გურჯაანი

გურჯაანი — ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში (კახეთის მხარე), გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.

გურჯაანი ტერმინს „გურჯაანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გურჯაანი (მრავალმნიშვნელოვანი).

მოსახლეობა: 8 024 (2014).

ქალაქი
გურჯაანი
გურჯაანი
თავისუფლების ქუჩა ქ. გურჯაანში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°44′40″ ჩ. გ. 45°48′00″ ა. გ. / 41.74444° ჩ. გ. 45.80000° ა. გ. / 41.74444; 45.80000
ამჟამინდელი სტატუსი 1934
ცენტრის სიმაღლე 415 მეტრი
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა გურჯაანი 8024 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 96,8 %
სომხები 1,4 %
რუსები 0,8 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +995 353
საფოსტო ინდექსი 1500
ოფიციალური საიტი http://www.gurjaani.ge/
გურჯაანი — საქართველო
გურჯაანი
გურჯაანი — კახეთის მხარე
გურჯაანი

გეოგრაფია

გურჯაანი მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო–აღმოსავლეთ მთისწინეთის და ალაზნის ველის მიჯნაზე, ბაკურციხე-თელავის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 400 მ სიმაღლეზე, თბილისიდან დაშორებულია 111 კმ-ით.

ჰავა ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 12,4°C, იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0,9°C, ივლისისა — 23.6°C. ნალექები 804 მმ წელიწადში.

ისტორია

„გურჯაანის“ სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით ხალხურ გადმოცემებში მრავალი ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ისტორიულად დასაბუთებული ვერსიის თანახმად ამ სახელს თურქული წარმოშობა აქვს: სიტყვა „გურჯ“ თურქულია და ქართველს ნიშნავს, ხოლო „გურჯაანი“ — ქართველთა სადგომს.

ქალაქ გურჯაანის ტერიტორია არქეოლოგიურად შეუსწავლელია. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დაცულია ქალაქში შემთხვევით მოპოვებული არქეოლოგიური მასალა: თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ბრინჯაოსა და რკინის იარაღი, სხვადასხვა სამკაული. 1949 წელს გურჯაანში აღმოჩნდა ოქროს 7 ცალი ბიზანტიური მონეტა, მოჭრილი ალექსი I-ის (1081-1118) და იოანე II-ის (1118-1143) სახელით.

გურჯაანი 
გურჯაანი

სოფელი გურჯაანი წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება კახეთის მეფის ალექსანდრე I-ის (1476-1511) გუჯარში, რომლის მიხედვით კახთუბანი-გურჯაანი მეფეს გადასახადისაგან გაუთავისუფლებია (კახთუბანი ამჟამად ქალაქის ერთ-ერთი უბანია). გურჯაანი მოხსენიებულია ასევე ვახუშტი ბატონიშვილის და იოანე ბატონიშვილის შრომებში. ამ პერიოდში ის ვაჩნაძეებისა და ანდრონიკაშვილების სოფელია. იოჰან გიულდენშტედტის მიხედვით XVIII ს-ის 70-იან წლებში გურჯაანი გაპარტახებული ყოფილა.

ქალაქი გურჯაანი 1934 წელს დაარსდა. მის შემადგენლობაში მოექცა ასევე კურორტი ახტალა. საბჭოთა პერიოდში გურჯაანი წარმოადგენდა სარკინიგზო კვანძს, სადაც თბილის-თელავის რკინიგზის ხაზს გამოეყოფოდა წნორის მიმართულებით მიმავალი განშტოება (უმოქმედოა 1990 წლიდან). ქალაქში მოქმედებს ღვინის (მ. შ. სააქციო საზოგადოება „გურჯაანი-1929"), სპირტის, ყველ–კარაქის ქარხნები, აგრეთვე ადგილობრივი მნიშვნელობის წვრილი საწარმოები. მოსახლეობა უმთავრესად ჩაბმულია სასოფლო-სამეურნეო შრომაში (მევენახეობა-მებაღეობა).

კულტურა

გურჯაანში არის გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრი, ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმი, დიდების მემორიალური მუზეუმი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კახეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული საცავი (ყოფილი გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). ქალაქში წარსულში არსებობდა სახალხო თეატრი, მის ნაცვლად ამჟამად მოქმედია მუნიციპალური კულტურის ცენტრთან არსებული თეატრალური დასი.

გურჯაანში და მის სიახლოვეს შემორჩენილია ისტორიული ძეგლები გურჯაანის ყველაწმინდა და ტატიას საყდარი. გურჯაანში მოქმედებს წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, აქვეა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

დემოგრაფია

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1939 4 553
1959 გურჯაანი  8 186
1970 გურჯაანი  10 279
1979 გურჯაანი  10 954
1989 გურჯაანი  12 872 6 001 6 871
2002 გურჯაანი  10 027 4 580 5 447
2014 გურჯაანი  8 024 3 728 4 296
2021 გურჯაანი  7 535

ლიტერატურა

გურჯაანი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

გურჯაანი გეოგრაფიაგურჯაანი ისტორიაგურჯაანი კულტურაგურჯაანი დემოგრაფიაგურჯაანი ლიტერატურაგურჯაანი სქოლიოგურჯაანიგურჯაანის მუნიციპალიტეტიკახეთის მხარესაქართველო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლობოტომიასერგო ორჯონიკიძეშვედეთიუკრაინაცენტნერივაჟა-ფშაველადავით კაკაბაძერომის დაარსებამარო მაყაშვილისეფსისილადო გუდიაშვილიექსპრესიონიზმიჭიამაიასებრნილიბერალიზმიკუებიფიოდორ დოსტოევსკიმსოფლიოს მოსახლეობაისრაელიამფიბიებიბახტრიონის ბრძოლაქართლისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიძალამსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითკეთილშობილი ირემინაციონალიზმიფობიების სიააზოტიენცეფალოპათიასაქართველო-ევროპის კავშირის ურთიერთობებიქეთო და კოტე (ოპერა)მუნიერეკლე II-ის ოჯახიდედამიწის სტრუქტურასოციალიზმიმარშალის გეგმაიუნესკოსაქართველოს დამოუკიდებლობის დღეინგლისირიონისაქართველოს სატელეფონო კოდებიფსიქოლოგიაშველისიმკვრივეთერგდალეულებიდედამიწაკუნილინგუსითბილისის პანსიონებირეზოლუციაქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაერთა ლიგამეიოზიძველი საბერძნეთიჰიდრავლიკაქართული საბჭოთა ენციკლოპედიამარტივი და შედგენილი რიცხვებისასმელი წყალიუქმე დღეები საქართველოშიბიზანტიის იმპერიალონდონიპელოპონესის ომისელჩუკთა სახელმწიფომიქელანჯელო ბუონაროტიტერენტი გრანელივიკისაწყობიგამოფიტვათხის რქა (ასტროლოგია)შენგენის ზონაზურა ყიფშიძეგიორგი გახარიარომის რესპუბლიკასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისაქართველოს სამხედრო წოდებებიშინაური ძაღლიმორალისაქართველოს ბრძოლების სიაბერძნული მითოლოგიაოლიმპიური თამაშებიჩრდილოეთი ამერიკა🡆 More