ყვარელი: ქალაქი

ყვარელი — ქალაქი საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.

მდებარეობს ალაზნის ველზე. ქალაქში არის ილია ჭავჭავაძისა და კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმები.

ქალაქი
ყვარელი
ყვარელი: გეოგრაფია, ისტორია, დემოგრაფია
გერბი
ყვარელი: გეოგრაფია, ისტორია, დემოგრაფია

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ყვარლის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°57′00″ ჩ. გ. 45°49′00″ ა. გ. / 41.95000° ჩ. გ. 45.81667° ა. გ. / 41.95000; 45.81667
ამჟამინდელი სტატუსი 1964
ცენტრის სიმაღლე 450
კლიმატის ტიპი სუბტროპიკული
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 7739 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,5 %
სომხები 0,8 %
ოსები 0,4 %
რუსები 0,3 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +995 352
საფოსტო ინდექსი 4800
ყვარელი — საქართველო
ყვარელი
ყვარელი — კახეთის მხარე
ყვარელი

გეოგრაფია

მდებარეობს ალაზნის ველზე, მდინარეების ბურსისა და დურუჯის (ალაზნის მარცხენა შენაკადები) შუამდინარეთში, ზღვის დონიდან 450 მეტრზე, თბილისიდან 134 კმ., მუკუზნის რკინიგზის სადგურიდან 26 კმ-ზე. ყვარელში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 12,5 °C, იანვრის — 1 °C, ივლისის — 23,6 °C; აბსოლუტური მინიმუმი -23 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი 38 °C.

ისტორია

1755 წელს ყვარელთან გაიმართა ყვარლის ბრძოლა, სადაც ქართლ-კახეთის სამეფომ დაიცვა ყვარლის ციხე-სიმაგრე ავარიის ხანის ნურსალ-ბეგის მიერ აღებისგან. 1930 წლიდან გახდა ყვარლის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მანამდე იყო სოფელი თელავის მაზრაში. ქალაქის სტატუსი მიიღო 1964 წელს. ყვარლის საქალაქო საბჭოში შედიოდა ქალაქი ყვარელი და სოფელი სანავარდო. მოგვიანებით სანავარდო მიუერთეს კუჭატნის თემს. საბჭოთა პერიოდში ყვარელში მოქმედებდა მევენახეობის მეურნეობა, ღვინის, რძის, ლიმონათისა და ხილის წვენის ქარხნები.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 7739 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 11 271 -- --
2002 ყვარელი: გეოგრაფია, ისტორია, დემოგრაფია  9045 -- --
2014 ყვარელი: გეოგრაფია, ისტორია, დემოგრაფია  7739 3730 4009

ციხესიმაგრე

ყვარელში დგას XVI-XVIII საუკუნეების ციხესიმაგრე. გეგმით კვადრატული ციხის კუთხეებში დგას ცილინდრული კოშკები. ჩრდილოეთი და დასავლეთი კოშკები ნახევრადწრიულია, აღმოსავლეთისა კი — სწორკუთხა. მის ქვედა სართულში მოთავსებულია ჭიშკარი. ციხის გალავანში სამი კოშკია ჩაყოლებული. გალავანი ზოგან ორ-, ზოგან სამიარუსიანია და ნაგებია რიყის ქვით, აქა-იქ აგურიც არის გამოყენებული. მორთულობა ძუნწია, მხოლოდ შესასვლელების თავზეა აგურის წყობით გამოყვანილი რომბები და ჯვრები. ციხეს გარს უვლიდა მეორე გალავანი და არხი. დღეს მათი კვალი ურბანულ განაშენიანებაში აღარ ჩანს.

გალერეა

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

ყვარელი გეოგრაფიაყვარელი ისტორიაყვარელი დემოგრაფიაყვარელი ციხესიმაგრეყვარელი გალერეაყვარელი ლიტერატურაყვარელი სქოლიოყვარელიალაზნის ველიილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი (ყვარელი)კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმისაქართველოქალაქიყვარლის მუნიციპალიტეტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის დეპუტატებივლადიმერ ლენინიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითქუნთრუშაკვადრატული მეტრიჰეკლაათონის ივერთა მონასტერიC ჰეპატიტიდავითგარეჯაფეხბურთის წესებისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიტალღაინდოეთისახელმწიფოწნევაფრინველებიფოცხვერისაქართველოს სატელეფონო კოდებიდემაგოგიარუსული დამწერლობაანდრია მოციქულიქართული სამზარეულოსაიათნოვამამუკა მდინარაძედემარშირელიგია საქართველოშიდემეტრე Iელექტრული დენიიმერეთის სამეფოჩინგიზ-ყაენისაბერძნეთიქართლიეკოლოგიამილიმეტრიპლებისციტიქალწული (ასტროლოგია)საქართველოს დამოუკიდებლობის დღეფოტოსინთეზიმონაკოილია ჭავჭავაძეუინსტონ ჩერჩილივირუსებითაშმიჯაბიეზიდებიქანი (გეოლოგია)ნერვული სისტემასიმონ Iმეტაბოლიზმიცხოველებიავსტრიასაქართველოს თავდაცვის ძალებიდომენტი მშვენიერაძესიურრეალიზმითბილისის მეტროპოლიტენიქაქუცა ჩოლოყაშვილიგორიგოგირდიძუძუმწოვრებისაქართველოს პარლამენტისამეგრელოდისლექსიაჩარლზ ჩაპლინის ფილმოგრაფიადისკრიმინაციაალკოჰოლური სასმელიგავრილოვის ღამეკავკასიონიბაზალეთის ტბალადო ასათიანიდანიადავით კაკაბაძემეტაფორაიურიდიული პირიქართული ენის დიალექტებიმონღოლებილითოსფერო🡆 More