იმერეთის მხარე: მხარე საქართველოში

იმერეთის მხარე — მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინცია იმერეთის ტერიტორიას, ასევე ლეჩხუმის და გურიის რამდენიმე სოფელს.

იმერეთის მხარე: ადმინისტრაციული დაყოფა, ზოგადი ცნობები, ადგილობრივი მმართველობა ეს სტატია ადმინისტრაციულ რეგიონს ეხება. ისტორიული მხარის შესახებ იხილეთ იმერეთი.

იმერეთის მხარეში შედის ქუთაისის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტები. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია — ქ. ქუთაისი. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-IM.

ადმინისტრაციული ერთეული
იმერეთის მხარე
იმერეთის მხარე: ადმინისტრაციული დაყოფა, ზოგადი ცნობები, ადგილობრივი მმართველობა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ადმ. ცენტრი ქუთაისი
შიდა დაყოფა ბაღდათის მუნიციპალიტეტი, ვანის მუნიციპალიტეტი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სამტრედიის მუნიციპალიტეტი, საჩხერის მუნიციპალიტეტი, ქუთაისი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი, ტყიბულის მუნიციპალიტეტი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, ხონის მუნიციპალიტეტი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი და ჭიათურის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°10′00″ ჩ. გ. 42°59′00″ ა. გ. / 42.16667° ჩ. გ. 42.98333° ა. გ. / 42.16667; 42.98333
სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე
დაარსდა 1995
ფართობი 6516 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა იმერეთის მხარე: ადმინისტრაციული დაყოფა, ზოგადი ცნობები, ადგილობრივი მმართველობა 533 906 (2014) კაცი
სიმჭიდროვე 81,9 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,32 %
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 98,81 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ოფიციალური საიტი http://imereti.gov.ge/
იმერეთის მხარე: ადმინისტრაციული დაყოფა, ზოგადი ცნობები, ადგილობრივი მმართველობა

ადმინისტრაციული დაყოფა

იმერეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:

რუკა მუნიციპალიტეტები
იმერეთის მხარე: ადმინისტრაციული დაყოფა, ზოგადი ცნობები, ადგილობრივი მმართველობა 
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ვანის მუნიციპალიტეტი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
საჩხერის მუნიციპალიტეტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ხონის მუნიციპალიტეტი

ზოგადი ცნობები

მხარის ფართობი შეადგენს 6552.3 კვ.კმ-ს, მოსახლეობა 533 906 კაცი (2014), მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე – 81,9 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ქუთაისი. მხარეში 542 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

იმერეთის მხარე: ადმინისტრაციული დაყოფა, ზოგადი ცნობები, ადგილობრივი მმართველობა 
გელათი

ადგილობრივი მმართველობა

მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: ქალაქის მერია - 1 (ქუთაისი), მუნიციპალიტეტის გამგეობა - 11, სადაბო საკრებულო - 2, სოფლის საკრებულო - 161. მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული. ამ თანამდებობაზე, რომელიც შემოღებულ იქნა 1995 წლის იანვარში, დღემდე მუშაობდნენ:

მოსახლეობა

მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი 2002 წ. აღწ. 2014 წ. აღწ. 2016' 2017' 2018'
იმერეთი იმერეთის მხარე: ადმინისტრაციული დაყოფა, ზოგადი ცნობები, ადგილობრივი მმართველობა 699 410 იმერეთის მხარე: ადმინისტრაციული დაყოფა, ზოგადი ცნობები, ადგილობრივი მმართველობა 533 906 იმერეთის მხარე: ადმინისტრაციული დაყოფა, ზოგადი ცნობები, ადგილობრივი მმართველობა 523 700 იმერეთის მხარე: ადმინისტრაციული დაყოფა, ზოგადი ცნობები, ადგილობრივი მმართველობა 514 400 იმერეთის მხარე: ადმინისტრაციული დაყოფა, ზოგადი ცნობები, ადგილობრივი მმართველობა 507 000
ქ. ქუთაისი 185 965 147 635 145 400 142 800 141 000
ბაღდათის 29 235 21 582 20 900 20 300 19 800
ვანის 34 464 24 512 23 800 23 300 22 800
ზესტაფონის 76 208 57 628 57 300 56 900 56 500
თერჯოლის 45 496 35 563 34 600 33 900 33 300
სამტრედიის 60 456 48 562 47 600 46 700 45 900
საჩხერის 46 590 37 775 37 100 36 700 36 300
ტყიბულის 31 132 20 839 20 300 19 800 19 300
წყალტუბოს 73 889 56 883 54 400 52 800 51 400
ჭიათურის 56 341 39 884 39 900 39 500 39 300
ხარაგაულის 27 885 19 473 19 400 19 200 19 100
ხონის 31 749 23 570 23 100 22 600 22 200

