მითოლოგია ამირანი: ქართულ მითოლოგიაში გმირი

ამირანი — ქართულ მითოლოგიაში ამირანიანის ეპოსის მთავარი გმირი.

მითოლოგია ამირანი: ქართულ მითოლოგიაში გმირი ტერმინს „ამირანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ამირანი.

ამირანის შესახებ თქმულებები დაფიქსირებულია საქართველოს ყველა კუთხეში, ქართული ენის ყველა დიალექტზე, რაც მიუთითებს მათი ფორმირების შესახებ ქართველი ერის ეთნოგენეზის ადრეულ სტადიაზე (ვარიანტები არსებობს აგრეთვე კავკასიის ქართველებთან მონათესავე ხალხებში). ამირანის სახე მოჩანს ძვ. წ. III ათასწლეულით დათარიღებულ არქეოლოგიურ ძეგლებზე (მცხეთის ბრინჯაოს სარტყელი, ყაზბეგის განძი, თრიალეთის ვერცხლის თასი). ამირანი ნადირობის ქალღმერთ დალის და მოკვდავი უცნობი მონადირის შვილია (ამირანის ქალწულებრივი ჩასახვის აფხაზურ ვარიანტს ალბათ მატრიარქატის ეპოქისკენ მივყავართ; ზოგიერთ გვიანდელ ვარიანტში ამირანის მამა მჭედელი ან გლეხია). ნაადრევად დაბადებულმა უმწიფარმა ამირანმა ხარის (ძროხის) კუჭში (ფაშვში) დაასრულა მომწიფება. ამირანის ღვთაებრივ წარმოშობას მიუთითებს მის მხრებზე მზის და მთვარის გამოსახულება, აგრეთვე ის, რომ მისი სხეულის ზოგიერთი ნაწილი ოქროსია. ამირანი უზარმაზარი ზომისაა, თვალები საცერის ტოლა აქვს და საავდროდ გამზადებულ შავ ღრუბელს ჰგავს. ამირანი მგელივით დაუღალავია, თორმეტი წყვილი ხარის ძალა აქვს და მთიდან დაცურებული მორის სისწრაფე; ის იმდენად ძლიერია, რომ დედამიწა ძლივს უძლებს მის სიმძიმეს (თუმცა ვერც კი მოვა ძალით და სიმაღლით ამბრისთან). ამირანის ძალა უხშირესად მის მონათვლას მიეწერება (უეჭველია, რომ ნათლობის მოტივმა ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ განდევნა უფრო ძველი ინიციაციის მოტივი), თუმცა ზოგჯერ დაკავშირებულია მის ბანაობასთან ჯადოსნურ წყაროში, რომლის მბრძანებელიც იგრი-ბატონია. ამირანის გმირობებში (დევებთან, ვეშაპთან ბრძოლა), რომლებსაც ის სჩადის მის ძმადნაფიცებთან, ბადრისთან და უსიპთან ერთად, ნათლად ჩანს კოსმოგონიურ მოტივებთან კავშირი. ვეშაპი გადაყლაპავს ამირანს, მაგრამ იგი ვეშაპს გვერდს გაუჭრის და განახლებული გარეთ გამოდის. ამასთანავე, ამირანი ნეკნებს შორის განაჭერში დაწნულ ბადეს დგამს, რათა ვეშაპის მიერ გადაყლაპულმა მზემ დაწვას იგი და შეძლოს გარეთ გამოსვლა. ამირანი იტაცებს ზეციურ ქალწულს — ყამარს, რომელიც ციურ ცეცხლს განასახიერებს და ცხოვრობს ზღვის გადაღმა ან ზღვის თავზე დაკიდებულ კოშკში. ამირანი ამარცხებს ყამარის მამას — ამინდის და საავდრო ღრუბლების მბრძანებელ ღვთაებას. ამირანი ასწავლის ადამიანებს მჭედლობას; იგი თვითონაც შესანიშნავი მჭედელია, რომელსაც ხმლის ჭედვაც შეუძლია (მძიმე ხმალი ამირანის აუცილებელი ატრიბუტია). ამირანის სახეში კულტურული გმირის სხვა თვისებებიც ვლინდება. დასავლეთ საქართველოს და აფხაზურ ვარიანტებში იგი მავნე მცენარეებსაც ანადგურებს.

