ერაყი

ერაყი (არ:العراق); ოფიციალურად ერაყის რესპუბლიკა (არაბ.

ܩܘܿܛܢܵܝܘܼܬܐܵ ܕܥܝܪܐܩ) — ქვეყანა დასავლეთი აზიაში, მოიცავს ზაგროსის მთების ჩრდილო-დასავლეთის უმეტეს ნაწილს, სირიის უდაბნოს აღმოსავლეთ ნაწილს და არაბეთის უდაბნოს ჩრდილოეთს.

ერაყის რესპუბლიკა
არაბ. جمهورية العراق
ქურთ. كؤماری عێراق
სირ. ܩܘܿܛܢܵܝܘܼܬܐܵ ܕܥܝܪܐܩ
ერაყი
ერაყი ერაყის
დევიზი: الله أكبر
ჰიმნი: Mawtini
ერაყი
ერაყის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ბაღდადი
33°20′ ჩ. გ. 44°26′ ა. გ. / 33.333° ჩ. გ. 44.433° ა. გ. / 33.333; 44.433
ოფიციალური ენა არაბული, ქურთული
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ბარჰამ სალეჰი
 -  პრ.-მინისტრი მუსტაფა ალ-კადიმი
ფართობი
 -  სულ 438 317 კმ2 (157-ე)
 -  წყალი (%) 1.1
მოსახლეობა
 -  2009 შეფასებით 31 234 000 (39-ე)
 -  სიმჭიდროვე 71,5 კაცი/კმ2 (125-ე)
მშპ (მუპ) 2009 შეფასებით
 -  სულ $111.5 მილიარდი  (61-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $3,570 (130-ე)
აგი (2019) 0.674 (საშუალო) (123-ე)
ვალუტა ერაყული დინარი (IQD)
დროის სარტყელი UTC+03:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+03:00 (UTC)
ქვეყნის კოდი IRQ
Internet TLD .iq
სატელეფონო კოდი 964

სახელწოდება

  • ოფიციალური - ერაყის რესპუბლიკა.
  • ეროვნული: العراق, Al Jumhuriyah al Iraqiyah.
  • ეტიმოლოგია: სახელი მომდინარეობს ძველი სემიტური ურუქისაგან. ასე ერქვა შუმერულ-აქადურ ქალაქს, რომლის მნიშვნელობაა „მდინარეთა შუა“. მისი ძველი სახელია მესოპოტამია, რაც ბერძნულად ასევე „შუამდინარეთს“ ნიშნავს.

ისტორია

ერაყი 
ხამურაბის კანონთა კრებულის სტელას ფრაგმენტი

ერაყმა 1921 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. 1958 წლამდე ქვეყანას მართავდა ჰაშიმიტების დინასტია (ფაისალ I და ფაისალ II). მონარქიის დამხობის შემდეგ ერაყში რესპუბლიკური მმართველობა დამყარდა. 1968 წელს ხელისუფლების სათავეში მოვიდა პარტია ბაასი, რომელმაც „ანტიიმპერიალისტური კურსი“ აიღო და დაიწყო რეფორმების გატარება. 1974 წელს ქვეყნის ჩრდილოეთში გამოცხადდა ქურთისტანის ავტონომია. 1980-1988 წლებში ერაყი მონაწილეობდა ფართომასშტაბიან ომში ირანთან, ხოლო 1990 წელს იგი შეიჭრა მეზობელი ქუვეითის ტერიტორიაზე და მოახდინა მისი ანექსია. მხოლოდ საერთაშორისო კოალიციური ძალების აქტიური მონაწილეობით მოხერხდა აგრესიის შედეგების ლიკვიდაცია. დადგენილია, რომ ირანთან ომში ერაყმა ქიმიური იარაღი გამოიყენა, ხოლო 1988 წელს - ქვეყნის შიგნითა, ქურთების წინააღმდეგ. ამ ომების გამო, 1991 წელს გაერომ ერაყის მიმართ საერთაშორისო სანქციები დააწესა, რამაც გამანადგურებელი ეფექტი მოახდინა ქვეყნის ეკონომიკასა და მოსახლეობაზე. ერაყის ჩრდილოეთსა და სამხრეთში - შეიქმნა დახურული ზონები, სადაც პატრულირებდა აშშ-სა და ბრიტანეთის ავიაცია. ჩრდილოეთის დახურულ ზონაში ქურთებმა ავტონომიური რეგიონი შექმნეს. უკანასკნელ წლებში გაერო ცდილობდა დაეყოლიებინა ერაყის მმართველი რეჟიმი მასობრივი განადგურების იარაღის განადგურებაზე, მაგრამ უშედეგოდ. 2003 წლის მარტში აშშ-ს და დასავლური კოალიციის სამხედრო ინტერვენციის შედეგად სადამ ჰუსეინის რეჟიმი ჩამოშორებულ იქნა ხელისუფლებისაგან. ორი წლის განმავლობაში ქვეყანას მართავდა საოკუპაციო დროებითი ადმინისტრაცია, რომელმაც მოამზადა ერაყის სამოქალაქო ძალებისათვის ხელისუფლების გადაცემის წინაპირობები. 2005 წლის 6 აპრილს ჩატარდა ერაყის ისტორიაში პირველი დემოკრატიული არჩევნები. ქვეყნის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ჯალალ თალაბანი, ქურთი აჯანყებულების ყოფილი ლიდერი.

