ახალქალაქი: ქალაქი საქართველოში

ახალქალაქი — ქალაქი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.

ახალქალაქი: გეოგრაფია, ისტორია, დემოგრაფია ტერმინს „ახალქალაქი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ახალქალაქი (მრავალმნიშვნელოვანი).

ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ქალაქში დგას მესროპ მაშტოცის ძეგლი. ახალქალაქში არის ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის რეზიდენცია.

ქალაქი
ახალქალაქი
ახალქალაქი: გეოგრაფია, ისტორია, დემოგრაფია
ახალქალაქის ციტადელისა და მეჩეთის ხედი
დროშა გერბი
ახალქალაქი: გეოგრაფია, ისტორია, დემოგრაფია ახალქალაქი: გეოგრაფია, ისტორია, დემოგრაფია

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°24′20″ ჩ. გ. 43°29′10″ ა. გ. / 41.40556° ჩ. გ. 43.48611° ა. გ. / 41.40556; 43.48611
დაარსდა 1064
ცენტრის სიმაღლე 1700
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 8295 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 93,8 %
ქართველები 5,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 362
საფოსტო ინდექსი 0700
საავტომობილო კოდი 261
ოფიციალური საიტი http://akhalkalaki.ge
ახალქალაქი — საქართველო
ახალქალაქი
ახალქალაქი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ახალქალაქი
ახალქალაქი — ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ახალქალაქი

გეოგრაფია

მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, მდინარეებისფარავანსა და მურჯახეთისწყალს შორის, ვრცელ და სუსტად დანაწერვებულ პლატოზე, ზღვის დონიდან 1700 მ სიმაღლეზე, ახალციხიდან 74 კმ. ახალქალაქში გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს11.

ახალქალაქში მთის სტეპის ჰავაა. იცის ცივი ზამთარი და გრილი და ხანგრძლივი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 4,9 °C. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -7,3 °C, აგვისტოსი 16 °C. აბსოლუტური მინიმუმი -38 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი 34 °C. ნალექები 550 მმ წელიწადში.

ისტორია

ახალქალაქი: გეოგრაფია, ისტორია, დემოგრაფია 
ფრაგმენტი ანტონიო ძატას რუკიდან, გამოცემული ვენეციაში 1784 წელს. დატანილია ახალქალაქი, საქართველო

არქეოლოგიური მონაცემებით ახალქალაქში ადამიანს უძველესი დროიდან უცხოვრია. 1960 წელს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი გ. გრიგოლია) შეისწავლა აშელის ზედა საფეხურის ღია ტიპის სადგომები, ე.წ. ახალქალაქი I, რომელიც მდებარეობს ქალაქის სამხრეთით 1 კმ-ზე, მდინარე ფარავნის მარცხენა ნაპირას, 15 მ. სიმაღლის ტერასაზე და ახალქალაქი II, რომელიც მდებარეობს ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით 1,5 კმ-ზე, მდინარე მურჯახეთისწყლის მარჯვენა ნაპირის 10-12 მ. სიმაღლის ტერასაზე. მიწის ზედაპირზე შეგროვებულია ანდეზიტისა და ბაზალტისგან ნაკეთები ხელცულები, საჩეხი იარაღები, სახოკები, ნუკლეუსები და ანატკეც-ანამტვრევები.

მდინარეე ფარავნისა და მურჯახეთისწყლის შესართავებს შორის მოქცეულ კონცხზე, თანამედროვე ახალქალაქის ჩრდილო-დასავლეთით არსებობდა წინარეანტიკური პერიოდის დასახლება. ადრე შუა საუკუნეების ბოლოს კონცხის ჩრდილოეთით იყო სოფელი.შემორჩენილია თლილი ქვით მოპირკეთებული საყდრის ნანგრევები. აქ 1968-1969 წლებში გაითხარა ქვითა და თიხით ნაშენი სახლები, პირუტყვის სადგომები, კერები, თიხის ჭურჭელი და სხვ.

