკინაბეტონის, ღვინის, ლუდის, ხილის, წვენისა და წისქვილის ქარხნები, პურის, ხორცისა და ჩაის კომბინატები, სამკერვალო ფაბრიკა. ფოთი იყო საქართველოს საოკეანო თევზჭერის ძირითადი ბაზა. 1981 წელს ამოქმედდა ფოთის ტროლეიბუსის სისტემა.

თანამედროვეობა

ფოთი: გეოგრაფია, ფოთის უბნები, ისტორია 
რუსული არმიის ნაწილები ქალაქ ფოთის შესასვლელში

2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ქალაქი ფოთი დაიბომბა რუსული ბომბდამშენების მიერ. დაბომბვა 8 აგვისტოს, 23:45 წუთზე მოხდა. 12 აგვისტოს რუსულმა არმიამ ფოთის ოკუპაცია მოახდინა. რუსებმა ქალაქში 2 პოსტი გახსნეს: 1, უშუალოდ ქალაქში-ნაბადის ტერიტორიაზე, მეორე კი-ფოთის შესასვლელში მთავარ წყალგამყოფ ხიდთან. 9 სექტემბერს, მედვედევი-სარკოზის 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შეთანხმების მიხედვით რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ფოთი დატოვეს.

ფოთის ტერიტორიაზე განლაგებულია 20 საშუალო და სპეციალური სასწავლებელი, ბიბლიოთეკები, უმაღლესი სასწავლებლები, ფოლკლორის ცენტრი, ქორეოგრაფიული სტუდია, გ. ჩიტაიას სახელობის კოლხური კულტურისა და ფოთის ისტორიის მუზეუმი და მრავალი სხვა დაწესებულება. აქ არის ნავთობგადამამუშავებელი, კვების მრეწველობის საწარმოები. 1992 წლიდან აღინიშნება ქალაქის დღესასწაული ფაზისობა. 1995 წლიდან მოქცეულია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. 2005 წელს შეწყდა სატროლეიბუსო მიმოსვლა.

პოლიტიკა

საკრებულო

პარტია 2017 2021 ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 18 20                                        
  ნაციონალური მოძრაობა 2 11                      
  საქართველოსთვის 4        
  ევროპული საქართველო 1
  პატრიოტთა ალიანსი 1
  ლეიბორისტული პარტია 1
  შენების მოძრაობა 1
  თავისუფალი საქართველო 1
სულ 25 35  

მოსახლეობა

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1876 3026
1882 ფოთი: გეოგრაფია, ფოთის უბნები, ისტორია  4785 3451 1334
1893 ფოთი: გეოგრაფია, ფოთის უბნები, ისტორია  4709
1897 ფოთი: გეოგრაფია, ფოთის უბნები, ისტორია  7666 5172 2494
1910 ფოთი: გეოგრაფია, ფოთის უბნები, ისტორია  17 080 13 340 6740
1914 ფოთი: გეოგრაფია, ფოთის უბნები, ისტორია  20 000
1959 ფოთი: გეოგრაფია, ფოთის უბნები, ისტორია  48 117
1970 ფოთი: გეოგრაფია, ფოთის უბნები, ისტორია  45 979
1979 ფოთი: გეოგრაფია, ფოთის უბნები, ისტორია  48 508
1989 ფოთი: გეოგრაფია, ფოთის უბნები, ისტორია  50 922
2002 ფოთი: გეოგრაფია, ფოთის უბნები, ისტორია  47 149
2014 ფოთი: გეოგრაფია, ფოთის უბნები, ისტორია  41 465

ეკონომიკა

ფოთი: გეოგრაფია, ფოთის უბნები, ისტორია 
სამეგრელოს მოედანი, ფოთის ბაზარი

ფოთი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია. ფოთის ნავსადგური შავი ზღვის აუზის ერთ-ერთი უდიდესი ნავსადგურია. იგი მდებარეობს ტრასეკას კორიდორზე და წარმოადგენს კავკასიის სატრანზიტო, სატრანსპორტო ქსელის უდიდეს სეგმენტს. ფოთს ევროპა-აზიის კორიდორში მნიშვნელოვანი ფუნქცია დაეკისრა. ფოთის პორტი უკავშირდება ილიჩევსკის (უკრაინა), ვარნისა (ბულგარეთი) და კავკაზის (რუსეთი) პორტებს პირდაპირი საბორნე სარკინიგზო ხაზით და ნოვოროსიისკს (რუსეთი), ბურგასსა (ბულგარეთი) და რიზეს (თურქეთი) პორტებს პირდაპირი საავტომობილო საბორნე გადასასვლელებით და უზრუნველყოფს დიდი მოცულობის ტვირთბრუნვას.

