აფხაზეთის ტურიზმი

ტურიზმი აფხაზეთში ტექნიკურად არალეგალურია, რასაც განსაზღვრავს საქართველოს კანონი, რომლითაც საქართველოს მთავრობა სადავო ტერიტორიაზე უცხოელებს შესვლას უკრძალავს.

თუმცა, აფხაზეთის პლაჟები შავი ზღვის სანაპიროზე დღემდე იზიდავს უცხოელ ვიზიტორებს, რომელთაც ხიბლავთ ტრანსპორტირებისა და ბინადრობის დაბალი ფასები, აგრეთვე აფხაზეთის, როგორც ტურისტული ღირსშესანიშნაობის საბჭოთა მემკვიდრეობა.

აფხაზეთის ტურიზმი
გაგრა
აფხაზეთის ტურიზმი
სოხუმის ბოტანიკური ბაღი
აფხაზეთის ტურიზმი
ახალი ათონის მონასტერი
აფხაზეთის ტურიზმი
რიწა

წარსული

საბჭოთა პერიოდში, აფხაზეთის შავი ზღვის პლაჟები მრავალ ტურისტს იზიდავდა მიმდებარე ქვეყნებიდან, რაც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტურისტული ბაზრის 40 %-ს შეადგენდა. აფხაზეთის 1992-1993 წლების ომამდე, რეგიონს ყოველწლიურად 202 000 ტურისტი სტუმრობდა. აფხაზეთი ამჟამად სადავო ტერიტორიაა, რომელსაც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ აღიარებენ. საქართველოს კანონის თანახმად, გარდა საქართველოს მოქალაქეებისა, აფხაზეთში შესვლა საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე ყველა დანარჩენისათვის არალეგალურია.

მიუხედავად რისკებისა, ყოველწლიურად აფხაზეთს დაახლოებით 300 000 ტურისტი სტუმრობს, ძირითადად რუსეთიდან. შავისზღვისპირეთის სხვა ქალაქებისგან, მაგალითად სოჭისგან განსხვავებით, აფხაზეთის მიმზიდველობის მთავარი ფაქტორი დაბალი ფასებია. მაგალითად, 2003 წელს გაგრაში ერთი ღამის გათევა 25 აშშ დოლარი ღირდა, რაც ყველაზე დაბალი ფასი იყო რეგიონში. ამავე წელს, რკინიგზით მგზავრობა სოჭიდან სოხუმში მხოლოდ 1 აშშ დოლარი ღირდა. მიუხედავად ამისა, აფხაზეთის ტურისტული შესაძლებლობანი ბევრად ჩამოუვარდება დასავლურ სტანდარტებს, რადგან მისი ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი საბჭოთა პერიოდს მიეკუთვნება.

ღირსშესანიშნაობები

აფხაზეთი შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და შესაბამისად, ტურისტული მოთხოვნა ძირითადად სანაპირო ქალაქებზე მოდის. რუსი ტურისტებისათვის ადვილად ხელმისაწვდომია რამდენიმე იაფი კურორტი. ყველაზე პოპულარული ქალაქებია სოხუმი და გაგრა. ტურიზმი ყველაზე მეტად რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილშია განვითარებული.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

აფხაზეთის ტურიზმი წარსულიაფხაზეთის ტურიზმი ღირსშესანიშნაობებიაფხაზეთის ტურიზმი რესურსები ინტერნეტშიაფხაზეთის ტურიზმი სქოლიოაფხაზეთის ტურიზმიაფხაზეთისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისაქართველოტურიზმიშავი ზღვა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სახარებადემეტრე II თავდადებულიუილიამ შექსპირისიმკვრივევერცხლითბილისის ბოტანიკური ბაღიმარჩბივი (ასტროლოგია)დიდი პანდაარაბთა გაერთიანებული საამიროებიმღრღნელებიკილოგრამიჭიანჭველასებრნიაბრეშუმის ჭიაოსმალეთის იმპერიამალტამედეა (მითოლოგია)მინერალების სიამეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარიხელოვნური თანამგზავრივულკანიძაღლიკალიებიალიტერაციაპროპაგანდასამეგრელოდემეტრე Iაფრიკატაო-კლარჯეთიგოდერძი ჩოხელიინგლისური ენადავით გურამიშვილიჯვაროსნული ლაშქრობებიელექტრული დენისათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალისაქართველო IX-X საუკუნეებშიგეორგიევსკის ტრაქტატიბაგრატ III (საქართველოს მეფე)კირჩხიბი (ასტროლოგია)თერგდალეულებიოგანესონიილია თოფურიაკავკასიონიცისფერყანწელებიეკა გიგაურირენესანსირელიგია საქართველოშითევდორე კველთელისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციათბილისიკლიმატის ცვლილებასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეგერგეტის სამების ეკლესიაპარალელოგრამიტერენტი გრანელივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიჯონჯოლითეატრიიუსტინიანე Iფერმენტებიბაბუაწვერააღმოსავლეთი საქართველომენსტრუაციატრეფიკინგინეიმარიკონსტანტინე გამსახურდიახელოვნებათავისუფლების მოედანი (თბილისი)ქართველებიხარებაამფიბიებიებრაული დღესასწაულებიივანე ჯავახიშვილიიუნესკოდედა ენასაქართველო XVIII საუკუნეშილარისინგაპურიავსტრალია (კონტინენტი)🡆 More