რევაზ ინანიშვილი: ქართველი მწერალი

რევაზ კონსტანტინეს ძე ინანიშვილი (დ.

20 დეკემბერი, 1926, ხაშმი, ახლანდელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი — გ. 26 დეკემბერი, 1991, თბილისი) — ქართველი მწერალი.

რევაზ ინანიშვილი
რევაზ ინანიშვილი: ბიოგრაფია, ძირითადი კრებულები, საბავშვო კრებულები
დაბადების თარიღი 20 დეკემბერი, 1926(1926-12-20)
დაბადების ადგილი ხაშმი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 26 დეკემბერი, 1991(1991-12-26) (65 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა სცენარისტი და მწერალი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა რევაზ ინანიშვილი: ბიოგრაფია, ძირითადი კრებულები, საბავშვო კრებულები სსრკ
რევაზ ინანიშვილი: ბიოგრაფია, ძირითადი კრებულები, საბავშვო კრებულები საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Magnum opus შორი თეთრი მწვერვალი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი და რუსთაველის პრემია

ბიოგრაფია

რევაზ ინანიშვილი: ბიოგრაფია, ძირითადი კრებულები, საბავშვო კრებულები 
რევაზ ინანიშვილის საფოსტო მარკა, 2022

რევაზ ინანიშვილი დაიბადა 1926 წლის 20 დეკემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, მოსამსახურის ოჯახში. მშობლიურ სოფელში ხუთი კლასი დაამთავრა.

1937 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის წლებში, 1943–45–ში მუშაობდა 31-ე ქარხანაში. შემდეგ სწავლობდა საავიაციო ტექნიკუმში, რომელიც არ დაუმთავრებია.

1947 წელს შევიდა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 1949 წელს სწავლა მიატოვა დის ოჯახის სიდუხჭირის გამო და მუშაობა დაიწყო სამგორის არხის მშენებლობაზე.

1951 წელს კვლავ დაუბრუნდა სწავლას და 1956 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1952 წელს დაოჯახდა და ოთხი წელი ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით.

1960 წლიდან მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა „ნაკადულში“.

1966 წელს გადავიდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სასცენარო განყოფილებაში.

1977 წელს მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, წლის საუკეთესო კრებულისთვის,

1985-1988 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად.

1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1991) იყო ჟურნალ „დილას“ რედაქტორი.

პირველი მოთხრობა „სახსოვარი“ გამოაქვეყნა ალმანახ „პირველ სხივში“ 1950 წელს, ხოლო პირველი კრებული „პირველი მოთხრობები“ – 1953 წელს. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე.

რევაზ ინანიშვილი გარდაიცვალა 1991 წლის 26 დეკემბერს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ძირითადი კრებულები

  • „მეგობრისადმი მიწერილი წერილებიდან“ (1958)
  • „წვეთები ფოთლებზე“ (1962)
  • „ცისფერი გორგალი“ (1968)
  • „საღამო ხანის ჩანაწერები“ (1971)
  • „ბარისკენ მოფრინავს ჯაფარა“ (1974)
  • „ჩიტების გამომზამთრებელი“ (1978).

საბავშვო კრებულები

სცენარების მიხედვით გადაღებული ფილმები

ნაწარმოებების ეკრანიზაციები

  • „ერთი ლეღვი გზაზე“ (მოთხრობა „კაცების“ მიხედვით, რეჟისორი ირაკლი მეტრეველი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი, 2004)
  • „როცა დედები შინ არ არიან“ (მოთხრობა „კაცების“ მიხედვით, რეჟისორი პავლე ჩარკვიანი, „ქართული ტელეფილმი“, 1977)

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 184, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

Tags:

რევაზ ინანიშვილი ბიოგრაფიარევაზ ინანიშვილი ძირითადი კრებულებირევაზ ინანიშვილი საბავშვო კრებულებირევაზ ინანიშვილი სცენარების მიხედვით გადაღებული ფილმებირევაზ ინანიშვილი ნაწარმოებების ეკრანიზაციებირევაზ ინანიშვილი ლიტერატურარევაზ ინანიშვილი რესურსები ინტერნეტშირევაზ ინანიშვილი1926199120 დეკემბერი26 დეკემბერითბილისისაგარეჯოს მუნიციპალიტეტიქართველებიხაშმი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

იოჰან სებასტიან ბახიქართლ-კახეთის სამეფოაღდგომასერგო ორჯონიკიძესაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიჭადრაკიბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიწმინდა ნინოანტიკური ხანაათონის ივერთა მონასტერიცხოველებიკუნილინგუსიივანე ჯავახიშვილიჰაერიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშინიანგებიფემინიზმიაფრიკის ქვეყნების სიადედამიწის სტრუქტურავინსენტ ვან გოგისაჭმლის მომნელებელი სისტემაფრინველებიThe Beatlesწიგნი სიბრძნე სიცრუისამონანიება (ფილმი)კომპასისულხან-საბა ორბელიანიქართველები რუსეთშიწყალბადიეგვიპტის პირამიდებიბაზალეთის ტბაძუძუმწოვრებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ხევსურეთიკახეთის მხარელონდონივერძი (ასტროლოგია)მიხეილ ხერგიანითუშეთიეზიდებიკონტინენტიბათუმის ბოტანიკური ბაღიაფხაზეთის ომი (1992-1993)თეიმურაზ IIგიორგი V ბრწყინვალეამერიკის შეერთებული შტატებიმდინარეკახეთიივანე მაჩაბელივარძიავერცხლიასურეთიმრავალკუთხედითბილისის მეტროპოლიტენინოდარ დუმბაძეხელისუფლების დანაწილებაგიორგი ლეონიძესაბერძნეთიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაელენე ახვლედიანიგამაფრთხილებელი შეფერილობაბუდუ ზივზივაძედათა თუთაშხიაირაკლი ღარიბაშვილიფარსმან II ქველისულეიმან Iდავით გურამიშვილიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიკრიშტიანუ რონალდუთევზები (ასტროლოგია)პარხლის I ოთხთავიქართული დამწერლობამილიმეტრიმონღოლთა იმპერიადინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)შენგენის ზონაფანდურილადო ასათიანი🡆 More