გეოგრაფია

ერაყი 

ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ევფრატისა და ტიგროსის შუამდინარეთში. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: თურქეთი, ირანი, ქუვეითი, საუდის არაბეთი, იორდანია, სირია. ფართობი შეადგენს 435 072 კვ. კმ-ს.

სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა - 2003-05 წლებში გარდამავალი მმართველობის ქვეშ მყოფი რესპუბლიკა იყო.
  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
  • მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი.
  • ადმინისტრაციული დაყოფა - 18 ოლქი (muhafazat).

დემოგრაფია

ადმინისტრაციული დაყოფა

ერაყი დაყოფილია 18 პროვინციად, (არაბულად: მუჰაფაზათი, ქურთ. پاریزگه - ფარიშა). პროვინციები დაყოფილია ოლქებად (ქადაში). ერაყის ქურთისტანი არის განსაკუთრებულ სტატუსის მქონე რეგიონი, რომელსაც აქვს თავისი მმართველობა და მილიცია.

ერაყი 
ერაყის პროვინციები

ეკონომიკა

ნავთობმა ქვეყანას კეთილდღეობა მოუტანა. 1972 წელს ერაყის სანავთობო კომპანია ნაციონალიზებულ იქნა. 1979 წელს ნავთობი ქვეყნის სავალუტო შემოსავლების 95 %-ს იძლეოდა.

მემკვიდრეობა

  • ბაღდადი – ერაყის ეროვნული: და სამხედრო მუზეუმები, აბასიდების სასახლე (XII ს.), უნივერსისტეტის შენობა (XIII ს.), მეჩეთი მირჯა (XVI ს.), ოქროს მეჩეთი (XV ს.);
  • სამარა - მინარეთი და დიდი მეჩეთი (IX ს.);
  • ქალაქების ბაბილონისა და ნინევიის ნაშთები;
  • პართიული ქალაქი ჰათრა.

მესოპოტამიას უკავშირდება არაბთა სახალიფოსა და უძველესი ცივილიზაციების - შუმერის, აქადის, ბაბილონისა და ასურეთის სახელები.

ერაყი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

ერაყი სახელწოდებაერაყი ისტორიაერაყი გეოგრაფიაერაყი სახელმწიფოერაყი დემოგრაფიაერაყი ადმინისტრაციული დაყოფაერაყი ეკონომიკაერაყი მემკვიდრეობაერაყი სქოლიოერაყიარაბეთის უდაბნოარაბული ენააღმოსავლეთიდასავლეთი აზიაზაგროსის მთებისირიის უდაბნოქურთული ენაჩრდილოეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკართველიპროტესტანტული რეფორმაციაირლანდიავარდიადმირალი (პეპელა)სამხრეთი ამერიკამიტოზისიმძლავრეიუნესკოკანონიერი ქურდიპუნიკური ომებიფილიპინებიხარებაწყალიევროპაჯიხვიოქროს საწმისიკუბური მეტრიარსებითი სახელიკეთილშობილი ირემიგიორგი მაზნიაშვილიმგელიბეჰემოთიქართული ხალხური ცეკვებისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკასქესობრივი აქტიკატაჯვაროსნული ლაშქრობებისანტიმეტრიკავკასიონიახალქალაქიკანიჭიაკოკონობავასკო და გამასაქართველოს სამხედრო წოდებებიიალბუზიალეგორიაათონის ივერთა მონასტერიშვედეთიიგლუერთეულთა საერთაშორისო სისტემა26 აპრილი9 აპრილის ტრაგედიადადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმილადო ასათიანინივთიერებამარო მაყაშვილიალბანეთიკრიშტიანუ რონალდუერითროციტებიექსპრესიონიზმისიმონ Iბუკავკასიახეოფსის პირამიდატაივანილომი (ასტროლოგია)მურვან ყრუს შემოსევა საქართველოშივიკიპედიაგასტრიტირუსეთ-საქართველოს ომი (2008)ევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითმეტაფორაკვარცისათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალისკოლასიყვარულივნების კვირადათა თუთაშხიააფრიკის ქვეყნების სიაიულიუს კეისარიისლანდიაოლიმპიური თამაშებიკირჩხიბი (ასტროლოგია)ლეიკოციტოზიშველიწყალბადიმათემატიკა🡆 More