ბორჯომი: ქალაქი საქართველოში

ბორჯომი — ქალაქი და კურორტი აღმოსავლეთ საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრი.

ბორჯომი: გეოგრაფია, ისტორია, კურორტი ტერმინს „ბორჯომი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბორჯომი (მრავალმნიშვნელოვანი).

მოსახლეობა 10 546 ადამიანი (2014 წ.). ბორჯომში არის ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია, განათლების და კულტურის დაწესებულებები.

ქალაქი
ბორჯომი
ბორჯომი: გეოგრაფია, ისტორია, კურორტი
ბორჯომის ხედი
დროშა გერბი
ბორჯომი: გეოგრაფია, ისტორია, კურორტი ბორჯომი: გეოგრაფია, ისტორია, კურორტი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
დაქვემდებარება ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°50′20″ ჩ. გ. 43°22′45″ ა. გ. / 41.83889° ჩ. გ. 43.37917° ა. გ. / 41.83889; 43.37917
პირველი ხსენება XIX საუკუნე
ამჟამინდელი სტატუსი 1918
ფართობი 16,85 კმ²
ცენტრის სიმაღლე 800-900
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 10 546 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 625,88 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 92,9 %
სომხები 4,3 %
რუსები 1,1 %
ოსები 0,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 367
საფოსტო ინდექსი 1200
ბორჯომი — საქართველო
ბორჯომი
ბორჯომი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ბორჯომი
ბორჯომი — ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ბორჯომი

გეოგრაფია

მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, მდინარეების მტკვრის და მისი მარჯვენა შენაკადების ბორჯომულასა და გუჯარეთისწყლის შესართავთან, მესხეთის ქედის აღმოსავლეთ და თრიალეთის ქედის დასავლეთ ტყიან (უმეტესად წიწვოვანი) კალთებზე, ზღვის დონიდან 800-900 მეტრ სიმაღლეზე. თბილისიდან 150 კმ. ქალაქს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი.

ჰავა ზომიერად ნოტიოა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 8,3 °C, იანვრისა -2,8 °C, ივლისის 19 °C. აბსოლუტური მინიმუმი -29 °C, აბს. მაქსიმუმი 37 °C. ნალექების რაოდენობა 653 მმ წელიწადში, მაქსიმუმი მაისსა და ივნისში, მინიმუმი დეკემბერში. მზის ნათების ხანგრძლივობა 850-1900 სთ წელიწადში.

ბორჯომში გადის ხაშური-ვალეს რკინიგზის ხაზი. ვიწროლიანდაგიანი რკინიგზით დაკავშირებულია დაბა ბაკურიანთან. ბორჯომზე გადის ხაშური ვალესა და ბორჯომი-ახალქალაქის საავტომობილო გზები.

ისტორია

ბორჯომი: გეოგრაფია, ისტორია, კურორტი 
ეკატერინეს წყარო ბორჯომის პარკში
ზვიად ავალიანის ფოტო

ქალაქის ტერიტორიაზე აღმოჩენილია I საუკუნის თლილი ქვით ნაგები აბაზანის ნაშთები. სავარაუდოდ, ბორჯომის მინერალურ წყალს უძველესი დროიდან იყენებდნენ სამკურნალოდ. XVI-XVIII საუკუნეებში ბორჯომის ხეობაზე ოსმალეთის გამუდმებულმა თავდასხმებმა ეს მხარე გააპარტახა და მინერალური წყლების არსებობა დავიწყებას მიეცა. ამ პერიოდში ბორჯომის ტერიტორიაზე იყო რამდენიმე სოფელი: ნუა, ფაფა, ჭალა. იმავე ხანებში ურავლის ხეობაში იყო ბორჯომის სახელით ცნობილი სოფელი (სოფელ ანდრიაწმინდის ახლოს). ვარაუდობენ, რომ ეს სახელი უნდა მოეტანათ ოსმალეთის დაპყრობითი ომების შედეგად ლტოლვილ მოსახლეობას. სხვა ვერსიით ამ პუნქტს ბორჯომი უნდა დარქმეოდა ურავლის ხეობის სოფლისა და სოფელ ნუის წყლების თვისებათა მსგავსების გამო.

