სენაკის მუნიციპალიტეტი — მუნიციპალიტეტი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში.
შეიქმნა 1930 წელს სენაკის მაზრის დაშლის შემდეგ. 1935-1989 წლებში ეწოდებოდა ცხაკაიას რაიონი. 2006 წლიდან ეწოდა სენაკის მუნიციპალიტეტი. ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი სენაკი.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
სენაკის მუნიციპალიტეტი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე | ||||
ადმ. ცენტრი | სენაკი | ||||
კოორდინატები | 42°16′08″ ჩ. გ. 42°04′00″ ა. გ. / 42.26889° ჩ. გ. 42.06667° ა. გ. | ||||
ფართობი | 520.7 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა | 34 300 კაცი (2021) | ||||
სიმჭიდროვე | 76,15 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,56 % რუსები 0,15 % სომხები 0,10 % უკრაინელები 0,06 % ასირიელები 0,06 % | ||||
სარწმუნოებრივი შემადგენლობა | მართლმადიდებლები 99,10 % | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
საფოსტო ინდექსი | 41xx[4] | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.senaki.gov.ge/ | ||||
| |||||
სენაკის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, ჩრდილო-აღმოსავლეთით მარტვილის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით აბაშის მუნიციპალიტეტი, ხოლო დასავლეთით ხობის მუნიციპალიტეტი. სენაკის მუნიციპალიტეტის ფართობია 520,7 კმ².
სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორია კოლხეთის დაბლობსა და მთისწინეთს მოიცავს. მთისწინეთის გორაკ-ბორცვიანი ტერიტორია დაფარულია ტყეებით. სენაკის მუნიციპალიტეტი იშლება რიონისპირეთიდან და უნაგირას მთის ორივე კალთაზეა გადაჭიმული.
სენაკის ტერიტორია რელიეფის თავისებურების მიხედვით იყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად. ჩრდილოეთი ნაწილი უჭირავს მაღლობებს და სერებს. ეკის მთის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 270 მ-მდეა. ჩრდილოეთით და დასავლეთით ეკის მთა დანაწევრებულია მდ. ცივისა და მისი შენაკადების მიერ სერებად და გორაკ-ბორცვებად.
ქალაქის მახლობლად არის შხეფის, კიკაჩონას, ხაბაზეთის, ზისხირის, სახარბედიოსა და საკირის მთები, შუშანიას სერი (მას კუნძულ მთას ეძახიან მკვიდრნი) და სხვა.
კირქვითა და ცარცით აგებულ ადგილებში მდინარეებმა და ნიაღვრის წყლებმა რელიეფის ჩამოთვლილ ფორმებთან ერთად შექმნეს ღრმა ხევები და ხეობები.
მუნიციპალიტეტის სამხრეთი ნაწილი არის კოლხეთის დაბლობის მნიშვნელოვანი უბანი, რომელიც დასერილია მდ. ცივისა და მდ. ტეხურის შენაკადებით. დაბლობის მაქსიმალური სიმაღლე 30 მ-ს აღემატება. იგი ჩრდილოეთისკენ მაღლდება და წყდება ეკის, შხეფის და ნოქალაქევის გორაკების სამხრეთ კიდესთან.
რელიეფის მრავალფეროვნება და ჰაერის ტენიანობა ხელს უწყობს მდინარეთა ქსელის სიხშირეს.
სენაკის მუნიციპალიტეტი მდიდარია მიწისქვეშა წყლებით, რომელთაგან აღასანიშნავია მინერალური და კარსტული მტკნარი წყაროები. თერმული მინერალური წყაროები გვხვდება სახარბედიოში, ლეძაძამეში, ზანაში, ნოქალაქევში, ფოცხოში, ახალსოფელში და სხვაგან.
მუნიციპალიტეტის ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია, თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა +13,8 °C. წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის, საშუალო ტემპერატურა +4,9 °C-ია, ხოლო ყველაზე თბილი თვის, აგვისტოსი, კი +23 °C. წელიწადში აქ საშუალოდ 1620 მმ ნალექი მოდის, აქედან მაქსიმუმი — სექტემბერში ხოლო მინიმუმი იანვარში.
პარტია | 2017 | 2021 | ამჟამინდელი საკრებულო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქართული ოცნება | 26 | 17 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაციონალური მოძრაობა | 4 | 12 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საქართველოსთვის | 4 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ევროპული საქართველო | 2 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პატრიოტთა ალიანსი | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სულ | 33 | 33 |
მუნიციპალიტეტში 62 დასახლებული პუნქტია, აქედან 1 ქალაქია და 61 სოფელი. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მოსახლეობა 2014 წლის მონაცემებით შეადგენს 39 652 კაცს, აქედან ქალაქად დასახლებულია 21 596 კაცი, მათ შორის 7120 დევნილია. სოფლად ცხოვრობს 18 056 კაცი. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 76,15 კაცი/კმ², რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კმ²) აღემატება.
რაიონი/მუნიციპალიტეტი | 1959 წ. აღწ. | 1970 წ. აღწ. | 1979 წ. აღწ. | 1989 წ. აღწ. | 1991' | 2002 წ. აღწ. | 2014 წ. აღწ. | 2016' | 2017' | 2018' |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სენაკის | 47 553 | 50 336 | 50 774 | 52 681 | 52 600 | 52 112 | 39 652 | 38 500 | 37 700 | 36 900 |
სამუშაო ჯგუფის მიერ, მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყარო არის სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგები, საჯარო სამსახურები და ვაჭრობა. მუნიციპალური ბიუჯეტის შემოსავლებს ძირითადად უზრუნველყოფს: ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ქონების გადასახადი და მცირე მეწარმეობა. წარსულში მუნიციპალიტეტის ძირითად შემოსავლებს უზრუნველყოფდა სოფლის მეურნეობა, გადამამუშავებელი მრეწველობა (საკონსერვო, ღვინის და რძის ქარხნები, სხვა) და მრეწველობა (ხალიჩების ფაბრიკა, რკინა-ბეტონის კომბინატი, აგურის ქარხანა, სხვა).
აღნიშნული ძეგლებიდან ნოქალაქევს, ეკის ეკლესიას, შხეფის ციხეს, საკალანდარიშვილოს ციხესა და ნოქალაქევის წმინდა ელენეს ეკლესიას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს.
This article uses material from the Wikipedia ქართული article სენაკის მუნიციპალიტეტი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.