მედუზები — ზღვის ნაწლავღრუიანთა თავისუფლად მცხოვრები სქესობრივი თაობა.
წარმოიქმნებიან უსქესო თაობის ინდივიდების — პოლიპების დაკვირტვით. დამახასიათებელია სციფოიდური პოლიპებისათვის (ჰიდრისა და ზოგი ლეპტოლიდის გარდა). ზოგ ნაწლავღრუიანს, თაობათა მორიგეობა არ ახასიათებს და მედუზები კვერცხიდან ვითარდებიან. სასქესო უჯრედები წყალში იყრება, აქვე ხდება მათი განაყოფიერება და განვითარება (სციფომედუზებსა და ზოგ ჰიდრომედუზას ახასიათებს შინაგანი განვითარება). არიან რბილსხეულიანი წყლის ცხოველები, რომლებსაც გააჩნიათ არასასიამოვნო საცეცები და ქოლგის ფორმის ჟელატინის ზარები. ძირითადად გვხვდება ფერადი მედუზები თუმცა არსებობენ მოთეთრო ფერისანიც. ისინი ბინადრობენ ყველა ოკეანეში და ღრმა ზღვაში. მედუზები ასხივებენ ტოქსინებს, რაც სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. არსებობს მედუზების სხვადასხვა სახეობა და თითოეულ სახეობას გააჩნია თვისი დამახასიათებელი ნიშან-თვისებეი. ერთ-ერთი გამორჩეული სახეობისაა Turritopsis Nutricula, რომელიც ბინადრობს კარიბის აუზში. როგორც მეცნიერები თვლიან, მედუზის ეს სახეობა უკვდავია და არასდროს არ კვდება თავისი სიკვდილით. ამ სახეობის მედუზები დიდი ზომებით არ გამოირჩევიან, მათი დიამეტრი 4-5 მმ-ს აღწევს. მეცნიერები თვლიან რომ ამ სახეობის მედუზებს „უკვდავებას“ სძენს რეგენერაციისა და გაახალგაზრდავების უნარი.
მედუზები | |||||
---|---|---|---|---|---|
| |||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||
| |||||
ლათინური სახელი | |||||
Medusozoa | |||||
|
This article uses material from the Wikipedia ქართული article მედუზები, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.