იმპრესიონიზმი

იმპრესიონიზმი (ფრანგ.

1874-1886 წლებში პარიზში შვიდი იმპრესიონისტული გამოფენა მოეწყო, რაც გახდა აკადემიზმისგან თანამედროვე ხელოვნების გამყოფი ზღვარი. იმპრესიონიზმის ზოგადი ტენდენციაა წარმავალი შთაბეჭდილების, მოვლენათა ცვლის და არა საგანთა სტაბილური და კონცეპტუალური მხარის ასახვა.

იმპრესიონიზმი
კლოდ მონე, თივის ზვინები, 1890–1891, სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ბოსტონი

წარმოშობა

იმპრესიონიზმის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მონე. ამ მიმდინარეობამ სახელწოდება მიიღო სწორედ მისი ნახატისგან - შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა (Impression, soleil levant).

XIX საუკუნეში ღრმავდება და სრულდება ფერწერისა და გრაფიკის გამიჯვნის პროცესი, რომლის ნიშნები ადრევე შეიმჩნეოდა გრაფიკის სპეციფიკა - ხაზების შეფერილობაში. ის გამოსახავს ფორმებს, გადმოსცემს მათ განათებულობას, სინათლისა და ჩრდილის შეფერადებას და ა.შ. ფერწერა აღბეჭდავს სამყაროს ფერთა რეალურ ურთიერთმიმართებას, ფერში და ფერის საშუალებით ის გამოხატავს საგნების არსს, მათ ესთეტიკურ ღირებულებას, გარემოსადმი მათ შესაბამისობას ან შეუსაბამობას. გრაფიკისაგან პრინციპული განსხვავება ნათლად ჩანს იმპრესიონისტების ფერწერაში. იგი არაფერს გადმოსცემს ფერის გარეშე. ფერწერამ აითვისა სინათლე. ის გამოსახავს სინათლის, ბინდის, ნისლის ფერს. კლოდ მონეს სურათებში, რომლებშიც ლონდონის ნისლია გამოსახული, დაჭერილი და აღბეჭდილია სინათლის უმცირესი ცვალებადობა. თანამედროვე ფერწერაში - ამბობს პაბლო პიკასო ფუნჯის თითოეული მოსმა ზუსტ ოპერაციად იქცა, რომელიც მესაათის მოქმედებას ჰგავს.

მეთოდი

იმპრესიონისტი მხატვრები თავიანთი ნაწარმოებებისთვის სიუჟეტებს თანამედროვე, ყოველდღიურ ცხოვრებაში ეძებდნენ. რეალობას ისინი საკუთარი, პირადი ხედვის მიხედვით აძლევდნენ ინტერპრეტაციას. უმეტეს შემთხვევაში იმპრესიონისტები სუფთა ჰაერზე, ბუნებაში ხატავდნენ, სინათლე მათთვის ნახატის ძირითადი ელემენტი იყო. ისინი უარს ამბობდნენ ბნელ ფერებზე, იყენებდნენ ნათელ, წმინდა ფერებს და ცალკეულ ფენებად დებდნენ ტილოზე.

იმპრესიონისტების ტილოები ცვალებად ბუნებას, წამიერ სილამაზეს გადმოსცემენ. ისინი არ ეძებენ იდეალურ სილამაზეს, მარადიულობას, რაც კლასიკურ ხელოვნებაში მთავარი იყო.

იმპრესიონისტები

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

Tags:

იმპრესიონიზმი წარმოშობაიმპრესიონიზმი მეთოდიიმპრესიონიზმი იმპრესიონისტებიიმპრესიონიზმი გალერეაიმპრესიონიზმი რესურსები ინტერნეტშიიმპრესიონიზმი18741886პარიზისაფრანგეთიფრანგული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თავისუფლება (ფილოსოფია)თბილისის ზღვანიდერლანდებიდონ კიხოტიგეორგიევსკის ტრაქტატიგალაკტიონ ტაბიძესიმკვრივენატვრის ხე (ფილმი)ოგანესონიეზიდებირელიგიაჯეიმზ კუკიეპილეფსიადედამიწის დღებაში-აჩუკი (ფილმი)ჯუზეპე ვერდიგურამ დოჩანაშვილითურქეთ-საქართველოს ურთიერთობებითბილისითახვიკვადრატიSWOT-ანალიზიეგრისის დიდი ომიმერწყულიელდარის დაბლობიგონიოს ციხესისხლისაქართველოს მდინარეების სიადემოკრატიამთასანქტ-პეტერბურგიბათუმის ბოტანიკური ბაღისაფრანგეთის ქალაქებინოე სულაბერიძეპინგვინისნაირნიღორის სოლიტერიკავკასიონიწმინდა სამების საკათედრო ტაძარისტრასბურიკანიდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)მინერალების სიავულკანირუსეთის იმპერიასვანური ენაფეხბურთილარიშველინაციონალ-სოციალიზმიგანახლებადი ენერგიაქართველები რუსეთშიქაშვეთის ეკლესიაცხელი ძაღლიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებასსრკ-ის დაშლანოდარ დუმბაძეასტრიდ ლინდგრენიცოტნე დადიანისაბერძნეთიგველებიბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი22 აპრილიაბსტრაქციახევსურეთილონდონითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიტაო-კლარჯეთიმუშთაიდის ბაღიწიგნი სიბრძნე სიცრუისანაციონალიზმირაბათის ციხერომის იმპერატორების სიამსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაავსტრალიალობიოგიორგი მამარდაშვილი🡆 More