საჭმლის მომნელებელი სისტემა
საჭმლის მომნელებელი სისტემა — ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემა, რომელიც ახორციელებს საკვების გადამუშავებას ფიზიკური და ქიმიური დამუშავების გზით.
![]() | ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საჭმლის მომნელებელი სისტემა}} |
საჭმლის მომნელებელი სისტემა — ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემა, რომელიც ახორციელებს საკვების გადამუშავებას ფიზიკური და ქიმიური დამუშავების გზით. საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა უბანი ფუნქციურად და აგებულებით ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ექვემდებარება ერთ ძირითად პრინციპს — მიღებული პროდუქტები ისე გადაამუშაოს და მოინელოს, რომ მათგან რაციონალურად მოხდეს სასარგებლო ნივთიერებების შეწოვა-ათვისება და უვარგისის ორგანიზმიდან დროულად გამოდევნა. კედელი სამშრიანია: გარეთა — შემაერთებელ ქსოვილოვანი, შუა — კუნთოვანი და შიგა — ეპითელური. გარეთა, შემაერთებელქსოვილოვანი შრე შემოსაზღვრავს საჭმლის მომნელებელ მილს და მის დამცავს წარმოადგენს. კუნთოვანი შრე უზრუნველყოფს საკვების მილში გადაადგილებას და ნარჩენების გამოყოფას. შიგა ეპითელური შრის უჯრედები გამოიმუშავებს და გამოყოფს ლორწოს, რაც აადვილებს საკვების მილში მოძრაობას.საჭმლის მომნელებელ მილს სპეციალური სადინარებით ჯირკვლები უკავშირდება. ეს ჯირკვლები მომნელებელი სისტემის სხვადასხვა ნაწილში სპეციალურ წვენს- სეკრეტს გამოყოფს. მათ გარეგანი სეკრეციის ჯირკვლებს უწოდებენ. ყოველი ფერმენტი მხოლოდ კონკრეტულ ნივთიერებაზე, pH-სა და ტემპერატურაზე მოქმედებს. მათი ზეგავლენით იშლება საკვებში არსებული ორგანული ნივთიერებები. ნახშირწყლები ამილაზების ზეგავლენით იშლება გლუკოზად (C6H12O6), ცილა პროტეაზების მეშვეობით იშლება ამინომჟავებად, ცხიმები კი ლიპაზების მოქმედებით გრიცერინად და ცხიმოვან მჟავებად იშლება. ორგანული ნივთიერებების დაშლის პროდუქტები მილის კედლით შეიწოვება და სისხლით ყველა უჯრედს მიეწოდება.ძუძუმწოვრების, მათ შორის ადამიანის საჭმლის მომნელებელი ტრაქტი პირის ღრუთი იწყება. აქ ხდება საკვების გემოს გასინჯვა, დაქუცმაცება, ლუკმის ფორმირება და იწყება ნახშირწყლების დაშლა.პირის ღრუში იხსნება სამი დიდი სანერწყვე ჯირკვალი : ყბაყურა, ყბისქვეშა და ენისქვეშა. ისინი გამოიმუშავებენ ნერწყვს, ნერწყვი კი ხელს უწყობს საკვების დარბილებას. ნერწყვი შედგება 98% წყლისაგან, სიბლანტის მიმცემი ნივთიერებისაგან და ფერმენტებისგან. მათ შორისაა ლიზოციმი, რომელიც ანეიტრალებს მავნე ბაქტერიების მოქმედებას. ნერწყვი პირის ღრუს სუსტ ტუტე არეს ქმნის, პირის ღრუში იწყება ნახშირწყლების დაშლა გლუკოზამდე. ამ პროცესს ხელს უწყობს ფერმენტი პტალინი. საკვების დაქუცმაცებას ხელს უწყობს კბილები, დარბილებას–ნერწყვი, ხოლო საყლაპავში გადასროლას – ენა (რბილი, მოძრავი კუნთოვანი ორგანო, რომელზეც მოთავსებულია გემოს რეცეპტორები).
