კავკასიური ციყვი

კავკასიური ციყვი, ანუ სპარსული ციყვი (ლათ.

გვხვდება სამხრეთ-დასავლეთ აზიის ზომიერი სარტყლის ფართოფოთლოვან და შერეულ ტყეებში.

კავკასიური ციყვი
კავკასიური ციყვი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მღრღნელები
ოჯახი:  ციყვისებრნი
გვარი:  ციყვი
სახეობა:  კავკასიური ციყვი
ლათინური სახელი
Sciurus anomalus (Gmelin, 1778)
დაცვის სტატუსი
კავკასიური ციყვისაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 20000
გავრცელება
კავკასიური ციყვი

როგორც ცნობილია, ეს სახეობა პირველად 1778 წელს იქნა აღწერილი იოჰან ფრიდრიხ გმელინის მიერ „Systema Naturae“-ის მე-13 გამოცემაში და ეწოდა Sciurus anomalus. მაგრამ, ზოგიერთი ავტორი ამტკიცებს, რომ ეს ნაშრომი რეალურად გამოიცა 1788 წელს და რომ რეალურად პირველად აღწერა იოჰან ანტონ გულდენშტადტმა 1785 წელს.

აღწერა

კავკასიური ციყვი პატარა ხის ციყვია. მისი საერთო სიგრძეა 32–36 სმ, კუდის სიგრძე 13-დან 18 სმ-მდე. მასა 250-დან 410 გრამამდე. სხეულის ზედა ნაწილის ფერი დამოკიდებულია ქვესახეობაზე და მერყეობს მონაცრისფრო-ყავისფერიდან ღია რუხამდე, სხეულის ქვედა ნაწილის ფერი — ჟანგიანი ყავისფერიდან მოყვითალომდე, ხოლო კუდისა — ყვითელ-ყავისფერიდან მუქ წითლამდე. კლანჭები შედარებით მოკლეა, ვიდრე სხვა ხის ციყვებისა. მდედრებს აქვთ რვა ან ათი სარძევე ჯირკვალი.

სამუელ გრისვოლდ გუდრიხმა კავკასიური ციყვი აღწერა 1885 წელს: „მისი ფერი მორუხო-ყავისფერია, ხოლო ქვემოთ მოყვითალო-ყავისფერი“.

გავრცელება და ჰაბიტატი

კავკასიური ციყვის მშობლიური არიალია სამხრეთ-დასავლეთ აზია. გავრცელებულია თურქეთიდან, იმბროსიდან და ლესბოსიდან ირანამდე (სამხრეთ-დასავლეთით), ისრაელამდე და იორდანიამდე (სამხრეთით). არის ერთ-ერთი ციყვის გვარის ორი სახეობიდან ერთ-ერთი, რომელიც გვხვდება ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე.

სახეობა ძირითადად ცხოვრობს ტყისპირა რაიონებში, სადაც დომინირებს მუხა, ფიჭვი და ფსტა, ზღვის დონიდან აღწევს 2000 მეტრს.

ცნობილია სამი ქვესახეობა:

კონსერვაცია

2008 წელს ჩატარებულმა მოკვლევამ დაადგინა, რომ სახეობა უხვადაა თურქეთში, თუმცა შემცირება შეინიშნება ლევანტის რეგიონში. 1993 წელს ისრაელში ჩატარებული მოკვლევის მიხედვით შესწავლილ ტერიტორიაზე სახეობა გადაშენების საფრთხესთან ახლოს მდგომი იყო. სახეობაზე ნადირობა აკრძალულია ცენტრალური სანადირო კომისიის მიერ, დაცულია ბერნის კონვენციითა და ევროკავშირის ჰაბიტატების დირექტივით.

სქოლიო

Tags:

კავკასიური ციყვი აღწერაკავკასიური ციყვი გავრცელება და ჰაბიტატიკავკასიური ციყვი კონსერვაციაკავკასიური ციყვი სქოლიოკავკასიური ციყვიზომიერი სარტყლებილათინური ენაოჯახი (ბიოლოგია)ციყვისებრნიცხოველებიძუძუმწოვრები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გენოციდილადო ასათიანიარაბთა დაპყრობითი ომებიგამტარიგველის-მჭამელიორგაზმიმარო მაყაშვილიაფხაზეთითახვიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებითავისუფლების დიდი ქარტიაბალდუინ IV იერუსალიმელილიკა ქავჟარაძებეჰემოთიქაშუეთის ეკლესია (ჭორჭოხი)იაკობ გოგებაშვილიგიორგი სააკაძეკონსერვატიზმიზედსართავი სახელიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)სკოლაალკანითბილისის ისტორიაბერძნული კოლონიზაციაავსტრალიაჰიმალაიბათუმიალბანეთირითმაჰექტარიახალქალაქიგიორგი მამარდაშვილიკუნილინგუსისაქართველოს ფრინველთა სიაკაპიტალიზმიდემოკრატიაფილოსოფიატერენტი გრანელიალაზნის ვაკეადამიანის ჩონჩხიტაივანიყინწვისის მონასტერიუცხოური აგენტების კანონიტრეფიკინგიმტკვარიბერლინის კედელიდუბაის საამირორიკოთის უღელტეხილიდავითგარეჯალევან საგინაშვილიბატონებირელიგიააზოეიფელის კოშკიპარაზიტიზმიელექტრობაფერმენტებიეთიოპიაპარხლის I ოთხთავიკუთხემჟავური წვიმაშვედეთიარაბთა სახალიფობალეტიშვეიცარიაწყნარი ოკეანესაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიამარსისამხრეთი ამერიკამანგლისინიუტონის კანონებიხეოფსის პირამიდაFacebookვირუსებიმეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარიგოდერძის უღელტეხილიუფლისციხერომი🡆 More