მერაბ ბერძენიშვილი

მერაბ ისიდორეს ძე ბერძენიშვილი (დ.

მერაბ ბერძენიშვილი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბერძენიშვილი.

10 ივნისი, 1929, თბილისი — გ. 17 სექტემბერი, 2016, სტამბოლი, თურქეთი) — ქართველი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი. სსრკ-ის სახალხო მხატვარი (1987), საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1965). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი.

მერაბ ბერძენიშვილი
მერაბ ბერძენიშვილი
დაიბადა 10 ივნისი, 1929
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაიცვალა 17 სექტემბერი, 2016 (87 წლის)
გარდაცვალების ადგილი სტამბოლი, თურქეთი
ეროვნება საქართველოს დროშა ქართველი
სფერო ფერწერა, გრაფიკა
მომზადება თბილისის სამხატვრო აკადემია
მიმდინარეობა მონუმენტური ქანდაკება
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემიასსრკ-ის სახალხო მხატვარი

ბიოგრაფია

1956 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (ხელმძღვანელი პროფ. ნიკოლოზ კანდელაკი). ძირითადად მუშაობდა მონუმენტური ქანდაკების დარგში. ძირითადი ნამუშევრებია: „რუსთაველი“ (თაბაშირი, 1956, სადიპლომო ნაშრომი, საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა), „რუსთაველი“ (ბრინჯაო, 1966, მოსკოვი), ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი (1958, II პრემია); მონუმენტები: „დავით გურამიშვილი“ (თუჯი, 1965, თბილისი), „გიორგი სააკაძე“ (ბრინჯაო, 1971, კასპი), „მედეა“ (ბრინჯაო, 1968, ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსი), „მუზა“ (ბრინჯაო, 1971, თბილისი), „კიდევაც დაიზრდებიან...“ (ბრინჯაო, 1975, მარნეული, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1976), ლაოსის მეფის მონუმენტი (ბრინჯაო, 1975, ვიენტიანი, ლუანგპრაბანგი). პორტრეტები: ქართველი ქალი (ხე, 1958, რამდენიმე პრემია: 1960 მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის დიპლომი), ლადო ქოქიაშვილი (ბრინჯაო, 1958), კოტე მარჯანიშვილი (დიურალუმინი, 1966, თბილისი, მეტროს სადგური „მარჯანიშვილი“). ასევე მუშაობდა გრაფიკისა და ფერწერის დარგში. აფორმებდა წიგნებს, ქმნიდა დაზგურ პორტრეტებს, თეატრალურ აფიშებსა და პლაკატებს. 1995 წელს დიდგორის სკულპტურულ-არქიტექტურული მემორიალის შექმნისათვის, არქიტექტორ თამაზ გაბუნიასთან ერთად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.

მერაბ ბერძენიშვილი წარმატებით მუშაობდა აგრეთვე წიგნის გრაფიკის, თეატრალური პლაკატისა და აფიშის სფეროშიც. აღსანიშნავია მოქანდაკის მემუარულ-მხატვრული ხასიათის ლიტერატურული ნაშრომი, „ზარი“ („საბჭოთა საქართველო“, 1979). საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1965), საქართველოს სახალხო მხატვარი (1978). რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1996), საქართველოს კულტურის ფონდის პრეზიდენტი (1994). 1983 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (1975). 2001 წელს მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის ფრიტიოფ ნანსენის სამახსოვრო მედალი. 2002 წელს საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა მერაბ ბერძენიშვილს მიანიჭა ჯილდო „XX საუკუნის მიღწევებისათვის“.

2014 წელს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ, ბერძენიშვილს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო — „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.

2015 წელს ქალაქ ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრს-სურათების გალერეას მერაბ ბერძენიშვილის სახელი მიენიჭა.

მერაბ ბერძენიშვილი გარდაიცვალა 2016 წლის 17 სექტემბერს, 87 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საკუთარი სახლის ეზოში.

ლიტერატურა

  • ლორთქიფანიძე ი., მერაბ ბერძენიშვილი. ალბომი, თბ., 1978.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

მერაბ ბერძენიშვილი ბიოგრაფიამერაბ ბერძენიშვილი ლიტერატურამერაბ ბერძენიშვილი რესურსები ინტერნეტშიმერაბ ბერძენიშვილი სქოლიომერაბ ბერძენიშვილი10 ივნისი17 სექტემბერი19292016თბილისითბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიათურქეთისაქართველოს მეცნიერებათა აკადემიასტამბოლიქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სულხან-საბა ორბელიანიპარტიკულარიზმიდალი (მითოლოგია)საქართველო VI საუკუნეშიიაკობ გოგებაშვილიბათუმილექსი ვეფხისა და მოყმისაკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდაირანიდაუნის სინდრომიარსებითი სახელიქვემო ქართლის მხარეზაფხულიფრინველებიდემეტრე II თავდადებულისაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარექართული ენასოზარ სუბარისიზმარითეატრიწინადადებასამკურნალო მცენარეებითუშეთირკინათავისუფლება (ფილოსოფია)ქართლის სამეფოხელოვნებასაქართველოს პრეზიდენტიქუთაისიქართული დამწერლობახევსურეთიეგრისის სამეფოუილიამ შექსპირიგერგეტის სამების ეკლესიაზამთარიპითაგორას თეორემააფხაზეთის ომი (1992-1993)ისრაელიკურდღელიაბანოთუბანიქანი (გეოლოგია)მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელითაშმიჯაბიერთეულთა საერთაშორისო სისტემალოცვა ეფრემ ასურისააბო თბილელის წამებავანდალიზმიმოსკოვითბილისის მეტროპოლიტენიათეროსკლეროზინერვული სისტემავატიკანიფთორიხინკალიმთლიანი შიდა პროდუქტიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითბუღა თურქის შემოსევაანემიაორგაზმიდავით გურამიშვილირელიგია საქართველოშიასტიგმატიზმიშინაური კატაჰაერის დაბინძურებაბენიტო მუსოლინიოგანესონიანანურის ციხეზურაბ ჟვანიაგურიაწრეწირიწითელაიუნესკოსალომე ზურაბიშვილისიყვარულის დღერუმინეთილობიოშუშანიკის წამებანიუ-იორკიანტარქტიდა🡆 More