IX-X საუკუნეებში სოფელი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ქალაქად გადაიქცა. X საუკუნიდან ახალქალაქი ჯავახეთთან ერთად საუფლისწულო მამული იყო. მირაშხნის წარწერა გვამცნობს 1064 წელს ალფ-არსლანის საქართველოში შემოსევის, ფარსმან თმოგველისა და მესხი აზნაურების ახალქალაქის გმირული დაცვის შესახებ:

ახალქალაქი: გეოგრაფია, ისტორია, დემოგრაფია 
„სახელითა ღმრთისაითა. მე, გიორგა ხუცესმან, დავწერე მას ჟამს, ოდეს გას მოვიდა ხორასანი ქალაქით. ჰოი, მე, გიორგაი ფრიად ცოდვილს. მეწიფა მოვიდა ჯავახეთს და შეჰრისხა ყოველი ყოველს ქრისტესდა. მეტად ახალქალაქით წაიღო, ასწყუიდა და ტუყუედ წაიღო. ყოველი მესხი აზნაური შიგან დგა. ფარსმან პირ ექმნა მეფეს. მოკლეს და ყოველი ასწყუიდეს. უფალო, შეუნდვნენ გოჰარის ცოდვანი, ამენ და მირაშხნელთა ყოველთა შეუნდვენ, უფალო, ამენ. მეცა ფრიად ცოდვილი მომიხსენეთ, გიორგა ბერი“

XI საუკუნეში ჯავახეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცენტრი გახდა, შეცვალა რა წუნდა, იყო ვაჭროებისა და წარმოების მნიშვნელოვანი კერა. ქალაქის გამაგრება-შემოზღუდვა დაიწყო XI საუკუნეში ბაგრატ III-ის დროს და დასრულდა ბაგრატ IV-ის დროს. დღემდეა შემორჩენილი ძველი ქალაქის დაზიანებული ქვის მაღალი და სქელი გალავანი, რომელსაც მთავარი კარიბჭე დატანებული ჰქონდა სამხრეთ-აღმოსავლეთით, ციხე-კოშკები, ტაძრისა და ქარვასლის ნანგრევები, 2 ეკლესიის საძირკველი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა X-XIII საუკუნეების ხელოსანთა უბნის ნაშთები (ზეთსახდელი გელაზები და სხვ.), მოჭიქული და მოუჭიქავი თიხის ადგილობრივი ჭურჭელი, მინის საგნები, მონეტები.

ახალქალაქი: გეოგრაფია, ისტორია, დემოგრაფია 
„ციხეთა უფალნი კაცნი მტკიცედ იყვნეს ერთგულებასა ზედა ბაგრატისსა, თვინიერ ფარსმან თმოგველისა და ბეშქენ ჯაყელისა, თუხარისის ერისთავისა. წავიდეს ჯავახეთს და იწყეს ახალქალაქისა ზღუდესა შენებად, რამეთუ მას ჟამსა უზღუდო იყო“
(„მატიანე ქართლისაი")

XI საუკუნის 60-იან წლებში იგი ალფ-არსლანის ურდოებმა ააოხრეს. XIII საუკუნეში ქალაქი გადაწვეს მონღოლებმა. XV საუკუნეში ახალციხეს დაეპატრონენ სამცხის ერისთავი ჯაყელები. 1538 წელს ახალქალაქი იქცა ბაგრატ III იმერთა მეფესა და ყვარყვარე ათაბაგს შორის ბრძოლის ასპარეზად. ქალაქი ძლიერ დაზიანდა. XVI საუკუნის 50-იან წლებში ახალქალაქი აიღეს შაჰ-თამაზის ურდოებმა. XVI საუკუნის ბოლოს ახალქალაქი დაიპყრო ოსმალეთის იმპერიამ და იგი ჩილდირის საფაშოს შემადგენლობაში სანჯაყის ცენტრად აქცია. დანგრეული ქალაქი აღადგინა XVII საუკუნეში შავშეთის ბეგმა. XVIII საუკუნის 70-იან წლებში ერეკლე II-მ რამდენჯერმე სცადა ახალქალაქის გათავისუფლება.