წყაროებში სახელი ბორჯომი პირველად XIX საუკუნეში იხსენიება. მისი დაარსება განაპირობა მინერალური წყლების ხელახლა აღმოჩენამ. XIX საუკუნის დასაყისში ამჟამინდელი ბორჯომის პარკის ტერიტორიაზე მიაგნეს მინერალური წყლის ორ საბადოს. იქვე ააშენეს სახლები და სწორედ ამ დასახლებას დაერქვა ბორჯომი. ტერიტორია ეკუთვნოდა ავალიშვილებს. 1871 წელს ბორჯომი გადაეცა კავკასიის მეფისნაცვალს მიხეილ რომანოვს. რომანოვისთვის მდინარე მტკვირს მარცხენა ნაპირზე ააშენეს ორსართულიანი სასახლე. 1890 წელს „ბორჯომის“ საწარმოო ჩამოსხმა დაიწყო. 1892-1895 წლებში ლიკანში აშენდა სასახლის კომპლექსი და მოეწყო დიდი პარკი (არქ. ლ. ბენუა). 1894 წელს გაიყვანეს ხაშური-ბორჯომის რკინიგზის ხაზი. 1898 წელს ამუშავდა ბორჯომის ჰიდროელექტროსადგური. XIX საუკუნის დამლვეს ბორჯომში უკვე რამდენიმე საწარმო იყო. 1902 წელს დასრულდა ბორჯომი-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის მშენებლობა. ქალაქის სტატუსი მიიღო 1918 წელს. 1920 წელს ქალაქის თავად არჩეულ იქნა ვიქტორ ღლონტი.

1930 წლიდან გახდა ბორჯომის რაიონის ცენტრი. 1935-1938 წლებში აშენდა პროფკავშირების სანატორიუმების კომპლექსები. 1965 წელს გაყვანილ იქნა ბორჯომის მაღისა და პლატოს დამაკავშირებელი საბაგირო გზა (არქ. გ. ჩაჩანიძე). 1972 წელს აშენდა რკინიგზის სადგური (არქ. გ. მოძმანიშვილი). 1976 წელს რომანოვის დამწვარი სასახლის ადგილზე აშენდა 14 სართულიანი 500-ადგილიანი სანატორიუმი (არქ. ი. ზაალიშვილი). საბჭოთა პერიოდში ბორჯომში მოქმედებდა წყლის ჩამომსხმელი საწარმოთა გაერთიანება „ბორჯომი“, შუშის ტარისა და პურის ქარხნები, ხორცკომბინატი.

კურორტი

ბორჯომი: გეოგრაფია, ისტორია, კურორტი 
ქალაქ ბორჯომის ხედი საბჭოთა პერიოდის სანატორიუმით
ზვიად ავალიანის ფოტო

ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია. საბჭოთა კავშირი დროს ჰქონდა საკავშირო კურორტის სტატუსი. რელიეფურ და მიკროკლიმატურ თავისებურებათა მიხედვით ბორჯომში გამოიყოფა რამდენიმე უბანი, რომელთაგან მკურნალობისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობებით გამოირჩევა ლიკანი, ფაფა და პლატო. კურორტის ძირითადი სამკურნალო საშუალებაა მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ სასმელად და ბალნეოლოგიური პროცედურებისთვის.

ბორჯომის სხვა სამკურნალო ფაქტორებია კლიმატოთერაპია, ტალახით მკურნალობა და სხვა. კლიმატოთერაპიისთვის საუკეთესო დროა ივნისი-ოქტომბერი. სამედიცინო ჩვენებები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძისა და სანაღველე გზების ქრონიკული დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, გულ-სისხლძარღვთა ზოგიერთი დაავადება. სეზონი გრძელდება მთელ წელს.

ბორჯომთან ახლოს განლაგებულია ბორჯომის ჯგუფის კურორტები: ახალდაბა, ქვიშხეთი, წაღვერი, ცემი, ლიბანი, პატარა ცემი, ბაკურიანი, ციხისჯვარი.

