მღრღნელები

მღრღნელები (ლათ.

აერთიანებს ძუძუმწოვრების სახეობათა საერთო რაოდენობის მესამედზე მეტს. დამახასიათებელია გრძელი საჭრელი კბილები, რომლებსაც ფესვები არა აქვთ, ცხოველის მთელი სიცოცხლის განმავლობაშიი იზრდება და შესაბამისად ცვდება. ეშვები არა აქვთ. საჭრელებსა და ძირითად კბილებს შორის თავისუფალი არეა, რომელსაც დიასტემა ეწოდება. მღრღნელები გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში, მრავალ ოკეანურ კუნძულზეც კი. ბინადრობენ ტყეში, ველზე, ალპურ მდელოზე, უდაბნოში წყალსატევის სანაპიროსთან და ა. შ. ხშირად გვხვდებიან კულტურულ ლანდშაფტში, ადამიანის საცხოვრებელ ადგილებში და სხვა. ზოგიერთი (ციყვი, ძილგუდა, მეხეური მაჩვზღარბი და სხვა) მეხეური ცხოვრების ნირისადმი შეგუებული, ზოგი (თახვი, ონდატრა, წყლის მემინდვრია და სხვა) ნახევრად წყლის ბინადარია, რიგი სახეობები (ბრუცა, ცოკორი და სხვა) სიცოცხლის მეტ ნაწილს სოროში ატარებენ, უმრავლესობა კი მიწის ზედაპირზე ცხოვრობს. ცნობილია მღრღნელების 30-მდე ოჯახი, რომელთა შორის აღსანიშნავია მაჩვზღარბასებრნი, ნუტრიისებრნი, თახვისებრნი, ციყვისებრნი, ძილგუდასებრნი, მიწის კურდღლისებრნი, თაგვისებრნი, ბრუცასებრნი და სხვა.

მღრღნელები
Tamias sibiricus
Tamias sibiricus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მღრღნელები
ლათინური სახელი
Rodentia

მღრღნელების უმრავლესობა წელიწადში 2-4-ჯერ მრავლდება. თითოეულ ჯერზე შობენ 2-10 (ზოგი 18-მდე) ნაშიერს. მღრღნელების უმრავლესობას სახალხო მეურნეობისათვის დიდი ზიანი მოაქვს - ანადგურებენ მარცვლოვანებსა და სხვა კულტურულ მცენარეებს. ბევრი მათგანი საწყობებში აზიანებს საკვებ პროდიქტებსა და ნაირგვარ საქონელს. ზოგს გადააქვს სხვადასხვაგვარი ჰელმინთი, აგრეთვე ტულარემიისა და შაცი ჭირის ვირუსები. მღრღნელების მავნე სახეობებს ებრძვიან ყველგან, ყოველთვის და ყველა ხერხით. მღრღნელებს შორის გვხვდება მაღალხარისხოვანი ბეწვეულის მომცემი სახეობებიც (ციყვი, თახვი და სხვა). მღრღნელების ბევრი სახეობა (ციყვი, ბურუნდუკი, ძილგუდა, მემინდვრიები და სხვა) ძვირფასი ბეწვის მომცემი ცხოველების ძირითად საკვებს შეადგენენ.

საქართველოში გავრცელებული მღრღნელებიდან აღსანიშნავია კავკასიური ციყვი, ძილგუდა, ჩვეულებრივი, საზოგადოებრივი და პრომეთეს მემინდვრიები და სხვა. უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ჩვენს რესპუბლიკაში ძვირფასი ბეწვის გამო აკლიმატიზებულია ალთაური და თელეუთური ციყვი, ნუტრია.

ლიტერატურა

  • ჯანაშვილი ა., საქართველოს ცხოველთა სამყარო, ტ. 3 - ხერხემლიანები, თბ., 1963

Tags:

ბრუცაბრუცასებრნითაგვისებრნითახვილათინური ენამაჩვზღარბასებრნიმიწის კურდღლისებრნიონდატრაციყვიციყვისებრნიცოკორიძილგუდაძილგუდასებრნიძუძუმწოვრებიწყლის მემინდვრიახერხემლიანები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მასტურბაციაგიორგი ყიფშიძეეკონომიკაილია თოფურიაქართლიწიგნი სიბრძნე სიცრუისამედუზებიგონიოს ციხემინერალებირუსეთის იმპერიამალდივის რესპუბლიკახაჭაპურიბახტრიონი (პოემა)არაბობა საქართველოშიოტელო (ვერდის ოპერა)მაგნიუმიფოტოსინთეზიალცჰაიმერის დაავადებაქვეყნების სიამსოფლიოს უდიდესი ქალაქებიჰიდრავლიკადადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმისაქართველოს ისტორიაგლობალური დათბობაქრისტიანობააქლემიფუტურიზმიეიფელის კოშკიივანე ჯავახიშვილიშოთა რუსთაველიგოდერძის უღელტეხილირესპუბლიკაFacebookრუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიფსორიაზიმგელიმთავარი გვერდითავის ტვინიტყევინსენტ ვან გოგინიუტონის კანონებიწელიწადის დროებისაქართველოს დამოუკიდებლობის დღე29 აპრილილუი XIVჰეკლაწმინდა სამების საკათედრო ტაძარითეთრი დათვიმიწისძვრაბაგრატ IV (საქართველოს მეფე)ბაქტერიებისალამურიჩემი ცოლის დაქალებიქართვლის დედაოქსიდირომის იმპერიავარძიადისკრიმინაციაშარკა ბლულადო ასათიანიქართული დამწერლობავერცხლივიკისაწყობიშინაური ძაღლიფერნანდო მაგელანიმარჯნის რიფირეზოლუციაიმერეთის მხარეისლანდიასაქართველოს ფაუნათურქეთიათი მცნებამონოგამიადემეტრე Iბრესტ-ლიტოვსკის ზავიკილიმანჯარო🡆 More