ეკონომიკა

იმერეთის მხარე: ადმინისტრაციული დაყოფა, ზოგადი ცნობები, ადგილობრივი მმართველობა 
ჭიათურის მანგანუმის საბადოს სადგური

იმერეთის მხარე მნიშვნელოვანწილად გამოირჩევა საქართველოს ტეროტორიაზე არსებული წიაღისეული სიმდიდრეების მრავალფეროვნებით. ამჟამად იმერეთში 100-ზე მეტი მინერალურ-სანედლეულო რესურსების საბადოა აღრიცხული, რომელთაგან ნახევარზე მეტი საექსპორტოა. ძირითადი წიაღისეული სიმდიდრეა ჭიათურის მანგანუმი, რომლის ბალანსური და ბალანსგარეშე მარაგი 215 მილიონ ტონას შეადგენს მადნის ყველა ტიპის (ჟანგეული, კარბინატული, დაჟანგული, შერეული, ქვიშაქვები) მიხედვით. ჭიათურა მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია ამიერკავკასიაში. ჭიათურა მანგანუმის კონცენტრატით ამარაგებს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას. მანგანუმის ჯერ კიდევ დაუმუშავებელი მარაგის არსებობა სავარაუდოა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ჩხარი-აჯამეთის, ქუთაისისა და თერჯოლის ტერიტორიებზე.

მხარის მნიშვნელოვანი წიაღისეული რესურსია ტყიბულისა და გელათის ქვანახშირის, საშენ მასალათა, თიხის მარაგი. ქუთაისის მიდამოები მდიდარია ბეტონოტური თიხებით, მარმარილოს, ეკლარის კირქვის, კურსების ტეშენიტის, ბაზალეთის საბადოებით. იმერეთის მხარის საწარმოები ქვეყნის მთლიანი პროდუქციის 25-30 %-ს აწარმოებენ. მათი უმრავლესობა განლაგებულია მთავარი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალის გასწვრივ მდებარე ქალაქებში: ქუთაისი, ზესტაფონი, სამტრედია.

ღირსშესანიშნაობები

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:

ისტორია

მხარის ადრინდელი ისტორია იხილეთ სტატიებში:

სქოლიო

Tags:

იმერეთის მხარე ადმინისტრაციული დაყოფაიმერეთის მხარე ზოგადი ცნობებიიმერეთის მხარე ადგილობრივი მმართველობაიმერეთის მხარე მოსახლეობაიმერეთის მხარე ეკონომიკაიმერეთის მხარე ღირსშესანიშნაობებიიმერეთის მხარე ისტორიაიმერეთის მხარე სქოლიოიმერეთის მხარებაღდათის მუნიციპალიტეტიგურიავანის მუნიციპალიტეტიზესტაფონის მუნიციპალიტეტითერჯოლის მუნიციპალიტეტიიმერეთილეჩხუმისამტრედიის მუნიციპალიტეტისაქართველოსაჩხერის მუნიციპალიტეტიტყიბულის მუნიციპალიტეტიქუთაისიწყალტუბოს მუნიციპალიტეტიჭიათურის მუნიციპალიტეტიხარაგაულის მუნიციპალიტეტიხონის მუნიციპალიტეტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნატურალური რიცხვირუმინეთიმსოფლიოს მოსახლეობასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიკახეთიპლანეტააჭარალიონელ მესიმურა დათვიშუშანიკის წამებასაქართველოს პარლამენტიცადამაყვანაშინაური კატათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიბაგრატიონებიალაზანიკორუფციატოლერანტობაგიორგი მაზნიაშვილირითმასაქართველოს პრეზიდენტიმეტაფორადიდი გეოგრაფიული აღმოჩენებირეზოლუციაიაკობ გოგებაშვილინიკო ნიკოლაძეკეთრისაქართველოს მევენახეობა და მეღვინეობაირემიფერნანდო მაგელანირაგბიპოლიტიკური პარტიები საქართველოშიშარლ მიშელიქლორითეიმურაზ Iპარიზიეგრისის დიდი ომისაქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018იგლუბალდუინ IV იერუსალიმელიდელფინებიპლურალიზმივეტომიგრაციალოცვა ეფრემ ასურისაჰეკლაკიბოსნაირნიგია ყანჩელირელიგია საქართველოშიკეთილშობილი ირემისოზარ სუბარიალექსანდრე დუგინიხელოვნებაგლობალური დათბობაარაბობა საქართველოშიკახეთის აჯანყება (1659)რომიკუბური მეტრიმელანიადაგისაქართველოს სახელმწიფო დროშაპუნიკური ომებიილარიონ ტალახაძეკვორუმიპეტრე I დიდიმარიამ ლაშხიასპინძის ბრძოლამსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითარჩვიპლებისციტიიუსტინიანე Iკოლოსეუმისლოვენიასაქართველონიკო ბაგრატიონიბუდუ ზივზივაძე🡆 More