კატარი

კატარი (არაბ.

სამხრეთიდან ესაზღვრება საუდის არაბეთი, ხოლო ყველა დანარჩენი მხრიდან სპარსეთის ყურე. ჩრდილო-დასავლეთით აქვს საზღვაო საზღვარი ბაჰრეინთან, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით – არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. დედაქალაქი – დოჰა.

კატარის სახელმწიფო
არაბ. دولة قطر
კატარი
კატარი
დროშა
ჰიმნი: „ას-სალამ-ალ-ამირი“ السلام الأميري
კატარის ჰიმნი


კატარი
კატარის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
დოჰა
25°18′ ჩ. გ. 51°31′ ა. გ. / 25.300° ჩ. გ. 51.517° ა. გ. / 25.300; 51.517
ოფიციალური ენა არაბული
მთავრობა უნიტარული კონსტიტუციური მონარქია
 -  ამირა თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი
 -  ამირის მოადგილე აბდულა ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი
 -  პრემიერ-მინისტრი აბდულა ბინ ნასერ ბინ ხალიფა ალ-თანი
ფართობი
 -  სულ 11,581 კმ2 (158-ე)
 -  წყალი (%) 0.8
მოსახლეობა
 -  2017 შეფასებით 2,641,669 (140-ე)
 -  2010 აღწერა 1,699,435 
 -  სიმჭიდროვე 176 კაცი/კმ2 (76-ე)
მშპ (მუპ) 2018 შეფასებით
 -  სულ $359.163 მილიარდი (51-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $129,360 (1-ლი)
აგი (2014) 0.850 (მაღალი) (32-ე)
ვალუტა რიალი (QAR)
დროის სარტყელი UTC+03:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+03:00 (UTC)
ქვეყნის კოდი QAT
Internet TLD
სატელეფონო კოდი +974

XX საუკუნეში, ოსმანთა მმართველობის დასრულების შემდეგ კატარი ბრიტანეთის პროტექტორატი გახდა და დამნოუკიდებლობა 1971 წელს მოიპოვა. კატარს XIX საუკუნიდან ალ თანის დინასტია მართავს. კატარის სახელმწიფოს დამაარსებელი ჯასიმ ბინ მუჰამად ალ თანია. კატარს მემკვიდრეობითი მონარქები მართავენ და ამისი ემირია ტამიმ ბინ ჰამად ალ თანი. ის წარმოადგენს კონსტიტუციურ თუ აბსოლუტურ მონარქიას კამათის საგანს წარმოადგენს. 2003 წელს კონსტიტუცია 98%-იანი მხარდაჭერით მიიღეს. 2017 წლის დასაწყისში კატარის მოსახლეობა შეადგენდა 2,6 მილიონს, მათგან 313,000 მოქალაქეს ხოლო 2,3 მილიონი ექსპატრიანტს.

კატარი არის მაღალი შემოსავლის ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელსაც ზურგს მსოფლიოს სიდიდით მესამე ბუნებრივი გაზის მარაგი უმაგრებს. მას მსოფლიოში ყველაზე მაღალი შემოსავალი აქვს ერთ სულ მოსახლეზე. გაერთიანებული ერების მიერ კატარი შეფასებულია, როგორც ყველაზე მაღალი ადამიანური განვითარების ინდექსის მქონე არაბული ქვეყანა. მისი ზომების მიუხედავად კატარს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე. კატარი პირველი არაბული ქვეყანა იქნება, რომელიც უმასპინძლებს მსოფლიო თასს ფეხბურთი (2020-ში).

ეტიმოლოგია

I საუკუნეში მოღვაწე რომაელი ავტორი პლინიუს უფროსი ნახევარკუნძულის მცხოვრებლებს კატარებად (Catharrei) მოიხსენიებს, რაც შეიძლება იქ არსებული ცნობილი დასახლებიდან მომდინარეობდეს. ერთი საუკუნის შემდეგ პტოლემემ შექმნა ნახევარკუნძულის პირველი ცნობილი რუკა, რომელსაც კატარა უწოდა. რუკაზე დატანილია დასახლება კადარა, რომელიც კუნძულის აღმოსავლეტში მდებარეობს. სახელი კატარა აქტიურად გამოიყენებოდა XVIII საუკუნეში, რის შემდეგაც ის საერთაშორისო დასახელებად დამკვიდრდა.