საჭმლის მომნელებელი სისტემის თანმიმდევრობა:
- პირის ღრუ
- ხახა
- საყლაპავი მილი
- კუჭი
- თორმეტგოჯა ნაწლავი
- წვრილი ნაწლავი
- მსხვილი ნაწლავი
- სწორი ნაწლავი
- ანალური ხვრელი
ხახა ერთდროულად ემსახურება ჰაერისა და საკვების გატარებას. ხახიდან საკვები საყლაპავში გადადის, ცხვირ-ხახიდან შესული ჰაერი - ხორხში. საკვების გადაყლაპვის დროს ხორხი იხურება ხორხსარქველით, რათა საკვები სასულეში არ მოხვდეს. ხახიდან საყლაპავში გადასული საკვების გადაადგილებას ხელს უწყობს პერისტალტიკა- საჭმლის მომნელებელი მილის კედლის ტალღისებრი შეკუმშვა. საყლაპავიდან საკვები მომნელებელი სისტემის ყველაზე გაფართოებულ ნაწილში, კუჭში გადადის.
კუჭი არის კუნთოვანი ორგანო. მისი შიგა გარსი დანაოჭებულია. მასში დიდი რაოდენობითაა ჯირკვალი, რომელიც გამოიმუშავებს კუჭის წვენს. კუჭის წვენი შეიცავს მარილმჟავას (0.5%), ფერმენტებს და ლორწოს. კუჭში იწყება ცილების დაშლა პეპსინის დახმარებით. იშლება ასევე რძის ცხიმი ლიპაზას დახმარებით. მარილმჟავა კლავს კუჭში მოხვედრილ ბაქტერიებს. კუჭის კედლები ლორწოთია დაფარული, რომელიც ბარიერის ფუნქციას ასრულებს კედელსა და წვენს შორის. დამცველობითი ბარიერის დარღვევის შემთხვევაში პროტეაზები და ქლორწყალბად მჟავა "გამოჭამს" კედელს. პროცესის გაღრმავების შემთხვევაში ჩნდება კუჭის წყლული და ზიანდება კედლის ყველა შრე. ამ დროს ჩნდება ხვრელი და კუჭის შიგთავსი მუცლის ღრუში იღვრება, ეს სიცოცხლისთვის საშიშია და საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.
კუჭის კედლით შეიწოვება მცირე რაოდენობით წყალი, მარილები, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატი და ალკოჰოლი.კუჭიდან გათხევადებული საკვები თორმეტგოჯა ნაწლავში გადადის (წვრილი ნაწლავის საწყისი). თორმეტგოჯა ნაწლავში იხსნება ორი დიდი ჯირკვლის - კუჭქვეშა ჯირკვლის და ღვიძლის სადინარი. პანკრეასის (კუჭქვეშა ჯირკვლის) წვენს აქვს ტუტე რეაქცია, მასში ფერმენტების მთელი ნაკრებია.
ღვიძლი ადამიანის ორგანიზმის ყველაზე დიდი ჯირკვალია. მისი სეკრეტი ნაღველია, რომელიც ნაღვლის ბუშტში გროვდება. ნაღვლის წარმოქმნა ღვიძლში განუწყვეტლივ მიმდინარეობს, თუმცა მისი თორმეტგოჯა ნაწლავში გადასვლა მხოლოდ საკვების მოხვედრისას ხდება. წვრილ ნაწლავში გრძელდება ნივთიერებების დაშლა და ასევე ხდება დაშლილი საკვების შეწოვა სისხლში. წვრილი და მსხვილი ნაწლავების გადაბმის აგდილას არის ბრმა ნაწლავი, რომელსაც აქვს გამონაზარდი ჭია ნაწლავი (აპენდიქსი), ხოლო მსხვილ ნაწლავში შეიწოვება წყალი და ხდება მყარი მასების ჩამოყალიბება.
რესურსები ინტერნეტში
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „საჭმლის მომნელებელი სისტემა“ ვიკისაწყობში.
- საჭმლის მომნელებელი სისტემა
This article uses material from the Wikipedia ქართული article საჭმლის მომნელებელი სისტემა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply. (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 3.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
#Wikipedia® is a registered trademark of the Wikimedia Foundation, Inc. Wiki (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wikimedia Foundation.
