ერეკლე Ii-ის ოჯახი

მეფე ერეკლეს მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავდა.

მან სამჯერ იქორწინა. ხოლო მისი შვილების ზუსტი რაოდენობა დღემდე ცნობილი არ არის. სხვადასხვა წყაროები განსხვავებულ ცნობებს გვაწვდიან. თვით ყველაზე უფრო პირუთვნელ საისტორიო წყაროებშიც კი ერთად თავმოყრილი არ არის ცნობები ერეკლეს ოჯახის წევრების შესახებ. ერთ-ერთი ვერსიით, მას ცამეტი ვაჟი და თერთმეტი ქალიშვილი ჰყავდა. ამათგან, ზოგი მათგანი დაბადებისთანავე გარდაეცვალა და ამ სამწუხარო ფაქტებს თავადვე მოსწრებია.

ერეკლე Ii-ის ოჯახი
მეფე ერეკლე
ერეკლე Ii-ის ოჯახი
დარეჯან დადიანი

სხვადასხვა დროს ერეკლე II-ის მეუღლეები იყვნენ:

ერეკლე II და ქეთევან ყაფლანიშვილი-ორბელიანი

ერეკლე ბატონიშვილს ნადირ-შაჰის კარზე ყოფნისას მშობლებმა საცოლედ შეურჩიეს ვახტანგ ვახუშტის ძე ორბელიანის ასული ქეთევანი.

1707 წელს ავღანეთში დაღუპულ გიორგი XI-ის თანამებრძოლ ვახუშტი ვახტანგის ძე ორბელიანს დარჩა სამი შვილი: ელიზბარი, ვახტანგი და ბანგუა (გივი ამილახვარის ცოლი). ობლები ბიძამ, ერასტი ორბელიანმა, გაზარდა. სწორედ ამ ვახტანგ ორბელიანის ასული იყო ერეკლეს საცოლე ქეთევანი.

1737 წლის თებერვლიდან 1739 წლის დეკემბრამდე ერეკლე ბატონიშვილი ნადირ შაჰის კარზე იმყოფებოდა და მასთან ერთად მონაწილეობდა ავღანეთის ლაშქრობაში. სწორედ ამ დროს შეურჩიეს მშობლებმა ერეკლეს საცოლე.

შემონახულია თამარ დედოფლის წერილი მარიამ ერასტის ასულ ორბელიანთან, რომელსაც თამარი მის ძმებთან და გივი ამილახვარსა და ბანგუასთან შუამდგომლობას სთხოვს ასულის მითხოვებაზე [Hd-14293].

ერეკლე II და ქეთევან ფხეიძე (მხეიძე)

ერეკლეს პირველ მეუღლედ, თანამედროვე ისტორიკოსების უმეტესობა, უფრო ხშირად ქეთევან ვახტანგის ასულ ყაფლანიშვილ–ორბელიანს მოიხსენიებენ, მაგრამ არის სხვა, არც თუ უსაფუძვლო მოსაზრება. მამისა ბერძნიშვილი, სხვადასხვა ისტორიული მასალის ანალიზიდან გამომდინარე, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ვახუშტი ბატონიშვილის მონათხრობია, წერს; რომ ნადირ–შაჰთან ერთად ინდოეთში ყოფნის დროს, ერეკლეს მშობლებმა მის საცოლედ შეარჩიეს ქეთევან ყაფლანიშვლი, რომელზედაც კახეთში დაბრუნებულმა ერეკლემ აღარ იქორწინა. ერეკლესაგან მიტოვებული ქეთევანი მონაზვნად აღიკვეცა და დარდისაგან მალე გარდაიცვალა. დაკრძალულია ალავერდში. ეპიტაფიაში მოხსენებულია, როგორც მეფე ერეკლეს თანამეცხედრე. "ერეკლეს პირველი მეუღლე იყო ქეთევან ფხეიძე, რომლისგანაც ერეკლეს ეყოლა პირველი ვაჟი ვახტანგ კარგი".

მამისა ბერძნიშვილი ეყრდნობა ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვებს, რომელიც აღნიშნავს; – "ერეკლე... კახეთს მოვიდა მშობელთათანა... და მოგუარეს ცოლად ასული ვახტანგ ყაფლანიშვილისა, გარნა მიზეზითა განუტევა იგი და მოიყვანა იმერეთიდამ ასული ზაალ ფხეიძისა (ზოგიერთი მონაცემით – გიორგი მხეიძისა) და იქორწინა მის თანა".

