მარტვილის მუნიციპალიტეტი — მუნიციპალიტეტი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში.
შეიქმნა 1930 წელს, 1936 წლის 3 სექტემბრიდან 1990 წლამდე გეგეჭკორის რაიონი ერქვა. 1963-66 წლებში გეგეჭკორის რაიონს შეერთებული ჰქონდა აბაშის რაიონი. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მარტვილი.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
მარტვილის მუნიციპალიტეტი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე | ||||
ადმ. ცენტრი | მარტვილი | ||||
კოორდინატები | 42°25′00″ ჩ. გ. 42°22′00″ ა. გ. / 42.41667° ჩ. გ. 42.36667° ა. გ. | ||||
ფართობი | 880.6 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა | 31 500 კაცი (2021) | ||||
სიმჭიდროვე | 38,0 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,8 % რუსები 0,1 % | ||||
სარწმუნოებრივი შემადგენლობა | მართლმადიდებლები 99,31 % | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
| |||||
მარტვილის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ოდიშის ვაკეზე (სამხრეთი ნაწილი) და ეგრისის ქედის მთისწინეთში (ცენტრალური ნაწილი) და მის სამხრეთ კალთებზე (ჩრდილოეთი ნაწილი). ჩრდილოეთით ესაზღვრება ლენტეხის, აღმოსავლეთით ხონისა და ცაგერის, სამხრეთით — სენაკის და აბაშის, დასავლეთით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტები.
მარტვილის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილი უჭირავს დაბლობს, რომელიც სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მაღლდება 60-დან 170 მეტრამდე. უმაღლესი ადგილი, ტეხურას სათავე მდებარეობს ზღვის დონიდან 3003 მეტრზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას სამხრეთ-დასავლეთით გასდევს ასხის მთის მასივი, რომელიც მდიდარია კარსტული გამოქვაბულებით, ჩანჩქერებით, წიაღისეული საბადოებითა და საამშენებლო კირქვით. ლებარდეს, „ჩექოლასა“ და დვირის მთები მდიდარია სამკურნალო მინერალური წყლებით.
მდინარეთა ხეობები ნაპირებზე ქმნის რელიეფურ წარმონაქმნებს, მცირე მდინარისპირა ვაკეებს და ზეგნებს, სადაც ალუვიურ ნიადაგზე ბაღებია გაშენებული. მთის მასივები მდიდარია სხვადასხვა მცენარეთა და ცხოველთა უნიკალური ჯიშებით. კლიმატი ნოტიო სუბტროპიკულია. წყლის ძირითადი არტერიებია აბაშა, ინჩხია, ტეხურა.
მუნიციპალიტეტის ფართობია 880,6 კმ². შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 300 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები ტეხური და აბაშისწყალი, რომლებიც სათავეს იღებენ ეგრისის ქედზე. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა სამშენებლო კირქვა, აგრეთვე მინერალური წყლები — ლებარდე, ჩეგოლა და სხვა.
მოსახლეობის რიცხოვნობაა 33 463 კაცი (2014 წ.); სიმჭიდროვე — 38 კაცი კვ.კმ-ზე. მოსახლეობის 13 % ქალაქში ცხოვრობს, დანარჩენი სოფლებში. მუნიციპალიტეტში 75 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი და 74 სოფელი.
მოსახლეობის ეროვნული შემადგენელობა: 1) ქართველი - 99,6 % 2) რუსი - 0,1 % 3) სხვა დანარჩენი - 0,3 %
რაიონი/მუნიციპალიტეტი | 1959 წ. აღწ. | 1970 წ. აღწ. | 1979 წ. აღწ. | 1989 წ. აღწ. | 1991' | 2002 წ. აღწ. | 2014 წ. აღწ. | 2016' | 2017' | 2018' |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მარტვილის | 47 777 | 49 167 | 47 797 | 46 009 | 46 100 | 44 627 | 33 463 | 33 100 | 32 800 | 32 600 |
ქალაქი — 1: მარტვილი;
პარტია | 2017 | 2021 | ამჟამინდელი საკრებულო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქართული ოცნება | 19 | 15 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაციონალური მოძრაობა | 10 | 11 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საქართველოსთვის | 5 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ევროპელი სოციალისტები | 4 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ევროპული საქართველო | 4 | 1 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პატრიოტთა ალიანსი | 3 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავისუფლება | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სულ | 37 | 36 |
ძირითადი დარგებია მეჩაიეობა, მარცვლეულის მეურნეობა, მეცხოველეობა და მეაბრეშუმეობა. მნიშვნელოვანია აგრეთვე მეხილეობა და მევენახეობა. მრეწველობა ძირითადად ემყარება ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო ნედლეულსა და ჰიდროენერგორესურსებს. არის ჩაის და ღვინის ქარხნები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ადგილობრივი მნიშვნელობის გზები.
მარტვილის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგების მემარცვლეობა და მეცხოველეობა. სასოფლო-სამეურნეო სავარგული შეადგენს 37 613 ჰექტარს, მათ შორის 11 254 ჰა სახნავი მიწებია, 12 137 ჰა საძოვარი, მრავალწლიანი ნარგავები 4995 ჰა.
მემცენარეობიდან მნიშვენელოვანი ადგილი უკავია მარცვლეულ კულტურებს, კერძოდ: სიმინდს, სოიოსა და ლობიოს. მრავალწლიანი ნარგავებიდან - თხილსა და სუბტროპიკულ ხურმას. არსებობს დიდი რესურსი ჩაისა და ხილის წარმოებისათვის.
მარტვილის მუნიციპალიტეტი მდიდარია ბუნებრივი საშენი მასალებით, კირქვით.
მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარეობს კურორტი ლებარდე. იგი ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატურ ბალნეოლოგიური კურორტია ეგრისის ქედზე. გამოირჩევა სხვადასხვა დასახელების მინერალური და მჟავე წყლებით. კურორტს ახასიათებს ზომიერად რბილი ზამთარი. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია: საშუალო მთის კლიმატი, ნახშირმჟავა მინერალური წყალი. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვისა და საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ქრონიკური დაავადებანი. საკურორტო სეზონი ივნისი-ოქტომბერი.
მუნიციპალიტეტში მოქმედებს 62 საჯარო და1 კერძო სკოლაა, 2 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 21 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი — მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
This article uses material from the Wikipedia ქართული article მარტვილის მუნიციპალიტეტი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.