მოსახლეობა

ეთნიკური ჯგუფები

2017 წელს, კატარის მოსახლეობა მიაღწია 2.6 მილიონს, მათ შორის არაკატარელები შეადგენენ უმრავლესობას. მარტო 313 ათასი კატარელი ცხოვრობს კატარში და შეადგენს მოსახლეობის 12 %. სამხრეთ აზიელი იმიგრანტები წარმოადგენენ მოსახლეობის ყველაზე დიდ ნაწილს, დაახლოებით 60%. მათ შორის ინდოელები არიან 650.000, ნეპალელები - 350.000, ბანგლადეშელები - 280.000, 145.000 შრი-ლანკელები, პაკისტანელები - 125.000. სხვა ეთნიკური ჯგუფები არიან ფილიპინელები (260.000), ეგვიპტელები (200.000) და ევროპელი და არაბი ემიგრანტები.

ენა

არაბული ენა არის სახელმწიფო ენა, კატარული არაბულით როგორც ადგილობრივი დიალექტი. ინგლისური ენა არის ხშირად გამოყენებული როგორც მეორე ენა და არის ეთნიკური კატარელების და არაკატარელების საერთო ენა. ქვეყანაში, სხვა ენაზეც მეტყველებენ, მათ შორისაა: ბელუჯური ენა, ჰინდი ენა, ტამილური ენა, სინჰალური ენა, მალაიალამური ენა, პუშტუ, ურდუ, ინდონეზიური ენა, ტაგალური ენა და სხვა.

რესურსები ინტერნეტში

კატარი 
არის გვერდი თემაზე:

შენიშვნები

სქოლიო

Tags:

კატარი ეტიმოლოგიაკატარი მოსახლეობაკატარი რესურსები ინტერნეტშიკატარი შენიშვნებიკატარი სქოლიოკატარიაზიაარაბეთის ნახევარკუნძულიარაბთა გაერთიანებული საამიროებიარაბული ენაბაჰრეინიდოჰანახევარკუნძულისაუდის არაბეთისპარსეთის ყურე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მზის დაბნელებაიაპონიათურქეთის ისტორიაადოლფ ჰიტლერივარშავის პაქტიფარნავაზ Iნარიყალაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიმიტრი ყიფიანიფიტარეთის მონასტერირუსეთიდიდება (ჰიმნი)იალბუზისასწორი (ასტროლოგია)ვოლფგანგ ამადეუს მოცარტიარჩვიქაშვეთის ეკლესიადუბაიშიდსირაჭაივანე მაჩაბელიალექსანდრე მაკედონელიგველებისვანური ენაქუნთრუშანიუტონის კანონებიმიქელანჯელო ბუონაროტიმორალიკალათბურთიარაბობა საქართველოშიბაში-აჩუკი (ფილმი)იუდაიზმიპარხლის I ოთხთავირევაზ ინანიშვილიადამიანითამარ მეფეკონსტანტინოპოლის დაცემაშხარასაქართველოს ქალაქებიბესლანის ტერაქტითემურლენგისაქართველოს გეოგრაფიაქართული ფილმების სიაგალაკტიონ ტაბიძეძალაადიშის ოთხთავიუდაბნომტკნარი წყალიიმპრესიონიზმინაირა გელაშვილირუსთავისაფრანგეთის ქალაქებიატლანტის ოკეანეიტალიის სერია Aიგინარკოტიკიმეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარიბზობადასავლეთ რომის იმპერიის დაცემარუსული დამწერლობამათემატიკაებრაული დღესასწაულებისვია (მცენარე)ყირიმის ომისაქართველო XII-XIII საუკუნეებშიკარტოფილიალავერდიC ჰეპატიტილეჩხუმი24 აპრილითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიზვავიIOSოქროს საწმისიდაღესტანისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიყინწვისის მონასტერითირკმელი🡆 More