სათანადო მასალის სიმცირის გამო, შეუძლებელია განსაზღვრო რომელი მონაცემია სწორი, მაგრამ პირველი ცოლისაგან ერეკლეს სამი შვილი ჰყოლია – რუსუდანი, ვახტანგ კარგი და ერთი ადრე გარდაცვლილი.

ერეკლე II და ანა აბაშიძე

პირველ მეუღლესთან დაშორების შემდეგ, 1745 წელს ცოლად შეირთო იმერელი თავადის, ზაალ აბაშიძის ქალიშვილი ანა აბაშიძე. მათი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა. ის მხოლოდ 4-ოდე წელიწადს გაგრძელდა. ანა 1749 წელს გარდაიცვალა. დასაფლავებულია მცხეთაში. ანასაგან ერეკლეს ჰყავდა ორი შვილი - გიორგი და თამარი.

ერეკლე II და დარეჯან დადიანი

ერეკლეს მესამე მეუღლე იყო დარეჯან დადიანი, რომელზედაც მან 1749 წელს იქორწინა და მასთან ერთად თითქმის ნახევარი საუკუნე გაატარა. დარეჯანი ცნობილია დიდი ამბიციურობით. ის ხშირად სამეფო საქმეებშიც კი ერეოდა. თავისი შვილების უმრავლესობა (19 შვილი) ერეკლეს სწორედ დარეჯანისაგან შეეძინა.

ერეკლეს შვილები

ვაჟები

  1. ვახტანგი (ვახტანგ კარგი) (1738-1756)
  2. სოლომონი (გ. 1765)
  3. გიორგი XII
  4. ლევანი (1756-1781)
  5. იულონი (1760-1816)
  6. ვახტანგი (ალმასხანი) (1761-1814)
  7. თეიმურაზი — შემდგომში ანტონ II, კათალიკოს-პატრიარქი. (1763-1827)
  8. მირიანი (1767-1834)
  9. სოსლან-დავითი (გ. დაახ. 1767)
  10. ალექსანდრე ბატონიშვილი (1770-1844)
  11. არჩილი (გ. დაახ. 1771)
  12. ლუარსაბი (დ. 1772; ადრე გარდაიცვალა)
  13. ფარნაოზი (1777-1852)

შვილებში ზოგან ფიგურირებს – ასლამაზხანი და რამდენიმე ნაადრევად გარდაცვლილი ბავშვი, რომელთა სახელიც უცნობია.

ქალიშვილები

  1. რუსუდანი (დ. 1744; ადრე გარდაიცვალა)
  2. თამარი (1747-1786) – ცნობილი სარდლის და სახლთუხუცესის დავით ორბელიანის მეუღლე.
  3. მარიამი (დაახ. 1750-1829)– თბილისის მოურავის დავით ციციშვილის მეუღლე.
  4. ელენე (1753-1786)– სოლომონ მეორის დედა, იმერეთის მეფის, სოლომონ პირველის ძმის, არჩილ ბაგრატიონის მეუღლე. შემდგომი ცოლად გაჰყვა ქიზიყის მოურავ ზაქარია ანდრონიკაშვილს.
  5. სოფია (დ. 1756; ადრე გარდაიცვალა)
  6. სალომე (დ. 1761; ადრე გარდაიცვალა)
  7. ანასტასია (1763-1838)
  8. ქეთევანი (1764-1840)– იოანე მუხრანბატონის მეუღლე.
  9. თეკლე (1775-1846)– ვახტანგ ორბელიანის მეუღლე.
  10. ეკატერინე (1776-1818)
  11. ხორეშანი