2008 წლიდან მოქმედებს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა. რკინიგზის ცენტრალურ ხაზს ფოთი უკავშირდება ფოთი-სენაკის 40 კილომეტრიანი მონაკვეთით.

სიმბოლიკა

დროშა

ფოთი: გეოგრაფია, ფოთის უბნები, ისტორია 
ქალაქ Fasso-ს დროშა პიეტრო ვესკონტეს პორტოლანიდან 1320/21 წ.
ფოთი: გეოგრაფია, ფოთის უბნები, ისტორია 
ფოთის გერბის პროექტი 1858 წ.

ქალაქის დროშა წარმოადგენს ორად გაყოფილ ნაჭერს, მარცხნივ ყვითელ ფონზე არის ლურჯი ჯვარი, მარჯვნივ ლურჯ ფონზე გამოსახულია ოქროს საწმისი. პორტოლანზე, პიეტრო ვესკონტეს (1320/21 წ., მდინარე რიონის შესართავში დასახლებული პუნქტის Fasso (ფაზისი) გამოსახულია სამწვერა ყვითელი ალამი ლურჯი ჯვრის გამოსახულებით, ასე რომ დროშის მარცხენა მხარე სიმბოლიზურად გამოსახავს ფაზისის ისტორიულ მემკვიდრეობას თანამედროვე ფოთზე, რომელიც გაშენებულია მის ადგილას. მარჯვენა მხარე — ოქროს საწმისის გამოსახულებით, გვახსენებს ჩვენ მითს არგონავტებზე, რომლებმაც ჩაუშვეს ღუზა სანაპიროებს, სადაც ახლა ფოთი მდებარეობს.

გერბი

ქალაქის თანამედროვე გერბის საფუძვლად აღებულია 1858 წლის ქალაქის გერბის პროექტი „ვერცხლისფერ მინდორზე ლაჟვარდისფერი ტალღოვანი სარტყელი, რის ქვევით ღია ჭიშკარიანი წითელი კოშკი მდებარეობს. ფარის თავისუფალ ნაწილში ქუთაისის გუბერნიის გერბია“. ფარი უნდა დაეგვირგვინებია ვერცხლის გვირგვინს, ფარის უკან უნდა განთავსებულიყო ღუზები, შეერთებული ალექსანდრეს ლენტებით. პროექტი ოფიციალურად არ იყო დამტკიცებული. გერბზე კოშკი სიმბოლიზირებდა ქალაქის ფარგლებში ერთ გადარჩენილ შუა საუკუნოვან შენობათაგანს. ოქროს საწმისი, სიმბოლიზირებს როგორც ზევით იყო აღნიშნული — მითს არგონავტებზე. ხოლო ღუზები აღნიშნავს - რომ ფოთი საპორტო ქალაქია.

დაძმობილებული ქალაქები

ფოთის ფოლკლორი

ფოთი: გეოგრაფია, ფოთის უბნები, ისტორია 
ძუკუ ლოლუას გუნდი (1919)

ფოთის კულტურული ცხოვრების ისტორია მდიდარი და მრავალფეროვანია. როდესაც ხალხურ შემოქმედებაზე და ფოლკლორზე ვსაუბრობთ, რამდენიმე მომენტს უნდა გავუსვათ ხაზი, კერძოდ ამ ქალაქში მოღვაწეობდნენ საქართველოს განთქმული ხელოვანები: ლოტბარი – ძუკუ ლოლუა, რომანოზ (რემა) შელეგია, ავქსენტი მეგრელიძე, ილიკო სუხიშვილი, მიხეილ ხავთასი, შოთა ჩახავა, არჩილ ხორავა და სხვა.