In other languages:
- აფრიკაანსი: Spysverteringstelsel - Wiki Afrikaans
- Alemannisch: Verdauungstrakt - Wiki Alemannisch
- ამჰარული: ሥርዓተ ምግብ - Wiki አማርኛ
- არაგონული: Aparato dichestivo - Wiki Aragonés
- არაბული: جهاز هضمي - Wiki العربية
- ასამური: পাচন তন্ত্ৰ - Wiki অসমীয়া
- ასტურიული: Aparatu dixestivu - Wiki Asturianu
- აიმარა: Manq'a kamana - Wiki Aymar aru
- აზერბაიჯანული: Həzm sistemi - Wiki Azərbaycanca
- South Azerbaijani: هضم سیستمی - Wiki تۆرکجه
- ბაშკირული: Кешенең аш һеңдереү системаһы - Wiki башҡортса
- Samogitian: Vėrškėnėma trakts - Wiki žemaitėška
- Central Bikol: Sistemang panunaw - Wiki Bikol Central
- ბელარუსული: Стрававальная сістэма чалавека - Wiki беларуская
- Belarusian (Taraškievica orthography): Страўнікава-кішачны тракт - Wiki беларуская (тарашкевіца)
- ბულგარული: Храносмилателна система - Wiki български
- ბენგალური: মানব পরিপাকতন্ত্র - Wiki বাংলা
- ბრეტონული: Benvegad koazhañ - Wiki Brezhoneg
- ბოსნიური: Probavni sistem čovjeka - Wiki Bosanski
- კატალანური: Aparell digestiu - Wiki Català
- ცენტრალური ქურთული: کۆئەندامی ھەرس - Wiki کوردی
- უელსური: System dreulio - Wiki Cymraeg
- დანიური: Fordøjelsessystemet - Wiki Dansk
- გერმანული: Verdauungstrakt - Wiki Deutsch
- დივეჰი: ހަޖަމުކުރާ ނިޒާމް - Wiki ދިވެހިބަސް
- ბერძნული: Γαστρεντερικό σύστημα - Wiki Ελληνικά
- ინგლისური: Human digestive system - Wiki English
- ესპერანტო: Digesta sistemo - Wiki Esperanto
- ესპანური: Aparato digestivo - Wiki Español
- ესტონური: Inimese seedeelundkond - Wiki Eesti
- ბასკური: Digestio-aparatu - Wiki Euskara
- Extremaduran: Sistema digestivu - Wiki Estremeñu
- სპარსული: دستگاه گوارش انسان - Wiki فارسی
- ფინური: Ruoansulatuskanava - Wiki Suomi
- ფრანგული: Appareil digestif humain - Wiki Français
- დასავლეთფრიზიული: Spiisfertarring - Wiki Frysk
- ირლანდიური: Córas díleáite - Wiki Gaeilge
- Guianan Creole: Aparey dijestif moun - Wiki Kriyòl gwiyannen
- გალისიური: Aparello dixestivo - Wiki Galego
- ებრაული: מערכת העיכול - Wiki עברית
- ჰინდი: मानव का पाचक तंत्र - Wiki हिन्दी
- ხორვატული: Ljudska probava - Wiki Hrvatski
- ჰაიტიური კრეოლი: Dijesyon - Wiki Kreyòl ayisyen
- უნგრული: Emésztőrendszer - Wiki Magyar
- სომხური: Մարսողական համակարգ - Wiki հայերեն
- ინტერლინგუალური: Apparato digestive - Wiki Interlingua
- ინდონეზიური: Sistem pencernaan - Wiki Bahasa Indonesia
- იდო: Digestiva sistemo - Wiki Ido
- ისლანდიური: Meltingarkerfið - Wiki íslenska
- იტალიური: Apparato digerente - Wiki Italiano
- იაპონური: 消化器 - Wiki 日本語
- Jamaican Creole English: Gaschroyintestinal chrak - Wiki Patois
- ლოჟბანი: canti - Wiki La .lojban.
