Wiki ქართული

მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

მთავარი გვერდი
დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

მთავარი გვერდი

დღის სტატია

სომხების გენოციდისადმი მიძღვნილი მემორიალური კომპლექსი
სომხების გენოციდისადმი მიძღვნილი მემორიალური კომპლექსი
სომხების გენოციდიოსმალეთის იმპერიის მმართველთა მიერ დაგეგმილი და განხორციელებული, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული 1915-1918 წლებში. გენოციდის დასაწყისად ითვლება 1915 წლის 24 აპრილი, როდესაც ოსმალურმა ხელისუფლებამ კონსტანტინოპოლში 250-მდე სომეხი ინტელექტუალი და სომხური დიასპორის მეთაური დააპატიმრა. გენოციდი განხორციელდა პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას და მისი დასრულების შემდეგ და ორ ძირითად ეტაპს მოიცავს: შრომისუნარიან მამაკაცთა მკვლელობა და ქალების, ბავშვების, მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დეპორტაცია და სიკვდილი. დეპორტაციისას სომხები მოკლებულნი იყვნენ საჭმელსა და წყალს, პერიოდულად ადგილი ჰქონდა ძარცვას, გაუპატიურებასა და მკვლელობას. დაღუპულთა რიცხვი მერყეობს 1-დან 1,5 მილიონამდე.

მთავარი გვერდი

დღის სურათი

Lithomoia solidaginis
Lithomoia solidaginis
Lithomoia solidaginis

მთავარი გვერდი

სიახლეები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


მთავარი გვერდი

24 აპრილი — ამ დღეს...

ჰაბლი
ჰაბლი
  • ძვ. წ. 1479 : თუტმოს III ეგვიპტის მეთვრამეტე დინასტიის მეექვსე ფარაონი გახდა ოფიციალური ქრონოლოგიის მიხედვით, თუმცა პირველი 22 წლის განმავლობაში მისი თანამმართველი მისი დეიდა ჰატშეფსუტი იყო.
  • ძვ. წ. 1184 : ბერძნებმა ტროაში შეაღწიეს ტროის ცხენის მეშვეობით, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ომის ბერძნების სასარგებლოდ დასრულებაში.
  • 1800 : აშშ-ის კონგრესის აქტით, ქვეყნის დედაქალაქის ფილადელფიიდან ვაშინგტონში გადმოსატანად დაარსდა კონგრესის ბიბლიოთეკა, ამჟამად დე-ფაქტო აშშ-ის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  • 1877 : ბალკანეთში რიგი უთანხმოებების გადაუჭრელობის გამო რუსეთმა ოსმალეთის იმპერიას ომი გამოუცხადა, რითაც რუსეთ-თურქეთის ომი დაიწყო.
  • 1915 : სომხების მასიური დევნა დაიწყო ოსმალეთის იმპერიაში კონსტანტინოპოლში ასობით გავლენიანი სომეხის დაპატიმრებითა და დეპორტაციით.
  • 1916 : ირლანდიელმა რესპუბლიკელებმა პატრიკ პირსის მეთაურობით აღდგომის აჯანყება დაიწყეს ირლანდიაში ბრიტანეთის მმართველობის წინააღმდეგ და ირლანდიის რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადეს.
  • 1990 : კოსმოსური შატლი დისკავერის ბორტზე ორბიტაზე გაუშვეს კოსმოსური ტელესკოპი ჰაბლი.
  • მთავარი გვერდი

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    ნაცვალსახელიწყალიავსტრალიაპარალელოგრამიფობიების სიაისლანდიაფრინველებინატრიუმიმზეზვიად გამსახურდიამსოფლიოს შვიდი საოცრებასლოვაკეთიუეფა-ს ჩემპიონთა ლიგავლადიმერ ლენინიძალასაქართველოს დემოგრაფიასეკულარიზმისაქართველოს ფრინველთა სიაქეთო და კოტე (ოპერა)შაორის წყალსაცავისაქართველო IX-X საუკუნეებშიურანიხინკალისაქართველო XVIII საუკუნეშინატვრის ხე (ფილმი)პოლიმერებიდავით კაჭარავაქართვლის დედააშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიახვიჩა კვარაცხელიამამუკა მდინარაძეთვითმმართველობაბახტრიონის ბრძოლაბულგარეთისერგო ორჯონიკიძებორჯომი (წყალი)შუმერიდაუნის სინდრომი69 (სექსუალური პოზა)საქართველო XV საუკუნეშიკოსმოპოლიტიზმიელენე ხოშტარიაბიშკეკიმინერალების სიაქართლის ცხოვრებაგიორგობაარაგვიკონსერვატიზმიკაპიტალიზმინიუ-იორკიმსოფლიოს მოსახლეობაარისტოტელებაგრატ III (საქართველოს მეფე)დათა თუთაშხიაოპერაძილის პარალიზისამეგრელოვეფხვიბაბუაწვერასაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიქართული სამზარეულოსაქართველოს მმართველთა სიაქართლის სამეფოიოსებ სტალინიგულიშოთა რუსთაველიThe Beatlesნათურამაიმუნებიაქემენიანთა იმპერიარეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკარუმინეთისაათი (ერთეული)ებრაული დღესასწაულები (2000-2050)მეორე მსოფლიო ომიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითმელა🡆 More