  • ილიკო სუხიშვილმა პირველი პროფესიული კოლექტივი ფოთში XX საუკუნის 20-იან წლებში ჩამოაყალიბა. ხოლო 30-იან წლებში შექმნა ქორეოგრაფიული სტუდია.
  • 1919 წელს, საქართველოში ცნობილ ლოტბარს, ძუკუ ლოლუას ფოთში დაუარსებია „ქართული ხალხური სიმღერების მოყვარულთა საზოგადოება“ და მოწაფე ქალ-ვაჟთა გუნდები, მის მიერ იქნა მოძიებული, აღდგენილი და დაუბრუნა საზოგადოებას მრავალი სიმღერა (მაგალითად „აშო ჩელა“).
  • 1921 წელს, როდესაც ძუკუ ლოლუა დანიშნეს დასავლეთ საქართველოს გუნდების ინსტრუქტორად, მისი წარდგენით, ფოთის მომღერალ ქალ-ვაჟთა სახელმწიფო გუნდის ხელმძღვანელად დაინიშნა მიხეილ ხავთასი, რომელიც XX საუკუნის 40-იან წლებში სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელიც იყო.
ფოთი: გეოგრაფია, ფოთის უბნები, ისტორია 
მიხეილ ხავთასის გუნდი
  • 1972 წელს ქალაქში შეიქმნა ანსამბლი „ფაზისი“. XX ს-ის 70-80-იან წლებში მას ხელმძღვანელობდა ირაკლი (ბოჩიკა) ლოლუა (ძუკუ ლოლუას შვილი). სამხატვრო ხელმძღვანელი - გია ჯანელიძე, ხოლო ლოტბარი – იროდი ტიკარაძე. „ფაზისის“ მემკვიდრე არის ანსამბლი „ფოთი“ და „კოლხი ბიჭები“, რომელსაც ხელმძღვანელობს რესპუბლიკური, საერთაშორისო და საკავშირო ფესტივალების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, ლოტბარი - იროდი ტიკარაძე.
  • 1970 წლიდან ფოთში ფუნქციონირებს ქორეოგრაფიული სტუდია.
  • 1980 წლიდან შეიქმნა ხალხური ცეკვის ანსამბლი „ნორჩი ფაზისელები“ - ახმედ ამბალიას ხელმძღვანელობით. საქალაქო კულტურის სახლთან გასული საუკუნის 80-90-იან წლებში ასევე ფუნქციონირებდა გოგონათა ფოლკლორული ტრიო.
  • 2003 წელს ფოთში პირველად გაიმართა შავი ზღვის აუზის ქვეყნების ბავშთა ფოლკლორული ცეკვების პირველი საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის აუზის ქვეყნების შემოქმედებითმა კოლექტივებმა. ეს კონკურსი გახდა ტრადიციული და ტარდება 3 წელიწადში ერთხელ.

გამოჩენილი ფოთელები

ფოთი: გეოგრაფია, ფოთის უბნები, ისტორია 
ძუკუ ლოლუა
    ფოთში მოღვაწეობდნენ
    ფოთში დაიბადნენ

ფოტოგალერეა

ფოთი: გეოგრაფია, ფოთის უბნები, ისტორია 
პორტის პანორამა

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ბერაძე თ. პაჭკორია მ. ჯაოშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 351-352.
  • პაჭკორია მ „ფოთის წარსულიდან“ — თბილისი, 1967
  • გამომცემლობა С.: Radt S.L. (ed. and tr.) Strabons Geographika. Vols. 1-10. Göttingen: Vandenhoeck & Ruprecht, 2002 — ongoing.
  • სტრაბონი გეოგრაფია / თარგმნ. ძვ.-ბერძნულიდან სტრატანოვსკი, გიორგი ანდრეის ძე კრუგერი ო. ო.-ს რედ., საერთ. რედ. ს. ლ. უტჩენკო მ.: ლადომირი 1994
  • გრაციანსკაია ლ. ი. სტრაბონის „გეოგრაფია“. წყაროთმცოდნეობის პრობლემები. // უძველესი ქვეყნები საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე 1986. მ., 1988. ფ. 6-175.
  • ჰეროდოტე. ისტორია 9 წიგნად. / თარგმნ., მიშენკო ფ. გ. 2 ტ. მ., 1885—1886.
    • 2-ე გამოც., გასწ. 1888.
    • 2-ე გამოც.: მ.: ეკსმო. 2008.
  • ჰეროდოტე. ისტორია. / თარგმნა და შენ. სტრატანოვსკი, გიორგი ანდრეის ძე. ლ.: მეცნიერება, 1972. 600 ფ. 50000 ეგზ.
  • სოფიო ჭაჭია, ქ. ფოთი, მდებარეობა, რელიეფი, რესურსები, ფოლკლორი. 11/12/2009

