საქართველოს მუნიციპალიტეტები

საქართველოს მუნიციპალიტეტები — ქვედა დონის ადმინისტრაციული ერთეულები საქართველოში.

მუნიციპალიტეტი არის ერთადერთი ერთეული საქართველოში, სადაც ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობა. საქართველოში 2020 წლის მდგომარეობით 69 მუნიციპალიტეტია. მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 9 მხარეში, რომლებიც წარმოადგენენ დე-ფაქტო ერთეულებს. 69 მუნიციპალიტეტიდან 64 სასოფლო (თვითმმართველი თემი) და 5 საქალაქო (თვითმმართველი ქალაქი) მუნიციპალიტეტია, თუმცა მათ შორის იურიდიული განსხვავება არ არსებობს. მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია დედაქალაქი თბილისი. ხუთი მუნიციპალიტეტი 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის მიერ. საქართველოში ერთ მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა საშუალო რაოდენობა შეადგენს 58 ათას ადამიანს, რაც ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი მსხვილი მაჩვენებელია. მუნიციპალიტეტი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. მისი წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო, ხოლო აღმასრულებელ შტოს ხელმძღვანელობს მერი. მერი და საკრებულო ირჩევა მოსახლეობის მიერ 4 წლის ვადით.

საქართველო
საქართველოს მუნიციპალიტეტები
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:
საქართველოს პოლიტიკური
მოწყობა
პრეზიდენტი : სალომე ზურაბიშვილი
აღმასრულებელი ხელისუფლება
საქართველოს მთავრობა
პრემიერ-მინისტრი : ირაკლი კობახიძე
საკანონმდებლო ხელისუფლება
საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის თავმჯდომარე : შალვა პაპუაშვილი
პარტიები პარლამენტში :
პოლიტიკური პარტიები
სასამართლო ხელისუფლება
საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საერთო სასამართლოები
ტერიტორიული მოწყობა
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

ისტორია

რაიონები შეიქმნა 1929-1930 წლებში საქართველოს სსრ-ის ტერიტორიაზე მანამდე არსებული მაზრების დაშლის შედეგად. 1991-2006 წლებში საქართველოს რაიონები იმართებოდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული პირის, ჯერ პრეფექტის, შემდეგში გამგებლის მეშვეობით. რაიონის ფარგლებში 1998-2006 წლებში არსებობდა კიდევ ერთი სუბ-ნაციონალური დონე, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდებოდა. თვითმმართველ ერთეულებს წარმოადგენდნენ სოფელი, თემი, დაბა და ქალაქი (გარდა ხუთი ე.წ. რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქისა) და მათი რაოდენობა შეადგენდა 1004 ერთეულს. 2005 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ მომზადებული იყო პროექტი, რომელიც საქართველოში ორდონიანი თვითმმართველობის შემოღებას ითვალისწინებდა. პროექტის მიხედვით უნდა შექმნილიყო 298 ქალაქი და თემი და 13 მხარე. პროექტი არ იქნა მიღებული, მის ნაცვლად განხორციელდა არსებული ერთეულების გამსხვილება, გაუქმდა ქვედა დონე, რაიონებს ეწოდა მუნიციპალიტეტი და ადგილობრივი თვითმმართველობა შემოღებულ იქნა მუნიციპალიტეტის დონეზე. 2006 წელს ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები მუნიციპალურ დონეზე, სადაც არჩეულ იქნენ მუნიციპალიტეტების საკრებულოები. 2010 წელს ჩატარდა თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები. 2013 წელს საქართველოს მთავრობამ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა მინიმუმ 59 ახალი მუნიციპალიტეტის შექმნას, თუმცა საბოლოოდ შეიქმნა მხოლოდ შვიდი ახალი მუნიციპალიტეტი, ქალაქები თელავი, მცხეთა, გორი, ახალციხე, ამბროლაური, ოზურგეთი და ზუგდიდი. 2014 წელს ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებში პირველად იქნენ არჩეული მუნიციპალიტეტების მერები პირდაპირი წესით. 2017 წელს ახლადშექმნილი 7 მუნიციპალიტეტი გაუქმდა..

