კენტჩლიქოსნები (ლათ.
ტანად დიდი, იშვიათად საშუალო ზომის ცხოველებია. კიდურების მთავარი ღერძი ყოველთვის მე-3 თითზე გადის, რომელიც სხვებზე მეტადაა განვითარებული და სხეულის ძირითად საყრდენს წარმოადგენს. თითის ბოლო ფალანგები ჩლიქიტაა დაფარული. აქვთ ზედა საჭმელი კბილები, მარტივი კუჭი, ბარძაყის ძვალზე მე-3 ციბრუტი (წყვილჩლიქოსანტაგან განსხვავებით). ლავიწი და ნაღვლის ბუშტი არ გააჩნიათ, გავრცელებული არიან აზიაში, აფრიკაში, სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში. ბინადრობენ უდაბნოში, ტყე-ველზე და სხვა. ცხოვრობონ ერთეულებად, ზოგჯერ მცირე ჯგუფებსაც ქმნიან. სწრაფად დარბიან, იკვებებიან მცენარეულობით. განგური - წელიწადში 2-ჯერ. პოლიგამიური ცხოველებია. შობენ კარგად განვითარებულ 1 ნაშიერს. ცნობილია თანამედროვე კენტჩლიქოსნების 3 ოჯახი: ცხენისებრნი, მარტორქისებრნი და ტაპირისებრნი. კენტჩლიქოსნების მოშინაურებული ფორმები (ცხენი, ვირი) მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. სარეწაო ცხოველებია. ყველგან იცავენ.
კენტჩლიქოსნები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ცხენი | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Perissodactyla | ||||||||||||
|
This article uses material from the Wikipedia ქართული article კენტჩლიქოსნები, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.