ალაზანი

ალაზანი (აზერ.

ალაზანი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალაზანი (მრავალმნიშვნელოვანი).

Qanıx) — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოსა და აზერბაიჯანში, ნაწილობრივ მიედინება ამ ქვეყნების საზღვრის გასწვრივ. სიგრძე 390 კმ, აუზის ფართობი — 11 800 კმ², წყლის საშუალო ხარჯი — 98 მ³/წმ. სათავე აქვს კავკასიონზე, მწვერვალ დიდი ბორბალოს აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2750 მ სიმაღლეზე. ზემო დინებაში მთის მდინარეა, შემდეგ გამოდის ალაზნის ვაკეზე და იტოტება. ერთვის მინგეჩაურის წყალსაცავს აზერბაიჯანის ფარგლებში. წყალსაცავის აგებამდე ალაზანი პირდაპირ მტკვარში ჩაედინებოდა. ალაზნის აუზი სამი მხრიდან მაღალი მთებით არის გარშემორტყმული, რომლებიც ვაკეს და მთისწინეთს ჰაერის ცივი მასებისგან იცავენ.

ალაზანი
ალაზანი
მდინარე ალაზანი ახმეტის სიახლოვეს
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ტერიტორიული ერთეულები ახმეტის მუნიციპალიტეტი
თელავის მუნიციპალიტეტი
ყვარლის მუნიციპალიტეტი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მარჯვენა შენაკადები თურდო, ილტო, კისისხევი, ჭერმისხევი
მარცხენა შენაკადები ავანისხევი, გიშისწყალი, დურუჯი, ინწობა, კაბალი, ლოპოტა, მაწიმისწყალი, სტორი, ჩელთი
სათავე კავკასიონი
42°25′18″ ჩ. გ. 45°14′04″ ა. გ. / 42.42167° ჩ. გ. 45.23444° ა. გ. / 42.42167; 45.23444
სათავის მდებარეობა დიდი ბორბალო
სათავის სიმაღლე 2750 მ
შესართავი მინგეჩაურის წყალსაცავი
41°00′28″ ჩ. გ. 46°38′27″ ა. გ. / 41.00778° ჩ. გ. 46.64083° ა. გ. / 41.00778; 46.64083
შესართავის მდებარეობა აზერბაიჯანი
სიგრძე 390 კმ
აუზის ფართობი 11 800 კმ²
მდინარის სისტემა მინგეჩაურის წყალსაცავიმტკვარიკასპიის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 98 მ³/წმ
ალაზანი
ალაზანი — საქართველო
ალაზანი
ალაზანი
ალაზანი — კახეთის მხარე
ალაზანი
ალაზანი
ალაზანი — სათავე, ალაზანი — შესართავი
ალაზანი ალაზანი ვიკისაწყობში

საზრდოობა შერეულია. ალაზანი იკვებება წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყლის ჩამონადენის დაახლოებით 40 %-ს მიწისქვეშა წყალი შეადგენს, წვიმისა და თოვლის — 30-30 %-ს. წყალდიდობა გაზაფხულსა და ზაფხულის პირველ ნახევარში იცის, წყალმოვარდნაშემოდგომაზე. ზამთარში წყალმცირეა. გაზაფხულზე მოდის წყლის ჩამონადენის 38,3 %, ზაფხულში — 29,1 %, შემოდგომაზე — 20,3 %, ზამთარში — 12,3 %. არ იყინება. აუზის საშუალო სიმაღლე 850 მ-ია, ხოლო მდინარის საშუალო ქანობი 2,12 %-ია. ალაზნის მიმდებარე ვაკეები მევენახეობის რაიონებია.

ალაზნის მარცხენა შენაკადებია: სტორი, ლოპოტა, ინწობა, ჩელთი, დურუჯი, ავანისხევი, კაბალი, მაწიმისწყალი, გიშისწყალი და სხვა. მარჯვენა — ილტო, თურდო, კისისხევი, ჭერმისხევი და სხვა. ზოგი შენაკადი ღვარცოფულია (მაგ., დურუჯი). ალაზანს მინგეჩაურის წყალსაცავში წლიურად შეაქვს 2,5 მლრდ მ³ წყალი.