მოსახლეობა

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1900 3500
1922 ბორჯომი: გეოგრაფია, ისტორია, კურორტი  3913
1926 ბორჯომი: გეოგრაფია, ისტორია, კურორტი  5372
1939 ბორჯომი: გეოგრაფია, ისტორია, კურორტი  14 317
1959 ბორჯომი: გეოგრაფია, ისტორია, კურორტი  15 332
1970 ბორჯომი: გეოგრაფია, ისტორია, კურორტი  16 316
1974 ბორჯომი: გეოგრაფია, ისტორია, კურორტი  16 900
1979 ბორჯომი: გეოგრაფია, ისტორია, კურორტი  18 059
1989 ბორჯომი: გეოგრაფია, ისტორია, კურორტი  19 007
2002 ბორჯომი: გეოგრაფია, ისტორია, კურორტი  14 455
2014 ბორჯომი: გეოგრაფია, ისტორია, კურორტი  10 546

ისტორიული ძეგლები

ბორჯომთან ახლოს შემორჩენილია შუა საუკუნეების ნაგებობები გოგიას ციხე და პეტრეს ციხე.

სპორტი

ბორჯომში მოქმედებს ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი „ბორჯომი“ და არის 4 ათას მაყურებელზე გათვლილი ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის სპორტული მოედანი. 2005 წლის 22 ივნისს საქართველომ ბორჯომი, ბაკურიანთან და თბილისთან ერთად 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პრეტენდენტ ქალაქად დაასახელა.

გალერეა

ლიტერატურა

  • ბაულაძე ვ., ზონენაშვილი ჟ., უშვერიძე გ., ბაგრატიონი ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 477-478.
  • ხუჯაძე გ. „ბორჯომის ხეობა“ — თბილისი 1969

სქოლიო

Tags:

ბორჯომი გეოგრაფიაბორჯომი ისტორიაბორჯომი კურორტიბორჯომი მოსახლეობაბორჯომი ისტორიული ძეგლებიბორჯომი სპორტიბორჯომი გალერეაბორჯომი ლიტერატურაბორჯომი სქოლიობორჯომი2014აღმოსავლეთი საქართველობორჯომის მუნიციპალიტეტიბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სვანური კოშკიდანიაუნგრეთისაქართველო IV საუკუნეშიიაპონიასამცხე-ჯავახეთის მხარესიურრეალიზმიირაკლი ღარიბაშვილილავრენტი ბერიაშარკა ბლუმურა დათვიოქტავიანე ავგუსტუსიჯემალ ქარჩხაძეალეგორიადადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიარწივირაჭაჰემოგლობინიამიერკავკასიური ზაზუნასაქართველო VI საუკუნეშიზმნაკრავაი ჯაყელიკორდილიერებიაშშ-ის პრეზიდენტების სიაქართლის ცხოვრებავენდეტაკონტინენტიელინიზმისაქართველოს სატელეფონო კოდებიგლობალური დათბობაპანკრეასისომხური სამოციქულო ეკლესიაქაქუცა ჩოლოყაშვილიქვეყნების სიახელისუფლების დანაწილებაყივანახველაბარსელონასოფლის მეურნეობაEuropebetცივი ომიკარტოფილიალეკო ელისაშვილიქალწული (ასტროლოგია)კირჩხიბი (ასტროლოგია)დუნაისანტიმეტრისიმონ Iნიანგებიჭიანჭველასებრნითორნიკე ერისთავირამაზ გიორგობიანიერეკლე II-ის ოჯახიგაპიროვნებაპაკისტანიფრინველებინახშირბადივირუსებიკანადასალომე სამადაშვილიხევისბერი გოჩაგურამ დოჩანაშვილიპორტრეტიბრაზილიამოცულობასამასი არაგველიუცხოური აგენტების კანონიტურიზმიმცენარეებისომხეთიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიალობიპოლიტიკური გეოგრაფიათბილისის ზღვატაო-კლარჯეთინარკოტიკიმთავარი გვერდიშხარა🡆 More