ჩუტყვავილა: Chutkvabila

ჩუტყვავილა — ბავშვთა ასაკის მწვავე ვირუსული დაავადება.

ავადმყოფი ადამიანი ვირუსს გამოყოფს ხველის, ცემინების დროს და დაავადების დაწყებიდან 9-10 დღის განმავლობაში ინფექციის წყაროს წარმოადგენს. ვირუსი გარემოში უმალვე იღუპება, ამიტომ ავადმყოფის ნივთებით და მესამე პირით ინფექცია არ ვრცელდება. ჩუტყვავილას გადატანის შემდეგ ყალიბდება მყარი იმუნიტეტი და განმეორებითი დაავადების შემთხვევები არ გვხვდება.

ჩუტყვავილა: Chutkvabila
ჩუტყვავილას გამონაყარი

ფარული პერიოდი 13-14 დღეა. დაავადება იწყება ტემპერატურის მომატებით 37,5-38 გრადუსამდე, მადის დაქვეითებით, საერთო მოდუნებით. პირველ დღესვე კანზე ჩნდება კვანძოვანი გამონაყარი, რომელიც ძლიერ სწრაფად სითხით სავსე ბუშტუკებად იქცევა. შემდეგ სითხე შეიმღვრევა და ზოგჯერ ჩირქდება კიდეც. საბოლოოდ კი შრება და ქერქად გადაიქცევა. გამონაყარი ძირითადად პირსახიდან და გულმკერდიდან იწყება, შემდეგ თავის თმიან ნაწილებშიც ჩნდება. ყოველ ახალ გამონაყარზე ტემპერატურა მატულობს და ავადმყოფის მდგომარეობაც უარესდება. ჩუტყვავილა ძირითადად მსუბუქად მიმდინარეობს და 10-12 დღეში სრული განკურნებით მთავრდება.

იშვიათად შეიძლება ჩუტყვავილამ მძიმე მიმდინარეობა მიიღოს. სხეულის ტემპერატურა 39 გრადუსამდე აღწევს, გამონაყარი უხვია, დაჩირქება ინტენსიური, ზოგჯერ გამონაყარის ელემენტებში სისხლიც ჩაიქცევა ხოლმე. იშვიათია გართულება ფილტვების, შუა ყურისა და ტვინის ანთებით. ჩუტყვავილას მსუბუქი ფორმა წამლებით მკურნალობას არ მოითხოვს, მაგრამ საჭიროა წოლითი რეჟიმი, კანის, ხელებისა და ფრჩხილების სისუფთავე, პირის ღრუს გამოვლება სოდიანი წყლით. გართულებული, მძიმე ფორმები საჭიროებს მკურნალობას საავადმყოფოს პირობებში.

ავადმყოფი ბინის პირობებში გამოცალკევებული უნდა იყოს 9 დღის განმავლობაში. კონტაქტში მყოფი ბავშვები, რომელთაც წინათ არ მოუხდიათ ჩუტყვავილა, ინფეციის შესაძლო წყაროს წარმოადგენენ. ამიტომ ამ პერიოდში ისინი 21 დღის განმავლობაში არ დაიშვებიან დაწესებულებებში.

ლიტერატურა

ჩუტყვავილა: Chutkvabila  
არის გვერდი თემაზე:

Tags:

ვირუსიინფექცია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გიორგი VII (საქართველოს მეფე)ქაქუცა ჩოლოყაშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიავსტრალიაპეტრე I დიდისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებითელავისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშირუსეთიძველი ეგვიპტეპარაცეტამოლიEuropebetმთავარი გვერდი9 აპრილის ტრაგედიავიკისაწყობიზვავივინსენტ ვან გოგიპუნიკური ომებიდუბაის საამიროტყედედამიწის ისტორიასოფლის მეურნეობაზაფხულივლადიმერ ლენინიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითთეატრითორნიკე ერისთავიგიორგი I (საქართველოს მეფე)გოგირდიქართული სამზარეულოფემინიზმიევერესტიშველიმიხეილ სააკაშვილიიგავ-არაკიფოცხვერიაქლემივიკიპედიაპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშიბაგრატ III (საქართველოს მეფე)კონსტანტინოპოლიმყინვარწვერიერეკლე IIდემოკრატიათბილისის კლასიკური გიმნაზიადუბაიბურუსეთ-საქართველოს ომი (1921)იოსებ სტალინიფოთინერვული სისტემაალექსანდრე მაკედონელითბილისური ეზოსაქართველო XV საუკუნეშიხარებაასურელი მამებიპაბლო პიკასოიუდაიზმიინგლისიგრიგოლ ხანძთელიკოსმოპოლიტიზმისაქართველოს სახელმწიფო დროშაებრაელებისაქართველოს მდინარეების სიადემეტრე II თავდადებულიგლობალური დათბობაიაპონიაჩარლი ჩაპლინისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიოქტავიანე ავგუსტუსიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)რუმინეთიატომიჯაბა კანკავამადრიდიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითკურდღელიმიგრაცია🡆 More