სამანიშვილის დედინაცვალი

„სამანიშვილის დედინაცვალი“ — დავით კლდიაშვილის ნაწარმოები, რომელიც მან 1897 წელს დაწერა.

მასში სატირული ფორმით არის აღწერილი ბატონყმობის გაუქმების შემდეგ დაუძლურებული აზნაურების ცხოვრება.

სიუჟეტი

მოთხრობა ასახავს XIX საუკუნის საქართველოს. „ბეკინა სამანიშვილი, რასაკვირველია, ღარიბი აზნაური იყო, გვარიანი ღარიბიც“. აქ სიტყვა „რასაკვირველია“ აღნიშნავს, თუ რა სავალალო მდგომარეობა იყო იმდროინდელ საქართველოში და, კერძოდ იმერეთში, ეკონომიკის მხრივ. ერთ მხარეს ბეკინა სამანიშვილია, რომელიც გადაწყვეტს სიბერეში ცოლი მოიყვანოს, მეორე მხარეს კი პლატონ სამანიშვილი, მისი შვილი და რძალი მელანო. პლატონი ამბობს, რომ თუ მამამისს შვილი შეეძინება მისი ისედაც რუდუნებით შეკოწიწებული ქონება გაიყოფა და ის ცარიელ ტარიელი დარჩება. ბევრი თხოვნის შემდეგ პლატონი მაინც ვერ შეძლებს მის დარწმუნებას. საბოლოოდ ის გადაწყვეტს მამამისს შეურჩიოს ისეთი ქალი, რომელიც ორჯერ იქნება გათხოვილი და შვილი არ ეყოლება, რადგან ეს მანიშნებელია იმის, რომ თუ ამდენ ხანს სხვებთან არ გაუჩნდა შვილი, აღარც მამამისთან არ ეყოლება. ამ მიზნის ასრულებისთვის ის მის დას დარიკოს მიაკითხავს და მოუყვება მის ისტორიას. დარიკოს ქმარი კირილე, რომელიც სულ კარგ ხასიათზეა ამ ფაქტშიც თავისთვის სასიკეთოს ნახავს, რადგანაც იგი ქორწილში კარგად მოილხენს. საბოლოოდ კირილე და პლატონი შეარჩევენ პლატონისთვის სასურველ კანდიდატს. ბეკინასაც მოეწონება და იქორწინებენ. თუმცა შვილი მაინც გაუჩნდებათ. ჭკუიდან შეშლილი პლატონი ბეკინას ცოლს ფეხმძიმე მუცელში ფეხის ჩარტყმას სცდის, მაგრამ ააცილებს და ელენეს მუცელი მაინც არ მოეშლება.

პერსონაჟები

  • ბეკინა სამანიშვილი
  • პლატონ სამანიშვილი
  • მარიკა (ბეკინას ცოლი)
  • მელანო (პლატონ სამანიშვილის ცოლი)
  • დარიკო სამანიშვილი(პლატონ სამანიშვილის და)
  • კირილე მიმინოშვილი(დარიკოს ქმარი)
  • სალომე მიმინოშვილი (კირილეს მამიდა)
  • ჯიმშერ სოლაბერიძე (სალომეს ქმარი)
  • ვერიჩკა სოლაბერიძე (სალომესა და ჯიმშერის შვილი)
  • ელენე (ბეკინას II ცოლი)
  • არისტო ქვაშავიძე (ელენეს ძმისწული)
  • ივანე გვერდევანიძე (ადვოკატი)

მოთხრობის მხატვრული ანალიზი

სამანიშვილის დედინაცვალი“ ქართული პროზის კლასიკადაა მიჩნეული. იგი იმერეთისთვის დამახასიათებელი საოცარი რეალობითაა აღწერილი. კლდიაშვილი პროზის ნამდვილი გენიოსია. მისი სიცილი და წამიერი მწარე რეალობა ადამიანს კითხვის საოცარ სურვილს უღვიძებს. „სამანიშვილის დედინაცვალი“ მრავალჯერ დადგეს თეატრში და გადაიღეს კინოში ამავე სახელწოდებით – „სამანიშვილის დედინაცვალი“.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

სამანიშვილის დედინაცვალი სიუჟეტისამანიშვილის დედინაცვალი პერსონაჟებისამანიშვილის დედინაცვალი მოთხრობის მხატვრული ანალიზისამანიშვილის დედინაცვალი რესურსები ინტერნეტშისამანიშვილის დედინაცვალი1897დავით კლდიაშვილი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

დედამიწის ისტორიამეჰმედ IIრკინაფეხბურთიელდარის დაბლობიდედა ენავერცხლიარსებითი სახელივირუსებისაქართველოს სამხედრო წოდებებიმასტურბაციაწმინდა ნინონიკო ნიკოლაძეაშშ-ის პრეზიდენტების სიარიკოთის უღელტეხილიარაბთა გაერთიანებული საამიროებილეიკოციტებიქართლის გაქრისტიანებამცხეთის ჯვრის მონასტერიბარსელონავეფხისტყაოსანითახვინოე სულაბერიძეყვავილიოქროს კვეთამინერალებიქართული ხალხური საკრავებინიკო ბაგრატიონინიუ-იორკიანდებიდავით კაჭარავარევაზ ინანიშვილიბაში-აჩუკი (ფილმი)ქართველებიებრაული დღესასწაულებიმალტასამხრეთი ამერიკაღამურასპილოსებრნიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაინსულტიფილტვებიდეციმეტრიამერიკაბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიქართული დამწერლობაფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიაკვარციმარათონის ბრძოლათევზებირომანტიზმიძველი საბერძნეთითეთრი დათვისოციალიზმიიულიუს კეისარიგანმანათლებლობაიგლუთემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიალცჰაიმერის დაავადებასაქართველოს გეოგრაფიაგიორგი ანწუხელიძეალუდა ქეთელაურიქაქუცა ჩოლოყაშვილიმოლოტოვ-რიბენტროპის პაქტირთველიგერმანიანიუტონის კანონებიალმასიმიხეილ ჯავახიშვილისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკამერკურიაია-სოფიას ტაძარიდავითგარეჯარენესანსიმედეა (მითოლოგია)აბრეშუმის ჭიაალაზნის ვაკეადმირალი (პეპელა)ბერძნული კოლონიზაცია🡆 More