მუნიციპალიტეტების სია

საქართველოს მუნიციპალიტეტები 
საქართველოს მუნიციპალიტეტების მოსახლეობის სიმჭიდროვე, 2014 წ.
სახელწოდება ადმინისტრაციული
ცენტრი
ფართობი
(კმ²)
მოსახლეობა
(ადამიანი)
(აღწერა 2014)
მოსახლეობა
(ათასი ადამიანი)
(შეფასება, 2020)
მოსახლეობის სიმჭიდროვე
(ადამ/კმ², 2014)
თვითმმართველი ქალაქები
თბილისი თბილისი 504,2 1108717 1184,8 2198,8
ბათუმი ბათუმი 82,3 152839 189,1 1857,1
ქუთაისი ქუთაისი 67,7 147635 135,2 2180,7
რუსთავი რუსთავი 60,6 125103 128,7 2064,4
ფოთი ფოთი 65,8 41465 41,5 630,2
თვითმმართველი თემები
გორის მუნიციპალიტეტი გორი 1352,2 125692 121,1 93
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ზუგდიდი 692 105509 100,2 152,5
მარნეულის მუნიციპალიტეტი მარნეული 935,5 104300 107,2 111,5
გარდაბნის მუნიციპალიტეტი გარდაბანი 1212,2 81876 80,4 67,5
ქობულეთის მუნიციპალიტეტი ქობულეთი 711,3 74794 72,2 105,2
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ოზურგეთი 675 62863 59,9 93,13
თელავის მუნიციპალიტეტი თელავი 1094,5 58350‬ 55,3 60
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ზესტაფონი 423,7 57628 55,5 136
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი წყალტუბო 700,1 56883 47,9 81,2
მცხეთის მუნიციპალიტეტი მცხეთა 636,5 55651‬ 53,2 87,4
გურჯაანის მუნიციპალიტეტი გურჯაანი 846 54337 52,1 64,2
ბოლნისის მუნიციპალიტეტი ბოლნისი 804 53590 55,6 66,7
ხაშურის მუნიციპალიტეტი ხაშური 585,2 52603 51,3 89,9
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი საგარეჯო 1553,7 51761 52,2 33,3
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ბათუმი 356,4 51189 52,6 143,6
სამტრედიის მუნიციპალიტეტი სამტრედია 364,1 48562 44,0 133,4
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი ახალქალაქი 1235 45070 41,5 36,5
კასპის მუნიციპალიტეტი კასპი 803,2 43771 42,0 54,5
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ლაგოდეხი 890,2 41678 41,1 46,8
ქარელის მუნიციპალიტეტი ქარელი 687,7 41316 40,8 60,1
ჭიათურის მუნიციპალიტეტი ჭიათურა 540 39884 38,6 73,9
სენაკის მუნიციპალიტეტი სენაკი 520.7 39652 35,0 76,2
ახალციხის მუნიციპალიტეტი ახალციხე 1010.3 38895 39,4 38,5
საჩხერის მუნიციპალიტეტი საჩხერე 768,5 37775 35,3 49,2
თერჯოლის მუნიციპალიტეტი თერჯოლა 357 35563 31,9 99,4
მარტვილის მუნიციპალიტეტი მარტვილი 880,6 33463 31,8 38
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ლანჩხუთი 533.1 31486 30,2 59,1
ახმეტის მუნიციპალიტეტი ახმეტა 2207,6 31461 28,9 14,3
ხობის მუნიციპალიტეტი ხობი 676 30548 28,2 45,2
სიღნაღის მუნიციპალიტეტი სიღნაღი 1251 29948 29,3 23,9
ყვარლის მუნიციპალიტეტი ყვარელი 1000 29827 30,3 29,8
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი წალენჯიხა 646,7 26158 23,7 40,4
დუშეთის მუნიციპალიტეტი დუშეთი 2981.5 25659 26,2 8,6
ბორჯომის მუნიციპალიტეტი ბორჯომი 1189 25214 25,0 21,2
ვანის მუნიციპალიტეტი ვანი 557 24512 21,6 44
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი ნინოწმინდა 1354 24491 19,6 18,1
ხონის მუნიციპალიტეტი ხონი 428,5 23570 21,4 55
ხულოს მუნიციპალიტეტი ხულო 710 23327 26,3 32,9
აბაშის მუნიციპალიტეტი აბაშა 322,5 22341 19,9 69,3
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი ჩხოროწყუ 619,4 22309 21,5 36
ბაღდათის მუნიციპალიტეტი ბაღდათი 815,4 21582 18,7 26,5
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი დედოფლისწყარო 2532 21221 20,8 8,4
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი თეთრიწყარო 1174,5 21127 22,2 18
ტყიბულის მუნიციპალიტეტი ტყიბული 478,8 20839 18,2 43,5
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ხარაგაული 913,9 19473 18,7 21,3
დმანისის მუნიციპალიტეტი დმანისი 1198,8 19141 20,6 16
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ჩოხატაური 825.1 19001 18,0 23
წალკის მუნიციპალიტეტი წალკა 1050,6 18849 19,5 17,9
ქედის მუნიციპალიტეტი ქედა 452 16760 16,8 37,1
ადიგენის მუნიციპალიტეტი ადიგენი 799.6 16462 16,1 20,6
შუახევის მუნიციპალიტეტი შუახევი 588 15044 15,0 25,6
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ამბროლაური 1142 11186 10,5 9,8
ცაგერის მუნიციპალიტეტი ცაგერი 754 10387 8,8 13,8
ასპინძის მუნიციპალიტეტი ასპინძა 825 10372 10,5 12,6
თიანეთის მუნიციპალიტეტი თიანეთი 906,3 9468 10,2 10,4
მესტიის მუნიციპალიტეტი მესტია 3044,5 9316 9,4 3,1
ონის მუნიციპალიტეტი ონი 1360 6130 5,7 4,5
ლენტეხის მუნიციპალიტეტი ლენტეხი 1344 4386 4,1 3,3
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი სტეფანწმინდა 1081,7 3795 3,8 3,5
რუსეთის მიერ ოკუპირებული მუნიციპალიტეტები
სახელწოდება ადმინისტრაციული ცენტრი ფართობი (კმ²) მოსახლეობა (2002) მოსახლეობა (ბოლო) მოსახლეობის სიმჭიდროვე

