მარტვილის მუნიციპალიტეტი სალხინო

სალხინო — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ვახა, ლეგულორდავე, ლესხულუხე, ლეცავე, პატარა ჟინოთა, სალხინო, წაჩხური).

მარტვილის მუნიციპალიტეტი სალხინო სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სალხინო (მრავალმნიშვნელოვანი).

მდებარეობს მდინარე ტეხურის მარცხენა ნაპირიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით ქვიბიის მთების კალთებამდე გაშლილ ვაკე-ბორცვიან სივრცეზე. სამხრეთ-აღმოსავლეთით მას ეკვრის სოფლები გაჭედილი და ბალდა, ხოლო ჩრდილოეთით ნობულევი. სამხრეთ-დასავლეთით დიდი ჭყონისა და ტალერისაგან ჰყოფს ტეხური. ზღვის დონიდან 250 მეტრზეა. მარტვილიდან დაშორებულია 15 კილომეტრით.

სოფელი
სალხინო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მარტვილის მუნიციპალიტეტი
თემი სალხინო
კოორდინატები 42°30′38″ ჩ. გ. 42°20′38″ ა. გ. / 42.51056° ჩ. გ. 42.34389° ა. გ. / 42.51056; 42.34389
ცენტრის სიმაღლე 250
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1335 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
სალხინო (მარტვილის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
სალხინო (მარტვილის მუნიციპალიტეტი)
სალხინო (მარტვილის მუნიციპალიტეტი) — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
სალხინო (მარტვილის მუნიციპალიტეტი)

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1335 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 1163 563 600
2014 მარტვილის მუნიციპალიტეტი სალხინო  1335 663 672

ლევან დადიანის სასახლე

მარტვილის მუნიციპალიტეტი სალხინო 
სალხინოს რეზიდენცია

სოფელში დგას ლევან დადიანისეული სასახლე. სასახლე მდებარეობს მდინარე წაჩხურას ნაპირზე. 1825-1826 წლებში იქ უბრალო ხის ოდა იდგა. მიუხედავად რეზიდენციის ღარიბულობისა აქ სამეგრელოს დედოფალი, ქვრივი ანა ცხოვრობდა. სალხინოშივე იჯდა სალიაპარტიანოს მფლობელი მანუჩარ დადიანი. ლევან V დადიანმა (1804-1840) აქ ორსართულიანი ქვის სასახლის მშენებლობა არჩილ ბატონიშვილისა და გიორგი გეგელიას რჩევით დაიწყო. საბოლოო სახე შენობამ სალომე მიურატის დროს მიიღო. სასახლეს ზუგდიდის მსგავსად თურქები და ბერძნები აშენებდნენ, ლეცავედან საჭირო მასალა გლეხებს მოჰქონდათ.

სასახლის ქვედა სართულზე განლაგებული იყო 35 მეტრი სიგრძისა და 10 მეტრი სიგანის მუხის სვეტებითა და ლამაზი ორნამენტებით მორთული მარანი. დიდ დარბაზში ჩაშენებული იყო ქვევრი და მასიური, მდიდრულად გაფორმებული ბუხარი, რომლის თავზედაც ბახუსის ქანდაკება იყო წამომჯდარი. კედლები მუხისა და წაბლის პანელებით იყო მოპირკეთებული.

მარტვილის მუნიციპალიტეტი სალხინო 
„სასახლე ოჯალეშის ჯიშის ვაზის სამშობლოს მახლობლად, კალმახით განთქმულ მდინარე ჭეშურას ნაპირზე მდებარეობდა... სასახლის დაგეგმარება, პირველ სართულზე განლაგებული მარნითა და ქვევრით, მუხის სვეტებითა და ლამაზი ორნამენტებით მორთული თაღებით, მთლიანად ამართლებს თავის სახელ „სალხინოს“. ამგვარი სასახლის აგების იდეა და თანაც ასეთ ადგილას მხოლოდ თავად ლევან დადიანს თუ მოუვიდოდა თავში, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ქეიფსა და დროსტარებაში გაატარა“
(იონა მეუნარგია)

ბოლო დიდი ზეიმი სასახლეში 1897 წელს ლუსიენ მიურატისა და ჰერცოგინია დე როანის ჯვრისწერის დროს იყო.

სქოლიო

Tags:

ბალდაგაჭედილიდიდი ჭყონივახაზღვის დონეთემილეგულორდაველესხულუხელეცავემარტვილიმარტვილის მუნიციპალიტეტიმდინარენობულევიპატარა ჟინოთასამეგრელო-ზემო სვანეთის მხარესაქართველოსოფელიტალერიტეხურიწაჩხური

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ეგზისტენციასაქართველოს წითელი ნუსხამაიმუნებიილია IIტროპიკული სარტყლებიმიკროორგანიზმებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ვატიკანიპარიზის ღვთისმშობლის ტაძარიმთვარეთინათინ ბოკუჩავალექსი ვეფხისა და მოყმისაკეთილშობილი ირემიშარლ მიშელიაფხაზეთის ომი (1992-1993)აზიაგურამ დოჩანაშვილიანარქიზმიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)არაბთა სახალიფოქართველებიფეხბურთის წესებიგიორგი მამარდაშვილიმეტაფორაგაზაფხულითბილისის მეტროპოლიტენიმოსკოვიტრეფიკინგიზოდიაქოსქესობრივი აქტინიჰილიზმილითიუმიკავკასიური ნაგაზიფინეთითავისუფლება (ფილოსოფია)იულონ გაგოშიძექართველები რუსეთშისასანიანთა იმპერიააკაკი წერეთელიჰექტარიკრიშტიანუ რონალდუავსტრალიაისლამივიკისაწყობილადო ასათიანისიონის ტაძარიმშვილდოსანი (ასტროლოგია)წიგნი სიბრძნე სიცრუისაალექსანდრე დუგინიLOUDspeakersჰარი პოტერიევროპის დროშაფარსმან II ქველიბორჯომი (წყალი)18 აპრილიაფხაზეთიინგლისიოლიმპიური თამაშებიფსორიაზისვანეთისამასი არაგველინაციონალ-სოციალიზმიპარტიკულარიზმივალტორნაკვიპროსიშვეიცარიადიმიტრი სამხარაძედავითგარეჯასტიბიუმისეკულარიზმივაჟა-ფშაველამეწყერიანა ნაცვლიშვილიხრესილის ბრძოლაგიორგი VII (საქართველოს მეფე)გიორგი აბაშიძე (პოლიტიკოსი)ჯაყოს ხიზნები🡆 More