1811 წელს ახალქალაქი რუსეთის იმპერიამ აიღო, მაგრამ 1812 წელს ბუქარესტის ზავის თანახმად კვლავ ოსმალეთს დაუბრუნა. 1828 წლის 22 სექტემბერს, რუს-ქართველთა სამხედრო ნაწილებმა გენერალ ი. პასკევიჩის მეთაურობით ქალაქი აიღეს. 1829 წლის ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებამ დაადასტურა მისი მიერთება რუსეთის იმპერიის მიერ. შეერთების შემდეგ რუსეთის მთავრობამ მაჰმადიანი ქართველები გაასახლა ოსმალეთში და მათ ადგილზე არზრუმის ვილაიეთიდან სომხები დაასახლა. 1874 წელს ახალქალაქი სამაზრო ქალაქად იქცა. 1892 წელს ახალქალაქმა საქალაქო თვითმმართველობის უფლება მიიღო. 1918 წელს რამდენიმე თვით ახალქალაქი კვლავ ოსმალეთის იმპერიამ აიღო.

საბჭოთა პერიოდში ქალაქში განვითარდა კვების მრეწველობა, მოქმედებდა ყველ-კარაქის, რძის და ლუდის ქარხნები, გაიხსნა კინოთეატრი, მუზეუმი და საავადმყოფო.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 8295 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1864 1339 -- --
1882 ახალქალაქი: გეოგრაფია, ისტორია, დემოგრაფია  3074
1910 ახალქალაქი: გეოგრაფია, ისტორია, დემოგრაფია  6193 3259 2934
1939 ახალქალაქი: გეოგრაფია, ისტორია, დემოგრაფია  5300
1959 ახალქალაქი: გეოგრაფია, ისტორია, დემოგრაფია  8800
1970 ახალქალაქი: გეოგრაფია, ისტორია, დემოგრაფია  10800
1974 ახალქალაქი: გეოგრაფია, ისტორია, დემოგრაფია  11200
1989 ახალქალაქი: გეოგრაფია, ისტორია, დემოგრაფია  15 192 -- --
2002 ახალქალაქი: გეოგრაფია, ისტორია, დემოგრაფია  9802 -- --
2014 ახალქალაქი: გეოგრაფია, ისტორია, დემოგრაფია  8295 3912 4383

გალერეა

ლიტერატურა

  • ზარდალიშვილი გ., თუშაბრამიშვილი, ლომთათიძე გ., ლომსაძე შ., ზაქარაია პ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 96.

სქოლიო

Tags:

ახალქალაქი გეოგრაფიაახალქალაქი ისტორიაახალქალაქი დემოგრაფიაახალქალაქი გალერეაახალქალაქი ლიტერატურაახალქალაქი სქოლიოახალქალაქიახალქალაქის მუნიციპალიტეტიახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიამესროპ მაშტოცისაქართველო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გერმანიასაქართველო XV საუკუნეშირთველივერცხლისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიკანონიერი ქურდისაქართველო VI საუკუნეშიმზეთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიავსტრალიაქართული ვაზის ჯიშებინიუებაქტერიებიფრინველებივიკიპედიარენესანსისვანეთიმცხეთის ჯვრის მონასტერიაქსიომაიულიუს კეისარიაფხაზეთინავაზიავსტრალია (კონტინენტი)სატურნითურქეთიკონტინენტიმთავარი გვერდიმეორე მსოფლიო ომისულეიმან Iმამა გაბრიელიპრელუდია (სექსი)დინოზავრებიეგვიპტერუსეთის იმპერიაყვავილიბაგრატის ტაძარიჩინეთის დიდი კედელიბათუმიმსოფლიოს მოსახლეობარუსეთ-საქართველოს ომი (1921)აშშ-ის ისტორიაარაბთა სახალიფორუსული დამწერლობავეფხვიახალი ზელანდიაჯაყოს ხიზნებიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაგარემოს დაბინძურებადალიდაგულიგერმანიის ქალაქების სიაბულგარეთითბილისის დემონსტრაციები (1978)სარკაზმისაქართველო XVIII საუკუნეშისაქართველოს ტერიტორიული მოწყობასისხლიაზერბაიჯანიდავით IIIჰარი პოტერიამერიკის შეერთებული შტატებიხელისუფლების დანაწილებაცადამაყვანადონ კიხოტიმენსტრუაციაბირთვული იარაღიკონცეფციაშრი-ლანკასიზმარისაქართველოს წითელი ნუსხასასწორი (ასტროლოგია)ანალური სექსიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)დავით დოიაშვილიქართული საბჭოთა ენციკლოპედიაკახი კავსაძემარხვაბახტრიონის ბრძოლა🡆 More