შოთა რუსთაველის სახელობის პრემია (ყოფ.
შოთა რუსთაველის სახელობის რესპუბლიკური პრემია) — საქართველოს სახელმწიფო პრემია, რომელიც დააარსა საქართველოს მინისტრთა საბჭომ 1965 წელს. შოთა რუსთაველის სახელობის პრემიაზე განაცხადები მიიღება შემდეგ დარგებში: მხატვრული ლიტერატურა, მუსიკალური, კინო, სახვითი და თეატრალური ხელოვნება, არქიტექტურა, რუსთველოლოგია, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები.
შოთა რუსთაველის სახელობის პრემია ენიჭება: ა) ხელოვნების დარგში — ლიტერატურის, მთარგმნელობითი და კვლევითი, ხელოვნებისა და არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომელმაც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და გამსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით;
ბ) მეცნიერების დარგში — მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული და საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო ნაშრომის ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს არა მარტო ჩვენი ქვეყნის მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ და/ან ეკონომიკურ განვითარებაში.
პირს, რომელიც მოიპოვებს შოთა რუსთაველის სახელობის პრემიას, მიენიჭება შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, გადაეცემა ლაურეატის დიპლომი, ოქროს მედალი და ფულადი ჯილდო. ავტორთა კოლექტივისთვის პრემიის მინიჭების შემთხვევაში, საპრემიო თანხა ნაწილდება თანაბრად. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
This article uses material from the Wikipedia ქართული article შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.