გალერეა

ერეკლე მეფის შვილები

ლიტერატურა

  • თეიმურაზ ბატონიშვილი, "მეფე ერეკლე", გაზ. ივერია, თბ.,1891წ. 51–56 გვ.
  • თეიმურაზ ბატონიშვილი, დავით ბატონიშვილის ისტორია, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა თინა ენუქიძემ, თბ., 1972 წ.
  • ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოისა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება,ტ.IV, ტექსტი დადგენილია სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ,თბ.,1973 წ.
  • პლატონ იოსელიანი, ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, აკ. გაწერელიას რედაქციით, თბ., 1978 წ.
  • იოსებ მეგრელიძე, ერეკლე მეორის 24 შვილი, ჟურნალი "ცისკარი",N 10, 1958 წ., გვ. 170.
  • ქართული ეპისტოლური წყაროების კორპუსი, I, შეადგინა და შენიშვნები დაურთო მამისა ბერძნიშვილმა, თბ., 1989 წ.
  • იასე ცინცაძე, აღა–მაჰმად–ხანის თავდასხმა საქართველოზე, თბ., 1969 წ.
  • ალექსანდრე ჯამბაკურ–ორბელიანი, აღა–მაჰმად–ხანის შემოსვლა ქ.ტფილისში, ჟურნალი "მოამბე",N 8, თბ.,1895 წ.
  • თეიმურაზ პეტრიაშვილი, "კრწანისი", დოკუმენტური მოთხრობა, ჟურნალი "მნათობი",N 3. 2007 წ. 58–59 გვ.
  • თეიმურაზ პეტრიაშვილი, "კრწანისის ბრძოლა", თბ., 2016.
  • ს.ზ. ქიშმიშევი, ნადირ–შაჰის ლაშქრობა გერათში, ყანდაგარსა და ინდოეთში და მისი გარდაცვალების შემდეგ განვითარებული მოვლენები სპარსეთში. თბ., 1889.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ერეკლე Ii-ის ოჯახი ერეკლე II და ქეთევან ყაფლანიშვილი-ორბელიანიერეკლე Ii-ის ოჯახი ერეკლე II და ქეთევან ფხეიძე (მხეიძე)ერეკლე Ii-ის ოჯახი ერეკლე II და ანა აბაშიძეერეკლე Ii-ის ოჯახი ერეკლე II და დარეჯან დადიანიერეკლე Ii-ის ოჯახი ერეკლეს შვილებიერეკლე Ii-ის ოჯახი გალერეაერეკლე Ii-ის ოჯახი ლიტერატურაერეკლე Ii-ის ოჯახი რესურსები ინტერნეტშიერეკლე Ii-ის ოჯახი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

იმპრესიონიზმითირკმელიკომუნიზმიფსიქოლოგიაპაბლო პიკასოძირითადი საშუალების ცვეთავენდეტა9 აპრილის ტრაგედიაქართული დამწერლობამონღოლთა ბატონობა საქართველოშიჯინსების თაობაზევსიცენტრალური სტადიონი (ბათუმი)თხის რქა (ასტროლოგია)ალბერტ აინშტაინიბახტრიონი (პოემა)ვარდიალექსანდრე მაკედონელილუვრიგიორგი მამარდაშვილიინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაახალქალაქიჩრდილოეთ ამერიკაგანათლება საქართველოშიჭინჭარითბილისის მეტროპოლიტენიტოტალიტარიზმიკულტურაგიორგი ქოჩორაშვილიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემათორნიკე ოქრიაშვილილიონელ მესიზვიად გამსახურდიაპოლონეთისაქართველოს პირველი არხიმამუკა ჩარკვიანიხევისბერი გოჩანამარხი ნაშთებიგეოგრაფიული გარსიირაკლი აზაროვიაპენდიციტიმთვარედავით სარაჯიშვილილათინური ენაყარაჩოხელირუსეთ-საქართველოს ომი (1921)კუნილინგუსისაბერძნეთიტაიგაალაზანიეგზისტენციალიზმითევდორე კველთელიფრინველებიამფიბიებისაბა საზონოვიგელათის მონასტერიბათუმითბილისის კურორტების ჯგუფიცენტრალური სტადიონი (თბილისი)ძველი თბილისიჭიანჭველასებრნილაშა დვალიბგერაბაგრატ IV (საქართველოს მეფე)ქანდაკებაგიბრალტარიგოტიკური არქიტექტურაალექსანდრე მაკედონელის ომები1832 წლის შეთქმულებამაგნიუმიმარაბდის ბრძოლაბერიკაობაძუძუმწოვრებიჯუზეპე ვერდიადმირალი (პეპელა)წითელი წიგნივაჟა-ფშაველა🡆 More