შინაური ძაღლი

შინაური ძაღლი (ლათ.

კატებთან ერთად წარმოადგენს კაცობრიობის ერთ–ერთ ყველაზე პოპულარული „თანამგზავრ“ ცხოველს.

შინაური ძაღლი
შინაური ძაღლი
ძაღლის სხვა და სხვა ჯიშები.
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  ძაღლისებრნი
გვარი:  ძაღლი
სახეობა:  რუხი მგელი
ქვესახეობა:  შინაური ძაღლი
ლათინური სახელი
Canis lupus familiaris

ითვლება, რომ ძაღლი არის ყველაზე ადრეულად მოშინაურებული ცხოველი. ამჟამინდელი სახით იგი მოთვინიერებულია 15 000 წლის წინ. თუმცა, ნაპოვნია ნამარხი ნარჩენები ციმბირსა და ბელგიაში, რომლებიც დათარიღებულია ძველი წელთაღიცხვით 31 000 წლით. ვერცერთი მათგანი ვერ გადაურჩა უკანასკნელ გამყინვარების მაქსიმუმს. mDNA ძაღლების მგლებისგან გამოყოფის ზღვრად გვთავაზობს 100 000 წელს, თუმცა შინაური ძაღლის არსებობა 33 000 წლის წინ არ არის მორფოლოგიურად დადასტურებული.

ძაღლი ადვილად მოსათვინიერებელი და საწვრთნელი ცხოველია, მისი გამოყენება ხდება სხვადასხვა მიზნებისთვის: ნადირობა, მაძებარი ფუნქციები, დაცვითი ფუნქციები, საჭაპანო ფუნქციები (მცირე ტვირთებისა და მარხილებში ჩაბმა). არსებობს ასევე დეკორატიული ჯიშები. ყველაზე ცნობილი და უძველესი ფუნქცია, რაც ძაღლებს აკისრიათ, ესაა შინაური ცხოველების დაცვა (მეცხვარე ძაღლი, იგივე ნაგაზი). გამოირჩევა განსაკუთრებულად განვითარებული ყნოსვით – ზოგიერთი მონაცემით, ძაღლებს შეუძლიათ 40 ათას სხვადასხვა სურნელის გარჩევა-დამახსოვრება. მათმა მრავალფუნქციურმა გამოყენებამ განაპირობა მათი ზედმეტსახელი: „ადამიანის საუკეთესო მეგობარი“. ზოგიერთ კულტურაში ძაღლები წარმოადგენენ ხორცის წყაროს. ბოლო დროის მონაცემებით ძაღლი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული მტაცებელი ცხოველია, მათი რაოდენობა 700 მილიონიდან ერთ მილიარდამდეა.

მსოფლიოში გავრცელებულია ასევე სასტიკი პრაქტიკა – საბრძოლო ძაღლის ჯიშების სპეციალურად გამოყვანა, ფსონების დადება ძაღლების სასიკვდილო ორთაბრძოლებზე.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ლათინური ენამგელიმტაცებლებიშინაური კატაცხოველიძაღლისებრნიძუძუმწოვრები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნაღვლის ბუშტიწიგნიკალათბურთიკუთხებუნებასაქართველოს პრეზიდენტიინდონეზიაბასიანის ბრძოლასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიძირითადი საშუალებებიტბავაჟა აზარაშვილიალექსანდრე მაკედონელის ომებისანტიმეტრიბორის პაიჭაძეწყნარი ოკეანემსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითავსტრიამიგრაციასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიჰემოგლობინიინოლა გურგულიათანდებულიზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2024ადამიანის ჩონჩხირუსეთიმაიმუნებიანა კალანდაძეზაგრებიმეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარილაშა ტალახაძეევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2008ლევანტე (საფეხბურთო კლუბი)ფემინიზმიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიაშვეიცარიანიუტონის კანონებიზლატან იბრაჰიმოვიჩიადმირალი (პეპელა)ვერის უბნის მელოდიებიდიდგორის ბრძოლაგელათის მონასტერიგიორგი მიქაუტაძეთეთნულდიქუთაისინორვეგიასოციალიზმიბაში-აჩუკი (ფილმი)რელიგია საქართველოშიჩუტყვავილაეგვიპტელომინიუემარტივი რიცხვიიმერეთიაჰმედ Iაიდა (ოპერა)საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისინონიმებინიკო ფიროსმანიშიდსიემპათიაძველი საბერძნეთიშენგენის ზონავახტანგ VIიმპრესიონიზმიქვეწარმავლებითრომბოციტებინარკოტიკი9 აპრილის ტრაგედიამერწყულისაქართველოს ფრინველთა სიასლოვაკეთისამასი არაგველიდედამიწამთვარე🡆 More