(ადამ/კმ²)

აჟარის მუნიციპალიტეტი აჟარა 87,7 1956 196 2,2
თიღვის მუნიციპალიტეტი ავნევი 406 1591 4531 11,1
ერედვის მუნიციპალიტეტი ერედვი 8334 3764‬
ქურთის მუნიციპალიტეტი ქურთა 7323 4029
ახალგორის მუნიციპალიტეტი ახალგორი 1011 7703 4209 4,1
    შენიშვნები

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • „ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში 1991-2014“, თბილისი, 2015

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

საქართველოს მუნიციპალიტეტები ისტორიასაქართველოს მუნიციპალიტეტები მუნიციპალიტეტების სიასაქართველოს მუნიციპალიტეტები იხილეთ აგრეთვესაქართველოს მუნიციპალიტეტები ლიტერატურასაქართველოს მუნიციპალიტეტები რესურსები ინტერნეტშისაქართველოს მუნიციპალიტეტები სქოლიოსაქართველოს მუნიციპალიტეტებიადგილობრივი თვითმმართველობადე-ფაქტოდედაქალაქიევროპამერირუსეთისაკრებულოსაქართველოსაჯარო სამართლის იურიდიული პირი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაკურო (ასტროლოგია)ამეთვისტოსაქართველოს პრემიერ-მინისტრითბილისის მეტროპოლიტენიგიორგი ანწუხელიძეალაზნის ვაკეიტალიის სერია Aნიკო ნიკოლაძემცხეთანაპოლეონ ბონაპარტიმილიმეტრისაქართველო XV საუკუნეშიმურა დათვისიმონ Iქართული ენააშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაბუნებრივი გადარჩევასაქართველოს სამხედრო წოდებებიმათემატიკასეკულარიზმიკლიმატის ცვლილებაშუშანიკის წამებადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენასვანეთიუილიამ შექსპირიფოცხვერიევოლუციასიტყვასიმბოლიზმიგლობალიზაციადემეტრე II თავდადებულისაერთაშორისო სამართალივიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელიგიორგი III (საქართველოს მეფე)ლამპრობამდინარეგერმანიის ქალაქების სიასაქართველოს ოქროს ხანანოე სულაბერიძეგანახლებადი ენერგიათუშეთიძალაუკრაინაახალქალაქიჯიხვიდუნაიმთლიანი შიდა პროდუქტისაქართველოს კონსტიტუციამამუკა მდინარაძექართველები რუსეთშისაქართველო IX-X საუკუნეებშიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითმინერალებიჯუზეპე ვერდიდავითიანი (ნაწარმოები)პითაგორას თეორემაბესლანის ტერაქტირომის იმპერიადავით სარაჯიშვილიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)სამკუთხედინატურალური რიცხვიბუდიზმიჯეიმზ კუკიმონღოლთა ბატონობა საქართველოშისიყვარულიტაივანიილია ჭავჭავაძეძველი ეგვიპტეჩონგურიკუთხესერგო ორჯონიკიძემანგლისიფილტვებისარკაზმიეგრისის დიდი ომიფრინველები🡆 More