თელავი: ქალაქი საქართველოში

თელავი — ქალაქი საქართველოში, კახეთის მხარისა და თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.

თელავი: გეოგრაფია, ისტორია, მოსახლეობა სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თელავი (მრავალმნიშვნელოვანი).

მოსახლეობა 19 629 (2014 წ.) ადამიანი.

ქალაქი
თელავი
თელავი: გეოგრაფია, ისტორია, მოსახლეობა
თელავის ხედი. უკან - ალაზნის ველი და კავკასიონი
ზვიად ავალიანის ფოტო
დროშა გერბი
თელავი: გეოგრაფია, ისტორია, მოსახლეობა თელავი: გეოგრაფია, ისტორია, მოსახლეობა[1]

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თელავის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°55′00″ ჩ. გ. 45°29′00″ ა. გ. / 41.91667° ჩ. გ. 45.48333° ა. გ. / 41.91667; 45.48333
დაარსდა 893
პირველი ხსენება II საუკუნე
ამჟამინდელი სტატუსი 1801
ფართობი 16,85 კმ²
ცენტრის სიმაღლე 722 მეტრი
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა თელავი: გეოგრაფია, ისტორია, მოსახლეობა 19 629 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 1164,9 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 96,1 %
ეზიდები 1,5 %
სომხები 0,5 %
რუსები 0,5 %
აზერბაიჯანელები 0,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 350
საფოსტო ინდექსი 2200
ოფიციალური საიტი telavi.gov.ge
თელავი — საქართველო
თელავი
თელავი — კახეთის მხარე
თელავი

გეოგრაფია

მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთის ძირას და ალაზნის ვაკეზე, ზღვის დონიდან 550-800 მეტრზე. თბილისიდან დაშორებულია 147 კმ-ით. ჰავა ზომიერად ნოტიოა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 9 °C, იანვრისა 0,5 °C, ხოლო აგვისტოსი 23 °C. ნალექები 770 მმ წელიდადში.

ისტორია

ახლანდელი თელავის ტერიტორიაზე პირველი დასახლება გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, ელინისტურ ხანაში განვითარდა, ხოლო გვიანდელ ანტიკურ ხანაში მის ბაზაზე წარმოიქმნა ქალაქის ტიპის დასახლება. პირველად მოხსენიებულია ძველი ბერძენი გეოგრაფის პტოლემეს (II ს.) „გეოგრაფიაში“ „Teleda-ს“ ფორმით.

ქართულ წყაროებში გვხვდება XI საუკუნიდან, როდესაც კვირიკე III-მ გააერთიანა კახეთ-ჰერეთის სამეფო, მიიღო მეფის ტიტული და დედაქალაქი თელავში დააფუძნა. XII საუკუნეში იგი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო განვითარებული ვაჭრობითა და ხელოსნობით. თელავზე გადიოდა სავაჭრო-საქარავნო გზები. XIII საუკუნის II ნახევრიდან, მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ მისი მნიშვნელობა დაეცა. შემდგომში იგი მონღოლი მოხელის სადუნ მანკაბერდელის საკუთრება გახდა. XV-XVI საუკუნეებში თელავი ისევ დაწინაურდა. XVII საუკუნეში ქალაქის შემდგომი განვითარება შეაფერხა ირანის შაჰის აბას I-ის ლაშქრობებმა. XVII საუკუნის II ნახევარში კახეთის მეფე არჩილ II-მ თავისი რეზიდენცია გრემიდან თელავში გადმოიტანა. ამ პერიოდიდან თელავი მწიგნობრობის კერად იქცა. აქ სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ არჩილ II, დავით II (მამყული-ხანი), თეიმურაზ II, საიათნოვა და სხვა. XVIII საუკუნის შუა პერიოდიდან თელავი ითავსებდა ციხე-გალავნის ფუნქციას ლეკებისგან თავდასაცავად. გვიანფეოდალურ ხანაში თელავი აღმოსავლეთ საქართველოში თავისი მნიშვნელობითა და მოსახლეობის რაოდენობით, ტფილისის (20 000 მოსახლე) შემდეგ მეორე ქალაქი იყო - 1770 წელს მისი მოსახლება 3700 აღწევდა, მაშინ როდესაც მესამე ქალაქში — გორში — 2500 ადამიანი ცხოვრობდა. XVIII საუკუნის II ნახევარში თელავი ფეოდალური ტიპის ქალაქი იყო. მის არქიტექტურას განსაზღვრავდა ოთხი ნაგებობა: ძველი გალავანი, ბატონის ციხე, ყორჩიბაშვილებისა და ვახვახიშვილების ციხეები. 1758 წელს ააგეს კარის ახალი ეკლესია, ხოლო 1766 წელს საზარბაზნე ბურჯი. თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის ოჯახში დამკვიდრებულ ლიტერატურულ ტრადიციებზე აღიზარდა ქართველ ბატონიშვილთა მთელი თაობა. 1758 წელს თელავში დაარსდა საფილოსოფოსო-საღვთისმეტყველო სკოლა, რომელიც 1782 წელს თელავის სემინარიად გადაკეთდა. აქ საგანმანათლებლო და შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდნენ ფილიპე ყაითმაზაშვილი, გაიოზ რექტორი, დავით რექტორი და სხვა. თელავის სემინარიამ 1801 წლამდე იარსება.

ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების (1801) შემდეგ თელავი ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის თელავის მაზრის ცენტრი გახდა და ქალაქის სტატუსი მიიღო. 1834 წელს დიუბუა დე მონპერეს ცნობით ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 3272 ადამიანს. XIX საუკუნეში დაიწყო თელავის სხვა ქალაქებთან დამაკავშირებელი გზების მშენებლობები 1851-1880 წლებში შენდებოდა ტფილისი-ვაზიანი-გომბორი-თელავის გზა. 1871 წელს დაიწყო თელავი-ახმეტა-თიანეთის და თელავი-გურჯაანი-ანაგას გზების მშენებლობები, 1871-1904 წლებში აშენდა თელავი-ლაგოდეხის გზა. 1863 წელს თელავის მოახლეობა შეადგენდა 7003 ადამიანს. 1892 წელს თელავმა საქალაქო თვითმმართველობის უფლება მიიღო. XIX საუკუნის მეორე ნახევარში თელავში გაცხოველებული მშენებლობა დაიწყო. შეიქმნა ხელოსანთა სავაჭორებით მჭიდროდ განაშენიანებული ახალი ქუჩა („ზემო ბაზარი“). ქალაქი გაიზარდა და გაიშალა ციხის კედლებს გარეთ. ძველმა ციხეებმა დაკარგა მნიშვნელობა, მოიშალა კედლები, ხოლო ბურჯები შეერწყა საცხოვრებელ სახლებს. საგრძნობლად გადაკეთდა ბატონის ციხის შიდა ტერიტორიაც.

1913-1915 წლებში აშენდა კახეთის რკინიგზა და თელავი გახდა თბილისი-თელავის სარკინიგზო ხაზის ბოლო სადგური. 1918 წლის მაისში თელავში აშენდა თეატრი.ამავე წლის 7 მაისს გაიხსნა ქალაქის პირველი საავადმყოფო. ამ პერიოდში თელავში მოქმედებდა რამდენიმე სკოლა: ქალთა გიმნაზია, ვაჟთა გიმნაზია, სასულიერო სასწავლებელი და სხვ. ქალაქის თავი იყო კოტე ანდრონიკაშვილი.

1930 წლიდან თელავის მაზრა გაუქმდა და მის ნაცვლად შეიქმნა რამდენიმე რაიონი, მათ შორის ერთ-ერთი იყო თელავის რაიონი, რომლის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა ქალაქი თელავი. 1947 წელს შედგა თელავის გენერალური გეგმა (არქიტექტორი: ა. ნიკოლაიშვილი, ზ. მინდორაშვილი). ბატონის ციხე დარჩა ქალაქის ცენტრად, მის ირგვლივ მოეწყო მოედნები. ცენტრალურ ქუჩაზე აშენდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციული შენობები. აშენდა თელავის დრამატული თეატრის შენობა, სასტუმროები „თელავი“ და „კახეთი“, დაიდგა ლენინის, ერეკლე II-ის და ილია ჭავჭავაძის ძეგლები, ომში დაღუპულთა მემორიალი. საბჭოთა პერიოდში თელავში ფუნქციონირებდა რკინაბეტონის ქარხანა, ძაფსაღები ფაბრიკა, მარმარილოს კომბინატი, ღვინის და რძის ქარხნები, ხორცკომბინატი, მეაბრეშუმეობის სადგური.

2014-2017 წლებში თელავს მუნიციპალიტეტის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.

