საუდის არაბეთი (არაბ.
საუდის არაბეთის სამეფო | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
დევიზი: არაბ. لا إله إلا الله، محمد رسول الله ლაა ილაჰე ილლა ლლაჰ უა აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასულუ ლ-ლაჰ „არ არსებობს სხვა ჭეშმარიტი ღმერთი გარდა ალაჰისა და მუჰამედი მისი შუამავალია“ | ||||||
ჰიმნი: არაბ. السلام الملكي „საუდის არაბეთის ჰიმნი“ The Royal Salute | ||||||
| ||||||
| ||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ერ-რიადი 24°39′ ჩ. გ. 46°46′ ა. გ. / 24.650° ჩ. გ. 46.767° ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | არაბული | |||||
მთავრობა | აბსოლუტური მონარქია | |||||
- | მეფე | სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 2 149 690 კმ2 (მე-13) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2013 შეფასებით | 29 994 272 (43-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 11 კაცი/კმ2 (205-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2007 შეფასებით | |||||
- | სულ | $927.762 მილიარდი (19-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $31 309 (28-ე) | ||||
აგი (2013) | 0.782 (მაღალი) (57-ე) | |||||
ვალუტა | საუდის რიალი (SAR ) | |||||
დროის სარტყელი | UTC+03:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+03:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | SAU | |||||
Internet TLD | ||||||
სატელეფონო კოდი | +966 |
არაბეთის სამეფო 1932 წელს ჩამოაყალიბა აბდულ-აზიზ იბნ საუდმა. იბნ საუდმა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გააერთიანა არაბეთის ნახევარკუნძულზე არსებული დამოუკიდებელი რეგიონები: ჰიჯაზი, ნეჯდი, ელ-ჰასა და ასირი. ტერიტორიების გაერთიანებისთვის საუდი ომებს 1902 წლიდან აწარმოებდა. პირველი ქალაქი რომელიც მან დაიპყრო იყო საუდების საგვარეულო ქალაქი - ერ-რიადი. ახალშექმნილ სახელმწიფოს სათავეში ჩაუდგა ნეჯდის სულთანი — საუდი, აქედან წარმოიშვა ქვეყნის დღევანდელი სახელი. სახელმწიფოს მოწყობა არის აბსოლუტური მონარქია. საუდის არაბეთი არის მუსლიმანური სახელმწიფო ვაჰაბიზმის ძლიერი გავლენით. აქ მდებარეობს პროვინცია ჰიჯაზი — წინასწარმეტყველ მუჰამედის სამშობლო და ისლამის აკვანი. აქ არის მთავარი მუსლიმური სიწმინდეები — მექა და მედინა, სადაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ასრულებს ჰაჯს. საუდის არაბეთს ასევე ხანდახან უწოდებენ ორი წმინდა მეჩეთის მიწას (მასჯიდ ალ-ჰარამი და მასჯიდ ალ-ნაბავი).
თანამედროვე საზღვრებში საუდის არაბეთი არსებობს 1926 წლიდან, როდესაც გაერთიანდნენ არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარე სამთავროები. ბრძოლაში პირველობა ნეჯდის მმართველმა აბდულ-აზიზ იბნ საუდმა მოიპოვა, რომელიც 1932 წელს მეფედ გამოცხადდა. მისი სიკვდილის შემდეგ, 1953 წლიდან ქვეყანას მისი შვილები ერთპიროვნულად მართავენ. სტაბილურობის შენარჩუნება და ექსტრემიზმთან ბრძოლა ყოველთვის შედიოდა მმართველი ოჯახის ინტერესებში. ამიტომ ქუვეითში ერაყის შეჭრის შემდეგ (1990) აქ განათავსეს აშშ-ის სამხედრო ბაზები. ოპოზიციური აზრის შეზღუდვამ საუდის არაბეთში ხელი შეუწყო „ალ-ქაიდას“ ტიპის ექსტრემისტული დაჯგუფებების აღმოცენებას, რომლებიც თავისი ინტერესებისათვის იყენებენ არაბების უკმაყოფილებას ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის როლის გააქტიურების გამო. 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერაქტის მონაწილენი ძირითადად საუდის არაბეთის მოქალაქენი იყვნენ, რამაც ქვეყანა საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააყენა.
ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, არაბეთის ნახევარკუნძულზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება იორდანია, ერაყი, ქუვეითი; აღმოსავლეთით კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სპარსეთის ყურე; სამხრეთ-დასავლეთით ომანი; სამხრეთით იემენი; დასავლეთით წითელი ზღვა. ფართობი: 1 960 582 კმ². საუდის არაბეთი ერთადერთი სახელმწიფოა რეგიონში, რომელსაც გასასვლელი აქვს როგორც სპარსეთის ყურეზე, ისე წითელ ზღვაზე. ქვეყნის ტერიტორიის 95 %-ზე მეტი უდაბნოს უკავია. მათგან ერთ-ერთია რუბ-ელ-ხალის უდაბნო, რაც „ცარიელ მეოთხედს“ ნიშნავს. ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, საუდის არაბეთში არ არის განვითარებული სოფლის მეურნეობა. ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი სექტორია ნავთობმრეწველობა.
საუდის არაბეთი დაყოფილია 13 პროვინციად (მანატიქ). პროვინციები თავის მხრივ იყოფა გუბერნიებად.
პროვინცია | დედაქალაქი | რუკა |
---|---|---|
ელ-ბაჰის პროვინცია | ელ-ბაჰა | |
ჩრდილოეთ საზღვრი | არარი | |
ელ-ჯავი | სკაკა | |
ელ-მადინა | მედინა | |
ელ-ქაზიმი | ბურაიდა | |
ჰაილის პროვინცია | ჰაილი | |
ასირი | აბჰა | |
აღმოსავლეთ პროვინცია | დამამი | |
ერ-რიადის პროვინცია | ერ-რიადი | |
ტაბუკის პროვინცია | ტაბუკი | |
ნაჯრანის პროვინცია | ნაჯრანი | |
მექის პროვინცია | მექა | |
ჯიზანის პროვინცია | ჯიზანი |
ქვეყანაში ნავთობის საბადოების გახსნის შემდეგ, საუდის არაბეთი დაბალგანვითარებულ უდაბნოს სამეფოდან რეგიონის უმდიდრეს ქვეყნად გადაიქცა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article საუდის არაბეთი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.