რითმა (ბერძნ.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
უკანასკნელი მახვილიანი მარცვლიდან მოყოლებული; ზოგჯერ ბგერების ასეთი შეწყობა-შეთანხმება ტაეპებს შიგნით.
რითმაში შეიძლება მეორდებოდეს ცალკეული ბგერები, სიტყვები ან სიტყვათა ჯგუფები, იშვიათ შემთხვევაში კი - ტაეპები. ლექსიკური თვალსაზრისით რითმა საინტერესოა იმით, რომ იგი ბგერითი გამეორებით გამოყოფს სიტყვას და ამით ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას. რითმის ინტონაციური ფუნქცია ხელს უწყობს ლოგიკურ მახვილს, რის შედეგადაც გასარითმი სიტყვა გამოიყოფა მეტყველების ნაკადში და იქცევს ყურადღებას. რითმა პოეტურ მეტყველებაში ქმნის რიტმულობას, კეთილხმოვანებას, მუსიკალობას.
ლიტერატურის თეორიისათვის სადღეისოდ ცნობილი რითმის უამრავი სახის კლასიფიკაცია სხვადასხვა ნიშნის საფუძველზე ხდება:
ტერმინები „ვაჟური“ და „ქალური“ ფრანგული წარმოშობისაა (ძველ ფრანგულში ეს რითმები დაემთხვა მდედრობითი და მამრობითი სქესის გარითმულ სტყვებს და ტერმინების სახით შემორჩა პოეტიკას).
1) გარეგანი რითმა, რომლის სახეებია:
2) შიგა რითმა (ცეზურული, წინაცეზურული, უკანაცეზურული), როდესაც სიტყვები (კლაუზულები) ტაეპის შიგნითაა გარითმული.
3) შიგა-გარეგანი რითმა, როდესაც შეთანხმებულია ტაეპის მუხლებიც და დაბოლოებაც.
4) პანტორითმა, როდესაც ტაეპში გარითმულია ყოველი სიტყვა.
1) ზუსტი რითმა, როდესაც კლაუზულაში ყველა ბგერა ერთმანეთს ემთხვევა.
2) არაზუსტი რითმა, როდესაც ზოგერთი ბგერა ემთხვევა ერთმანეთს.
არაზუსტი რითმების სახეებია:
3) მდიდარი რითმა, რომელშიც ზუსტი კლაუზულების წინა თანხმოვნებიც ემთხვევა (დამახასიათებელია ვეფხისტყაოსნისთვის).
4) ღარიბი რითმა (კლაუზულის თანხმოვნებით განსხვავებული).
5) ღია რითმა (ხმოვნით დამთავრებული).
6) დახურული რითმა (თანხმოვნით დამთავრებულნი).
1) მაჯამური (ომონიმური) რითმა.
2) ტავტოლოგიური რითმა
3) ბანალური ანუ გაცვეთილი რითმა
4) იშვიათი რითმა
5) ეგზოტიკური რითმა
6) თემატური რითმა (რითმები, რომლებიც აგებულია ლექსის თემის აღმნიშვნელ სიტყვათა ჟღერადობაზე).
7) კალამბურული რითმა
8) ზმნური (გარითმულია ზმნების კლაუზულები).
9) ზედსართაული (გარითმულია ზედსართავი სახელების კლაუზულები)
1) მარტივი რითმა
2) რთული რითმა
3) კვეთილი რითმა
1) ორჯერადი (ორ-ორი ტაეპია გარითმული)
2) სამჯერადი
3) ოთხჯერადი - ვეფხისტყაოსნის რითმათა ჯერადობის პრინციპი.
4) მონორიმი - რითმა ლექსის ბოლომდე ერთია.
This article uses material from the Wikipedia ქართული article რითმა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.