მოსახლეობა

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1770 3 700
1834 თელავი: გეოგრაფია, ისტორია, მოსახლეობა  3 272
1897 თელავი: გეოგრაფია, ისტორია, მოსახლეობა  13 929
1922 თელავი: გეოგრაფია, ისტორია, მოსახლეობა  9 176
1926 თელავი: გეოგრაფია, ისტორია, მოსახლეობა  9 697
1939 თელავი: გეოგრაფია, ისტორია, მოსახლეობა  14 459
1959 თელავი: გეოგრაფია, ისტორია, მოსახლეობა  15 328
1970 თელავი: გეოგრაფია, ისტორია, მოსახლეობა  21 179
1979 თელავი: გეოგრაფია, ისტორია, მოსახლეობა  25 272
1989 თელავი: გეოგრაფია, ისტორია, მოსახლეობა  28 325
2002 თელავი: გეოგრაფია, ისტორია, მოსახლეობა  21 805
2014 თელავი: გეოგრაფია, ისტორია, მოსახლეობა  19 629

ეკონომიკა

თელავი არის მეღვინეობის რეგიონის სამრეწველო და კულტურული ცენტრი. ქალაქიდან ჩრდილოეთით ორ კილომეტრში მდებარეობს თელავის აეროპორტი, რომელიც ამჟამად უქმომედოა. მოქმედებს საფეხბურთო კლუბი „კახეთი“.

განათლება და კულტურა

ქალაქში არის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავის დრამატული თეატრი, თელავის ცენტრალური ბიბლიოთეკა, თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, 9 საჯარო სკოლა, რომელთაგან ყველაზე ძველია თელავის პირველი საჯარო სკოლა. თელავში არის ალავერდის ეპარქიის რეზიდენცია.

არქეოლოგია

თელავის არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო 1962 წლიდან (ხელმძღვანელები გ. ლომთათიძე, ც. ჩიკოიძე). გაითხარა თელავის ისტორიული უბნები: ზუზუმბის გორა, ძველი გალავანი, ღვთაების ბორცვი, ბატონის ციხე. ზუზუმბის გორაზე აღმოჩნდა გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი, სადაც აღმოჩენილ იქნა რკინის მასრაგახსნილი შუბისპირები, ბრინჯაოს რგოლები, რკინის სამაჯურები, თიხის ჭურჭელი და სხვა. გორის ჩრდილოეთით, მაწანწრის უბანში გაითხარა ძველი და ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნეების ქვევრსამარხები, ხოლო ძველ გალავანში, გორიჯვრის ბორცვზე, აღმოჩნდა რამდენიმე არქიტექტურული კომპლექსი, მათ შორის XI საუკუნის კახეთის ქორეპისკოპოსთა სამეფო სახლის ნაშთი. ძველ გალავანში სამხრეთ ნაწილში გამოვლინდა ადრინდელი და შუა ფეოდალური ხანის ქალაქის ხელოსანთა უბანი, საცხოვრებელი ნაგებობანი, მეთუნის სახელოსნო, ქურა და მრავალი არქეოლოგიური მასალა. კერამიკული ნაწარმო მოწმობს ადგილობრივი ხელოსნური წარმოების მაღალ დონეს. ღვთაების ბორცვზე არქეოლოგიური დაზვერვის შედეგად აღმოჩნდა შუა ფეოდალური ხანის ნამოსახლარი, ქვის სამარხები და ყორჩიბაშვილების გვიანდელი ფეოდალური ხანის ციხის ნანგრევები. ბატონის ციხის გათხრების დროს გამოვლინდა ციხის მშენებლობის ორი ეტაპი. პირველი, XVII საუკუნის მეორე ნახევარში აშენებული, შესაძლოა უკავშირდებოდეს არჩილ II-ს, ხოლო მეორე, ძველ ნაგებობაზე დაშენებული გალავანი XVIII საუკუნის II ნახევარს მიეკუთვნება და ერეკლე II-ის სახელთანაა დაკავშირებული.

არქეოლოგიურად შესწავლილია თეავის შემოგარენიც: ფოხორაულები (სოფ. კურდღელაურთან), არტიზანი (სოფ. რუისპირთან), მარკაანი (სოფ. შალაურთან), სადაც გამოვლინდა ადრინდელი, შუა და გვიან ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრული და არქეოლოგიური ძეგლები: სამონასტრო ანსამბლი, ნამოსახლარები, მარანი, სამარხები და სხვა. ეს ნასოფლარები იყო ქალაქის მასაზრდოებელი სასოფლო-სამეურნეო რაიონი.

