ბუღა თურქის შემოსევა

ბუღა თურქის შემოსევა 853-854 — არაბთა ლაშქრობა თბილისის საამიროს დასამორჩილებლად და ამიერკავკასიაში ხალიფის ძალაუფლების აღსადგენად.

ხალიფა მუთავაქილმა (847-861) თბილისის ამირა საჰაკ ისმაილის ძის წინააღმდეგ ლაშქრობა მოაწყო ბუღა თურქის სარდლობით. სომეხი ისტორიკოსის თომა არწრუნის ცნობით ბუღას ლაშქარში 200 ათასი მეომარი ითვლებოდა. სომხეთისა და აზერბაიჯანის დალაშქვრის შემდეგ 853 წლის ზაფხულში ბუღა საქართველოს შემოესია. მას შეუკავშირდნენ ტაო-კლარჯეთის მთავარი ბაგრატ I კურაპალატი და კახეთ-ჰერეთის სამთავრო. აფხაზთა სამეფო კი საჰაკს მიემხრო. ბუღა თურქი ისანში დაბანაკდა და საჰაკის წინააღმდეგ სარდალი ზირაქი გაგზავნა. ზირაქი 5 აგვისტოს მდინარე მტკვარზე გავიდა და თბილისში შეიჭრა. არაბები ანთებულ კუპრს ისროდნენ, ქალაქში ხანძარი გაჩნდა. საჰაკი შეიპყრეს და ბუღას ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. შემდეგ ზირაქმა და ბაგრატ I-მა აფხაზთა მეფეც დაამარცხეს.

აღნიშნული ლაშქრობის შესახებ საუბარია ატენის სიონის წარწერაში:

ვიკიციტატა
„თთუესა აგუსტოსსა ე~სა, დღესა შაბათსა ქრონიკონსა ო~გსა, ისმაიტელთა წელსა ს~ლთასა ქალაქი ტფილისი დაწუა ბუღა და შეიპყრა ამირაჲ საჰაკ და მოკლა. და მასვე თთუესა [აგუ]სტოსსა კ~ვსა, დღესვა შაბათსვე, ზირაქ შეიპყრა კახაჲ და ძჵ მისი თარჴუჯი.“

ამის შემდეგ ბუღას ლაშქარი კახეთის დაბლობიდან მთიანეთში შეიჭრა. მთიელებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს. ამასობაში დიდი თოვლი მოვიდა. არაბებს ცხენები იელის ჭამით დაეხოცათ და დიდი ზარალი ნახეს. ბუღა საქართველოს გაეცალა და ბარდავში დაბანაკდა. მაგრამ 854 წელს ისევ შემოესია საქართველოს და გარდაბანი ააოხრა. ბუღას ლაშქრობამ დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას. არაბი ისტორიკოსის ალ-ტაბარის ცნობით მარტო თბილისში 853 წელს დაიღუპა 50 ათასი კაცი, ქალაქი თითქმის მთლიანად გადაიწვა. მაგრამ ბუღას ლაშქრობათა მიზანი მაინც მიუღწეველი დარჩა — არაბთა ბატონობის განმტკიცება ვერ მოხერხდა.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • გუჩუა ვ. გადავხედოთ წარსულს, თბ., 1967;
  • ჯავახიშვილი ივ. ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2, თბ., 1965;

სქოლიო

Tags:

847853861აზერბაიჯანიალ-მუთავაქილიარაბებიაფხაზთა სამეფობაგრატ I კურაპალატიბუღა თურქითბილისითბილისის საამიროთომა არწრუნიისანიმტკვარისაქართველოსაჰაკისომხეთიტაო-კლარჯეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ქეთევან დედოფალიამირანი (მითოლოგია)ჩემი ცოლის დაქალებიასტრიდ ლინდგრენიგრიგოლ ორბელიანიწიგნი სიბრძნე სიცრუისადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენანიკოლა ტესლადავითიანი (ნაწარმოები)პოლიმერებიბრაზილიაბაგრატ IV (საქართველოს მეფე)ადიშის ოთხთავიდიდი ხუთშაბათიკლიმატის ცვლილებადავით გურამიშვილიშინაური კატააპენდიციტიჰარი პოტერისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიარუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)რომიუდაბნომსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაენგურის ჰიდროელექტროსადგურისტუმარ-მასპინძელიბორჯომი (წყალი)მეტაფორააფხაზეთიფიოდორ დოსტოევსკიქართლის ცხოვრებაფეხბურთიპლურალიზმიედუარდ შევარდნაძეაბსცისაშავი ზღვასანტიმეტრითევდორე კველთელივერძი (ასტროლოგია)ხვიჩა კვარაცხელიაგაზაფხულიეკონომიკაევროპის საბჭომტკვარიკონვექციახემარწყვაგამარჯვების დღეაზერბაიჯანიფსიქოლოგიააფხაზეთის ომი (1992-1993)C ჰეპატიტიანალური სექსითურქეთისაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტილონდონისაფრანგეთის რევოლუციაჩრდილოეთი კორეალადო ასათიანიმასტურბაციავიქტორ ორბანისვანეთიიმერეთის მხარევერცხლიფუტკრებირელიეფის ფორმებირომის რესპუბლიკასინგაპურირუსული დამწერლობაკოლოსეუმიმუშთაიდის ბაღიგიორგი III (საქართველოს მეფე)მინერალების სიაგალაკტიონ ტაბიძექართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებამტირალას ეროვნული პარკიპარიზიდათა თუთაშხიაემპათია🡆 More