C ჰეპატიტი — ქრონიკულად მიმდინარე პროგრესირებადი დაავადება.
C ჰეპატიტი ღვიძლის ქრონიკული დაავადებების (ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი) განვითარების ერთ-ერთი ხშირი მიზეზია.
C ჰეპატიტი | |
---|---|
C ჰეპატიტის ვირუსი. | |
დარგი | infectious diseases |
სიხშირე | 22% (ეგვიპტე), 48% (პაკისტანი), 32% (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) |
კლასიფიცირება და გარე წყაროები | |
DiseasesDB | 5783 |
ICD-10 | B17.1, B18.2 |
ICD-9 | 070.4, 070.5 |
OMIM | 609532 |
MedlinePlus | 000284 |
eMedicine | eMedicine: med/993 |
Patient UK | C ჰეპატიტი |
C ჰეპატიტს იწვევს რნმ ვირუსი, რომელიც უპირატესად ღვიძლს აზიანებს. ბუნებრივი მიმდინარეობის დროს დაავადება (20-30%) 6 თვის შემდეგ თვითგამოჯანმრთელებით მთავრდება, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში ქრონიკულ ხასიათს იძენს.
ვირუსს ახასიათებს ცვალებადობა, მიეკუთვნება ნელა პროგრესირებად ვირუსთა რიცხვს. გამოვლენილია მისი ექვსი გენეტიკური ვარიანტი.
ინფექციის წყაროს წარმოადგენს მწვავე და ქრონიკული C ჰეპატიტით დაავადებული ადიამიანი. ვირუსი გადაეცემა პარენტარული გზით, ანუ სისხლითა და სისხლის პროდუქტებით, ზოგჯერ სქესობრივი გზითაც.
ადამიანი ინფიცირდება:
ვირუსის სქესობრივი გზით გადაცემა ძალიან იშვიათია (1-3%), ძირითადად, ჰომოსექსუალებში (სწორი ნაწლავის ტრავმირების გამო). შედარებით მაღალია C ვირუსით ინფიცირების სიხშირე მრავალ პარტნიორთან ურთიერთობის შემთხვევაში.
C ჰეპატისი გადაცემის გზებიდან გამომდინარე, ყველაზე ხშირად ავადდებიან:
სისხლის თვალით უხილავ რაოდენობას შეიძლება შეიცავდეს ორგანიზმში არსებული სითხეებიც: ნერწყვი, ცრემლი, განავალი, შარდი, სპერმა. ამიტომ სრული უსაფრთხოებისთვის, სასურველია სიფრთხილე C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებთან ერთუიერთობისას.
თუ ადამიანი C ვირუსით დაინფცირებულის კბილის ჯაგრისს ან პირის საპარს მოიხმარს, შესაძლებელია ვირუსით დასნებოვანება, რადგან ამ ნივთებზე სისხლის ნაწილაკები არსებობის ალბათობა დიდია.
C ჰეპატიტის გამომწვევი პლაცენტალურ ბარიერს ვერ გადის, დედისგან ბავშვისთვის დაავადების გადაცემის შანსი მცირეა. აქედან გამომდიანრე, C ვირუსით ინფიცრებულ დედისთვის ორსულობა უკუნაჩვენები არ არის. ვირუსის გადაცემის ალბოთობაზე არც ის ახდენს გავლენას, თუ როგორ იმშობიარებს ქალი – საკიესრო კვეთით თუ ბუნებრივი გზით. ვირუსი არ გადადის ძუძუთი კვების დროს.
C ჰეპატიტს არ იწვევს კოღოს ნაკბენი, რადგან მწერის სხეულში ვირუსის ძალზე უმნიშვნელო რაოდენობა ეტევა; არ გადაეცამა ხველებით, დაცემინებით, ჭურჭლით, საკვებითა და წყლით. დაავადება არ გადადის საერთო პირსახოცით, კოცნით.
C ჰეპატიტის საინკუბაციო პერიოდი (ინფიცირებიდან დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენამდე) უხშირესად 20-80 დღეა. C ჰეპატიტს ახასიათებს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული მიმდინარეობა. ვირუსით შესაძლოა ნებისმეირი ასაკის ადამიანი დაინფიცირდეს.
მწვავე C ჰეპატიტის დროს კლინიკური სიმპტომები იშვიათად (10-20%) ვლინდება. ამ დროს აღინიშნება საერთო სისუსტე, დისკომფორტი მარჯვენა დერდქვეშა მიდამოში. ღვიძლის ფუნქციათა მრავალფეროვნების გამო მისი ქსოვილის ანთება, ანუ ჰეპატიტი, შეიძლება გამოვლინდეს სიმპტომთა ფართო სპექტრით; ესენია:
აღნიშნული ჩივილები ზოგადად ღვიძლის დაავადებებს ახასიათებს. C ჰეპატიტის დაიგნოსტიკა და დადასტურება კი ლაბორატორიული მონაცემებით ხდება.
მწვავე C ჰეპატიტმა შესაძლებელია მრკუნალობის გარეშეც უკვალოდ გაირაოს, მაგრამ უფრო ხშირად (60-80%) ის ქრონიკულ ფორმაში გადადის (თუ პროცესი 6 თვეზე მეტხანს გრძელდება).
C ჰეპატიტი შესაძლოა სრულიად უსიმპტომოდ, ან ძნელად შესამჩნევი ნიშნებითაც მიმდინარეობდეს. რაც უფრო ხანდაზმული C ვირუსით დაინფცირებული ადამიანი, დაავადება მით უფრო მძმედ მიმდინარეობს და მკურნალობაც ნაკლებად ეფექტურია.
C ჰეპატიტის სიმპტომები სუსტად ვლინდება ახალშობილებსა და ბავშვებში.
უსიმპტომო მიმდინარეობის დროს დაავადების გამოვლენის ერთადერთი საშუალებაა სისხლის სერილოგიოური ანალიზი. დაავადების დიაგნოსტიკა სისხლის შრატში C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენით იწყება. მწვავე C ჰეპატიტის დროს პირველი 2-3 თვის განმავლობაში ანტისხეულების აღმოჩენა შეიძლება ვერც კი მოხერხდეს. ამასთანავე, ანტისხეულების არსებობა მხოლოდ რნმ ვირუსით ადამიანის ოდესღაც ინფიცირებას ადასტურებს. დაავადების არსებობასა და მიმდინარეობაზე სისხლის შრატში უშუალოდ ვირუსის აღმოჩენა მიუთითებს.
C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების შემცველობას განსაზღვრავენ იმუნოფერმენტული ანალიზით. შემდეგ კეთდება სპეციალური -ანალიზი (პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქცია - PCR), რომლის დადებითი შედეგიც ადასტურებს დიაგნოზს.
მწვავე ჰეპატიტი C ავადმყოფთა 20-40%-თვის მკურნალობის გარეშე, სპონტანური გამოჯამრთელებით სრულდება. ვირუსის საწინააღმდეგო მკურნალობის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 80%-ს აღემატება. C ჰეპატიტის მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი (24-28 კვირა) და ძვირად ღირებული პროცესია.
მწვავე ქრონიკულროი C ჰეპატიტის დროს რაიმე სპეციფიკური დიეტოთერაპია საჭირო არ არის. საკმარისია ალკოჰოლის გამორიცხვა, ასევე სასურველია ჭარბი წონის კორექცია ციროზით გართულების შემთხვევაში კი დიეტის დაცვა აუცილებელია.
This article uses material from the Wikipedia ქართული article C ჰეპატიტი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.