არქიტექტურული ძეგლები

თელავის არქიტექტურულ ძეგლთაგან უმთავრესია ღვთაების ეკლესია (V-VI საუკუნეები), რომელიც ქალაქის სილუეტის არქიტექტურულ დომინანტს წარმოადგენს. შემორჩენილია XI საუკუნის ციხის ზღუდის ნანგრევები, ე.წ. ძველი გალავანი. ქალაქის ცენტრში შემორჩენილია კოშკისებრი შენობა (XVIII-XIX საუკუნეები), რომლის პირველ სართულზე სამლოცველოა, ზემოთ კი თავდასაცავ-შესახიზნი დამოუკიდებელი შესასვლელითა და სათოფურებით. ქალაქის ცენტრში დგას ბატონის ციხე. ჩოლოყაშვილი, ახვლედიანის, ჭავჭავაძის, თეიმურაზ ბაგრატიონის, კვირიკე დიდის, ბარათაშვილის, ნადიკვრის ქუჩებზე შემორჩენილია XVIII-XIX საუკუნეების განაშენიანება, საცხოვრებელი სახლები და სახელოსნოები.

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ჯაოშვილი ვ., ჩიკოიძე ც., მენაბდე ლ., საღარაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 644-645.
  • საღარაძე, შ., ჩიკოიძე ც., ჯაოშვილი ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 22.
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. V-VI, თბილის, 1970-1972
  • რჩეულიშვილი, ლ. თელავი, თბილისი, 1963

რესურსები ინტერნეტში

თელავი: გეოგრაფია, ისტორია, მოსახლეობა 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

-1'>↑ 1.0 1.1 1.2 http://heraldika.ge/index.php?m=41&arms_id=800
  • [[:ru:s:ЭСБЕ/Телав|Телав]]_//_''[[:d:Q23892972|Энциклопедический_словарь]]''_—_[[:სანქტ-პეტერბურგი|СПб]]:_[[:ru:Брокгауз_—_Ефрон_(издательство)|Брокгауз_—_Ефрон]],_1901._—_Т. XXXIIа._—_С. 775–776.
  • -2"> Телав // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1901. — Т. XXXIIа. — С. 775–776.
    https://wikidata.org/wiki/Track:Q24487958">https://wikidata.org/wiki/Track:Q656">https://wikidata.org/wiki/Track:Q602358">https://wikidata.org/wiki/Track:Q19908137">https://wikidata.org/wiki/Track:Q23892972">
  • Кавказский календарь на 1865 год გვ. 305
  • გაზეთი „საქართველო“, № 103. 29 მაისი
  • გაზეთი „საქართველო“ № 96 21 მაისი 1918
  • გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ № 104 — 29 ნოემბერი 2018
  • 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 Cities and towns of Georgia pop-stat.mashke.org
  • This article uses material from the Wikipedia ქართული article თელავი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
    ®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.

    Tags:

    თელავი გეოგრაფიათელავი ისტორიათელავი მოსახლეობათელავი ეკონომიკათელავი განათლება და კულტურათელავი არქეოლოგიათელავი არქიტექტურული ძეგლებითელავი გალერეათელავი იხილეთ აგრეთვეთელავი ლიტერატურათელავი რესურსები ინტერნეტშითელავი სქოლიოთელავითელავის მუნიციპალიტეტიკახეთის მხარესაქართველო

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    რომანტიზმიბაზალეთის ტბაოშკიგარემოს დაცვანიუ-იორკიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებალეჩხუმიიაპონიამაიმუნებიჰექტარიბელგიახმოვანიაჭარაბეთ არენაეთიკაადამიანისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიასაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაჰიპერბოლა (ენა)კარტოფილიმერკურისაჰარარიცხვითი სახელისაქართველოს მმართველთა სიამორალინიკო ბაგრატიონიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)გოგირდიგანმანათლებლობამწვერვალიბუნებავაჟა-ფშაველაკაცია-ადამიანი?!კუნთებიბუდიზმიხევსურეთიკაცხის სვეტისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)მონღოლთა ბატონობა საქართველოშიგრიგოლ ხანძთელილარიაბო თბილელის წამებაიუდაიზმიენცეფალოპათიამენსტრუაციამყინვარწვერიზუგდიდიშვედეთიმიუზიკლიბაქტერიებიქართული ვაზის ჯიშებინიკო ფიროსმანითურქეთის ისტორიააგნოსტიციზმიესპანეთიმიხეილ მესხის სტადიონინიკო ნიკოლაძეკონსტანტინოპოლიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოიგავ-არაკისლოვაკეთიმარკ ტვენიბუდაპეშტიშეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასულხან-საბა ორბელიანიობობებიადამიანის ჩონჩხიდავით კლდიაშვილიიაკობ გოგებაშვილიმელანომადავით კაჭარავააშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაირემიალპებიკვადრატირუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)თემურლენგი🡆 More