- იავური: Sistem pancernan - Wiki Jawa
- ყაზახური: Ас қорыту жүйесі - Wiki қазақша
- კანადა: ಮಾನವನ ಪಚನ ವ್ಯವಸ್ಥೆ - Wiki ಕನ್ನಡ
- კორეული: 소화계 - Wiki 한국어
- ქაშმირული: شرٛٔپرَن تَگ - Wiki कॉशुर / کٲشُر
- ქურთული: Mijîna xurekan - Wiki Kurdî
- ლათინური: Apparatus digestorius - Wiki Latina
- Lingua Franca Nova: Sistem de dijesta - Wiki Lingua Franca Nova
- ლიმბურგული: Maag-dermsjtèlsel - Wiki Limburgs
- ლინგალა: Nzelá elekaka bilía na líkundú - Wiki Lingála
- ლიეტუვური: Virškinimo sistema - Wiki Lietuvių
- ლატვიური: Gremošanas orgānu sistēma - Wiki Latviešu
- მაკედონური: Систем за варење - Wiki македонски
- მალაიალამური: ദഹനവ്യൂഹം - Wiki മലയാളം
- მალაიური: Salur perut usus manusia - Wiki Bahasa Melayu
- მალტური: Sistema diġestiva - Wiki Malti
- ბირმული: လူ၏ အစာအိမ်နှင့် အူလမ်းကြောင်း - Wiki မြန်မာဘာသာ
- ნევარი: ग्यास्ट्रोइन्टेस्टिनल सिस्टम - Wiki नेपाल भाषा
- ნიდერლანდური: Spijsverteringsstelsel (mens) - Wiki Nederlands
- ნორვეგიული ნიუნორსკი: Fordøyingssystem - Wiki Norsk nynorsk
- ნორვეგიული ბუკმოლი: Fordøyelsessystem - Wiki Norsk bokmål
- ოქსიტანური: Sistèma digestiu uman - Wiki Occitan
- ორომო: Sirni bullaa’insa nyaataa - Wiki Oromoo
- პენჯაბური: ਮਨੁੱਖੀ ਪਾਚਣ ਪ੍ਰਣਾਲੀ - Wiki ਪੰਜਾਬੀ
- პამპანგა: Gastrointestinal system - Wiki Kapampangan
- პოლონური: Układ pokarmowy - Wiki Polski
- Western Punjabi: انسانی ہاضما - Wiki پنجابی
- პორტუგალიური: Aparelho digestivo - Wiki Português
- კეჩუა: Mikhuna yawri - Wiki Runa Simi
- რუმინული: Aparatul digestiv - Wiki Română
- რუსული: Пищеварительная система человека - Wiki русский
- იაკუტური: Ас буhарар система - Wiki саха тыла
- სინდჰური: انساني هاضمي جو سرشتو - Wiki سنڌي
- სერბულ-ხორვატული: Digestivni trakt - Wiki Srpskohrvatski / српскохрватски
- სინჰალური: මිනිසාගේ ආහාර ජීරණ පද්ධතිය - Wiki සිංහල
- Simple English: Digestive system - Wiki Simple English
- სლოვაკური: Tráviaca sústava - Wiki Slovenčina
- სლოვენური: Prebavna cev - Wiki Slovenščina
- შონა: Muronga wechikafu - Wiki ChiShona
- ალბანური: Sistemi i tretjes - Wiki Shqip
- სერბული: Систем органа за варење - Wiki српски / srpski
- სუნდური: Saluran cerna - Wiki Sunda
- შვედური: Mag- och tarmkanalen - Wiki Svenska
- სუაჰილი: Mfumo wa mmeng'enyo wa chakula - Wiki Kiswahili
- ტამილური: மனித சமிபாட்டு மண்டலம் - Wiki தமிழ்
- ტელუგუ: మానవ జీర్ణవ్యవస్థ - Wiki తెలుగు
- ტაილანდური: ทางเดินอาหารของมนุษย์ - Wiki ไทย
- თურქმენული: Adamyň iýmit siňdiriş ulgamy - Wiki Türkmençe
- Tagalog: Sistemang panunaw - Wiki Tagalog
- თურქული: İnsan sindirim sistemi - Wiki Türkçe
- თათრული: Ашкайнату системасы - Wiki татарча / tatarça
- უკრაინული: Травна система - Wiki українська
- ურდუ: انسانی نظام انہضام - Wiki اردو
- უზბეკური: Ovqat hazm qilish tizimi - Wiki Oʻzbekcha / ўзбекча
- Venetian: Aparato degerente - Wiki Vèneto
- ვიეტნამური: Hệ tiêu hóa người - Wiki Tiếng Việt
- ვარაი: Sistema pantunaw - Wiki Winaray
- ვუ: 消化系统 - Wiki 吴语
- ქჰოსა: Amathumbu - Wiki IsiXhosa
- იდიში: פארדייאונג סיסטעם - Wiki ייִדיש
- ჩინური: 消化系统 - Wiki 中文
- Chinese (Min Nan): Siau-hòa hē-thóng - Wiki Bân-lâm-gú
- Cantonese: 消化系統 - Wiki 粵語