მდინარე ალაზნის აუზი მდებარეობს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთის რეგიონში. აუზში დაახლოებით 350 000 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 80 % სოფლად. აუზში სამუშაო ძალის მთავარი საქმიანობა სოფლის მეურნეობის სექტორია. მდინარე ალაზნის აუზში ფუნქციონირებს გარკვეული რაოდენობის მცირე საწარმოები: ხის გადამამუშავებელი მცირე საწარმოები, სასოფლო-სამეურნეო მანქანების და აღჭურვილობის შემკეთებელი საამქროები. აუზში განვითარებულია კვების მრეწველობა; მთავარ ნაწილს ღვინის წარმოება შეადგენს.

ალაზნის აუზის ბუნებრივი მცენარეული საფარი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია, ასახავს რა დიდ სხვაობას ტემპერატურასა, ატმოსფერულ ნალექებსა, ფერდობების დახრილობასა და ნიადაგში. 2600 მეტრის სიმაღლის ზემოთ ალპური მდელოები, ხოლო 2200 და 2600 მ შორის სიმაღლეზე სუბალპური ტყიანი ადგილები და მდელოები ჭარბობს. 400-2200 მეტრზე დომინირებს მუხისა და რცხილის შერეული ტყეები (მუხა, იფანი, თელა და სხვა), ხოლო ალუვიურ სტეპზე ბუნებრივ მცენარეულ საფარს ტყის ელემენტები წარმოქმნის. აუზის აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთით დედოფლისწყაროდან, დომინირებს სხვადასხვა ტიპის ველის მცენარეული საფარი.

ალაზნის აუზში რამდენიმე მცირე წყალსაცავი და ტბაა. ფუნქციონირებს რამდენიმე ჰიდროელექტროსადგური: ახმეტის მუნიციპალიტეტში: „ხადორჰესი“ (24 მეგავატი), ყვარლის მუნიციპალიტეტში — „ინწობაჰესი“ (1 მეგავატი), ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში — „კაბალჰესი“ (1,5 მეგავატი), გურჯაანის მუნიციპალიტეტში — „ალაზანჰესი“ (1,5-2,5 მეგავატი).

გალერეა

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

აზერბაიჯანიაზერბაიჯანული ენაალაზნის ვაკეაღმოსავლეთი საქართველოდიდი ბორბალოზღვის დონეკავკასიონიმდინარემინგეჩაურის წყალსაცავიმტკვარი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბუდუ ზივზივაძედემოკრატიაგიორგი აბაშიძე (პოლიტიკოსი)ქართლის გაქრისტიანებაალავერდიანა ნაცვლიშვილითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისაქართველოს სატელეფონო კოდებისაქართველოს სახელმწიფო დროშასაქართველო IV საუკუნეშიჭიანჭველასებრნილეიკოციტოზიდუნაიგურამ დოჩანაშვილიდედაენასალადინიწიგნი სიბრძნე სიცრუისანახშირწყლებიირანირომბიბრაზილიააქლემიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოსაქართველოს პრეზიდენტიათეროსკლეროზიმიწისძვრასაქართველო XII-XIII საუკუნეებშიავსტრალიანაპოლეონ ბონაპარტისაქართველოს დაცული ტერიტორიებიდედამიწის სტრუქტურაიულონ გაგოშიძებუნების დაცვახრესილის ბრძოლამზის სისტემაკორუფციააბო თბილელის წამებაბრუნებასანტიმეტრიამერიკის შეერთებული შტატებიგიორგი ანწუხელიძეიმპრესიონიზმიადოლფ ჰიტლერიშვედეთიაღმოსავლეთი საქართველოFacebookსაქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018მეწყერიმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიანტონიმიბაგრატ III (საქართველოს მეფე)ისკო დასენიიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმიუცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (აშშ)მონარქიაფეხბურთითბოგამტარობაპუნიკური ომებისვანეთიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაელექტრული წინაღობამილიმეტრიგაზაფხულიფთორიაბრეშუმის ჭიაალკოჰოლიზმილიონელ მესითერგდალეულებიალპებინაციონალიზმიქართული ვაზის ჯიშებიცხენისახელმწიფოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიევროპული საბჭოლეკებიაკა მორჩილაძეირაკლი ღარიბაშვილი🡆 More