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

-1'> საქართველოს ფოსტა — 1805.
  • georgia-religion2014
  • საჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი — ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
  • გამყრელიძე გ., „ქალაქი ფაზისის ადგილმდებარეობისა და დეფინაციის საკითხისათვის“ იბერია-კოლხეთი, საქართველოს ანტიკური პერიოდის არქეოლოგიურ გამოკვლევათა კრებული, 1,2003, ძიებანი, დამატებანი, IX, გვ. 172
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ. IV გვ. 655-658 — თბილისი, 1978
  • ჩხატარაიშვილი ქ., „გურიის სამთავროს პოლიტიკური ისტორიიდან“ // მაცნე, ტ. 4, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1964. — გვ. 121-127, 141.
  • სოსელია ო., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან // მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ტ. XXX, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1954. — გვ. 130.
  • Кавказский календарь на 1847 год გვ. 65
  • გაზეთი „ივერია“, N25 გვ. 2 2 თებერვალი, 1895
  • საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 26-27, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023
  • პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-12
  • პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-12
  • Кавказский календарь на 1878 год გვ. 320
  • Кавказский календарь на 1881 год გვ. 281
  • Кавказский календарь на 1894 год გვ. 340
  • Кавказский календарь на 1898 год გვ. 344
  • Кавказский календарь на 1912 год
  • მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  • რუკა ცნობილია მარიო სანუდო უფროსის წიგნიდან, რომლის ფურცლებზე ის ქრიასტიან მმართველებს მოუწოდებდა ჯვაროსნული ლაშქრობებისაკენ იერუსალიმის გასანთავისუფლებად.
  • Tags:

    ფოთი გეოგრაფიაფოთი ს უბნებიფოთი ისტორიაფოთი პოლიტიკაფოთი მოსახლეობაფოთი ეკონომიკაფოთი სიმბოლიკაფოთი დაძმობილებული ქალაქებიფოთი ს ფოლკლორიფოთი გამოჩენილი ფოთელებიფოთი ფოტოგალერეაფოთი იხილეთ აგრეთვეფოთი ლიტერატურაფოთი რესურსები ინტერნეტშიფოთი სქოლიოფოთიმდინარერიონისამეგრელო-ზემო სვანეთის მხარესაქართველოსაქართველოს მუნიციპალიტეტებიფოთისა და ხობის ეპარქიაშავი ზღვა

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    მიხეილ ხერგიანიფრინველთა მიმოფრენაქართველი მწერლების სიაალჟირიპოლიტიკაადამიანიბორის აკუნინიმასტურბაციაკონსტანტინოპოლიქართველ მოღვაწეთა პანთეონები მოსკოვშიმელაელექტრული წინაღობაოქსიდიბუღა თურქის შემოსევაშუშანიკის წამებაუშგულის თემიკასპიის ზღვაქვემო ქართლის მხარემართლმადიდებლობააბას I (ირანი)ბაყაყიბოლნისის სიონიანტანტარომბიჯვაროსნული ლაშქრობებიიუნესკოჭიამაიასებრნისაქართველოს პრეზიდენტიყინწვისის მონასტერიდეზოქსირიბონუკლეინის მჟავანილოსისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიამორფოლოგია (ენათმეცნიერება)კვორუმიფუტკრებიჰაერიყიზილბაშებიგიორგი XIIირლანდიაგიორგი IV ლაშამადაგასკარიმიხეილ ლომონოსოვისვანური კოშკიაღდგომაშველისქესობრივი აქტისაქართველო XV საუკუნეშისაქართველოს საპროტესტო გამოსვლები (2023)ნიკოლოზ ბარათაშვილისაფრანგეთიციყვილობიკორუფციაკონტინენტიოგანესონიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითჯაყოს ხიზნებინახშირწყლებიენგურის ჰიდროელექტროსადგურილეგიტიმაციამონა ლიზადავით გურამიშვილიქართლის ცხოვრებათერგდალეულებილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიცხოველებინარკოტიკივულკანიგარემოს დაცვაქართვლის დედაშავი ზღვაკალათბურთისალამურიერთეულთა საერთაშორისო სისტემაალავერდიქაქუცა ჩოლოყაშვილინიკო ბაგრატიონიშეცდომა (ქართული ტელესერიალი)კაპიტალიზმი🡆 More