ამირანი
მითოლოგია ამირანი: ქართულ მითოლოგიაში გმირი
ამირანის მონუმენტი სიღნაღში. შექმნილი მოქანდაკე ვახტანგ ონიანის მიერ 1980 წელს.
სხვა კულტურებში: პრომეთე, მიტრა, აბრსკილი და ამრანი
სქესი: მამრობითი
რეგიონი: კავკასია
წარმოშობის ქვეყანა: საქართველო
მეუღლე: ყამარი
ატრიბუტები: ჯაჭვი, ცხენი, მჭედლობა, ციური სხეულები
გამოსახულებები

ღმერთთან ბრძოლის გამო ამირანი კავკასიის ქედზე გამოქვაბულშია მიჯაჭვული. მის ღვიძლს მუდმივად ძიძგნის არწივი, ხოლო ერთგული ძაღლი ჯაჭვს ლოკავს და ცდილობს გალიოს იგი. მაგრამ ყოველწლიურად ვნების ხუთშაბათს (თუშურ ვარიანტში შობის წინა ღამეს) ღმერთის მიერ მიჩენილი მჭედლები ანახლებენ ჯაჭვს. ძველი გადმოცემით შვიდ წელიწადში ერთხელ გამოქვაბული იხსნება და ამირანის დანახვა შეიძლება.

ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად ამირანი მოწამე გმირის თვისებებს იძენს და იესო ქრისტეს, გიორგის, ილიას და სხვ. ეცილება.

ამირანის შესახებ თქმულებებმა ასახვა ჰპოვა შუასაუკუნოვან ქართულ ლიტერატურაში, კერძოდ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“.

ამირანი ტიპოლოგიურად პრომეთესთან და აბრსკილთან ახლოს დგას.

ლიტერატურა

  • კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 18-25, ISBN 978-99940-27-10-1.
  • Braund, David (1994). Georgia in Antiquity. Oxford: Clarendon Press.

Tags:

ამირანიანიდალი (მითოლოგია)დევივეშაპიკავკასიამზემთვარესაქართველოქალღმერთიქართული მითოლოგიაქრისტიანობაყამარი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს პრეზიდენტიკონსტიტუციასაქართველო XV საუკუნეშიმეგობრობალობიობაქტერიებისვანეთიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითსაქართველოს გეოგრაფიაძველი ეგვიპტეშუშანიკის წამებაზვავიხელოვნებალიეტუვაიმანუელ კანტისაქართველო XIII საუკუნეშირომის იმპერატორების სიანარკოტიკიოქროს საწმისიცხელი ძაღლიოგანესონიქართული ვაზის ჯიშებისპილოსებრნიყაზახეთიირაკლი ღარიბაშვილისლოვაკეთიბაში-აჩუკი (ფილმი)ჰემოგლობინიქაქუცა ჩოლოყაშვილიძუძუმწოვრებიქართული ხალხური საკრავებიმწერებიჭიანჭველასებრნიბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიპინგვინისნაირნისაფრანგეთიდემოკრატიათევდორე კველთელიდუბაის საამიროწრეწირიშაშვიფერნანდო მაგელანიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიბიზანტიის იმპერიაზაფხულიკვადრატული მეტრიგლობალური დათბობატროპიკული სარტყლებისისხლიისრაელიფუტიფანდურიქართველებიატომიფოცხვერისაქართველომდგრადი განვითარებაბალდუინ IV იერუსალიმელიარსებითი სახელისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიოსმალეთის იმპერიის ისტორიაჰაერის დაბინძურებარუსეთიწითელაფრინველებილეიკემიაპირველი მსოფლიო ომირუსუდანითეიმურაზ IIგასტრიტითავისუფლების დიდი ქარტიასახელმწიფოჩინეთის ისტორიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი🡆 More