ნიუტონის კანონები

ნიუტონის კანონები — სამი კანონი, რომლებიც საფუძვლად უდევს ეგრეთ წოდებულ კლასიკურ მექანიკას.

ნიუტონის კანონები
ნიუტონის პირველი და მეორე კანონი. ორიგინალი (ენა — ლათინური)

ჩამოაყალიბა ისააკ ნიუტონმა 1687 წელს. პირველი კანონი: „ყოველი სხეული ცდილობს შეინარჩუნოს თავისი უძრაობის ან თანაბარი წრფივი მოძრაობის მდგომარეობა, ვიდრე და რამდენადაც იგი იძულებული არ გახდება მოდებული ძალების გავლენით შეიცვალოს ეს მდგომარეობა“. მეორე კანონი: „მოძრაობის რაოდენობის ცვლილება პირდაპირპროპორციულია მოდებული მამოძრავებელი ძალისა და მიმართულია ამ ძალის მოქმედების წრფის გასწვრივ“. მესამე კანონი: „ქმედებას ყოველთვის აქვს ტოლი და საწინააღმდეგო უკუქმედება; სხვანაირად: ორი სხეულის ურთიერთქმედება ტოლია და მიმართულია ერთმანეთის საწინააღმდეგოდ“.

ნიუტონის კანონები არის გალილეო გალილეის, კრისტიან ჰიუიგენსის, თვითნ ნიუტონისა და სხვათა მრავალი დაკვირვების, ცდებისა და თეორიული კვლევის შედეგი. თანამედროვე წარმოდგენებისა და ტერმინოლოგიის თანახმად, I და II კანონის განხილვისას სხეულში უნდა გვესმოდეს მატერიალური წერტილი, ხოლო მოძრაობაში — მოძრაობა ათვლის ინერციული სისტემის მიმართ.

ნიუტონის კანონები მართებული აღარ არის ძალიან მცირე ზომის ობიექტების (ელმენტარული ნაწილაკების) მოძრაობისათვის და სინათლის სიჩქარის მახლობელ სიჩქარეებით მოძრაობისას.

ნიუტონის კანონების ალტერნატიული ფორმულირება:

I კანონიათვლის ინერციულ სისტემაში სხეული უძრავია ან მოძრაობს უცვლელი სიჩქარით, ვიდრე მასზე რაიმე ძალა არ იმოქმედებს.

II კანონი — ათვლის ინერციულ სისტემაში სხეულზე მოქმედი ძალები იწვევს ამ სხეულის აჩქარებას და ეს აჩქარება ტოლია მოქმედი ძალების ტოლქმედის შეფარდებისა სხეულის მასასთან

III კანონი — როდესაც ერთი სხეული რაიმე ძალით ზემოქმედებს მეორეზე, ის თავადაც განიცდის ზემოქმედებას მეორე სხეულისაგან იმავე სიდიდისა და საპირისპიროდ მიმართული ძალით.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

Tags:

კლასიკური მექანიკა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლიბერალიზმი საქართველოშითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშირელიგიამონანიება (ფილმი)სანქტ-პეტერბურგისაქართველოს მმართველთა სიასაქართველოს ფაუნააკაკი წერეთელიკამეჩებიგნეუს პომპეუს მაგნუსიჯუზეპე ვერდიაფხაზებიეკოლოგიამაიმუნებივარძიააპენდიციტიყინწვისის მონასტერიმწვერვალიგიორგი ლეონიძერომანტიზმიპორტუგალიასანტიმეტრიქრისტესისხლასამანიშვილის დედინაცვალიბაში-აჩუკი (ფილმი)საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024პარაზიტიზმისხალთის ტაძარიჩინეთიბუდაპეშტიმტირალას ეროვნული პარკიტრეფიკინგიპრელუდია (სექსი)კონსტანტინოპოლიმუნისეფსისიანანურის ციხენაციონალიზმიკილიმანჯაროგლობალური დათბობამონოგამიაარგონავტებიჟირაფისებრნიიუნესკოსაქართველოს გეოგრაფიაკომუნიზმითვითმფრინავის ბიჭების საქმეზმნაილია ჭავჭავაძეხინკალიზებულონიგანათლება საქართველოშიმტკვარიკომპიუტერიადიშის ოთხთავისტამბოლითირკმელისაქართველოს დაცული ტერიტორიებიანა კალანდაძებორჯომიავტორიტარიზმიემპათიაპოლონეთიავსტრალია (კონტინენტი)გოდერძის უღელტეხილისიონის ტაძარიაბრეშუმის დიდი გზაr1841სიმკვრივემსოფლიოს მოსახლეობადავით კაჭარავაქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაივანე ჯავახიშვილისაქართველო IV საუკუნეშივეფხისტყაოსანიპელოპონესის ომიეგზისტენციალიზმინაწლავები🡆 More