ნაღვლის ბუშტი

ნაღვლის ბუშტი (ლათ.

ნაღვლის ბუშტი თხელკედლიანი პარკია, რომელიც მიკრულია ღვიძლზე. ნაღვლის ბუშტის კედელი შექმნილია ენტოდერმული ერთშრიანი ეპითელიუმით და შემაერთებელქსოვილოვანი გარსებით. ნაღვლის ბუშტი არა აქვთ თაგვისებრ მღრღნელებს, ვეშაპს, სპილოს, აქლემს, ირემს, კენტჩლიქოსნებს, აგრეთვე ზოგიერთ თევზს და სალამურებს (მათ ლარვებს აქვთ). უკეთესად არის განვითარებული ისეთი ცხოველების ნაღვლის ბუშტი, რომლებიც ცხიმით მდიდარი საკვებით იკვებებიან (ხორციჭამია ფორმები).

ნაღვლის ბუშტი
ნაღვლის ბუშტი
ლათინური vesica biliaris
სისტემა საჭმლის მომნელებელი სისტემა
არტერია ბუშტოვანი არტერია
ვენა ბუშტოვანი ვენა
ნერვი მუცლის ნერვული კვანძი
მოხეტიალე ნერვი (CN X)
წინამორბედი წინა ნაწლავი
MeSH Gallbladder
Dorlands/Elsevier 12383343

ადამიანის ნაღვლის ბუშტი მსხლისებრი ფორმის თხელკედლიანი პარკია, რომლის სიგრძე 10-14 სმ, სიგანე 3,5-4 სმ, ტევადობა 30-70 სმ აღწევს; მდებარეობს ღვიძლის ქვემო ზედაპირზე. ნაღვლის ბუშტის ყელის გაგრძელებაა ბუშტის სადინარი, რომელიც უერთდება ღვიძლის სადინარს; ასე იქმნება ნაღვლის საერთო სადინარი, რომელიც იხსნება თორმეტგოჯა ნაწლავში პანკრეასის სადინართან ერთად. ნაღვლის ბუშტის კედელი შედგება სეროზული კუნთოვანი და ლორწოვანი გარსებისაგან. ლორწოვანი გარსი ნაღვლის ბუშტის ყელის მიდამოებში წარმოქმნის სპირალურ ნაოჭს, რომელიც ბუშტის სადინარშიც გრძელდება და არეგულირებს ნაღვლის დენას. ნაღვლის ბუშტის კედლის კუნთოვანი კონების შეკუმშვა, რასაც მოყვება ნაღვლის თორმეტგოჯა ნაწლავში გადასვლა, იწყება საკვებში შემავალი გამღიზიანებელი ნივთიერებების გავლენით და პერიოდულად მეორდება საჭლის მონელების პროცესში.

ნაღვლის ბუშტის პათოლოგიური მდგომარეობებისთვის და დაავადებებისთვის დამახასიათებელია ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, იშვიათად ეპიგასტრიუმის არეში ირადიაციით მარჯვენა ბეჭში, ლავიწში, მხრის სახსარში, ზოგჯერ მკერდის ძვლის უკან, გულის მიდამოში — ქოლეცისტოკარდიალური სინდრომი.

ნაღვლის ბუშტის დაავადებათა დიაგნოსტიკაში ანამნეზის, ტკივილის ხასიათის, ლოკალიზაციის და ირადიაციის შესწავლის გარდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება გამოკვლევის ლაბორატორიულ, რენტგენოლოგიურ და ინსტრუმენტულ მეთოდებს. გამოყოფენ ნაღვლის ბუშტის დისკინეზიებს, ქოლესტეროზს, ქოლეცისტიტს, ნაღველკენჭოვან დაავადებას, პარაზიტულ დაავადებებს.

ნაღვლის ბუშტზე ოპერაციული ჩარევები თავისი ხასიათის, ტექნიკის და ჩვენებების მიხედვით მრავალფეროვანია. ყველაზე ხშირად გამოყენებად ოპერაციას წარმოადგენს ქოლეცისტექტომია.

სქოლიო

Tags:

ადამიანიაქლემივეშაპისნაირნიირემიკენტჩლიქოსნებილათინური ენასალამურებისპილოსებრნიღვიძლიცხიმიხერხემლიანები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ფოლკლორილევან საგინაშვილიექვთიმე თაყაიშვილირითმანარკომანიალადო ასათიანიმარი ანტუანეტილექსი ვეფხისა და მოყმისაკალციუმიმშვილდოსანი (ასტროლოგია)სიმონ Iარაბობა საქართველოშივეფხისტყაოსანიტუბერკულოზინიკო ნიკოლაძემტკვარიპროტესტანტული რეფორმაციადავითიანი (ნაწარმოები)პოლიტიკადაირააშშ-ის სამოქალაქო ომიარაგვითანდებულიილონ მასკისაქართველოს ბრძოლების სიაგამოფიტვანაკიანი წელიწადიუილიამ შექსპირიეგრისის დიდი ომითევდორე კველთელისამხრეთი კორეააკაკი წერეთელიორნელა მუტიმდგრადი განვითარებასაქართველოს პრეზიდენტითავის ტვინიკრიშტიანუ რონალდუგლობალური დათბობაქუთაისისაფრანგეთიალაზანიგიორგი III (საქართველოს მეფე)სასწორი (ასტროლოგია)ჰიდროცეფალიასომხების გენოციდირელიგიაამიერკავკასიური ზაზუნაცხენისწყალიელექტრული დენიკლიმატის ცვლილებახევსურეთიხემარწყვაკონტინენტიმთაკონსტანტინოპოლის დაცემაგაპიროვნებათხის რქა (ასტროლოგია)ადამიანისულხან-საბა ორბელიანივაჟა-ფშაველარუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)დემეტრე Iქართული გვარითურქეთიგურამ დოჩანაშვილინიკოლა ტესლაგიორგი სააკაძეკილიმანჯაროკრწანისის ბრძოლარომბიხინკალივერცხლიჭიამაიასებრნივენის კონგრესიხელოვნებაბუღა თურქის შემოსევამონღოლებიზენონი (იარაჯული)🡆 More